The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გუშინდელნი

გუშინდელნი

კომედია 3 მოქმედებად

მოქმედნი

მალხაზ ტრიშაძე, მამასახლისი.

0x08 graphic
კეკელა, მისი ცოლი

0x08 graphic
აგრაფინა

ადიკო

პაპუნა პიტრიშაძე, მალხაზის ბიძა.

ჯიბო კვანტრიშვილი, მამასახლისის მოწინააღმდეგე

დათია, ამისი მომხრე

კოწია, თავადი

მისი კნეინა

ფაცია, მათი ასული

კარლო ყაყუტაძე

ბერდოსანი, ნერალი

ჩიტუნია კნეინა

ფოფოდია

მაზრის უფროსი

ჩალიანი, ბოქაული

0x08 graphic
0x08 graphic
თავადი გორგასლანიანი

ჯვებე ქოლორდავა

სტუმრები, გლეხები, მსახურნი

მოქმედება სწარმოებს ჩვენში, 1905 წლის შემდეგ 1910 წლამდე.

მოქმედება პირველ

მამასახლისის ოდის აივანი. ზაფხულია. კეკლუცი სანახაობა: მთები, მოშორებით ლი ციხის ნანგრე, უფრო ახლოს მოჩანს ორსართულიანი, კიბეჩამონგრეული სასწალებელი და გუმბათგადმომტვრეული ეკლასია. აიანზე, ქე-ით კუთხეებში ხალიჩაგადაფარებული ტახტები დგას. შუაზე - დიდი სასადილო მაგიდა, ზედ მუშამბა ვს გადაარებული. მაგიდის ზემოთ, ჭერში, ჩვეულებრი შუშის ფარანია ჩამოკიდებულა. იგ ნათის ლამპარია შედგმული. ირგლივ მაგიდას ელის სკამები ულაგია.

კეკელა, პაპუნა (მაგიდას უსხდან).

პაპუნა

ჰოდა, არ ვარგა, შენ არ მომიკვდ, არ ვარგა ასე. რამდენჯერ უთხარი, რომ არ დეიჯერა?

კეკელა

ეჰ, თავის ნათქვამი კაცია ჩემი მალხაზი. აქამდი რავა ვერ გეიგე ბეჩა, პაპუნა!..

პაპუნა

გევიგე რა?.. როცა სოფელი მამასახლისად ირჩედა, იმიტომ გადავდევით ყველამ თავი, რომ ეს პირველი მაგალითი იყო - ასე თუ ისე ნასტავლი კაცი ამასახლისად დაგვეყენებია...

კეკელა

ნეტაი, შენის კარგა ყოფნით, სულაც არ ამოგერჩიათ... უსიამოვნობის მეტი რა შეხვდა!

პაპუნა

საზოგადოების სამსახური ეგეთია, ქალო... ვინმე მომდურავი რომ არ დაგრჩეს არ შეიძლება, მაგრამ...

კეკელა

ეჰ, გენაცვალე!.. აქ არის და ეს ანტრიშილები მოიმდურა... სოფელი ორად არის გაყოფილი. ზოგი ჩემ ქმარს ემხრობა და ზოგი ანტრიშილებს... ახლა კიდე მთავრობაც ცუდი თვალით უცქერის...

პაპუნა

არა, მაგისი არ მეშინია. ჩემი მალხაზი მეტად ჭკვიანი კაცია, ნასტავლიც არის და მთავრობასთან იცის რავარც მეიქცეს, მაგრამ მე გულ ის მტკენს, რომ აქამდის არ იქნა და ვერც ამ ეკლესიის განახლება მოახერხა, ვერც ამ უბედური სასტავლებლის გადაწყვიტა რამ... გადავყევით, ბატონო!.. შენი თქმის არ იყოს, სოფელი ერთიმეორე შეჯახებული ვართ...

კეკელა

შენი ბრალიც კია, პაპუნა ჩემო... რომ გადეეკიდე იმ კვანტრიშვილებს... არ იქნება, სასტავლებელს ვერ დაგანებებთო...

პაპუნა

ერიჰა... ახირებული ხარ, კეკელა არ მომიკვტეს... ცხვირის წინ, ეზოში სასტალებელი გვქონდა და ახლა საცხა, სოფლის განაპირ, კვანტრიშვილებს უნდა დავანებო?

კეკელა

არ დაანებეთ ბატონო და, აი... არის აგერ კიბეჩამომტვრეული და სახურავგადახდილი...

პაპუნა

ჰოდა, მაგას ვემდურით შენ ქმარს! მამასახლისი კაცია... გავლენა უშველებელი აქვს... არ იქნა და მთავრობას ვერ მოახერხებია, რომ სასტავლებელი ჩვენთის დეეტოვებია...

კეკელა

იქამდე მიიყვანეთ საქმე, რომ ახლა, მგონია, თვითონ სოფელსაც აღარ უნდოდა სასტავლებელი... საცა უნდათ, იქ წეიღონო.

პაპუნა

რას ამბობ, ჩემო რძალო! ჩვენი სოფელი იტყვის სტავლა არ გვინდაო?“ ვაი დედასა! ერთ დროს ჩვენი სოფლისთანა მოწინავე სოფელი არც კი იყო ამ მხარეზე. აბა, ერთი ჩამოთვალე, ჩვენდენი ნასტავლი ახალგაზრდობა რომელ სოფელს ჰყავს?

კეკელა

ნასტავლი თვარა.. ეგერ კარლო ყაყუტაძე რომაა, იმისთანა თუ გვეყოლა, აგვაშენებს...

პაპუნ

ოჰ, ის, შე კაცო, ცოციალისტია, ვინ არ იცის მისი ამბავი...

კეკელა

ჩამობრძანებულა ახლა და კიდევ აგვიმტუტებს სოფელს...

პაპუნა

არა! ახლა ძალიან მოთოკილია თურმ.

კეკელა

ნეტაი ულ გოუნთავისუფლებიათ?

პაპუნა

სულ. ახლა არაფერი ეხებე თურმე. მაგრამ მე მაგისთანებზე არ ვაბობ. ეგერ სიკოს შვილი... იცი, მალე მიროვი სუდიათ დანიშნავენ თურმე, ელიზბარის ვა კარგი ხანია ნატარიუსია. ლადიმერი ხომ რამდენი წელიწადია სუდებნი პრისტავად არი... რომელი ერთი ჩამოვთვალო... დაწინაურებული ახალგაზრდები გვყავს... ახლა კიდე ჩვენი საერთო იმედი, შენი აჟიც მოგემატა. მართლა, რაც ჩამევიდა ჯერ კი არ მინახავს... რავარია?

კეკელა

ენაცვალოს იმას დედა, რა უჭირს, კარგად რის, მაგრამ იცი, პაპუნა? თითქოს ხასიათი სულ გამოცვლია...

პაპუნა

შე დალოცვილო! ორი წელიწადი არ ჩამოსულა კაცი... ზაფხულიც იქ, რუსეთში გაატარა... და დავაჟკაცდებოდა, გამეიცვლებოდა.

