ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
პროპორციული წარმომადგენლობა - Proportional representation საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვით იმ პარტიების მიერ პარლამენტში მიღებული ადგილების რაოდენობა, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი კანდიდატები წარმომადგენლობით ორგანოში, დამოკიდებულია კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობაზე. პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს იქმნება ერთი, ან რამდენიმე საარჩევნო ოლქი, რომლებშიც თითოეული პარტია წარადგენს საკუთარ კანდიდატებს, ხოლო ამომრჩეველი ხმას აძლევს შესაბამის პარტიებს. არჩევნების შედეგების გამოსავლენად განისაზღვრება მინიმალური ნორმა, რომელიც საჭიროა ერთი მანდატის მოსაპოვებლად. პარტიულ სიაში მანდატები ნაწილდება, როგორც წესი, კანდიდატების მიერ სიაში დაკავებული ადგილების მიხედვით. პროპორციული საარჩევნო სისტემის სახესხვაობას წარმოადგენს საარჩევნო სისტემა “ერთადერთი გადასაცემი ხმის უფლებით”. იხილე აგრეთვე: არჩევნები, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა