სარჩევი
სამოქალაქო განათლება –
ისტორია
სამოქალაქო
საზოგადოებას
ჩამოყალიბებას
ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი
ანტიკურ
ეპოქაში
ჩაისახა.
ანტიკური ეპოქა
-
ძვ. წ.
მე-7 საუკუნის
-
ახ. წ.
მე-6 საუკუნის დასაწყისი
(ძვ.
საბერძნეთის მონათმფლობელური საზოგადოება)
და
ძვ.
წ. მე-2 ს დასაწყისი
- ახ.
წ. მე-6 საუკუნის დასაწყისი
(ძვ.
რომის მონათმფლობელური საზოგადოება).
ანტიკურ
ეპოქასი ბერძენი
ანტიკურ
ეპოქაში
აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში,
თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ შეხედულებებსა და აზრებს.
და რაც
მთავარია,
სახელმწიფოში
მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოქალაქეთა კერძო
ინიციატივაზე დამყარებული ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი
საქმიანობა.
სწორედ
ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი ძველ
საბერძნეთში.
აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა ძველ რომში.
ძველმა
რომაელებმა შექმნეს სამოქალაქო კოდექსი,
მასში ჩამოყალიბებულია მრავალი ისეთი
სამართლებრივი ნორმა,
რომელთაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და
თანამედროვე კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპად
ითვლება.
სასამართლო საქმიანობა
გახდა სამოქალაქო ცხოვრების რეგულირების საფუძველი.
ტერმინი ,,სამოქალაქო საზოგადოება“ პირველად
არისტოტელემ
*
(ძვ.
წ. აღ. 384-322, ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი)
გამოიყენა. მან სამოქალაქო საზოგადოებას უწოდა თავისუფალ
და თანასწორ მოქალაქეთა თანაცხოვრებას გარკვეული
პოლიტიკური მოწყობის ფორმაში (სახელმწიფო
პოლისებში).
შუა
საუკუნეებმა შეაჩერა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.
გაძლიერდა ხელისუფლებისა და ეკლესიის ავტორიტეტი.
ჩახშობილია კერძო ინიციატივა, შეუძლებელია დამოუკიდებლად
საქმიანობა. ამგვარად, სამოქალაქო საზოგადოების არსებობა
შეუძლებელია.
აღორძინების ეპოქაში
XVII-XVIII
იწყება ფეიდალიზმის რღვევის პროცესი. ორმა დიდმა
რევოლუციამ
(საფრანგეთის
დიდი რევოლუცია
და
ამერიკის ბურჟუაზიული რევოლუცია)
მოსპო
ფეოდალიზმის კლასობრივ-წოდებრივი
უთანასწორობა, ადამიანები გაათავისუფლა
ურთიერთდამონებისაგან და გაათანაბრა კანონის წინაშე.
სახელმწიფოს ქვეშევრდომები გადაიქცნენ
მოქალაქეებად. სახელმწიფოში ცხოვრობენ და საქმიანობენ
მოქალაქეები. დასაბამი ეძლევა სამოქალაქო საზოგადოებას.
ამგვარად, სამოქალაქო საზოგადოების
წარმოშობა და ჩამოყალიბება ხდება კაპიტალიზმის
განვითარების კვალდაკვალ.
სამოქალაქო საზოგადოების ცნება ახალი არ არის, მაგრამ მან
დროთა განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა მნიშვნელობა.
ცნების ევოლუციის ისტორიის გაცნობა სასარგებლო იქნება მის
დღევანდელ შინაარსში უკეთ გარკვევისთვის.
არისტოტელესთვის სამოქალაქო საზოგადოება, ქალაქი,
ნებისმიერი სხვა სახის ასოციაციაზე მაღლა დგას, ვინაიდან
მოიცავს ყველა სხვა ასოციაციას ( ოჯახი, საძმო, სამუშაო
ჯგუფი) და ისახავს არა განსაკუთრებულ, კერძო, არამედ
ყველასათვის საერთო მიზანს. სამოქალაქო საზოგადოების
მიზანი არის ყველას ინეტერსი და ეს მიზანი მაღლა დგას
ყველა დანარჩენ მიზანთან შედარებით. ამასთან ქალაქი,
სამოქალაქო საზოგადოება არის ის ადგილი, სადაც ხდება
სამართლიანობის გამიჯვნა უსამართლობისგან, ამგვარად,
სწორედ აქ წარმოჩინდება ადამიანი ყველაზე დიდი სიმაღლით.
დაწყებული არისტოტელედან და დამთავრებული
რუსოთი
ეს ორი ტერმინი, რომელიც დღეს ესოდენ ხშირადაა
დაპირისპირებული - ,,სახელმწიფო“ და ,,სამოქალაქო
საზოგადოება“ - დიდხანს სინონიმებს წარმოადგენდნენ, სანამ
არ მოხდებოდა ამ ცნებების დაშორიშორება.
შემდგომში, როდესაც ჩნდება სახელმწიფოსა და სამოქალაქო
საზოგადოების
საკონტრაქტო თეორია (პოლიტიკური ერთობა იქმნება
ადამიანთა შეთანხმების, კონტრაქტის საფუძველზე),
ჰობსი ასაბუთებს სამოქალაქო საზოგადოების, ანუ
პოლიტიკური წესრიგის საჭიროებას იმ ვარაუდიდან
გამომდინარე, რომ ადამიანები ,,ბუნებრივ მდგომარეობაში“
მიდრეკილები არიან დესტრუქციული კონფლიქტებისკენ. თუ
ადამიანებმა არ შექმნეს სამოქალაქო საზოგადოება, მათ
მოელით ,,ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“. სამოქალაქო
საზოგადოება იძლევა საშუალებას დამყარდეს ყოვლისშემძლე
პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც ამავე დროს ვერ წაართმევს
ადამიანებს მათ უფლებებს.
რუსოც,
ჰობსის
მსგავსად ხაზს უსვამდა საკონტრაქტო ურთიერთობების
მნიშვნელობას პოლიტიკური ერთობის ფორმირებაში და
სამოქალაქო საზოგადოებას ბუნებრივ მდგომარეობას
უპირისპირებდა. მაგრამ მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა არ
წარმოადგენს კონფლიქტურ არსებობას. პირიქით, ბუნებრივ
მდგომარეობაში განმარტოებულ ადამიანს ბედნიერი არსებობა
ჰქონდა. ადამიანი იძულებულია მიმართოს სხვა ადამიანებს
თანამშრომლობისათვის, დადოს მათთან კონტრაქტი და შექმნას
სამოქალაქო საზოგადოება, ვინაიდან ეს მას გადასარჩენად
სჭირდება, მაგრამ სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაში
სწავლობს იგი აგრესიასა და კონფლიქტს. რუსოს მიხედვით
სამოქალაქო საზოგადოების შექმნაზე შეთანხმების მიღწევით
ადამიანები თმობენ თავისი ინდივიდუალიზმის და თავისუფლების
ნაწილს კოლექტივის სასარგებლოდ, ემორჩილებიან მას. რუსოს
,,კარგი მოქალაქე“ ,,თავის კერძო სურვილებს უქვემდებარებს
საერთო მისწრაფებებს“, წარმოადგენს მთლიენობის განუყოფელ
ნაწილს. ,,კარგი მოქალაქის“ ამგვარი, ერთგვარად
კოლექტივისტური თეორია მეთვრამეტე საუკუნის მეორე
ნახევარში შოტლანდიელი მორალისტების
ადამ სმითის,
ადამ ფერგიუსონის და სხვების ნაშრომებში თანდათან იცვლება
თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების
ლიბერალურ-ინდივიდუალისტური კონცეფციით.