კეკლა

რა ვიცი, გენაცვალე! უწინ იყოდა, გიმნაზია რომ დაასრულა, სულ იმ წიგნებს ჩასჩიჩინებდა, თავს ზეით არ იღებდა და, თუ ვინმესთან წევიდოდა, ისევ იმ შეჩვენებულ კარლო ყაყუტაძესთან მიდიოდა. მეშინოდა, არ გამიცოციალისტოს-მეთქინ. ახლა არიდა, რის წიგნები, რას ამბობ!.. სულ მუდამ ჩხუბი აქ ამაზე იმას და მის დას, ჩემს აგრაფინას... აგრაფინა ხომ იცი რა ქალიც დადგა...

პაპუნა

, ანგელოზი ბოვშია სწორედ...

კეკელა

ჰოდა, ახლა ჩემი ადიკო დილაზე რომ წამოდგება, მაშინვე საბანაოდ მიდის. მერე მოვა და სულ რაღაცა ალაყბს აკეთე, კლაბს ატრიალებს, ბიჭებთან ჭიდაო. არ გინახავს რა ჩაცმულია?.. დედიშობილაო რომ იტყვიან, სწორედ ის არი. რაცხა რელ პერანგ ჩოუცვამს... სახელოები მოკლე, წამკლავებული, მკერდი მოღიავეული, თავშიშველი; ვეუნე: ბიჭო, გაცივდები, ან რას გავს ასე სიარული-მეთქინ. ქუდი მაინც დეიხურე, მზე მოგეკიდება, დაგწვავს-მეთქინ. შენც არ მომიკვტე! დარის და დაკვინტრიშობს... ახლა კიდევ იმ კნიაჟნას, უქნარაძის ქალს გადეეკიდა.

პაპუნა

ოო, კოწიას ქალს, ფაციას?

კეკელა

აბა!.. სულ ერთად არიან. ხან ტყეში, ხან ღრეში... რა იცი! უფრო კი ჩვენ ციხე-ბურჯთან. აქიდანო, ლააზი გადმოსახედავიაო.

პაპუნა

შეხედე ადიკოს!..

კეკელა

ვეუბნები: ბიჭო, რას გადაკიდებიხარ აგ კნიაჟნას, რა შენი სამეა... ან მარტო ახლა ნახე? რა ღმერთი გაგიწყრა... ბოვშობაში თითქმის ერთად ხართ შეზრდილი-მეთქინ.

პაპუნა

მართლაც, თითქმის ერთად არ არიან შეზრდილნი?

კეკელა

მერე, იცი რას მეუბნება?.. დედა, კნიაჟნა გაკეთებულა, დამშვენებულა, მომწონს ძალიანო... ურცხვი გამხდარა, ურცხვი საძაგელი ბიჭი.

პაპუნა

ეს ვერაფერი მითხარი, შენ ნუ მომიკვტე... იცი, კნიაჟნა რა ახტაჯანაა!..

კეკელა

ეჰ, როგორ არ ვიცი. სულ ჩვენსა არ აგდია თელი მათი ოჯახი?

პაპუნა

საწყლები, რავა გაღატაკდენ...

კეკელა

იცი, პაპუნა ჩემო? ჭადი არა აქ სახლში, ჭადი, იმ საწყალ კოწიას...

პაპუნა

რავა არ ვიცი! მარა ისე კი ძალიან იბღინძებიან ისევე...

კეკელა

იი, ამპარტავნება და სიამაყე თუ... გოდრით, გოდრით!.. მოაწევს თუ არა სადილობის დრო, განსაკუთრებით კვირა დღეობით, გევიხედავთ და თა კოწია მისი უკდა ჯორით, მოადგება ჩვენ ეზოს... მერე, ვითომ ნასადილევი, მობრძანდება მისი კნეინაც... მარა სადილზე კი შემოგვისწრებს... აი იქით, აი აქეთ... პირველ ხანად ძალიან უარზეა, მარა მერე, იცოცხლე... ისე მიირთმე, რომ რა გითხრა!.. და მათი ქალი ფაცია ხომ, ამ ზაფხულს მაინც, ღამეს არ ათევს ჩვენთან თვარა სულ აქაა.

პაპუნა

ეჰ, მაგ ოჯახის ამბავი რავა არ ვიცი... ეგ კოწია ხომ მარტო თქვენთან არ დეიარება სადილად. მთელი სოფელი შეჯერებული ყავს: დილით, მოაჯდება თუ არა თავის ჯორს, მთელი სოფელი უნდა შამეიაროს, ყველგან უნდა მივიდეს, ყველაფერი გეიგოს. ჩვენთანაც, პინტრიშაძეებთანაც დეიარება და კვანტრიშვილებშიაც.

კეკელა

ოო, რა მეჭორეა, რა მეჭორე!

პაპუნა

პირდაპირ ცოცხალი გაზეთია...

კეკლა

ახლა საცაა გაჩდება. დღეს ხომ კვირეა და... აბა, ერთი გადახედე...

პაპუნა (ანზ გადაიხავს).

ძაღლი ხსენებაზეო... ჰა, აგერ არ მოჩაქჩაქებს მისი ჯორით?!.

კეკელა

, რა ლაუცაა! აქ ჩემ ქმარს ეფერებ და იქ კი ძირს უთხრის...

პაპუნა

ეეჰ, მაგას რა შეუძლია, ვინ რას გოუგონებს.

კოწიას ხმა (არდან).

მასპინძელო, მასპინძელო! შინა ხართ?

პაპუნა (ადასძახბს).

მობრძანდით, თავადო კოწია, მობრძანდით! შინ გახლავართ, ბიჭო, ჯორი ჩამოართვი კნიაზს.

კეკელა

ეჰე, მოვა ახლა და დაგვიწყებს მისი მადნის ამბავს.

პაპუნა

მართლა, მადანი გამოუჩნდათ, გონია, ყოროლის მთებში.

კეკელა

ეჰ, რა იცი, გენაცვალ! აგერ რამდენი ხანია და ვეყნად ვცხოვრობთ და მათგან სულ მაგ მადნის ამბავი გვესმის.

პაპუნა

ჰოო, მუდამ ჯიბით დაათრე მადნებს, მაგრამ ახლა საკუთრად მაგათ გამოჩენიათ...

კეკელა

სუუ, კიბეზე ამევიდა. (ოდგბა მისაგბლად).

პაპუნა

მობრძანდით, კნიაზო, მობრძანდით...

კოწია

(მახი, ჭაღარაშერეული, ძალან ღარიბლი ჩოხა-ახალუხით, წელ

არმაზარი ხანჯალი ჰკიდია).

ვახლავართ ჩემს საყვარელ კეკელას... ჰაი გიდი, რა გადაბდღიალებული ხარ ისევე... (ელს ართმეს).

კეკლა

უი, შენ კი რა გითხრა!

კოწია

გამარჯობა, პაპუნა! (ელს ართმევს) მამაჩემი არ წამიწყდეს, გასათხოვარი ახლა ხარ...

პაპუნა (იღიმება).

კნიაზო, კიდე არ მეიშალე ხუმრობა?

კოწია

რისი ხუმრობაო, კაცო, არ გახსოვს?.. კუდი-კუდში დავდევდი კეკელას... მაგრამ მაჯობა ყაზილარმა მალხაზამ... ვერ გაჭრა ჩემმა თავადიშვილობამ...

პაპუნა

მართალია, კეკელა! მამაშენი ძველი აზნაურიშვილი იყო და კნიაზისთვის კი უნდოდა მიეთხოვებიე.

