ირაკლი აბაშიძე: ხმა კატამონთან

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიო წიგნები

        კატამონი – ადგილი სამხრეთ–ცენტრალურ იერუსალიმში.

 

  ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
    სრბოლა – სირბილი, რბენა; აქ: აღმაფრენა.
  შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და
კირთა,
    კირი – კირქვის გამოწვით მიღებული თეთრი ნივთიერება, რომელსაც ფართოდ
იყენებენ მშენებლობაში ნაგებობის სიმტკიცისთვის.
  შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს,
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
    მრუდე – გაღუნული, გახრილი, არასწორი; აქ: მტყუანი, არასწორი.
  მტერთა და ძმათა
დავშორდი.
მორჩა,
ყველა მოთავდა;
მშვიდობა ვუთხარ ყველა
მოკვდავთა,
    მოკვდავი – ცოცხალი არსება; ის, ვისაც, რასაც სიკვდილი არ ასცდება.
  მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ – ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა,
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოვლის მთქმელო,
ყოვლის არმთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო,
ხან – ფუნჯო ჩემო, ხან –
საჭრეთელო,
შენ, აკვნის
ჰიმნო,
ცრემლო სამარის...
იბერის, ენავ,
    საჭრეთელი – ხის ამოსაჭრელი სადურგლო იარაღი.
ჰიმნი –
აქ: სადიდებელი, საგალობელი.
იბერი –
იბერიის (ძველი აღმოსავლეთ საქართველოს) ძირითადი მოსახლეობა.
  ენავ თამარის...
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას,
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ, უჭკნობს,
შენ, ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს, შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.
   
 

 

 

მოისრას – ამოწყდეს, დაიხოცოს.