წიგნის სივრცე ეთნოგრაფიულ მუზეუმში
დამატების თარიღი: 2018-07-03 14:00:00

3 ივლისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ,,წიგნის სივრცის" პრეზენტაციაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. 

სპეციალურად მოწყობილ ღია ბიბლიოთეკის სამკითხველო სივრცეში ნებისმიერ მსურველს შეეძლება ბუნებაში წაიკითხოს, იმუშაოს თუ უბრალოდ განიტვირთოს. „წიგნის სივრცეში" პერიოდულად მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, პრეზენტაციები და საჯარო ლექციები. 

„წიგნის სივრცის" მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ მუზეუმის ღია ბიბლიოთეკით და, სურვილის შემთხვევაში, გაამდიდრონ ჩვენი ღია სამკითხველო. 

სამკითხველო სივრცე ეროვნული მუზეუმის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ინიციატივაა.

3 ივლისს, 20:00 საათზე #ამოდი ეთნოგრაფიულ მუზეუმში, წამოიღე შენი წიგნი, გაამრავალფეროვნე მუზეუმის ღია ბიბლიოთეკა და დატოვე ჩანაწერი ახალი მკითხველისთვის!

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა 1. 

მუსიკა: Halfmyth
არტისტი: ლევან მიქელაძე
სტუმრებს გაუმასპინძლდება მეღვინეობა ,,შილდა"
ღონისძიების ტექნიკური მხარდამჭერი: Georgian Conference Time (GCT)

✔ 17 ივლისიდან, წიგნის სივრცე ღია იქნება კითხვის მოყვარულებისთვის. აქ დაგხვდებათ მყუდრო გარემო დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2018
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