ანა კალანდაძე:  ყაყაჩოსა სიწითლითა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 

   

კითხულობს: ფილოლოგი მანანა მაისურაძე



  ფრთაგაშლილი ფრთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელიანი, -
გული შეუჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზიანი ტევრებია
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია?“
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნაირი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“