The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ღმერთო, წვიმა მოიყვანე

***

ღმერთო, წვიმა მოიყვანე

წითელი და შხაპუნაო,

რომ გავიდეთ სამუშაოდ

და დავსძახოთ ჰოპუნაო!

რომ ქალებიც გვერდში გვედგენ

ნამგლითა და ცელითაო;

ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრედენ

მადლიანის ხელითაო!

შვილებიც თავს დაჰხაროდენ

მობრუნებულს ალოსაო;

“ოროველას” დასძახოდენ

მამა-პაპურ კალოსაო!

ღმერთო, წვიმა მოიყვანე,

მიწის გამალბობელიო,

რომ გასწყვიტოს ჭია-ჭუა,

ქვეყნის დამამხობელიო!

1882 .