გამომცემლობა „ველურ ბუნებასთან“ მემორანდუმი გაფორმდა
დამატების თარიღი: 2017-08-09 15:44:00

9 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გამომცემლობა „ველურ ბუნებას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და გამომცემლობა „ველური ბუნების" დირექტორმა გოჩა კობერიძემ.

მემორანდუმის თანახმად, გამომცემლობა მოიძიებს და ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემს გარემოსდაცვით საკითხებზე არსებულ ბეჭდურ მასალებს. ასევე ერთობლივად გამოსცემენ ჟურნალ „ველურ ბუნებას". ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ მასალებზე იქნება დაფუძნებული. ამ ტიპის ჟურნალი საქართველოში არ გამოიცემა, ამდენად, ეროვნული ბიბლიოთეკისთვის მისი გამოცემისთვის მხარდაჭერა პრიორიტეტულია. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