კოწია

როგორ არა, მაგრამ მალხაზა ჩემზე შეძლებული იყო და...

კეკელა (ოწიას).

, კარგია ერთი, მამაშენი ნუ წაგიწყ, რა დროს ჩვენი ხუნტრუცია?

კოწია

არა, მეც წავხდი ყაზახი... რაღაცის მომერიდა. ეს დრო ოდა... რის შებაო, მალხაზა რავა მაჯობებდა... ჩემი ამბავი ხომ გეიგეთ?

( საუბრის დროს ყველანი სხდებიან).

კეკელა და პაპუნა (ად).

რომელი ამბავი, ბატონო?

კოწია

მადანი რომ გამომიჩნდა!

პაპუნა

ჰოო... მადანი! დალოცვილო, სულ ამ მადნების საქმეში არ ხარ შენი დღნი?

კოწია

არა, შენ არ მომიკვტე...

კეკელა

აი, ის, თქვენ ებში რომ გამოჩნდა?

კოწია

კი, შენ ნუ მომიკვტე... აგერ არ მაქ!.. (მოიღებს ჯიიდან სხადასხ ადნეულს და აწყობს დიდ მაგიდაზე. ერთ-ერთს უჩვენებს). აა, ესაა... ბარიტია, ნამდვილი ხალასი ბარიტი... (კეკელა და პაპუნა სინჯავენ). კვირეში აშრაფიანი იყო ჩემთან... აი, სომეხი რომ, ფოდრიაჩიკი... ოო, მდიდარი კაცია საშინელი! მყავდა ადგილებზე. ძალია მეიწონა, კონტრახტითაც შევეკარით მე და ჩემი მონაწილეები ოცდაათ წლით. ამ კვირეში ინინერი უნდა მეიყვანოს და მუშაობა შეუდგება კიდეც.

კეკელა

კაი დაგემართოს, კაი ამბავია!

პაპუნა

ნუ მომიკვტე, ეს ძალიან საქმე დაგმართია... რამდენად გოურიგდით, ბატონო?

ოწია (წე გაიმართება. კმაოფილი სახით).

ყოველ გამომუშავებულ ფუთზე, ბატონო, ალაგობრივ სამი კაპეიკი უნდა მოგვცეს...

კელა

მერე ევრია, ბატონო, ეგ მადანი?

კოწია

იმე, რას მიბრძანებ, კეკელა?! ბევრი კი არა, ჩემი შვილი და შვილიშვილი ვერ გამოლევს იმდენია. მთაა, ბატონო, უზარმაზარი მთა. ხუთი ვერსი სიგრძე აქ და ორი ვერსი განი.

პაპუნა

მე კი არ ვყოფილარ, ბატონო, იმ თქენ მთაში...

კეკელა

კაი ყოფილა, შენ ნუ მომიკვტე...

კოწია

პეტერე, ორიოდე გროში დამიტოვა ახლა აშრაფიანმა და... (თითქო ხუმრობით) ახლა კი მიფრთხილდით, თქვე მუჟიკებო... არა, ქალბატონზე არ მოგახსენებ, ეგ თქვენ გაგვიმუჟიკეთ თვარა... თქვე კი გაჩვენებთ სეირს, ვინ უფრო იქნება შეძლებული...

პაპუნა

თავადებს, ბატონო, ღმერთი გწყალობთ. იმდენი რამე კი დოუტოვებია თქვენ წინაპარს, რომ... გგონია ახლა კი დეიღუპაო, და სწორედ მაშვინ გამოგიჩთებათ ან მადანი, ან ტყ, ან შავი ქვა, ან ცხელი ნაცარი, ან რაცხა ჯანდაბა და...

კოწია

აბა როგორა გგონიათ!.. თუ არ მოვკტი, ახლა კი დოუტოვებ ჩემ ქალს ფაციას კარგ სამემკვიდროს... ფულები თუ? სულ ჩეჩქივით. მართლა, ღმერთი არ გოუწყრეს იმ თქვენ ტინგიცა ბიჭს ადიკოს... რაცხა სულ ფაციას დასდევს და...

კეკელა (ახ მოეღუშება).

ეეჰ, კარგია ერთი, მამა ნუ წაგიწყდება.

კოწია

არა... მე არ ვიწუნებ... გლეხია, მართალია, მაგრამ ნასწავლია... ამდენი კი მესმის, მხოლოდ... ხელი ფაფას! - თავს გოუტეხს უბედურს ჩემი ფაცია... მოკლავს, შენ ნუ მომიკვტე...

კეკელა

რავა გეკადრება, ბატონო... რა ადიკოს საქმეა თქვენი ქალი... კნიაჟნა. ახლა კიდო, თუ მართლა ამდენი სამემკვიდროც დარჩა...

კოწია

(სახეზე სიხარული გადაეფინა)

ოო, ეგ არის, რაც არის... ეგ, ჩემო ძმაო, ვერცხლის მადანია...

აპუნა

უმე, ვერცხლი კი არა...

კოწია

შენ ნუ მომიკვტე!.. მაგრამ ვერ გეტყვი კი სად არის... მე აღმოვაჩინე... ეს კიდევ ოხრაა, საღებავი. კაცო, ერ წარმოიდგენ რა ფასი ქონია.

(შემოდის შაუმჩნევლად კარლო ყაყუტაძე. გამხდარი ახალგაზრდა, ხალათი აცია, თმა მოშებული ვს და ჟოკეის უდი ჰხურავს. შეჩერდება აივნის არიხასთან).

კეკელა (დაინახავს, შეკრთება).

, თქვენ ბრძანდებით?

კალო

უკაცრავად, ბატონო, მე თქვენი ის სანახავად გიახელით.

კეკელა

ადიკო არ გახლავთ შინ... მობრძანდით, ბატონო.

კოწია

ბიჭო, ეს ჩვენი ცოციალისტი არაა, კარლო ყაყუტაძე?

პაპუნა

კი, ბატონო, კარლოა...

კეკელა (არლოს)

მაინც რა გნებავდათ?

კალო

ბევრი არაფერი. ეს ორი წელიწადია რაც ჩემი წიგნები ადიკოს აქვს და... ძალიან მჭირდება. განსაკუთრებით მარქსის კაპიტალი შეირჩინა და შეირჩინა...

კოწია

ბიჭო, კიდევ არ მეიშალე მაქსიმეა თუ რაღაცა, იმის ამბავი?..

კარლო (არ უპასუხებს)

კეკელა

დაბრძანდით, ბატონო. საცაა ადიკოც მოვა და ყველაფერს ის მოგახსენებ. გრაფიაა ლა ხლში, თვარა მოძებნიდა. მე, ხომ იცით, რუსულ წიგნებს ერ არჩე. რომ ჩამევიდა, ადიკომ მკითხა: კარლოსთვის წიგნები არ გადაგიციათო? მაგრამ, აბა, საიდან?.. მე იცოდი რა წიგნები იყო და იმ ხანებში თქვენც დაგიჭირეს... მეც მეშინოდა... სადღაც მივმალეთ... თუ გნებავთ, გიჩვენებთ და თვითონ თქვენ გამოძებნეთ.

კალო

არა, ბატონო... სად იქნება თვითონ ადიკო?