ადამ ფერგიუსონის ნაშრომი არის ერთ-ერთი პირველი,
რომელშიაც სამოქალაქო საზოგადოება წარმოჩინდება
სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში. მის თავლწინ ხდებოდა
არისტოკრატიული საზოგადოების გარდაქმნა კომერციულ
საზოგადოებად, და იცვლებოდა ადამიანის და სახელმწიფოს
ურთიერთობები. ფერგიუსონს აწუხებდა კითხვა - როგორ
შეიძლება ამ ახალ წესრიგში, რომელიც დაფუძნებულია შრომის
განაწილებაზე, მოქალაქე არ აღმოჩნდეს დამონებული
სახელმწიფოს მიერ? როდესაც ადამიანების ერთმა ნაწილმა -
მოქალაქეებმა იციან მხოლოდ ფეხსაცმლის კერვა ან სხვა
ხელობა, ხოლო სხვებს - პოლიტიკოსებს და მეომრებს ევალებათ
მათი დაცვა, ხომ არ დაიმორჩილებენ ეს უკანასკნელები მათ,
ვისი დაცვაც შეადგენს მათ მოვალეობას?
ჰეგელის
აზრით,
კორპორაციების შექმნა, რაც სამოქალაქო საზოგადოების
სტრუქტურირებას ახდენს და იცავს ადამიანებს სოციალური
დანაწევრებისგან (რომელიც შეიძლება გამოიწვიოს თითოეული
ინდივიდის მიერ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე
მოქმედებამ), შესაძლებელი ხდება სწორედ უნივერსალური
სახელმწიფოს პირობებში. სწორედ სახელმწიფო არის სამოქალაქო
საზოგადოების არსებობის წინაპირობა. სახელმწიფოს გარეშე
სამოქალაქო საზოგადოება დაიშლება, ვინაიდან თანამედროვე
ეკონომიკურ ურთიერთობების არსებობის რეალობიდან
გამომდინარე მას ვეღარ აკავშირებენ ტრადიციული, ოჯახური,
პატრიარქალური სოციალური ურთიერთობები.
მარქსმა
კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ჰეგელის თეორია. მარქსის
მტკიცებით, სახელმწიფო არ წარმოადგენს სამოქალაქო
საზოგადოების სხვადასხვა შორის არსებულ კონფლიქტზე მაღლა
მდგომ წარმონაქმნს; პირიქით, სახელმწიფო ექცევა სამოქალაქო
საზოგადოების ერთ-ერთი ჯგუფის, გაბატონებული კლასისი,
ბურჟუაზიის გავლენის ქვეშ და იქცევა მის იარაღად სხვა
კლასების დამორჩილების საქმეში. სწორედ ამიტომ, მარქსის
შეხედულებით, კლასთა შორის ბრძოლის დასრულებით,
კაპიტალიზმიდან კომუნიზმზე გადასვლით უნდა მოხდეს
სახელმწიფოს სიკვდილი.
პრაქტიკაში, მარქსის
ლენინისეული
ინტერპრეტციის სახით, სახელმწიფო არ გამქრალა, არამედ
გადაიქცა პარტია-სახელმწიფოდ და საბოლოო ჯამში სრულიად
შთაინთქა სამოქალაქო საზოგადოება (რომელიც, მარქსის
მიხედვით, რუსეთში არც არსებობდა). საბოლოო ჯამში მოხდა
სახელმწიფოს ,,ტოტალიტარიზაცია“. ტოტალიტარიზმი კი,
ზოგიერთი მკვლევარის აზრით ხასიათდება სწორედ სახელმწიფოსა
და სამოპქალაქო საზოგადოების შერწყმით.
სამოქალაქო საზოგადოების ეს ცნება ჰაბერმასის
აზრით, მოძველებულია. ახალი, პოსტტრადიციული სამოქალაქო
საზოგადოება ნიშნავს მოქნილი, თავისუფალი ურთიერთობების
სფეროს, სადაც ინდივიდს აქვს არჩევანი, შეუძლია
გამოავლინოს შემოქმედებითობა; ეს არის ის არენა, სადაც
ადამიანს შეუძლია აირჩიოს ყუ ვისთან გაერთიანდეს და
აირჩიოს ის პირობები, რომელთა საფუძველზეც იგი სხვებთან
გაერთიანდება. ეს არის ცნება, რომელიც უკავშირდება
ინდივიდუალიზმსა და პლურალიზმის თანამედროვე გაგებას,
ადგილი, სადაც ადამიანთა ერთადერთი მოვალეობაა გაუზიარონ
ერთმანეთს ის, რაც მათ აქვთ საერთო. სამოქალაქო
საზოგადოება - ეს არის არაბუნებრივი ერთობა,
თანამედროვეობის პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების
პირისპირ მდგომი საზოგადოების ცხოვრების სამყარო;
დუალისტური წინააღმდეგობა თავისუფალ შემოქმედ ადამიანსა და
მაკოლონიზირებელ სისტემას შორის, არენა, რომელზედაც უნდა
მოგვარდეს წინააღმდეგობა ინდივიდუალურ, ადამიანურ,
პირდაპირ ურთიერთობებსა და იმ ფორმალიზებულ და
პიროვნებისგან აბსტრაგირებულ ურთიერთობებს შორის,
რომლებსაც მოითხოვს პოლიტიკური და ეკონომიკური
სტრუქტურების ფუნქციონირება.
რეალურად, გელნერის აზრით, ,,არსებობს სამი ტიპის
საზოგადოება. არსებობენ სეგმენტირებული საოგადოებები,
რომლებიც გამსჭვალულია რიტუალებით და ნათესაური
კავშირებით. ისინი შესაძლოა, თავისუფალი არიან
ცენტრალიზებული ტირანიისგან, მაგრამ ამინც არ არიან
თავისუფალნი ,,თავისუფლების“ თანამედროვე გაგებით. მეორეს
მხრივ, არსებობს ცენტრალიზება, რომელიც სპობს მეორე დონის
ყველა ინსტიტუტსა და ერთობას, რიტუალიზებულია ისინი თუ
არა. და ბოლოს, არსებობს მესამე შესაძლებლობა - რომლის
განსაზღვრასაც ვცდილობთ და რომელთანაც ჩვენს იმედებს
ვაკავშირებთ - იგი გამორიცხავს როგორც დამთრგუნავ
კომუნალურობას, ასევე ცენტრალიზებულ ავტორიტარიზმს.
