მურმან ლებანიძე: ტერენტი გრანელს

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



  „გააჩმახაო ამდენი სიკვდილებით!“ -
ტერენტი გრანელზე იტყვიან პოეტები -
ხბოს აღტაცებით დამუხტული,
ხორციანი, მხნე პოეტები…

„გამოაგდოო სამეგრელომ უხვანჯროდ კარში!
რა იცოდაო უკვდავების, თუ ძმა ხარ, არსი
უწიგნურმა მეგრელმა წიემ?!“

„ვერ ამოუდგაო ეპოქას მხარში!
შეშინებული სიკვდილისგან იყოო ბავშვი!
უცნობ კუბოებს დასდევდაო თოვლიან ქარში!“
ამასაც იტყვიან…

ხბოს აღტაცებით დამუხტული პირაღიები –
ხორციანი და ვარდისფერი
მხნე პოეტები!