ისრაელში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება
დამატების თარიღი: 2018-07-25 11:20:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ისრაელის ქნესეთის აპარატის უფროსი იარდენა მელერ-ჰოროვიცი ესტუმრა. მას ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე შეხვდა. 

იარდენა მელერ-ჰოროვიცმა დაათვალიერა ბიბლიოთეკა და ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფში გაერთიანდა. 
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონმა იარდენამ სრული მხარდაჭერა აღგვითქვა ისრაელში ქართული ბიბლიოთეკის გახსნის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი კეკელიძემ. 


 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