ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ლეგიტიმურობა - Legitimacy ლ-ის კონცეფცია ხელისუფლებასა და სამართალს შორის არსებულ ურთიერთობას მოიცავს. ის ხაზს უსვამს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, ანუ იმას, რაც უფლებას აძლევს სახელმწიფოს, განახორციელოს ხელისუფლება თავისი მოქალაქეების მიმართ, აგრეთვე იმ ხარისხს, რომლითაც ეს სახელმწიფოა აღიარებული. ტრადიციულ საზოგადოებაში სახელმწიფო ხელისუფლების წყარო “ღვთის ნებით”, ან მემკვიდრეობით განისაზღვრებოდა. თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფოს ლ-ის წყარო საზოგადოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების აღიარებაში ძევს. ლ. მართულთა უსიტყვო თანხმობაზეა დამოკიდებული, სახელმწიფო კი ლ-ია იმ ხარისხით, რამდენადაც ამას მისი მოქალაქენი აღიარებენ. თავისუფალი, რეგულარული არჩევნები და თავისუფალი პრესა ლეგიტიმური მმართველობის არსებობის გარანტიაა. არადემოკრატიული რეჟიმები ხშირად ცდილობენ მოჩვენებითი ლ-ის შექმნას დაპყრობითი ომების, ეკონომიკური პროგრამების, კორუფციასა და დამნაშავეობის წინააღმდეგ გამართული კამპანიების მეშვეობით.
იხილე აგრეთვე: თავისუფალი პრესის უფლება