მართებულია რომ სოციალური ორგანიზაციის სწორედ ამგვარ ტიპს
ვუწოდოთ სამოქალაქო საზოგადოება.“
სამოქალაქო საზოგადოების ცნება, გელნერის აზრით,
უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დემოკრატიის ცნება, ვინაიდან
ის გვეხმარება გავერკვეთ თანამედროვე დასავლური
საზოგადოების სოციალური მოწყობის არსში. ეს არის ის
არსებითი, რაც დასავლურ დემოკრატიას მის თავისებურებას
ანიჭებს.
წყარო:
-
სამოქალაქო საზოგადოება
: ბროშურების სერია ჟურნალისტებისთვის / [მოამზადა:
მარინა მუსხელიშვილმა ; გია ჟორჟოლიანი] ; საზ.
კვლევის ცენტრი - თბ., 2000 - 46გვ. ; 28სმ. -
(ბროშურების სერია თანამედროვე დემოკრატია: ძირითადი
ცნებები და თეორიები N6) - - ბიბლიოგრ.: გვ. 45. - :
[2ლ.50თ.]
[MFN: 14092]
UDC:
321.7 +
061.2
F 5.156/4
-
სამოქალაქო საზოგადოება
: ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.:
ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო
განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998 - 85გვ. ;
29სმ. - : [ფ.ა.]
[MFN: 17179]
UDC:
316.3
K 21.717/4; K 21.718/4; K 21.402/4 - 316.3/ს-236; F
5.547
-------------------------------------------------------------
არისტოტელე
- (ძვ.
წ. 384-322), ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი.
პლატონის მოწაფე. დაიბადა ქ. სტაგირაში. 339-336
არისტოტელე ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი იყო. 335
ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი). ალექსანდრე
მაკედონელის სიკვდილის შემდეგ გაეცალა ანტიმაკედონურ
მოძრაობას, გადასახლდა ევბეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე
გარდაიცვალა.
არისტოტელეს ნაშრომები ძირითადად ეხება მეტაფიზიკის ანუ
პირველი ფილოსოფიის საგანს, ფაიქოლოგიას და შემეცნების
თეორიას, ეთიკას, ხელოვნების თეორიას, ლოგიკურ თხზულებებს,
ფიზიკას და მოძღვრებას სახელმწიფოს შესახებ ანუ პოლიტიკას.
მოძღვრება
სახელმწიფოს შესახებ ანუ პოლიტიკა იკვლევს სახელმწიფო
სტრუქტურას, წყობილების ტიპებს და საუკეთესო
წყობილებისთვის აუცილებელ პირობებს.
ადამიანი არისტოტელესათვის საზოგადოებრივი ცხოველია. ამის
პირველი შედეგია ოჯახის შექმნა. ოჯახები ერთიანდებიან
სოფლად. სოფლები - ქალაქ-სახელმწიფოდ. მოქალაქეები იყოფიან
სიმდიდრის მიხედვით: მდიდრები, ღატაკნი და საშუალონი. ეს
მონებს არ ეხება. მათ არისტოტელე არც მოქალაქეებად თვლის
და არც ადამიანებად. მონა მოლაპარაკე იარაღია და მისი
მდგომარეობა შეესაბამება მის შინაგან ბუნებას. არისტოტელე
ხედავს კლასობრივ ბრძოლას, მაგრამ მხოლოდ მონათმფლობელთა
შორის.
საუკეთესო იქნება ის წყობილება, რომელშიც საუკეთესო
სათნოების არსებობისათვის. მონარქია არის სახელმწიფოში
ერთის ბატონობა, არისტოკრატია - უმცირესობის, პოლიტეა, ე.
ი. ზომიერი დემოკრატია კი - მოქალაქეთა უმრავლესობისა.
სამივენი მეტ-ნაკლებად სახელმწიფოს საერთო ინტერესს
ემსახურებიან, მაგრამ როცა სახელმწიფოს მმართველებს პირადი
ინტერესი ამოძრავებთ, ვიღებთ მმართველობის აღნიშნულ ტიპთა
გადაგვარებას: ტირანიას, ოლიგარქიასა და ოლქოკრატიას
(ღატაკთა ბატონობას). იდეალური მონარქი რომ მოიძებნებოდეს,
საუკეთესო წყობილება მონარქია იქნებოდა, მაგრამ ეს
შეუძლებელია და ამიტომ საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს პოლიტეა,
რომელიც ემყარება საშუალო კლასის საშუალო სიმდიდრის
მფლობელთა ბატონობას.
ყოველი
მოქალაქე სახელმწიფოს ნაწილია და მისი აღზრდა სახელმწიფოს
საერთო მიზანს უნდა ექვემდებარებოდეს. ადამიანის ბუნების
სამ განუყოფელ უნარს - მსენარეულს, ცხოველურს ანუ ბუნებითს
და გონითს - შეესაბამება აღზრდის სამი სახე: ფიზიკური,
ეთიკური და გონებრივი. ბავშვები შვიდ წლამდე იზრდებიან
სახლში, შვიდიდან თოთხმეტამდე - სკოლაში. სწავლაში თამაშის
როლი გამორიცხულია. აღზრდის პროგრამაში შედის მუსიკა,
რადგან მას შეუძლია ზნეობრივი განწყონილების გამოწვევა.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პიროვნების ჰარმონიულ
განვითარებას, აღზრდაში ძირითადია თავისუფალი დროისათვის
ადამიანის მომზადება. ეს არაა არც გართობის, არც
დასვენების დრო, რაც პრაქტიკულად მიზნებისათვის დახარჯული
ენერგიის აღდგენას გულისხმობს. ესაა დრო როცა ხდება
შემეცნება შემეცნებისათვის, ფილოსოფოსობა. ესაა ადამიანის
ღვთაებრივი ცხოვრება.
წყარო
და ლიტერატურა:
Маркс
Кю и Енгельс Фю 1956; ლენინი ვ.ი. ფილოსოფიური რვეულები,
თხზ; გამომც. მე-4, ტ. 38; ამონიოს ერმია, მოსახსენებელი
ათთა ხმათდამი არისტოტელისთა, ი. პეტრიწის თარგმანი (XII
ს. ხელნაწ.); იოანე პეტრიწი, განმარტებაÉ
პროკლესთ£ის
დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათ£ის,
შრომები, ტ. 2, შ. ნუცუბიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც.,
თბ. 1937; გოგიბერიძე მ. ფილოსოფიის თეორია, ტ. 1,. თბ.
1941; ყაუხჩიშვილი თ. არისტოტელე ფასისის შესახებ,
,,ქართული წყაროთმცოდნეობა“, 1968, ტ. 2; წერეთელი ს.
ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1968.