კეკელა

რა მოგახსენოთ? ეკლესიისაკენ თუ გაისეირნა... მოუცადეთ.

კალო

არა, თუ შევხვდი, ის იქნება, თუ არა და, ნახეარი საათის შემდე კიდევ შემოვივლი...

კეკელა

ძალიან კარგი, რავარც გნებავთ.

კალო

(ყველას თავს დაუკრავს და გადის)

კოწია

ძალიან არ შეფერთხილა ეს ჩვენი ცოციალისტი?

პაპუნა

მისი ბრალია, რაც მაგას ციხის კედლები ალესიეს...

კოწია

აი დასწყევლოს მაგათი თავი!.. მე ხომ არაფერში გავრეულვარ მოძრაობის დროს, მაგრამ მაშინ არ იყო სამაგალითო, მადნის საქმე რომ მქონდა მიხრანიანცთან გათაებული?.. მაშინ დაიწყეს!.. რას ლაპარაკობ?! აღარც მუშა, აღარც კაცი... ფოდრაჩიკიც გამექცა, არც ფული და არც ბისტი...

პაპუნა

ეეჰ, კარგია, შენი ჭირიმე...

კოწია

ახლა რა მინდაო ნეტაი?.. რას აპირებს?..

(ოისმის ფაციას ხმა შინა ოთახებიდან)

ხმა გარედან

რა სულელი ხართ, ღმერთო ჩემო! (პასუხებს ადიკოს ხმა).

სისულელეა, როდსაც საგანს პირდაპირ თავის სახელს უწოდებ?

პაპუნა

ეჰეე, ადიკო და კნიაჟნა ფაცია მოსულან...

ფაცია (მორბის)

ადიკო

(ნელა მოჰყვება, ისეა მორთული, როგორც კეკელამ აღწერა)

ფაცია

ოო, მამაც მობრძანებულა!.. რა ამბავია? ისევე შენი მადნები გაგიშლია?.. გამარჯვება, შენი ჭირიმე, კეკელა. (ოცნის). პაპუნას ვახლავართ.

ადიკო

(კოწიას ხელს ჩამოართმევს, პაპუნასთან მიდის)

პაპუნა

ბიჭო, რა დავაკაცებულხარ, რამდენი ხანია არ მინახავხარ. (ეხვევა).

ფაცია

არა, კეკელა, შენი ჭირიმე, უკაცრავად ვარ და ძალიან კი გატუტუცებულა თქვენი ადიკო.

კოწია (დიოს)

შენ ეი, ჩემო ბიძია, ფრთხილად იყავი ჩემს ფაციასთან... მთელ სოფელი ახტაჯანას ტყუილა კი არ ეძახის... მოგკლავს, შე უბედურო, დაგცხებს თავში კეტს და...

ფაცია

ოჰ, რას ამბობ, მამა?

ადიკო

ქართველმა ქალებმა, აბა, სხვა რა იციან... კეტი, შამფური და რკინა, ერთი ახალი ლექსის არ იყოს... მერე? ეს შიშისაგან მოსდით, შიშისაგან. გაუბედავები არიან, ლაჩრები. თქვენ გგონიათ ეს მიუკარებლობა გამბედაობით მოსდით? ეშინიათ უბედურებს... ეშინიათ, რომ დასტკბენ ამ ცხოვრებით. გულში სხვა აქვთ და საქციელით კი ვერ ამხელენ. აი, ვაჟკაცია ვინმე, მოსწონს ქალს, უნდა მასთან შეერთება, მაგრამ...

კეკელა

აა, დეიწყო, დეიწყო...

ადიკო

რა დავიწყე?.. აი, კნიაჟნა ფაციას ვიცი მოწონვარ, უნდა ჩემი მოხვევნა...

ფაცია

იმდენი თავში კოპი შენ... (იცილი).

კეკელა

ჩუმად, ბიჭო, ჩუმად, რას ჩურჩუტობ? არ გრცხვენია?

კოწია

არა ბატონო, ახლა სულ სხვა ახალგაზრდობაა... მაგრამ მაგას... (ფაციაზე) უფრთხილდი კი.

კეკელა

ის სჯობია... წეღან აქ კარლო ყაყუტაძე იყო... წიგნებს გთხოვს... ის მოუძებნე...

ადიკო

ოო, ჩვენი კარლო? (თითქოს თავისთვის) აი კაცი, რომელიც ერთ წერტილზე გაიყინა.

აცია

აჰ, აჰ, თქვენ კი, თქვენ არ იყინებით ერთ წერტილზე? სდუღთ და თუხთუხებთ, არა?

ადიკო

ვინც ცხოვრებას ფხიზლად უყურებს, მისი შეხედულებაც იცვლება მიმდინარე ცხოვრების მიხედვით. განათლებულმა ქვეყანამ უკვე ყურადღება მიაქცია იმას, რომ დაავადმყოფდა სულიერ სიმშვენიერის ძებნაში. სხეულის სილამაზე სულ დაავიწყდა და დაგლახდა, მოჩიავდა. აი, ახლა უკვე იწყება განახლების ხანა, ძველი ელლინების სხეულით გატაცება კვლავ გვიბრუნდება: სხეული უნდა განთავისუფლდეს ამ მჩვრებისაგან და მზის ცხოველ სხიზე აელვარდეს მისი მშვენება...

კეკელა

ამიტომაც გაშიშვლდი, შე საძაგელო?

ადიკო

აბა, რასა გავს?!.. აი კნიაჟნა ფაცია... ტანზე კორსეტი შემოუჭირებია, ლაღი და ახალგაზრდა სხეული სულ დაუფარავს...

კოწია

არა, ბიძია, პირი არ დაგწვას... ძალიან გინდა გააშიშვლო, მაგრამ...

კეკელა

უი, უი, რას ამბობთ, გენაცვალე... არა, მე გაგეცლებით, ისევ სამზარეულოს მიხედა, თვარა თქენი ლაყბობის ყურის გდება არ გამომადგება. (იდის, ადიკოს ჩაუვლის). არა თქვა, შვილო, მაგისთანა უხიაგი. რავა გეკადრება!.. ქალიშვილი ქალია, შერცხვება... (ადის).

ფაცია

ძალიან უნდა ჩემი გაწითლება, მაგრამ უზრდელი სიტყვა-პასუხი უზრდლად დარჩება და მეტი არაფერი...

ადიკო

ეს უზრდელობა კი არა, ნამდვილი გულის თქმაა, რომელსაც თქვენ მალავთ და მე კი გარ ამომაქ...

პაპუნა

ამისთანების არაფერი გამეგება, მაგრამ რა დაგმართია, ბიჭო!.. რაღაც უწმაწურად კი ლაპარაკობ.

ადიკო

ეეჰ, ბიძია, ამას ვერ მიხვდები, აქ ვერც ვერავინ გამიგებს... აი, კნიაჟნას კი ესმის ჩემი... ინსტინქტურად, მაგრამ განგებ თავს იყრუებს...

ფაცია

მე გავიბუტე, რაც გინდათ თქვით, უზრდელობაზე აღარაფერს გიპასუხებთ.

