ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ტოტალიტარიზმი - Totalitarianism აბსოლუტური ძალაუფლების პოლიტიკური იდეოლოგია. სახელმწიფო სოციალიზმი, კომუნიზმი, ნაციზმი, ფაშიზმი და ისლამური ფუნდამენტალიზმი ტოტალიტარიზმის არც თუ დიდი ხნის წინანდელი გამოვლინებებია. ტოტალიტარულია სახელმწიფო, რომლის მმართველობის სისტემა არ არის შეზღუდული კონსტიტუციურად, ანდა არ არის შეკავებული საზოგადოების სხვა ძალების მიერ (როგორიცაა: ეკლესია, პროფკავშირები, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები და ა.შ.). ასეთ სახელმწიფოში ხელისუფლება არ არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე პერიოდული, ფარული და სამართლიანი არჩევნებით. თავის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლისათვის იყენებს, როგორიცაა: ოჯახი, რელიგია, განათლება, ბიზნესი, კერძო საკუთრება თუ სოციალური ურთიერთობანი. ტოტალიტარული სისტემის ფასადის უკან ადვილი აღმოსაჩენია განუკითხაობა, მართვის არაპროფესიონალიზმი და ხელისუფლებაში მოკალათებული კრიმინალური კლანები, რომლებიც სახელმწიფო საშუალებებს საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ. ტოტალიტარული რეჟიმი, როგორც წესი, ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზული დამრღვევია, ვინაიდან სხვა რეჟიმებთან შედარებით უფრო ხშირად მიმართავს ომებსა და გენოციდს. იხილე აგრეთვე, გენოციდი, ძალადობა, რეჟიმი