ეროვნული ბიბლიოთეკა
სკოლას
სამოქალაქო განათლება
მთავარი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
ზ
თ
ი
კ
ლ
მ
ნ
ო
პ
ჟ
რ
ს
ტ
უ
ფ
ქ
ღ
ყ
შ
ც
ძ
წ
ჭ
ხ
ჯ
ჰ
GE
ავტორიტარიზმი - Authoritarianism მმართველობის ფორმა, ან დემოკრატიის საწინააღმდეგო თეორია, რომელიც იცავს მმართველობის ამ ფორმას, რომლის დროსაც არ არის აუცილებელი თანხმობის არსებობა ხელისუფლებას, მის გადაწყვეტილებებსა და საზოგადოებას შორის. არჩევნები და დისკუსიების მიზანი ხელისუფლებისთვის დემოკრატიული იმიჯის შექმნაა მაშინ, როდესაც კონტროლი მთლიანად ხელისუფალთა ხელშია. ავტორიტარი მმართველნი თავიანთ ძალაუფლებას ძირითადად რელიგიურ და/ან ნაციონალისტურ მოთხოვნებზე აფუძნებენ. მათი მმართველობა იძულებას ეყრდნობა და არა კონსტიტუციურ შეზღუდვებს. ავტორიტარული რეჟიმის მსხვრევისა და მისი ლიბერალიზაციის შემდეგ მიზეზებს გამოყოფენ: 1. ავტორიტარულ რეჟიმს ესმის იმ ვითარების დროებითი ხასიათი, რომელმაც შესაძლებელი გახადა მისი შექმნა. აქედან გამომდინარე, როდესაც აღარ არის ამ სახის რეჟიმის არსებობის აუცილებლობა (ან სულაც შესაძლებლობა) ის იმსხვრევა. 2. რეჟიმი კარგავს “ლეგიტიმურობას” და ვინაიდან ვერც ერთი რეჟიმი იარსებებს ლეგიტიმურობის, ანუ საზოგადოებისგან აღიარების, თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე, ის იმსხვრევა. 3. მმართველი ძალის (განსაკუთრებით, სამხედრო ძალის) შიგნით წარმოქმნილი კონფლიქტების გადაწყვეტა ამ ძალის შიგნითვე ხდება შეუძლებელი. ამ ძალების ზოგიერთი წარმომადგენელი (ფრაქცია) დახმარებისათვის გარეშე ძალას იწვევს. ამდენად, მმართველი ძალა, როგორც ასეთი, წყვეტს არსებობას. 4. საზღვარგარეთიდან ზეწოლა და დემოკრატიულობის მოთხოვნა მმართველ ძალას კომპრომისებისაკენ უბიძგებს. იხილე აგრეთვე: რეჟიმი,