(ქართული
საბჭოთა ენციკლოპედია,
ტ. . გვ)
საფრანგეთის დიდი რევოლუცია 1789-94 წლები
ბურჟუაზიულ-დემოკრატიულმა რევოლუციამ დაამხო
ფეოდალურ-აბსოლუტური რევოლუცია და ნიადაგი
მოუმზადა კაპიტალიზმის დამკვიდრებას.
ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციას წინ უძღოდა
იდეოლოგიური რევოლუცია, რომელიც მოამზადეს დიდმა
ფრანგმა განმანათლებლებმა (რუსო,
ვოლტერი,
მონტესკიე,
დიდრო,
დალამბერი
და სხვები). მათი იდეების კონცენტრირებული
გამოხატულება იყო რევოლუციის მთავარი ლოზუნგი -
ტრიადა: „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა.
თუმცა რევოლუციის მამოძრავებელ ძალად იქცა
ეკონომიკურად ძლიერი, მაგრამ პოლიტიკურად უუფლებო
ბურჟუაზია, რომელიც მთელი მესამე წოდების (მესამე
წოდება აერთიანებდა ბურჟუაზიას, ქალაქის
მშრომელებს და გლეხობას) მეთაურად გამოდიოდა. 1789
წლის 14 ივლისს პარიზელებმა იერიშით აიღეს
ბასტილია, რომელმაც დასაწყისი მისცა ბურჟუაზიულ
რევოლუციას.
რევოლუციის პირველი შედეგი იყო პარიზის თავისუფალი
პრესა, სახალხო საზოგადოებები. 1789 წლის 26
აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო
უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, „ადამიანისა და
მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, ხოლო 1791 წელს
კოსტიტუცია.
1794 წელის 27-28 ივლისს (რესპუბლიკის კალენდრით
მეორე წლის 9 თერმიდორი) მოხდა
კონტრრევოლუციური გადატრიალება და ბოლო მოეღო
საფრანგეთის დიდ რევოლუციას
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ტ. 1. გვ.)
ამერიკის
ბურჟუაზიული რევოლუცია და დამოუკიდებელი
სახელმწიფოს შექმნა
(XVIII
ს. 70-იანის შუა და 80-იანი წწ,)
დამოუკიდებლობისათვის ომო ჩრდილოეთ ამერიკაში
(1775 – 83) წარმოადგენდა პირველ
ბურჟუაზიულ რევილუციას ამერიკის კონტინენტზე.
მისი თავისებურება იყო, რომ იგი ერთდროულად
წარმოადგენდა ეროვნულ - განმათავისუფლებელ,
ეროვნულ - გამაერთიანებელ და ანტიფეოდალურ
მოძრაობას. 1776 წ. 4 ივლისის
II
კონტინენტალურ კონგრესზე ფილადელფიაში
მიიღეს
თომას ჯეფერსონის
მიერ შდგენილი
ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია,
რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს - აშშ
- ის შექმნა გამოაცხადა. 1783 აშშ -
ის დამოუკიდებლობა ცნო ინგლისმა.
კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლოაში
გადამწყვეტი როლი ითამაშა ხალხთა მასებმა.
მაგრამ რევოლუციის პოლიტიკური ხელმძღვანელი იყო
პლანტატორებთან დაკავშირებული ბურჟუაზია.
რევოლუციამ კაპიტალიზმის სწრაფი
განვითარების პირობები შექმნა, მაგრამ
სამხრეთში მინობა არ არ მოსპობილა.
დამოუკიდებლობისათვის ომის დამთავრების შემდეგ
აშშ - ში კლასობრივი ბრძოლა გამწვავდა,
ბურჟუაზიული
რევოლუციის პლებეური მეთოდებით
გაღრმავების ცდები შეიარაღებული
ძალით ჩაახშეს. 1887 მიიღეს
კონსტიტუცია, რომელმაც აშშ - ოფიციალურად
გააფორმა ფედერალურ სახელმწიფოდ,
ბურჟუაზიული დემოკრატიის ფორმით
დამკვიდრდა და ბურჟუებისა და
პლანტატორების ბატონობა. აშშ - ის პირველი
პრეზიდენტი გახდა დამოუკიდებლობისათვის
ომში ამერიკის ჯარების
მთავარსარდალი ჯ.ვაშინგტონი.
(ქართული
საბჭოთა ენციკლოპედია,
ტ.
1. გვ.)
ჟან-ჟაკ რუსო
-
(28. VI. 1712. ჟენევა, - 2. VII 1778, ერმენონვილი,
პარიზის მახლობლად) ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი,
კომპოზიტორი, განმანათლებელი.
რუსოს ფილოსოფიური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და
პედაგოგიური შეხედულებანი დასრულებული სახით მოცემულია
ტრაქტატში ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“
(ორივე - 1762). რუსოს რადიკალური შეხედულებების გამო
ორივე წიგნი საეკლესიო ხელისუფალთა წარდგინებით ცეცხლს
მისცეს პარიზშიც და ჟენევაშიც. რუსო გარდაიცვალა
ემიგრაციაში. საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის
შემდეგ მისი ნეშტი გადაასვენეს პარიზში და
დაკრძალეს პანთეონში, ვოლტერის გვერდით. მის საფლავს
ამკობს წარწერა - ,,ბუნებისა და ჭეშმარიტების მამას“.
ფრანგ განმანათლებელთა შორის რუსო ყველაზე რადიკალური
მოაზროვნეა. მისი ამოსავალი დებულებაა ,,კაცობრიობას
შეადგენს ხალხი, ის, რაც ხალხზე ზევით დგას, იმდენად
მცირეა, რომ მასზე ლაპარაკიც არ ღირს“. ნაშრომში
,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“ რუსო შემდეგი
სახით წარმოგვიდგენს ახალი საზოგადოების საწყისებს.
ადამიანები ჰარმონიული საზოგადოებრივი
თანაცხოვრებისათვის ნებაყოფლობითი ხელშეკრულების გზით
კავშირდებიან და ქმნიან სუვერენულ, ერთიან
სახელმწიფოებრივ სხეულს. ამით ისინი, მართალია,
გარკვეული ზომით ასხივებენ თავიანთ
თავისუფლებასა და ნებას, მაგრამ ეს ანაზღაურდება იმით,
რომ სახელმწიფოს საერთო სხეული მშვიდობიანი ცხოვრების
სახით უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის პირად უფლებებს
და მათ ჰარმონიულ თანაცხოვრებას. ასეთ სახელმწიფოში
რუსო ტოვებს კერძო საკუთრებას, მაგრამ ზომიერი სახით.
მისი აზრით, ამგვარი სახელმწიფოს შენება შეუძლებელია
მშვიდობიანი გზით, რადგან დესპოტური სახელმწიფოები
ნებით არ დათმობენ ძალადობით მოხვეჭილ პრივილეგიაბს.