(იდის და აინის ხარიხას გადაეყრდნობა)

კოწია

არა, მართლა გამეიცვალა ეყანა... (დიკოს) ჩემო შვილო, აი დედა შენს რომ ვეარშიყებოდი... კი არ გეხუმრები... სიზმრად მყავდა გააქცეული, მაგრამ ცხადში კი ერთ ვერსზე ვერ გავეკარებოდი... საცა გაჩნდებოდა, მეც იქ ვიყავი, მაგრამ უბრალო ხუმრობასაც ერ ვბედავდი...

ადიკო

ეეჰ, თქვენ რომანტიკოსები იყავით... (ურგს ევ და დის ფაციასაკენ).

კოწია

რაიო?

ადიკო (აცია)

ვითომ მაგ გაბუტვით რა გინდათ დამიმტკიცოთ?

ფაცია

არაფერს არ გიმტკიცებთ... სჯობია გადახედოთ სანახაობას. ხედავთ ეგერ ციხე-ბურჯს?

ადიკო

როგორ არა, ვხედავ... ბავშვობიდან ვარ შეჩვეული მაგის დანახვას. აგრამ ახლოს კი უფრო კარგია. გუშინ საღამოს რა მშვენიერი იყო იქ ყოფნა... მაგრამ თქვენ კი ძალიან გამაჯავრეთ... (ანაგრძობენ ხმადაბლა ლაპარაკს).

კოწი

(აქამდე პაპუნას ჩუმად ელაპარაკებოდა. ხმამაღლა)

აბა, კაცო, კინაღამ ჯორმა ფეხი არ მოიმტვრია...

პაპუნა

ეგ რომელი ბოგირია, ბატონო, ჩავარდნილი?

კოწია

აი, კაცო, ჩემი ჭიშკრის ზევით რომ არის... სულ დამპალა ფიცრები, აღარაფრად აღარ ვარგა.

პაპუნა

რას ბრძანებ?

კოწია

ჩაქცეულა სულ, დღეს რომ გამევიარე, გულს შემომეყარა...

პაპუნა

უბედურებაა, ბატონო, სწორედ. აღარც გზა ივარგა, არც მისავალი. სასტავლებელი ჩვენ არ გვაქ და ეკლესია... სანერგე ბაღი გვქონდა და სულ გაპარტახდა...

კოწია

მართლა, კაცო, რას შვრება ეს ენი ძმისწული, ჩვენი მამასახლისი?.. აი ნასწავლი კაცია, აი ასეო, აი ისეო, თავი კინაღამ გადეიკალით მაგის არჩევაზე...

პაპუნა

მაგას ვწუხვარ მეც. კი წვალობს რაცხას, მაგრამ ჯერ არაფერი გოუვიდა საწყალს...

კოწია

კაცო, მამასახლისმა მარტო რა უნდა ქნას, მაგრამ რამდენჯერ გავუგზავნეთ დეპუტაცია ჩვენი მაზრის უფროსს...

პაპუნა

უი, დასწყევლის ღმერთი, კაი კაცი ის არ იყო... ვის გოუგონა რამე... ამას ამბობენ, ახლა რომ დანიშნეს, ძაან კაცია თურმე...

კოწია

ჰოო, აქებენ, მაგრამ არც მე მინახავს.

პაპუნა

რა ვარია, ბატონო? კი მითხრა ჩემმა ძმისწულმა, ვერ დავიხსომე: ვინცხა ლემენცია, ვგონებ.

კოწია

ჰო, რაცხა გრიგალიაო, თუ გრიგოლია... არც მე ვიცი კარგად...

პაპუნა

ჰოდა, შეიძლება მაგას მაინც შევასმინოთ რამე... ბატონო, გენერალი ომ გვყა ჩვე ოფელ, ის ბერდოსანი, ას ევრი რა შოუძლია, მაგრამ ჩვენი სოფლის საქმეებში რომ არ ერევა!

კოწია

იმას, იცოცხლე, შოუძლია, მაგრამ თვითონ დავრდომილია, იქით ვერ წავა და აქით, ხომ იცი, მთავრობა კარზე არ მოადგება...

პაპუნა

რა ვიცი, რა ვიცი... ცუდადაა ძალიან ჩვენი სოფლის საქმე და კაცი არ გვყავს, ბატონო, მშველელი, კაცი... იმდენი ნასწავლი ახალგაზრდობა ჩვენ რომ გვყავს, ერთ სოფელს არ გააჩნია, მაგრამ რა!.. ჩემი ურგები ქოთანი ქვასაო...

კოწია

და შეჭამანდი ძაღლსაო! მართალია, მაგრამ, აგერ მეიცა, ჩემო პაპუნა, ჩემი მადნის საქმე თუ ისე გაკეთდა, რავარც მე მინდა, გზასაც მე გამევიყვან, იმ სანერგე ბაღსაც მე ვუპატრონებ, ეკლესიასაც მე აგიშენებთ, სასტავლებელსაც და ყველაფერს.

პაპუნა

იი, კა დაგემართოს... რა? გულს კი არ გაკლია... მაგრამ, მანამდი ჩვენ თავს თუ არ მოუარეთ, შენი მტერი...

კოწია

სად არას ახლა მამასახლისი?

პაპუნა

ვეზდის ქალაქში წევიდა აგერ მესამე დღეა და არ ვიცი, რა შეემთხვა?.. სოფელმა დაავალა იმ სასტავლებლის ამბავი გეეგო... კიდე რაცხა საქმეები ჰქონდა...

კოწია

დალოცვილო, სამი დღე თუა რაც წევიდა, ჯერ რაფერ დაბრუნდებოდა... ვეზდის ქალაქი ხომ იცი რამსიშორეს გვაქ! ცხენი ერთი ღე უნდა იქ ჩასვლამდი და ჯერ არ უგვიანდება. (ანაგრძობს ხმადაბლა ლაარაკს).

ადიკო

(ფაციას) მაშ, გამოტეხილი მითხარით, რა გინდათ?

ფაცია

ჰა, ჰა!.. რა უნდა უნდოდეს ახალგაზრდა ქალს?.. გათხოვება.

ადიკო

ეგ მომწონს. თამამი ნათქვამია. სხვა თქვენს ალაგას მაგასაც არ იტყოდა. ეტყობა ცოტა ნაბიჯი გადაგიდგამთ წინ. მაგრამ მაინც გათხოვება გინდათ...

ფაცია

დიახ, კანონიერი ჯვრისწერა, ვიცი, მე გმირი არა ვარ და, რაც დაწესებულია, იმას არ შელი, ვერც შევცვლი... ტანჯვა-ჯახირი, მომავალშიაც?.. არა, მეყოფა.

ადიკო

და გახდებით თქვენც ჩვეულებრივი ოჯახის ქალი: შვილები, სამზარეულო, სარეცხი... ღმერთო, ამ ქვეყნად რა მოწყენილობაა!

ფაცია

რას იზამთ? ბედმა ეს გვარგუნა... გინდათ უხუმრად გელაპარაკოთ?.. აბა, ცოტა ხანს მაინც გამოიჩინეთ სიდარბაისლე.

ადიკო

(მთქნარბს). სთქვით.

ფაცია

ხომ იცით, ბავშვობაში, სიღარიბის გამო, მამამ მხოლოდ ეპარქიალურ სასწავლებელში მიმცა...

ადიკო

მმ... დიახ.

