ქეთევან გოჩიტაშვილი, გიული შაბაშვილი: ანალიტიკური წერა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
|
||||||||||||||||||
შექმენით არგუმენტირებული ესე მოცემული პრობლემების შესახებ. ქვემოთ მოყვანილი შეკითხვები და პრობლემის ჩამოთვლილი დადებითი და უარყოფითი მხარეები დაგეხმარებათ მსჯელობის აგებაში.
დადებითი მხარეები: საერთო ინტერესების მქონე ადამიანების კომპანია; უმწეო და მარტოხელა მოხუცები საჭიროებენ დახმარებას; უარყოფითი მხარეები: ოჯახიდან მოწყვეტა; პირადი სივრცის დაკარგვა; უცხო ადამიანებთან შეგუების პრობლემა; ზედმეტობის განცდა და ა. შ.
დადებითი მხარეები: გადაუდებელი და სასწრაფო ინფორმაციის მიღება/გაცემა; უარყოფითი მხარეები: საზოგადოებაში მიღებული ნორმების დარღვევა; დაწესებულების შინაგანაწესის უგულებელყოფა; საზოგადოების ყურადღების გაფანტვა და ა. შ.
ოჯახი საზოგადოების ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ამდენად, ნებისმიერი ოჯახის პრობლემა საზოგადოების პრობლემაცაა; საზოგადოებრივი გულგრილობა იწვევს ძალადობის წახალისებას; საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს ნებისმიერი, მათ შორის ოჯახური, ძალადობის წინააღმდეგ, რათა ეს მოვლენა არ გახდეს მასობრივი და. ა. შ.
დადებითი მხარეები: ინფორმირებულობა; ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, კომუნიკაციის სწრაფი და ეფექტური საშუალება; დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი ფორმა და ა. შ. უარყოფითი მხარეები: ადამიანები ზედმეტად ბევრ დროს ატარებენ კომპიუტერთან; ადამიანები ხდებიან დამოკიდებულები და უჩნდებათ ჯანმრთელობის პრობლემები და ა. შ.
დადებითი მხარეები: სოციალური პრესტიჟი; კარიერული წინსვლა; უცხო კულტურების გაცნობა და კონტაქტების დამყარება და ა. შ. უარყოფითი მხარეები: საკუთარ ქვეყანაში სოციალიზაციის ნაკლები საშუალება; საკუთარ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობებისა და პერსპექტივების ნაკლებად შეცნობა; საკუთარი ოჯახისა და მეგობრებისაგან მოწყვეტა, იმ ასაკში, როცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აღნიშნული ფაქტორები მოზარდისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ა. შ.
ადამიანი არასოდეს არ ვითარდება იზოლირებულად; მოზარდის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია უშუალოდ განათლების პროცესი, საზოგადოება, ოჯახი, კონკრეტული ადამიანების საქციელი; მოზარდს ყოველთვის აქვს მიბაძვის სურვილი; მოზარდებს ყოველთვის ჰყავთ ავტორიტეტები; ქართული ანდაზის მიხედვით, ბავშვი ოჯახის სარკეა; დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე... და ა. შ.
მინიშნებები: სოციალური ცენზი; ინფორმირებულობა; მეტი ცხოვრებისეული შესაძლებლობები და პერსპექტივები; განათლების გარეშეც შეუძლია ადამიანს იყოს ბედნიერი, დაგეგმოს და მოიწყოს ცხოვრება თავისი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით...
დადებითი მხარეები: ბავშვი ეჩვევა დისციპლინას; ბავშვს უვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა; უარყოფითი მხარეები: დასჯა ძალადობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე; დასჯის თავიდან აცილების მიზნით ბავშვმა შესაძლოა ტყუილების თქმა დაიწყოს; ბავშვი იკეტება საკუთარ თავში და კარგავს სილაღესა და თავისუფლებას და ა. შ.
