The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წარწერა ერთი სამარის ქვისა

წარწერა ერთი სამარის ქვისა

.

ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო,

ლაჟვარდებიდან რომ იყურები,

ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს,

ამაზრზენი და განუკურნელი, —

ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს

და მოიხადო, როგორც სახადი,

ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო,

ერთი თხოვნისთვის ნუ დამძრახავდი:

თუ მეცნიერის გონების ღონემ

უმალ განკურნოს ჭლექით სნეული, —

მაშინ მომნახე და მომიგონე

სამარადისოდ მიწად ქცეული!

1941