ელზა კაჭარავა:  ექსტის რედაქტირება II

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 

 

 


 


 



I. ტექსტის რედაქტირება (16 ქულა)
     

1. აკაკი შანიძე 1887 წლის 26 თებერვალს დაიბადა სოფელ ნოღაში გაბრიელ შანიძეს ოჯახში. 1909 წელს მან დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და იგივე წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენების ფაკულტეტზე. ის იყო ნიკო მარის მოწაფე თუმცა არ იზიარებდა მის ზოგიერთ თეორიებს. 1913 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ ნიკო მარის რეკომენდაციით აკაკი შანიძე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე.

   აკაკი შანიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სომხური, ქართული და ძველი ქართული ენების კათედრებს. ის არის ერთ-ერთი მათგანი ვინც საფუძველი დაუდო ენათმეცნიერულ კვლევა ძიებას საქართველოში. აკაკი შანიძემ 1930 წელს გამოსცაქართული ენის გრამატიკის საფუძვლები”. ეს არის ფუნდამენტური ნაშრომი რამაც უდიდესი როლი შეასრულა ახალი სალიტერატურო ქართულის საფუძვლების შექმნასა და კვლევაში. აკაკი შანიძე დიდი ხნის განმავლობაში იყო ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება და დაჯილდოვდა სხვა და სხვა ორდერითა და მედლით.

 

 1.  აკაკი შანიძე 1887 წლის 26 თებერვალს დაიბადა სოფელ ნოღაში,(3) გაბრიელ შანიძის(1) ოჯახში. 1909 წელს მან დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და იმავე(1) წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური(1) ენების ფაკულტეტზე. ის იყო ნიკო მარის მოწაფე,(3) თუმცა არ იზიარებდა მის ზოგიერთ თეორიას(1). 1913 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ,(3) ნიკო მარის რეკომენდაციით აკაკი შანიძე დატოვეს სომხურ-ქართული ფილოლოგიის კათედრაზე.

   აკაკი შანიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა სომხური, ქართული და ძველი ქართული ენების კათედრებს. ის არის ერთ-ერთი მათგანი,(3) ვინც საფუძველი ჩაუყარა(2) ენათმეცნიერულ კვლევა-ძიებას(1) საქართველოში. აკაკი შანიძემ 1930 წელს გამოსცაქართული ენის გრამატიკის საფუძვლები”. ეს არის ფუნდამენტური ნაშრომი,(3) რომელმაც(1) უდიდესი როლი შეასრულა ახალი სალიტერატურო ქართულის საფუძვლების შექმნასა და კვლევაში. აკაკი შანიძე დიდი ხნის განმავლობაში იყო ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება და დაჯილდოვდა სხვადასხვა(1) ორდენითა(2) და მედლით.




შეფასების კრიტერიუმები:

(1) _ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები, მექანიკური შეცდომები ----9 .

ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე მაქსიმალურ შეფასებას (9) აკლდება თითო ქულა.

(2) _ სტილისტური ხარვეზები და ტექსტური უზუსტობები -----------------------------------------------------2 .

ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (2) აკლდება თითო ქულა.

(3) _ პუნქტუაციური შეცდომები ------------------------------------------------------------------------------------------------5.

ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (5) აკლდება თითო ქულა.

 


 წყარო: კაჭარავა ელზა, ქართული ენა და ლიტერატურა: [ტექსტს რედაქტირება, წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება/ ელზა კაჭარავა; [რედ.: დ. კვანჭიანი, თ. ცხადაია]. - თბ. : მერიდიანი, 2022. - 166 გვ.