ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
პოლიტიკური ძალადობა - Political violence ვინაიდან სახელმწიფოს მოეპოვება ძალის გამოყენების მონოპოლია, მან რეაგირება უნდა მოახდინოს პ.ძ-ის აქტებზე, რომელთაც ცალკეული პირები, ან ჯგუფები ახორციელებენ. ასეთ ქმედებებს ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს:
1. არსებული სოციალური და პოლიტიკური სისტემის დანგრევა მისი ახლით შეცლის მიზნით; 2. მმართველი პოლიტიკური რეჟიმის დანგრევა მისი ახლით შეცვლის მიზნით; პ.ძ., რომელიც იურიდიულად პოლიტიკურ დანაშაულში გამოიხატება, ორი ძირითადი ნიშნით ხასიათდება: 1. მოქმედების მოტივი პოლიტიკური უნდა იყოს, ანუ რომელიმე ზემოჩამოთვლილ მიზანს უნდა ისახავდეს. ეს მოტივი განასხვავებს პ.ძ-ს ჩვეულებრივი დანაშაულისაგან. 2. ძალადობის სუბიექტი უნდა იყოს ცალკეული პირი, ან პირთა ჯგუფი (ორგანიზაცია, პარტია, პარტიზანები და ა.შ.). თუ ძალადობაში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ან მათ მიერ მხარდაჭერილი პირები იღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა დარღვევასთან.
იხილე აგრეთვე: ძალადობა; ტერორიზმი. საერთაშორისო ტერორიზმი