(ქართული
საბჭოთა ენციკლოპედია,
ტ. 1. გვ. 570-572)
ვილჰელმ გეორგ ფრიდრიხ ჰეგელი
-
(27.08.1770, შტუტგარდი - 14.09.1831, ბერლინი),
გერმანელი ფილოსოფიის წარმომადგენელი. შტუტგარტის
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუნბინგენის
უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (1788 -93). 1793
-1801 წწ. ჰეგელი კერძო მასწავლებლად მუშაობდა
ბერლინში, შემდეგ მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში
საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის
პრობლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და
პოლიტეკონომიკის საკითხებით. 1801 წ. ჰეგელი აქვეყნებს
შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და შელინგის სისტემებს
შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. 1801 წ.
ჰეგელი აქვეყნებს შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და
შელინგის სისტემებს შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის
თვალსაზრისს. 1801 წ. მოღვაწეობას იწყებს იენის
უნივერსიტეტში. 1802 – 03 წწ. ფ. შელინგთან ერთად
დაარსებულ ,,ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში“ აქვეყნებს
სტატიებს რომელშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს
შელინგის თვალსაზრისს, ხოლო 1807 წ. გამოცემულ ,,გონის
ფენომენოლოგიაში“ კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას.
1807– 08 ჰეგელი ,,ბამბერგის გაზეთის“ რედაქტორი იყო,
1808 – 16 ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812
წელს გამოაქვეყნა თავისი ,,ლოგიკის მეცნიერების“ I
ტომი, 1816 –
II
ტომი. ამავე წელს გამოდის მისი ,,ფილოსოფიურ
მეცნიერებათა ენციკლოპედია”.
1818 წელს მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 წ.
გამოქვეყნდა ჰეგელის ,,სამართლის ფილოსოფია“. 1829 –
30 წწ. ჰეგელი გახდა ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი.
ჰეგელის თანახმად ლოგიკა ფილოსოფიური
სისტემის პირევლი ნაწილია. ლოგიკა შეიძლება
წარმოვიდგინოთ როგორც გეგმა, პროექტი, რომელიც
ხორციელდება ბუნებისა და გონის სფეროში.
ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული
კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომელიც დაიწყო
ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა. (ქართული
საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ. 611-612.)
კარლ
მარქსი
-
(5.05.1818, ტრირი, - 14.03.1883, ლონდონი),
მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებელი, საერთაშორისო
პროლეტარიატის დიდი მასწავლებელი და ბელადი.
სწავლობდა ტრირის გიმნაზიაში,
დაამთავრა 1835წ. 1835 წელს შევიდა ბონის
უნივერსიტეტში. 1836 წელს გადავიდა ბერლინის
უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1841წ. აპრილში
იენის უნივერსიტეტმა მას ნაშრომისათვის ,,განსხვავება
დემოკრიტესა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“
მიანიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
1842წ. მარქსი ხდება ოპოზიციური
,,რაინის გაზეთის“ ჯერ თანამშრომელი და შემდეგ კი
მთავარი რედაქტორი. მან გაზეთს რევოლუციურ -
დემოკრატიული მიმართულება მისცა. 1843წ. იგი
დაქორწინდა ყრმობის მეგობარ ჟენი ფონ ვესტფალენზე.
კ. მარქსმა კრიტიკულად განიხილა
ჰეგელის სამართლის ფილოსოფია და დაასკვნა, რომ
სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს ,,სხვადყოფნა“ კი
არ არის, პირიქით, სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების
ნაწარმოებია.
1844წ. პარიზში მარქსი თავისი
რედაქციით გამოსცემს ჟურნალ ,,გერმანულ - ფრანგული
წელიწდეულის“ ერთადერთ ნომერს. 1844წ. პარიზში შედგა
კ.მარქსისა და ფ.ენგელსის შეხვედრა. მათი ერთობლივი
ნაწარმოების ,,წმინდა ოჯახი, ანუ კრიტიკული კრიტიკის
კრიტიკა ბრუნო ბაუერისა და კომპანიის წინააღმდეგ“
დაიწერა 1844წ, გამოქვეყნდა 1845წ. ფრანქპურტში.
მომწიფებული მარქსიზმის პირველ
ნაწარმოებს წარმოადგენს მარქსის ,,ფილოსოფიური
სიღატაკე“ დაიწერა 1846 – 47წწ. გამოქვეყნდა 1847 წელს
პარიზში, ფრანგულ ენაზე. კ.მარქსი 1845წ. ბრიუსელში
რევოლუციის ორომტრიალში მხურვალედ ჩაება, ამის გამო
ჯერ დააპატიმრეს მეუღლესთან ერთად, ხოლო შემდეგ
ბელგიიდან გააძევეს. 1867წ. მარქსმა გამოსცა მთავარი
ნაწარმოები - ,,კაპიტალი“.
1873წ. გამოსცა ნაშრომი ,,სოციალისტური
დემიკრატიის ალიანსი და მუშათა საერთაშორისო
ამხანაგობა“.
კ.მარქსმა შექნა მეცნიერება ყველა
ქვეყანაში ჩაგრული და ექსპლუატირებული მასების
რევოლუციური განხორციელების, სოციალიზმის გამარჯვებისა
და კომუნისტური მშენებლობის კანონზომიერების შესახებ.
კ.მარქსი გარდაიცვალა 1883წ. 14 მარტს. დაკრძალეს
ჰაიგეტის სასაფლაოზე.
(ქართული
საბჭოთა ენციკლოპედია,ტ.6,
გვ.463-466)
ვლადიმერ ილია ძე ულიანოვი (ლენინი)
-
(10.06.1870, სიმბირსკი – 21.01.1924 მოსკოვი)
პროლეტარული რევოლუციონერი, კ. მარქსისა და ფ.
ენგელსის საქმის განმგრძობი.
იგი იყო
საბჭოთა კავშირის დამაარსებელი და მსოფლიოში პირველი
სოციალისტური სახელმწიფოს
შემქმნელი.
1891 წ. ლენინმა ექსტერნად ჩააბარა სახელმწიფო
გამოცდები პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტზე და I ხარისხის დიპლომი მიიღო.1892 წელის
იანვარში ლენინმა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ დაიწყო
მუშაობა სამარის საოლქო სასამართლოში. სამარაში მან
შექმნა პირველი მარქსისტული წრე. გერმანულიდან რუსულ
ენეაზე თარგმნა კ. მარქსისა და ფ. ენგელსის
,,კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, ამავე პერიოდს
განეკუთვნება მისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ,,ახალი
სამეურნეო მოძრაობანი გლეხთა ცხოვრებაში“. 1894 წელს
ლენინმა დაწერა ,,რანი არიან ხალხის მეგობრები და
როგორ ომობენ ისინი სოციალ - დემოკრატების
წინააღმდეგ?“ 1897 წელს ლენინი სამი წლით გადაასახლეს
ციმბირში ენისეის გუბერნიაში, მინუსინსკის ოკრუგის
სოფ. შუშანსკოეში. ასევე რევოლუციური მოძრაობისთვის
ციმბირში გადაასახლეს მისი საცოლე ნ. კრუპსკაია და მას
ნება დართეს სასჯელი სოფ. შუშანსკოეში მოეხადა. აქ
ისინი დაქორწინდნენ. გადასახლებაში ლენინმა 30-ზე მეტი
შრომა დაწერა.
