The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
დუგა

დუგა

1

სოფლის მიმნდობთა ბოლო აქვთ შხამად,

ლხინი, შექცევა თვალისა წამად.

2

არა ერთხელ სიჭაბუკე დაუთრთვილავს სიბერესა.

არა ერთხელ ბედის დილა შეუცვლია შავ ღამესა.

3

გვდრი, თვი მიხვდე, - მიკვირს, ცნობა მეძნეებიან,

რასაცა მარად თვალნი ემნი გეუბნებიან.

4

ნთვი ხეობა თუ ვინ მიზრახოს,

რაბამათ შერცხვე, თუ თვალით გნახოს.

5

დიდი ლხენა ან ჭმუნვა გვამიზეზებდეს სიკვდილსა,

ვითღა რჩეს სული მოყვსისა, თან მხლესა ანუ შორქმნილსა.

6

სამოთხის შვება რამ მაცნობა, - მითხრაცა ენამ,

იმასთან ყოფნამ, მისმან რვეტამ და მისმან სმენამ.

7

კვლავ მარად ჩემსა სურვილსა იმედი წინ უძღოდა,

აწ სურვა გულსა კვლაებრ სწვამს, მაგრამ ვარ უიმედოდა.

8

ვინ იცის ჩემნი ტანჯვანი ბნელი დღისა თუ ღამისა,

ტრფობისა კიდე რა შესწამს? მიზეზიცა ვსთქვა ამისა.

9

ოდენ ხმა შენი მესმოდეს, ოდეს შენს სახეს ვხედვიდე,

ესე რომ მწყურდეს ამისთვის რას ვგმობდე, ან რას ვცოდვიდე!

10

ინც გიხილოს, ინატვრიდეს კვლავცა გნახოს, კვლავცა გნახოს.

ნახოს ცნობას ისურვიდეს და რა გიცნას შენთვის ახოს.