ელზა კაჭარავა:  ექსტის რედაქტირება  II

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 

 

 


 


 



I. ტექსტის რედაქტირება (16 ქულა)
     

2.  თბილისიდან ქალაქ გორემდე, რომელიც კაბადოკიის ცენტრად მიიჩნევა საკმაოდ დიდი მანძილია. ამ ტერიტორიაზე ბევრი კლდეში ნაკვეთი ქალაქი და ეკლესია მონასტერია. გორედან ასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს იჰლარის ხეობა. ურიცხვი წყარო ადასტურებს რომ აქ არსებული მონასტერი თამარ მეფის შვილიშვილს (გურჯი-ხათუნს) აუშენებია. თამარ ბაგრატიონი, რომელიც მე-13 საუკუნეში რუმის სასულთნოში მოღვაწეობდა დიდი გავლენა ჰქონდა სულთნის კარზე. სულთანმა ფულზე სიმბოლურად მისი სახე ამოაკვეთია. დედოფალის უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ალ-დინ-რუმის მწვანე აკლდამა რომელიც სელჩუკური ხუროთმოძღვრების მშვენებაა.

   ეს ადგილი ძალიან გავს ვარძიას. ამ რეგიონში აღმოჩენილია ოცდათექვსმეტი მიწისქვეშა ქალაქი, რომლებიც მეცნიერთა აზრით, უძველეს ქრისტიანების გამოჭრილია. ეს დასახლება იუნესკოს დაცულ ძეგლად და ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული. ამ ტერიტორიაზეა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მიწისძვრის წყალობით დაზიანდა. მიუხედავად ამისა ფრესკები კარგადაა შემონახული; მათს შორისაა გურჯი-ხათუნის გამოსახულება.

 

2.  თბილისიდან ქალაქ გორემდე, რომელიც კაბადოკიის ცენტრად მიიჩნევა,(3) საკმაოდ დიდი მანძილია. ამ ტერიტორიაზე ბევრი კლდეში ნაკვეთი ქალაქი და ეკლესია-მონასტერია(1). გორედან ასი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს იჰლარის ხეობა. ბევრი(2) წყარო ადასტურებს,(3) რომ აქ არსებული მონასტერი თამარ მეფის შვილიშვილს (გურჯი-ხათუნს) აუშენებია. თამარ ბაგრატიონს(1), რომელიც მე-13 საუკუნეში რუმის სასულთნოში მოღვაწეობდა,(3) დიდი გავლენა ჰქონდა სამეფო კარზე. სულთანმა ფულზე სიმბოლურად მისი სახე ამოაკვეთინა(1). დედოფლის(1) უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ალ-დინ-რუმის მწვანე აკლდამა,(3) რომელიც სელჩუკური ხუროთმოძღვრების მშვენებაა.

   ეს ადგილი ძალიან ჰგავს(1) ვარძიას. ამ რეგიონში აღმოჩენილია ოცდათექვსმეტი მიწისქვეშა ქალაქი, რომლებიც,(3) მეცნიერთა აზრით, უძველესი(1) ქრისტიანების გამოჭრილია. ეს დასახლება იუნესკოს დაცულ ძეგლად და ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული. ამ ტერიტორიაზეა წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მიწისძვრამ(2) დააზიანა. მიუხედავად ამისა,(3) ფრესკები კარგადაა შემონახული; მათ შორისაა(1) გურჯი-ხათუნის გამოსახულება.




შეფასების კრიტერიუმები:

(1) _ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები, მექანიკური შეცდომები ----9 .

ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე მაქსიმალურ შეფასებას (9) აკლდება თითო ქულა.

(2) _ სტილისტური ხარვეზები და ტექსტური უზუსტობები -----------------------------------------------------2 .

ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (2) აკლდება თითო ქულა.

(3) _ პუნქტუაციური შეცდომები ------------------------------------------------------------------------------------------------5.

ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (5) აკლდება თითო ქულა.

 


 წყარო: კაჭარავა ელზა, ქართული ენა და ლიტერატურა: [ტექსტს რედაქტირება, წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება/ ელზა კაჭარავა; [რედ.: დ. კვანჭიანი, თ. ცხადაია]. - თბ. : მერიდიანი, 2022. - 166 გვ.