ფაცია

იქ საკმაოდ დიდი ნიჭი აღმომაჩნდა ხატვაში... მერე რა? საიდან შემეძლო ამ ჩემ ნიჭს გავყოლოდი?.. ჯერ თვით სასწავლებელშიაც კი დაცინვით ეკიდებოდნენ ჩემს გატაცებას და სხ, აბა, ვინ გამამხნევებდა?!. ჩავახშე ეს მოფეთქებაც... შემდეგ ქართულმა წარმოდგენამ გამიტაცა... არც ერთ წარმოდგენას არ ვაკლდებოდი; გულში გადავწყვიტე - თეატრისათვის თავი შემეწირა.. .

ადიკო

(ამოცოცხლდა) მე თეატრს პატივს არ ვცემ, მაგრამ თქვენ მართლაც შეიძლეოდა მსახიობი ქალი გამოსულიყავით... ოო, ეს კი სულ სხვა იქნებოდა...

ფაცია

რასაკვირველია, არც ეს მოხდა... მამას ვერ დავემდურები... საცოდავი, რაც შეეძლო ყველა ჩემს სურვილებს მისრულებდა, მაგრამ დედაჩემი!.. ოო, ძალიან შორს დაიჭირა, ჯერ ხეირიანად არც კი ესმის თეატრი რა არის, მაგრამ მაინც, სადღაც ყური მოურა, გარყვნილების ბუდე ჰგონია... მერე კიდევ კნიაჟნა... არა, შვილო, ღარიბები ვართ, ღატაკები, მაგრამ ქვეყნის სამასხაროდ კი არ გაგხდიო... მერე ეს ამბა ჩვენმა შორეულმა ნათესამა კნეინა ჩიტუნიამ გაიგო...

ადიკო

ოო, იმ ბობოლამ...

ფაცია

და იმან ხომ კინაღამ ჯვარს მაცვა... და, აი, ასე დასრულდა ჩემი მოქალაქეობრივი მოფეთქება... სხვა? სხვაგან აბა, რა ასპარეზი აქვთ ქალებს, საქართველოში რომ ჰქონდეთ მაინც, და მეც... ბედს შევურიგდი... ჰა, ჰა... ახლა გათხოვება მინდა... მხოლოდ თქვენ კი არა ხართ ჩემი რომანის გმირი.

ადიკო

იცით? თანდათან მომწონხართ... შედარებით უფრო თამამი ხართ, გაბედული...

ფაცია

არა, თუ ღმერთი გწამთ?

ადიკ

აქ სოფელში როგორ გეძახიან? , ახტაჯანა!..

ფაცია

(შეხედავს, სათნოდ გაუღიმებს) დიახ...

ვინ რა იცის, რომ ეს გული მკვდარია, რომ სიცილი, ზოგჯერ, ცრემლზე მწარეა!

ადიკო

მართლა!.. თუ სცენამ ასე გაგიტაცათ, მაშ, უთუოდ რაიმე როლი მაინც გეცოდინებათ ზეპირად. ან ლექსები?..

ფაცია

ლექსები? , მე ძალიან მომწონან ახალგაზრდა პოეტები, თუ სადმე ხელში ჩავიგდე ჩვენი გაზეთები, ხან აქაურ სამკითხველოში, ხან კნეინა ჩიტუნიასთან, პირველად ლექსებს ვეცემი ხოლმე.

ადიკო

მე კი უახლოეს პოეტების გარდა, აი, ახლა რომ ჩვენში ფუტურისტებათ მოუნათლავთ, ვერავის ვერ ვიცნობ. ეგენი კი, ზოგი ჩემი მეგობარია...

ფაც

მართლა? მაშ, მოდი ამიხსენით, რა არის ეგ ფუტურიზმი?

ადიკო

მოდი, მაგის ახსნას დავეთხოვოთ და...

აგრაფნა და ფოფოდია

ფოფოდია

(ფაშფაშა ქალი, დაღლილია, ქშინვით შემოდის). უჰ, მოვკვდი, შენ ნუ მომიკვტე, კიბზე ამსვლით გული ამომაგჯა.

აგრაფინა

(ქალიშვილი ნაზი ნაკვთებით, სათნო ღიმილით). მართლაც მაღალია ჩვენი კიბე...

ადიკო

(მიეგებება). აა, ჩვენს ფოფოდიას...

ფოფოდია

(შმაკური ღიმილით) უი, გაგისკტა მიწა... ფოფოდია კი არა! ახლა ის დამიძახე, შე სარსარაკო შენ...

(რთო მისალმება და ხელის ჩამორთმევა).

კოწია

(ფოფოდიას) ნიფადორას ვახლავართ, ნიფადორას... რავა ხარ, ბეჩა... ცოტა გაატანზე შესქელებულხარ...

ფოფოდია

უი, გაგისკტა მიწა, რა ენამყრალი შენ ხარ, შე უბედურო...

პაპუნა

მამა ევტროპი სად დასტოვე, ბატონო?

ფოფოდია

უიმე, დავტოვე კი არა... იმისმა ნაღველ არ მომკლა. ბეჩა პაპუნა!..

ყველანი

(არდა აგრაფინასი) როგორ?

ფოფოდია

როგორ და აგერ ერთი კვირაა დავკარგე მღვდელი... ამ ეკლესიის საქმეზეა ეპისკოპოსთან წასული...

კოწია

იმიტომაც შესუქებულხარ, ბეჩა ნიფადორა, დოუსვენებიხარ ცოტა.

ფოფოდია

უი, გაგისკტა მიწა!.. ის კი არა, ბეჩა, უეზდნი ნაჩალნიკი მოდი თუმე.

კოწია და პაპუნა

(რთად) როგო თუ მოდის?

ფოფოდია

აბა, ეგ რა არი?

აგაფი

ჰო, წუხელის ჩვენ მეზობელ სოფელში, კნეინა ჩიტუნიასთან ჩამოულა...

პაპუნა

მერე, შენი ჭირიმე, მერე?

აგრაფინა

მერე და ახლა სოფელში გვითხრეს, რომ, მგონი, ჩვენ სოფელშიაც ოივლისო.

კოწია

იმე! რაღა თქმა უნდა... ჩვენი გენერალი არ ნახოს, ისე მაინც რავა ნე...

ადიკო

ეჰეე... ახლა აირია მონასტერი... Событие!..

აგრაფინა

ჩვენი სოფლისთვის Событие იქნება, აბა რა... ამდენი ხანია ამას მეელოდენ აღდგომასავით.

ადიკო

Я никакого участия не приму в этих торжествах...

პაპუნა

კაი, შენი ჭირიმე... როგორ გავჩერდით?.. სად არი ახლა , ჩემი ძმისწული მალხაზი... (ასძახის) კეკელა ქალო, ჩემო რძალო (ადის).

აგრაფინა

(დიკოს) როგორ не примешь участия... თუ აქ ჩამოვიდა მართლა... შენისთანებმა უფრო არ უნდა აუხსნან სოფლის გაჭირვება?..

ადიკო

ეეჰ, აბა, ახლა დეპუტატად დავდგები სწორედ... ეს სხვებისთვი დამილოცნია... მე სჯობი სევ ჩვენ ფოფოდიას გაუარშიყდე.

ფოფოდია

უი, გაგისკტა მიწა... გამიარშიყდები კი არა...