1900 – 05 წლებში ლენინი მიუნხენში,
ლონდონსა და ჟენევაში ცხოვრობდა. 1901 წლის დეკემბერში
,,ისკრაში“ დაბეჭდილ ტავის ერთ-ერთ სტატიას მან
პირველად მოაწერა ფსევდონიმი ლენინი (მას ჰქონდა სხვა
ფსევდონიმებიც: ვ. ილინი, ვ. ფრეი, ივ. პეტროვი და
სხვ.). ახ. ტიპის პარტიის შექმნისათვის ბრძოლაში დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა მის ნაშრომს ,,რა ვაკეთოთ?“
(1902). 1903 წ. შექმნა ახალი ტიპის მარქსისტული
პარტია , ,,ბოლშევიზმი, როგორც პოლიტიკური აზროვნების
მიმდინარეობა და როგორც პოლიტიკური პარტია“.
ლენინი იყო არა მარტო რუსეთის, არამედ
საერთაშორისო მოძრაობის ბელადი. 1919 წელს მისი
ინიციატივით შეიქმნა
III კომუნისტური ინტერნაციონალი.
ლენინი გარდაიცვალა 1924 წლის 21 იანვარს, მისი
ბალზამირებული ნეშტი 27 იანვარს მოათავსეს სპეციალურად
აგებულ მავზოელუმში.
(ქართული
საბჭოთა ენციკლოპედია,
ტ.6, გვ. 178-184.)
ადამ სმითი
-
(5.06.1720, კერკოლდი, შოტლანდია - 17.07.1790,
ედინბურგი), შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი,
,,პოლიტოკური ეკონომიკის მამა“, სწავლობდა გლაზგოსა
(1737 – 40) და ოქსფორდის (1740 – 46)
უნივერსიტეტებში. 1764 – 66
წწ. იმყოფებოდა საზღვარგარეთ, უმეტესად საფრანგეთში,
სადაც დაუახლოვდა ენციკლოპედისტებსა და ფიზიოკრატებს.
1776 წელს გამოაქვეყნა თავისი მთავარი
შრომა ,,გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და
მიზეზების შესახებ“. სმითმა დაუშვა ობიექტური
ეკონომიკის კანონების არსებობა და მათი შეცნობის
შესაძლებლობა. სმითი ითვლება თავიუფალი გაცვლისა და
საერთოდ ეკონომიკური ლიბერალიზმის დოქტრინის
ინიციატორად. სმითმა პირველმა განსაზღვრა პოლიტიკური
ეკონომიკა, როგორც მეცნიერების, ორადი ამოცანა: თეორია
და პრაქტიკა. შრომითი ღირებულების თეორია მიიჩნია
კაპიტალისტური ეკონომიკის ყველა მოვლენის გაგების
საფუძვლად. მან უარყო ფიზიოკრატების შეხედულება
სასოფლო - სამეურნეო შრომის განსაკუთრებულობის
შესახებ. იგი სამრეწველო მოგებას თვლიდა არაშრომითი
შემოსავლის ძირითად ფორმად, მაგრამ ვერ შეძლო შრომითი
ღირებულების თეორია გამოეყენებინა განვითარებული
კაპიტალიზმის წარმოების პირობებში, რადგან მის მიერ
ჩამოყალიბებული თეორია ვერ ხსნიდა კაპიტალისტური
სინამდვილის ორ მნიშვნელოვან ფაქტს: შრომის (სამუშაო
ძალის) ყიდვა - გაყიდვის დროს გაცვლის
ეკვივალენტურობის დაცვასა და საშუალო მოგების
ჩამოყალიბების ტენდენციას.
სმითის ეკონომიკური კონცეფციები ორჭოფულია, მასში
აღრეულია მეცნიერული და ვულგარული ელემენტები. სმითის
ეკონომიკური მოძღვრების ვულგარული ელემენტები
განავითარა ჟ. სეიმ, ხოლო მეცნიერული - დ. რიკარდომ,
რამაც დაასრულა კლასიკური ბურჟუაზიული პოლიტიკური
ეკონომიკის - მარქსიზმის ერთ-ერთი წყაროს შექმნა.
(ქართული
საბჭოთა ენციკლოპედია,
ტ.9, გვ.441-442)
ამერიკის დამოუკიდებლობის
დეკლარაცია
(კონგრესი,
1776 წლის 4 ივლისი)ამერიკის
ცამეტი
გაერთიანებული
შტატის ერთსულოვანი დეკლარაცია
როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ერთი რომელიმე
ხალხისათვის აუცილებელი ხდება დაშალოს ის
პოლიტიკური კავშირი, რომელიც მას სხვა ხალხებს
უქვემდებარებს და იმისათვის, რომ მან ბუნების
კანონისა და ღვთის ბუნებით მონიჭებული უფლების ძალით,
მოიპოვოს დამოუკიდებელი და თანასწორი ადგილი
დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთა შორის, კაცობრიობის
აზრის მართებული პატივისცემა მოითხოვოს,
განაცხადოს ის მიზეზები, რომლებმაც იგი აიძულა ცალკე
გამოყოფილიყო.
ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის
ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც
თანასწორი არსებანი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა
გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა
სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა;
რომ ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან
მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას
ღებულობენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ;
რომ, თუ განმგებლობის რაიმე ფორმა ოდესმე ამ მიზნის
შემლახავი გახდება, ხალხს ენიჭება უფლება შეცვალოს ან
გააუქმოს იგი და შექმნას ახალი მთავრობა. დააფუძნოს
იგი ისეთ პრინციპებზე და ისეთი
ძალაუფლებით აღჭურვოს, როგორიც, მისი აზრით, ყველაზე
ხელსაყრელი იქმნება მისი უსაფრთხოებისა და
ბედნიერებისთვის. ჭეშმარიტად, კეთილგონიერება
მოითხოვს, არ შეიცვალოს დიდი ხნის ჩამოყალიბებული
მთავრობა უმნიშვნელო და წარმავალი მიზეზების
გულისათვის, და, ამის შესაბამისად, გამოცდილებაც
გვიჩვენებს, რომ სანამ ბოროტება გასაძლია, ადამიანები
უფრო ადვილად ეგუებიან სიდუხჭირეს, ვიდრე მიჩვეულის
მოსპობით ტვირთის შემსუბუქებას. მაგრამ როდესაც
გაუთავებელი უსამართლობა და ძალაუფლების ბოროტად
გამოყენება, მისი გამუდმებით ერთი მიზნისკენ წარმართვა
ხალხს აბსოლუტური დესპოტიზმით ემუქრება, მისი უფლება
და ვალია ბოლო მოუღოს ამგვარ მთავრობას და აღავლინოს
მოღვაწეთა ახალი დასი თავისი მომავალი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად.
