ამერიკის საელჩოს დიდი საჩუქარი ქართველ მკითხველებს
დამატების თარიღი: 2017-10-05 12:55:00

4 ოქტომბერს, საქართველოში ამერიკის შერთებული შტატების საელჩომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზისა და, პროექტ "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში, რაიონების ბიბლიოთეკებისთვის, 56 ყუთი ახალი წიგნები, სხვადასხვა გამოცემები და ენის შესასწავლი მაგიდის თამაშები (სულ 87 000 აშშ დოლარის ღირებულების) საჩუქრად გადმოგვცა. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უღრმეს მადლობას მოახსენებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებასა და საინფორმაციო რესურსების ცენტრის წარმომადგენელს, ქალბატონ ნანა შუღლაძეს დახმარებისთვის. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