კოწია

(ადიკოს) შენ, ჩემო ბიძია, რავარი მიეთ-მოეთი ყოფილხარ... ნწ, არა ძმაო, არა...

ადიკო

კნიაჟნაზე ბრძანებ?.. კნიაჟნა ეს შამპანიურია... ცინცხალი, შუშხუნა... ფოფოდია კი ბულკია, სდობნი...

ფოფოდია

უი, გაგისკტა მიწა...

ფაცია

(ხელს გაიქნევს და აგრაფინასკენ გადადის). რაც უნდა ის ილაპარაკოს!

კოწია

(ჯიბეში ილაგებს მაგიდიდან მადნეულს). მართლაც თუ ჩამოვიდა უეზდი ნაჩალნიკი, რას ვიქეიფებთ!

ფოფოდია

(თვალს შეაებ მადნულს). ეგ რა არი, კნიაზო კოწია?..

ადიკო

(ალებთან გადადის).

კოწია

ჩემი მადანია, ჩემო ნიფადორა, დახედე... (ჩვენებს მადნეულს და თან ხმააბლა რაღაცას ეუბნება).

აგრაფინა

ლა თუ მართლაც მოვიდა მაზრის უფროსი, ჯერ იმაზე შეექმნებათ ლაპარაკი, თუ სადილი სად და ვინ გაუმართოს. მერე მაინც საწყალი მამაჩემი გამოიჭჭყება შუაში...

ფაცია

ვინ იცის, აგრაფინა, შეიძლება არც კი მოვიდეს ჩვენს სოფელში. არ იცი? ჩვენი სოფელი ღვთისაგანაც დაიწყებულია და კაცისგაბაც... რამდენჯერ ჩამოსულან კნეინა ჩიტუნიასთან მაგისთანა სტუმრები, მაგრამ ჩვენს სოფელში გზადაც კი არ გაუარიათ.

ადიკო

( ხარიხას აეყრდნობა).

აგრაფინა

არ ვიცი, არ ვიცი... მე ის მაწუხებს, ახლა კაცი არ გამოჩნდება, რომ ჩვენი სოფლის გაჭირვება ყველაფერი კარგად აუხსნას...

ფაცია

მამაშენი აქ არ არის?

აგრაფინა

ჯერ ერთი არ არის და მეორე აქაც რომ იყოს, მამასახლისი კაცია, მათი ხელქვეითი, რა შეუძლია გაუბედოს... (ამასობაში კოწიამ რაღაც სახუმარო უთხრა ფოფოდიას).

ფოფოდია

უი, გაგისკტა მიწა...

ჯიბო კვანტრიშვილი, დათია და კიდევ ერთი გლეხი.

ჯიბო

(აივნიდან ხელების ქნევით შემოდის). , ბატონო, , არ გეუბნებოდით!.. ბატონებს ვახლავართ... როცა გვჭირდება, მაშინ კაცი აქ არ გვყავს... ჩვენს გაჭირვებას პატრონი არ ყავს და გამკითხავი...

გლეხები

(თავს ნევენ).

კოწია

რა იყო, რა ამბავია, ჯიბო ჩემო?

ჯიბო

რაღა რა ამბავია, ბატონო. აგერ ყურისძირში ვეზდი ნაჩალნიკი ჩამოსულა და ჩვენი მამსახლისი სადაა, ეშმამა იც...

აგრაფინა

თქვნი მამასახლისი, ბატონო, ისევ თქვენ საქმეზეა წასული.

ჯიბო

ბატონო... ჩვენ საქმეზეა... რავა გაწყენიო, ბარიშნა, თვარა... სადაა ჩვენი საქმის პატრონი... რაც მამაშენი ევირჩიეთ, ჩვენი საქმე სულ უარ და უარ წევიდა... ეკლესიის საქმე იყო, გაკეთება გვინდოდა... პრიგავორი დადგენილი გვაქ, ბოლო არ მეეღო, ბატონო, ამ საქმეს... ვითხოვეთ, ბატონო, მშვენიერი ადგილი გვაქვს-თქვა, აგერ ძველი ნაეკლესიართან ციხებურჯთან, სოფლის შუაგულზეც არის, დასამხრობიცაა და ყველაფერი, მაგრამ არ იქნა და არა, სასულიერო მთავრობისგან ნებართ ვე მივიღეთ...

ფოფოდია

(ყურს მოკრავს) მაგაზე არ არის ახლაც ჩემი მღვდელი გადავარდნილი?..

ჯიბო

კეთილი ხუცესია, ვინ ამტყუნებს, ბატონო, მაგრამ ჩვენი გამკითხავი კი არავინ აღმოჩნდა და... ახლა სასტავლებელი იყოდა, ყველამ იცით რა მდგომარეობაში არის, დაკეტილია და გამოყრუებული... მშვენიერი პატარა ბაღიც გვქონდა, სანერგეებიც, პატარ-პატარათი სოფლის მუშაობასაც ასწავლიდნენ ჩვენ ბიჭებს, სულს ითქვამდით, მარტო ვაზის დამყნობა რომ ისტავლეს, ამერიკული ვაზის, ის რად ღირდა, ან ჩვენმა ქალებმა ყაჭის მოვლა რომ ახალ სზე დააყენეს... დიდი შეღავათი იყო, ბატონო, ჩვენი სოფლისათვის ეგ სასტავლებელი, დიდი რამე...

აგრაფინა

დალოცვილო, მაგ სასწავლებელზე, აბა, როგორ ლაპარაკობთ?.. თქვენი ბრალი არ არი?.. აუტყდით მამაჩემს და მის მოგვარეებს...დანოსი დანოსზე... ცხვირწინ აქვთ სასწავლებელიო.

ჯიბო

ბარიშნა, აბა რავა გინდა?.. სოფელი, ბატონო, ჩემკენ იზრდება და იქით ესახლება ხალხი... არ ამევიდა, ბატონო, ამ ხრიოკზე, ხალხი და რავა ხოჩიშ ახლა?

ადიკო

ეეჰ, მოსაწყენი ამბავი დაიწყო... წავალ, გავისეირნებ... კნიაჟნა ფაცია, თქვენ არ წამოხვალთ?

ფაცია

(ეხედავს და გაუცინებს) რა სულელი ხართ, ღმერთო ჩემო!

ადიკო

(ხელს ჩაინევს. კიბეზე ჩადის).

ლა და პაპუნა

კეკელა

ოო, ეს ვინ მოსულა?.. ჯიბო, კარგია გაგხსენებივართ.

პაპუნა

მაგას კარგი საქმისათვის არ გავახსენდებოდით, ნუ გეშინია...

კეკელა

ნიფადორა, გენაცვალე, (სალამს აძლევს, კოცნის). შენი ნახვა მიამა სწორედ, ძვირი სტუმარი ხარ...

ჯი

(პაპუნას) მეტად განაწყენებული ვარ, შენ არ მომიკვტე! სად არი ეს ჩვენი მამასახლისი?

აგრაფინა

ჰოდა, აი, თუ მართლა მაზრის უფროსი მოვიდა...

ჯიბო

მოვა, ბატონო, აბა, არ იცი? აგერ ყურისძირზეა, კნეინა ჩიტუნიასას ბრძანდება... და რომ არ მევიდეს, თვითონ წაალ, ბატონო, დოუჩოქე და ვთხოვ, რომ მობრძანდეს...

