მურმან ლებანიძე: ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



  ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
     
  ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
 
    ოპიზრები (ბექა და ბეშქენ) - XII-XIII სს-ის ქართველი ოქრომჭედლები.
მოდრეკილი
- მიქაელ მოდრეკილი, X ს-ის დიდი პოეტი, სასულიერო ჰიმნების ავტორი - ჰიმნოგრაფი, სასულიერო მოღვაწე. ცურტაველი - იაკობ ცურტაველი, V ს-ის მწერალი, სასულიერო პირი, ავტორი ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული მოთხრობისა -  შუშანიკის წამება.
  რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
     
  ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
    ნიკოფსით-დარუბანდამდე - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე; ნიკოფსია - ისტორიული ციხე-ქალაქი შავი ზღვის პირას (ახლანდელი ქალაქი ტუაფსე; დარუბანდი - (იგივე დერბენდი) ქალაქი კასპიის ზღვის სანაპიროზე.
გამოჩინებული - გამოჩენილი, სახელგანთქმული.
 
  ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
    ვასალი - შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში: მემამულე, ფეოდალი, რომელიც დამოკიდებული იყო სხვა უფრო მსხვილ ფეოდალზე.
  ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი.
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
 
    ტევრი - ხშირი, დაბურული ტყე.
ახალი ბიზანტია - ბიზანტია დიდი იმპერია იყო. პოეტი გულისხმობს, რომ ისე გავძლიერებულვართ, შეგვეძლო ბიზანტიის მსგავსი დიდი სახელმწიფო შეგვექმნა.


 

 

 

  იყალთო  დაკეტილა, გელათი  დანგრეულა.
ოთხ მეფეს  სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
 
   

იყალთო - სამონასტრო კომპლექსი კახეთში, გადმოცემით აქ არსენ იყალთოელს (XI-XII სს.) აკადემია დაუარსებია. გელათი - ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ანსამბლი ქუთაისში. დააარსა დავით აღმაშენებელმა 1106 წ-ს. ოთხი მეფე - იგულისხმებიან მეფე პოეტები: თეიმურაზ I, თეიმურაზ II, არჩილი და ვახტანგ VI (მოღვაწეობდნენ XVII-XVIII სს-ში).
 

 

  ამას მოჰყოლია:  „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“  
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!
    "ვაჰ, დრონი, დრონი" - ფრაზა მე-19 საუკუნის ქართველი პოეტის,  ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსიდან, რომელშიც გამოხატულია გულისტკივილი საქართველოს თავისუფლების დაკარგვის გამო.