მინიშნება: საიდან იცნობთ ამ ადამიანს, რატომ მიიქცია მან თქვენი ყურადღება? რით განსხვავდება იგი სხვა თქვენთვის ნაცნობი ადამიანებისაგან?
მინიშნება: ადამიანი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და მისთვის მცდარი ნაბიჯიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცხოვრებისეული წარმატებები; ყველაფერში არის პოზიტივი; შეცდომები მოსდის ყველა ადამიანს და ა. შ.
მინიშნება: ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებზე. ზოგისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია საკუთარი პრინციპები, გარკვეული ტიპის ადამიანებს უყვართ ცხოველები და მათზე ზრუნვის გამო შეიძლება ხორცის ჭამისაგან თავი შეიკავონ. ზოგისთვის ვეგეტარიანელობა არის მრწამსი, პროპაგანდის გავლენა და ა. შ.
დადებითი მხარეები: სახლიდან გაუსვლელად ნივთის შეძენის შესაძლებლობა და დროის ეკონომია; ფართო არჩევანის შესაძლებლობა; უარყოფითი მხარეები: მოლოდინის გაცრუება; ნივთი შესაძლოა ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც წარმოგვედინა; შენაძენი, შესაძლოა, არ მოუხდეს ადამიანს; გადარიცხვის ოპერაციების არასაიმედოობა; ადამიანი, შესაძლოა, ელექტრონული ძარცვის მსხვერპლი გახდეს; ზოგისთვის საყიდლებზე სიარული განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, ამდენად ადამიანები იკლებენ ამ სიამოვნებას;
ცივილიზებული სამყარო ამ პრობლემის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი; ეს პრობლემა გარკვეულ რეგიონებში დღემდე მწვავედ დგას; კანონმდებლობა დამნაშავედ მიიჩნევს ქორწინების მიზნით მომტაცებლებს; ეს ძალადობის ერთგვარი ფორმაა, თუმცა, გარკვეული ნაწილისთვის ეს მომავალი ურთიერთობების აწყობის მისაღები გზაა.
ტრეფიკინგი მონობის ფორმაა; აქტუალურია მთელ მსოფლიოში, ცივილიზებული და ჰუმანური სამყარო ებრძვის ამ პრობლემას; თუმცა, გარკვეული ადამიანებისთვის ეს ბიზნესია, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ შემოსავლის ეს წყარო არ გაუშვან ხელიდან...
ცნობილია, რომ მასმედია ადამიანზე ზეგავლენის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა; განსაკუთრებით მოქმედებს უარყოფითი ინფორმაცია; ადამიანი ვარდება დეპრესიაში, ხდება მუდმივად დაძაბული; განწყობილია ნეგატიური მოვლენებისადმი; მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანი ფხიზლად და ფრთხილად არის და ცდილობს, თავი დაიცვას უარყოფითი მოვლენებისაგან.
კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა
ხალხური მუსიკის მნიშვნელობა
სპორტი ადამიანის ცხოვრებაში
ადამიანის გარემოცვის (მეგობრები, ნაცნობები, ოჯახი) გავლენა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე
ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში
ხელოვნების როლი ადამიანის ცხოვრებაში
ქველმოქმედების როლი საზოგადოების ცხოვრებაში
თანამედროვე მეცნიერული მიღწევების როლი საზოგადოების ცხოვრებაში
მასმედიის როლი ადამიანის ცხოვრებაში
ეპოქის გავლენა ადამიანზე
დისციპლინის აუცილებლობა სასწავლო დაწესებულებებში
უცხო ენის ცოდნის აუცილებლობა
პიროვნული კონტაქტების როლი ადამიანის კარიერაში
პიროვნული თვისებების როლი ადამიანის ცხოვრებაში
ჯანსაღი საკვები
ალკოჰოლიზმის პრობლემა
ტერორიზმის პრობლემა თანამედროვე სამყაროში
|
||||||||||||||||||