ანა კალანდაძე:  მკვდართა მზე ვარ

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

  კითხულობს: ექიმი ვახო გურაბანიძე



  ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
    რისად - რატომ, რისთვის.
  სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები...
კორჩიოტას, კორჩიოტას თესლი გალხვა,
    კორჩიოტა (კუთხ.) - ყოჩივარდა, ციკლამენი, მრავალწლოვანი მცენარე ფურისულასებრთა ოჯახისა ვარდისფერი ან თეთრი ყვავილებით.
  ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას...
ლხენით ვისმენ ბეღურების წივ-წივ, წივ-წივს...
ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის,
მაგრამ... მაინც გული რისად მეხურება?
ვარდის რტოზე შერჩენილი ხმელი თესლი
აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა...
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში ჟივჟივებენ ბეღურები...
    ღალღა - ჭაობის მომცრო რუხ-მოყავისფრო ფრინველი გრძელი და სწორი ნისკარტით.