17 ივნისი - „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღე
დამატების თარიღი: 2018-06-17 14:20:00

17 ივნისს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში (ბიბლიოთეკის მე-2 კორპუსი, გუდიაშვილის ქ. 5) „ვეფხისტყაოსნის" საჯაროდ კითხვა გაიმართება. ღონისძიების ინიციატორია მწერალი დათო ტურაშვილი. 

„ვეფხისტყაოსნის" საჯაროდ კითხვის დღეს  ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, პოემიდან მისთვის საყვარელი სტროფი წაიკითხოს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მწერლებიც და სკოლის მოსწავლეებიც.   

დამოუკიდებლობის დარბაზში სპეციალურად ამ დღისთვის წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული „ვეფხისტყაოსნის" უნიკალური გამოცემები.




 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