ეროვნული ბიბლიოთეკა

სკოლას 

 

სამოქალაქო განათლება

მთავარი

ა

ბ

გ

დ

ე

ვ

ზ

თ

ი

კ

ლ

მ

ნ

ო

პ

ჟ

რ

ს

ტ

უ

ფ

ქ

ღ

ყ

შ

ჩ

ც

ძ

წ

ჭ

ხ

ჯ

ჰ

 

GE

 

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი
ძალადობა - Violence

ძალის დემონსტრაცია გავლენის მოპოვების, ან განადგურების მიზნით. ის შეიძლება წარმოვიდგინოთ რამდენიმე კონცენტრირებული წრის სახით, რომლის ცენტრში მკვეთრი ბირთვია, ნაპირები კი ფერმკრთალია:

1. ბირთვად შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანების მიმართ განხორციელებული პირდაპირი ფიზიკური ძალადობა;
2. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრებას “ფიზიკური”, ძ. შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, მენტიციდი, მანიპულაციები ბოროტი განზრახვით;
3. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრებას “პირდაპირი”, ძ. შეიძლება იყოს ირიბი ფორმის;
4. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრებას “ადამიანების”, ძ. შეიძლება იყოს სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიმართ: ორგანისტიკული ძ., სისასტიკე ცხოველების მიმართ;
რაც უფრო მეტ განსაზღვრებას გამოვტოვებთ ძ-ის ცნება მით უფრო გაფართოვდება. მაგალითად:
5. თუ გამოვტოვებთ განსაზღვრება “ორგანიზმების”, ძ. შეიძლება განხორციელდეს გარემოს მიმართ (ეკოციდი);
6. სტრუქტურების, სისტემების, იდეოლოგიების მიმართ განხორციელებული ძ. და ა.შ.;
7. ღირსების, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ განხორციელებული ძ. და ა.შ.;

იხილე აგრეთვე: პოლიტიკური ძალადობა; ტოტალიტარიზმი, გენოციდი