ანა კალანდაძე:  ბროწეულები

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

 

 კითხულობს  მთარგმნელი ლიკა თაბუკაშვილი

  მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს     მზაკვარი - ცბიერი, ფლიდი, ვერაგი;  ქირქილებს - აქ: მალულად იცინის, ხითხითებს.
  ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ, გაგვცემენ
ბროწეულები...