ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

ტერორიზმი - Terrorism

არაერთჯერადი ძალადობრივი ქმედება, რომელსაც ახორციელებს არალეგალურ, ან ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში მყოფი პირი, პირთა ჯგუფი, ან ის პირები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით პოლიტიკური თუ სისხლის სამართლებრივი მიზეზებით, ან იმის გამო, რომ მათთვის მიუღებელია გარემომცველი სამყარო. წინასწარგანზრახული პოლიტიკური მკვლელობისაგან განსხვავებით ძალადობა არ არის ტ-ის ძირითადი მიზანი. ადამიანები ძალადობის მსხვერპლნი შემთხვევით, ან შერჩევით ხდებიან (როგორც ერთგვარი წარმომადგენლები, ან სიმბოლოები). ტერორისტული აქტი ერთგვარი გაფრთხილებაა, ან ნიშანი. ურთიერთობა ტერორისტებს, მათ მსხვერპლთა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის მუქარასა და ძალადობაზეა დაფუძნებული. ტერორისტები, ამგვარად, ძირითადი აუდიტორიით მანიპულირებენ. ისეთი სახის ქმედებები, როგორიცაა: სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმა, მძევლების აყვანა, დაკავებულთა მკვლელობა ტიპურია ტ-ისათვის. შესაბამისად ტერორისტული აქტები შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამხედრო დანაშაულის ანალოგი მშვიდობიან დროს, ომის დროს, ან, უბრალოდ, როგორც სამხედრო დანაშაული.

იხილე აგრეთვე: საერთაშორისო ტერორიზმი; დივერსია, პოლიტიკური ძალადობა; სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო ტერორიზმი, აჯანყებული ძალები