The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

ეზრა მთაწმინდელი

ეზრა მთაწმინდელი, XI საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი, ათონის ივერთა მონასტრის მოღვაწე. მას, იოანე მთაწმინდელის სახელზე, 1044 - 1074 წწ. შეუთხზავს საგალობელი, რომელშიც იოანესთან ერთად შექებულია მისი შვილი ექვთიმე მთამწინდელი. ჰიმნოგრაფს უსარგებლია იოანესა და ექვთიმეს ”ცხოვრებით”, საიდანაც ამოუღია ფაქტობრივი მასალა, ცალკეული ფრაზები და მხატვრული სახეები.

თხზ.: ”წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ქართველისაჲ, რომელმან აღაშენა მთაწმინდის დიდი ლავრაჲ ქართველთაჲ”. წგნ. ”ჩვენი საუნჯე”, ტ. I. თბ., 1960.