მუხრან მაჭავარიანი: საშველს რომ აღარ მაძლევს
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
კითხულობს მერვეკლასელი ვიკტორ კლინკაროვი
პაოლო | საბა | საქართველო |
საშველს რომ აღარ მაძლევს |
ტა,ტა,ტა,ტა!.. |
|
საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე მამულზე ფიქრი, ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი: - რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა, მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! - რომელი მეფე ერეკლე მე ვარ! ანდა რომელი მსაჯული მისი! პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა, ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, - იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად - ღალატიაო მაგგვარი ფიქრი! |