ამგვარი იყო კოლონიების სიდუხჭირე და ამგვარია ამჟამად
ის საჭიროება, რომელიც აიძულებს მათ შეცვალონ თავიანთი
წინანდელი ხელისუფლების სისტემა, დიდი ბრიტანეთის
ახლანდელი ხელმწიფის მართვის ისტორია არის ნუსხა
განუწყვეტელი უსამართლობისა და ძალადობისა, რაც
განუხრელად მიმართულია ამ შტატებში აბსოლუტური
ტირანიის დამყარებისაკენ, ამის დასამტკიცებლად, დაე,
წარვუდგინოთ ფაქტები პირუთვნელ ქვეყნიერებას:
მან უარი თქვა დაემტკიცებინა მოსახლეობის
კეთილდღეობისთვის უაღრესად სასარგებლო და საჭირო
კანონები.მან აუკრძალა თავის მთავრობას დაუყოვნებელი
და სასწრაფო მნიშვნელობის მქონე კანონების მიღება მისი
პირადი თანხმობის გარეშე; და როდესაც მათი გატარება
ამის გამო შეჩერდა, მან სრულიად უგულებელყო ისინი.
მან უარი თქვა გაეტარებინა მჭიდროდ დასახლებული
რაიონებისთვის აუცილებელი სხვა კანონებიც, სანამ აქ
მცხოვრები ხალხები უარს არ იტყოდნენ საკანონმდებლო
პალატაში წარმომადგენლობის უფლებაზე, უფლებაზე რომელიც
ფასდაუდებელია მათთვის და საზარელი - ტირანისთვის.
მან მოუხმო კანონმდებელთა საკრებულოს უჩვეულო,
მოუხერხებელ და მათი სამოქალაქო დოკუმენტების
სანახიდან დიდ მანძილზე დაშორებულ ადგილებში მხოლოდ იმ
მიზნით, რომ აეძულებინა ისინი მიეღოთ მისი
გადაწყვეტილებები.
მან მრავალჯერ დაშალა წარმომადგენელთა პალატები,
ვინაიდან ისინი ვაჟკაცური სიმტკიცით აღუდგნენ წინ მის
მიერ ხალხთა უფლებების შელახვას.
იგი მათი დაშლის შემდეგ დიდხანს აბრკოლებდა ახალი
პალატის არჩევნებს, რომელიც ხელშეუვალობით მოსილ
საკანონმდებლო უფლებებს სახელმძღვანელოდ დაუბრუნებდა
მთელ მოსახლეობას; ხოლო ამასობაში ქვეყანა გარედან
შემოსევებისა და შინაგანი უთანხმოების მრავალგვარი
საშიშროების ამარა რჩებოდა მიგდებული.
იგი შეეცადა ხელი შეეშალა ამ შტატების ფართოდ
დასახლებისთვის; ამ მიზნით დაბრკოლებები შეუქმნა
უცხოელების გაქვეშევრდომების კანონთა გატარებას; უარი
თქვა მიეღო სხვა კანონებიც აქ გადმოსახლების
წასახალისებლად და შემოიღო მიწის შესყიდვის დამატებითი
პირობები.
მან ხელი შეუშალა სამართლიანობის აღსრულებას იმით, რომ
არ მისცა თანხმობა დადგენილიყო მოსამართლეობრივი
უფლებების დამფუძნებელი კანონ - წესები.
მან მოსამართლეების სამსახურის ხანგრძლივობა, მათი
გასამრჯელოს ოდენობა და გადახდის ვადა დაუქვემდებარა
მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნებას.
მან შექმნა უამრავი ახალი წარმომადგენლობა და აქ
განაწესა მისი მოხელეების მთელი ხროვა ჩვენი ხალხის
შესავიწროვებლად და მათი სახსრების შთასანთქავად.
მას მშვიდობიან დროშიც კი ჩვენს კანონმდებლებთან
შეუთანხმებლად ჩვენს მიწა - წყალზე განლაგებული ჰყავს
რეგულარული ჯარები.
მან სამხედრო ძალები სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან
გაანთავისუფლა და მასზე მაღლა დააყენა.
მან ჩვენი კონსტიტუციისთვის უცხო და ჩვენი
სამართლისთვის მიუღებელი კანონმდებლობისთვის ჩვენს
დასამორჩილებლად სხვებს დაუჭირა მხარი: მისცა რა
თანხმობა მათ ფარისევლურ კანონთა გადაწყვეტილებებს:
რათა ჩაეყენებინათ ჯარისკაცთა დიდი რაზმები ჩვენს
სახლებში;
რათა თვალთმაქცური სასამართლოების მეშვეობით
სასჯელისგან დაეცვათ ისინი შტატების ნებისმიერი
მოსახლის მკვლელობის შემთხვევაშიც კი;
რათა გადაეკეტათ ჩვენი სავაჭრო გზები მსოფლიოს ყოველ
ქვეყანასთან;
რათა შემოეწერათ ჩვენთვის გადასახადები ჩვენთან
შეუთანხმებლად;
რათა ხშირ შემთხვევაში არ მოეცათ საშუალება
გასამართებულ ვიქნეთ ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით;
რათა მოეთხოვათ ჩვენი ოკეანის გაღმა წამყვანი მოგონილი
ბრალდებებით პასუხისგებაში მისაცემად;
რათა გაეუქმებინათ ინგლისური კანონმდებლობის
თავისუფალი სისტემა მეზობელ პროვინციაში.
დაეყენებინათ იქ დესპოტური მთავრობა და განევრცოთ მისი
საზღვრები მათი საჩვენებელ მაგალითად გადაქცევისა და
კოლონიებშიც მსგავსი აბსოლიტური
წესების შემოღების მიზნით;
რათა ჩამოერთვათ ჩვენი ქარტიები, გაეუქმებინათ ჩვენი
ყველაზე მნიშვნელოვანი კანონები და ძირფესვიანად
შეეცვალათ ჩვენი საჭირო სხვადასხვა კანონ - წესები.
მან გააუქმა აქაური მთავრობა, გამოაცხადა რა იგი
კანონგარეშე და აწარმოებს რა ომს ჩვენს წინააღმდეგ.
მან დაარბია ჩვენი ზღვები, ააოხრა ჩვენი სანაპიროები,
გადაბუგა ჩვენი ქალაქები და სიცოცხლე მოუსპო მრავალ
ჩვენგანს.
იგი ამჟამად გზავნის უცხოელთა დიდ დაქირავებულ არმიას,
რათა დაასრულოს სიკვდილის, განადგურებისა და
ტირანიისთვის გამიზნული საქმე, დაწყებული სისასტიკისა
და მუხანათობის ისეთი მაგალითებით, რომლის მსგავსი
მხოლოდ ყველაზე ბარბაროსულ ხანაში თუ მოიძებნება და
სრულიად არ შეეფერება ცივილიზებული ერის ხელისუფლებას.
