ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
თავისუფალი პრესის უფლება - Right to freedom of press არა მარტო ორგანიზაციების, არამედ თითოეული ადამიანის უფლება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი მასობრივი ინფორმაციის როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული საშუალებებით (ტელევიზია, რადიო, გაზეთები, პლაკატები და ა.შ.), ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე. ხელისუფლება ცდილობს პრესის თავისუფლების შეზღუდვას მაშინ, როდესაც, მისი აზრით, პრესის თავისუფლება ხიფათს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მორალს, მის ჯანმრთელობას. ბევრ ქვეყანაში, დასავლური დემოკრატიების უმრავლესობის ჩათვლით, პრესა, განსაკუთრებით კი რადიო-ტელევიზია სხვადასხვა წესებს, ქცევათა კოდექსებს და (ან) კონტროლის სხვადასხვა ხარისხს ექვემდებარება.
იხილე აგრეთვე: ,თავისუფლება; ცენზურა; ლეგიტიმურობა