მუხრან მაჭავარიანისაქართველო

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს ქ. თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი მარიამ სალხინაშვილი

  მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთა მხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა თყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაქყება,
სარკმელს გაააღებს გულამღვრეული გალაქტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.
იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა.
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა,
შოთა რომ არა, ტატო რომ არა,
ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა,
ესენი როა,ესენი როა, ესენი როა,
ახლა კი დროა სოლომონ რომა,
კვლავ დაიქუხოს საქართველომა,
ირიჟრაჟებს, დილა მოვა კრიალა,
ტოროლა ცას შეასკდება იარად,
მიწიანა, ჩირგვიანად, ციანად,
საქართველო ყვავის ყველაფრიანად,
ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ,კი არა
საქართველოს გაუმარჯოს მთლიანად.
ტყეებს, ველებს, წყაროს, მდელოს მთლიანად.
საქართველოს მოთმინების ფიალას!
რა ძნელია საქართველო,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე
ეს არ არის საქართველო.