ბრიტანეთისა და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკებმა მემორანდუმი გააფორმეს
დამატების თარიღი: 2018-11-08 20:48:00

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ბრიტანეთის ბიბლიოთეკის (The British Library) წარმომადგენლობა ეწვია.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევროპის სამეცნიერო ბიბლიოთეკების კონსორციუმის დირექტორმა, კრისტიან იენსენმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით, Wardrop Strategic Dialogue 2018 ფარგლებში განხორციელდა. 

საუბარი შეეხო მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა პროექტების, მათ შორის, ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული მასალების შესწავლის პერსპექტივასაც.

ბატონმა კრისტიან იანსენმა ეროვნულ ბიბლიოთეკას ძვირფასი გამოცემები უსახსოვრა.  

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