ქართული ემიგრაციის დარბაზში ლევან ზურაბიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
დამატების თარიღი: 2017-06-19 17:00:00

19 ივნისს 17 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის დარბაზში გაიმართა საზოგადო მოღვაწის, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა და მისი პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ლევან ზურაბიშვილის შვილებმა ოთარ და სალომე ზურაბიშვილებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს მამის პირადი ბიბლიოთეკა, მათ შორის XVII-XIX საუკუნეების უნიკალური გამოცემები, რომლებიც პრეზენტაციაზე იქნა წარმოდგენილი.

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