მურმან ლებანიძე: უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



  უფლისციხესთან  სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
    უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაქ. გორის აღმოსავლეთით. 
         
  მე დავინახე სვეტიცხოვლის  თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
    სვეტიცხოველი – XI ს-ის ტაძარი, მდებარეობს მცხეთაში. გადმოცემით, სვეტიცხოველში. დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. ზეგანი – ვაკე ადგილი მთაზე, მაღლობზე. ლაჟვარდი – (სპარს.) ლურჯი ქვა.
 
         
  მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასი ხედი
და კითხვა: "ვინ ვის?"  ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!.
    ხედი – მხედველობის არეში მოქცეული ადგილი.
ლახვარი  –
გრძელტარიანი, ბასრწვერიანი იარაღი.