ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
რეჟიმი - Regime მმართველობის ფორმების, მეთოდებისა და ხერხების სისტემა, რომლებსაც ხელისუფლების სათავეში მყოფი მოქმედი პოლიტიკოსები განსაზღვრავენ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალაუფლების (სახელმწიფო ძალაუფლების ჩათვლით) განხორციელების მიზნით. რ. საზოგადოებრივი საქმეების მართვის განსაკუთრებული პროცედურებითა და ინსტიტუტებით ხასიათდება. ეს ცნება ხელისუფლების ფუნქციური დახასიათებაა. მისი ერთიანი ტიპოლოგია არ არსებობს. კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, უფრო ხშირად, გამოყოფენ დემოკრატიულ, ლიბერალურ, ავტორიტარულ და ტოტალიტარულ პოლიტიკურ რ-ებს. ამ რეჟიმების ხასიათი არასდროს არის პირდაპირ მითითებული კონსტიტუციებში (თუ არ ჩავთვლით მეტად გავრცელებულ მითითებებს სახელმწიფოს დემოკრატიულ ხასიათზე), მაგრამ ყოველთვის აისახება მათ შინაარსზე. რ-ის ხასიათი ხუთი ძირითადი კრიტერიუმით განისაზღვრება: 1. ვინ მართავს (ერთი ადამიანი თუ ჯგუფი; აღმასრულებელი ხელისუფლებაზე სამოქალაქო კონტროლი ხორციელდება თუ სამხედრო კონტროლი)? 2. რა საზღვრებში და რა მოცულობით (საზოგადოებრივ ზეწოლაზე რეაგირების ხარისხი, ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება)? 3. რა მიზნების მისაღწევად (იდეოლოგიური ორიენტაცია)? 4. პირდაპირი თუ ინდივიდუალური საშუალებებით (ხელისუფლების რ-ის წყარო ხალხია თუ რ. მმართველის ნებას ემორჩილება)? 5. რა პირობებში და რა შეზღუდვებით (რამდენადაა რ-ის ფორმა განპირობებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორებით)? იხილე აგრეთვე, ავტორიტარიზმი დემოკრატია ლიბერალიზმი ტერორიზმი მილიტარიზმი