მან აიძულა ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი თანამემამულეები
აღემართათ იარაღი თავისივე ქვეყნის წინააღმდეგ,
გამხდარიყვნენ ჯალათები თავიანთი მეგობრების და
მოძმეებისა, ან თვითონვე დაღუპულიყვნენ მოძმეთა
ხელით.
მან გამოიწვია შინაგანი არეულობა ჩვენს შორის და სცადა
ამ არეულობაში ჩაეთრია ჩვენი საზღვრების მობინადრენი.
შეუბრალებელი ველური ინდიელები, რომელთა საომარი
კანონი ყველა ასაკის, სქესისა და მდგომარეობის
ადამიანების განურჩეველი ჟლეტაა.
ამ
რეპრესიების ყოველ ეტაპზე ჩვენ უაღრესად მოწიწებული
ფორმებით მოვითხოვთ სამართლიანობას. ჩვენ განმეორებით
თხოვნებს განმეორებითი შეურაცხყოფით უპასუხეს.
ხელისუფალი, რომელიც ყოველი თავისი მოქმედებით ტირანს
ემსგავსება, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ხალხის
მმართველი.
ჩვენ არავითარი უპატივცემულობა არ გამოგვიჩენია ჩვენი
ბრიტანელი მოძმეების მიმართ. ჩვენ არაერთხელ
გავაფრთხილეთ ისინი, როდესაც მათი კანონმდებლები
ცდილობდნენ ჩვენზე განევრცოთ უმართებულო
მართლმსაჯულება. ჩვენ გავახსენეთ მათ ჩვენი აქეთ
ემიგრაციის და დასახლების ვითარებანი. ჩვენ მივმართეთ
მათს თანდაყოლილ სამართლიანობის გრძნობასა და
სულგრძელობას, და შევევედრეთ მათ ჩვენი საერთო
წინაპართა სახელით ხელი აეღოთ ამგვარ ძალადობაზე,
რომელიც უეჭველად ზიანს მიაყენებდა ჩვენს კავშირსა და
ურთიერთობას. მაგრამ ისინი ყრუნი დარჩნენ
სამართლიანობისთვის მოწოდებისა და ნათესაური თხოვნის
მიმართ. ამიტომ ამ პირობის თანახმად, რომელიც გმობს
განხეთქილებას ჩვენს შორის. ვალდებული ვართ განვიხილოთ
ისინი, ისევე როგორც დანარჩენი კაცობრიობა, ომში მტრად
და მშვიდობიანობაში მეგობრად.
ჩვენ, შეერთებული შტატების წარმომადგენლები, სწორედ
იმიტომ შევიკრიბეთ სახალხო კონგრესში, რომ ღვთის
წინაშე, ჩვენი გადაწყვეტილების სამართლიანობის რწმენით
და ამ კოლონიების კეთილი ნების ადამიანების სახელით,
ვაღიაროთ და საქვეყნოდ განვაცხადოთ, რომ ეს
გაერთიანებული კოლონიები არიან. და სამართლის ძალით
უნდა იყვნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი შტატები; რომ
მათ აღარ ევალებათ არავითარი ერთგულება ბრიტანეთის
ტახტისადმი, და რომ ყოველგვარი პოლიტიკური კავშირი
მათსა და დიდ ბრიტანეთს შორის არის და უნდა იყოს
გაბათილებული; და როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ
შტატებს, მათ ეძლევათ სრული უფლება გამოაცხადონ ომი,
დადონ ზავი, დაამყარონ კავშირი, ივაჭრონ და
განახორციელონ ყველა სხვა ნაბიჯი და გადაწყვეტილება,
რისი უფლებაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ენიჭებათ.
ამ
დეკლარაციის განსამტკიცებლად, ღვთის წყალობითა და
იმედით, თავდებად ვდებთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს
კეთილდღეობასა და პატიოსნებას.
(ქართული
საბჭოთა ენციკლოპედია.
ტ.
11. გვ. 556)
თომას ჯეფერსონი
(13.
IV.
1743, შედუელი, - 4.
VII.
1826, მონტისელო), ამერიკელი სახელმწიფო და საზოგადო
მოღვაწე. დედის მხრიდან ვირჯინიელი მდიდარი
მიწათმფლობელის ოჯახიდან იყო. მრავალმხრივი განათლება
მიიღო. 1769-74 ვირჯინიას საკანონმდებლო კრების
დეპუტატი. 1775 კონტინენტური კონგრესის (რომლის
გადაწყვეტილებით ჩრდ. ამერიკის კოლონიები ინგლისს
გამოეყო) დეპუტატად აირჩიეს. ჯეფერსონი
დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776) ავტორია. მასვე
ეკუთვნის ,,სტატუსი რელიგიური თავისუფლებისათვის“,
რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ეკლესიის სახელმწიფოსაგან
გამოყოფაზე. 1784 ჯეფერსონმა კონგრესს შესთავაზა
დასავლეთის მიწების ნაციონალიზაცია და მონობის
გაუქმება აშშ-ში ახალგაერთიანებულ ყველა შტატში,
მაგრამ მონობა მხოლოდ ჩრდ.-დას. ნაწილში გაუქმდა.
1779-81 ვირჯინიას გუბერნატორი, 1785-89 აშშის ელჩი
პარიზში, 1790-93 აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯ.
ვაშინგტონის პირველ მთავრობაში. ჯეფერსონი XVIII ს.
განმანათლებელთა მემარცხენე რევოლუციის ფრთის
თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, გამოხატავდა ფერმერთა
და წვრილი ბურჟუაზიის ინტერესებს, მოითხოვდა აგრ.
საკითხის დემოკრ. გადაწყვეტას, მონობის გაუქმებასა და
მთელი ხალხისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭებას.
ხანგრძლივი დისკუსია ჰქონდა ფედერალისტების პარტიის
ლიდერ ა. ჰემილტონთან, რომელიც ჩრდ. აღმოსავლეთის
მსხვილი ბურჟუაზიის ინტერესებს იცავდა. ვაშინგტონის
მთავრობასთან უთანხმოების გამო ჯეფერსონი გადადგა და
სათავეში ჩაუდგა ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიას. 1796
წ. ვიცე-სპიკერად აირჩიეს, ხოლო 1801-09 - აშშ-ს
პრეზიდენტად. მისი მთავრობის დროს გაუქმდა წინა
მთავრობის მიერ მიღებული რეაქციული კანონები, შემცირდა
არმია და ფლოტი, სახელმწიფო აპარატი. საფრანგეთისაგან
შეიძინა ლუიზიანა (1803) და დიპლომატიური ურთიერთობა
დაამყარა რუსეთთან (1808-09) . პრეზიდენტის პოსტიდან
წასვლის შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. აშშ-ის
პროგ. ძალები ჯეფერსონის საუკეთესო ტრადიციებს
იყენებენ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში.(ქართული
საბჭოთა ენციკლოპედია
ტ.
11. გვ. 556)
შარლ მონტესკიე
ამერიკა
დალამბერი
დიდრო
ვოლტერი