აგრაფინა

ჰოდა ის მინდოდა მეთქვა. აი, რასაც ახლა აქ ამბობდით, სხვას რომ ემდურით, მოუყევით, უთხარით იმ მაზრის უფროსს.

ჯიბო

ეჰ, ბატონო, ერთი უბირი გლეხი ვარ, სად შემიძლია დალაგებით ლაპარაკი ან ვეზდი ნაჩალიკის შესაფერი იტყვა-პასუხი ვინ მომცა, მარა აგერ, ბატონო, ნასტავლი მამასახლისი ყა არჩეული და ახლა მაინც უნდა გამეიჩინოს ფხა, მხოლოდ სადაა ოჯახაშენებულიშვილი... დაგვღუპავს ნამდვილად, ყელს გამოგვჭრის...

კეკელა

რას ამბობ, აგრაფინა გენაცვალე... მაგას რომ ასე ეუბნები, მამაშენი რავა, ენა არა აქ, თუ მიხვედრა?

აგრაფინა

არა, მე იმას ამბობ... რაკი სხვებს ისე ემდურიან, არაფერს გვიკეთებენო, ადგნენ და ითონვე მოახსენონ...

ჯიბო

არა, თუ მაინცდამაინც მაგაზე მიდგება საქმე... ვეტყვი, შენ ნუ მომიკვტე, აპა, არ ვეტყვი?! ჯერ მინდა ყველაფერი კალონიერი გზით წევიდეს და, თუ არაფერი გამევიდა... წავალ, დევეჩოქები... და, თუ წამევიდა... ჩემ გზაზე არ უნდა გამეიაროს?.. დაპატიებ სადილად და ყველაფერს მოვახსენებ...

პაპუნა

ოჰ, სადილად, თვარა... შენ რომ პრიბოლებს გოუშლი... შენი ყვიციანი სადილი ვის უნდა?

ჯიბო

არა, შენ არ მომიკვტე... რავა! თუ პინტრიშაძეებს თავი მოგაქვთ, ჩვენც ქე ვართ ანტრიშვილები ჩვენს პირობაზე... აა, ხელს არავის არ დავაკარებიებთ... სადილი... ვაი დედას!.. ისეთი ქეიფი გოუმართო, რომ სულ ერთ კვირას ვარხალალო ვაძახო...

პაპუნა

ოჰ, ოჰ, ნამეტანი თა ნუ გამეიდებ... სადილს შენ ვინ გაგამართვიებს, ყაზახო... თუ მობრძანდა, ჩვენსას მობრძანდება და სადილიც მამასახლასმა უნდა მიართვას...

აგრაფინა

კარგია ახლა, სადილზე ნუ წაიკიდებით... სადილი საცა უნდა იყოს, სულ ერთი არ არის?

კეკელა

გენაცვალ, აგრაფინა, სულ ერთი როგორ არ?

აგრაფინა

ბატონო, თქვენ ეცადეთ როგორმე მოიყანოთ და თუ მართლა სოფლისათვის გული შეგტკივათ, ყოველივე დალაგებით აუხსნათ, უჩვენოთ, გააგებინოთ...

ჯვებე ქოლორდავა

(ლამაზი და მოხდენილი სტრაჟნიკი შემოდის წლაწვნით და პრანჭვა-გრეხით).

კეკელა

ეს ვინ არის?

ფოფოდია

(სიამოანებით ეკრთება ლამაზი კაცის დანახვაზე). უჰ!

ფაციასა და აგრაფნას

(ეტყობათ მოეწონათ მოხდენილი ვაჟკაცი).

ქოლორდავა

(ცოტა მეგრულად უქცევს) მამასახლი რომელია აქ?

კეკელა

მამასახლისი არ გახლავთ, ბატონო, სახლში.

ქოლორდავა

არ არის სახლში?.. მე ვეზდი ნაჩალიკმა გაომგზავნა: კანცელარაში არ მიბრძანდება, პირდაპირ აქ მოვალო.

კეკელა

უი, ღმერთო მომკალი, ჩემი მალხაზი სად არის ახლა?

პაპუნა

ჩემო რძალო, აბა, უნდა დავფაცურდეთ ახლა, მე გავარდები ერთ უშობელს მაინც მევიყვან...

(არბის).

ფოფოდია

სადაა ახლა დაღუპული ჩემი მღვდელი... სულ იმას ამბობდა, უეზდ ნაჩალნიკი თუ მოვიდა, უნდა შევხვდე და სიტყვა მოვახსენოვო.

ჯი

აბა, ბიჭებო, ახლა გვმართებს დაფაცურება. რაღაი აქ მობრძანდა... რა ვქნათ, იყოს, მარა მთელი სოფელი უნდა მოვაგროვოთ აქ... ის ოხერი პოპოშნიკი მაინც მოვძებნოთ, გეიქეცით, გეიქეცით ახლავე... (არბ, სხავებიც მიჰყვებიან).

კეკელა

(შეაჩერებს დათიას). შენი ჭირიმე, დათია, თავიანი კაცი ხარ... ხომ ხედავ, რა დღეშიაც ჩავდე და შენ იცი სოფელს რავა დაამზადებ... ჩემი ქმარი უთუოდ გეიგებდა და საცაა გაჩთება.

დათია

შენ ქმარს ძაან ვემდური, მარა ახლა რა გეეწყობა... შენ ნუ გეშინია, ქალო, ისე დავტრიალდები, რომ... მართლა, ღვინო ხომ გაქვს?..

კეკელა

არა, მაგისი ნუ გეშინია, ხორაგი და ღვინო საკმაოდ არის... სოფელში, სოფელში, სანამ ჩემი მარი მევიდოდეს...

დათია

(მიდის). კარგი, კარგი! (ადის).

კეკელა

ღმერთო მომკალი, სად ჯანაბაში ჩარჩა ის კაცი... აბა, ნიფადორა, ენთან ბოდიშს აღარ ვიხდი... იცი, უნდა განკარგულება გავცე. (ქოლორდავას) უკაცრავად, დაბრძანდი, ბატონო...

ქოლორდავა

მადლოფ... რა მიჭირს!

ფოფოდია

(ეკელას) რა ბოდიში გინდა, ბეჩა, წადი გენცვალე, წადი.

კოწია

ფაცია, ბოშო, შენც გაყევი, დოუტრიალდი კეკელას.

კეკელა

(მიმავალ) არა გენაცვალე, ჯერ არა და მერე... მერე, აი, სუფრის დალაგებაში და სტუმრების სამსახურში აგრაფინასთან ერთად თუ მიშვლის, გადაუხდი სამაგიეროს.

(ადის).

კოწია

რავა არ დაგეხმარება...

ფაცია

კი, ბატონო, კი.

აგრაფინა

ახლა აირია მონასტერი, მამაჩემიც აღარ არის და...

კოწია

წუხელი სად იყავით, ძმობილო?

ქოლორდავა

ნეინასთან, პატონი.

კოწია

მერე, ასე მალე გამოგიშვათ კნეინამ? ძალიან გაქეიფებდათ...

ქოლორდავა

(ეშლება) ქო... კი პატონი... დიდი ფანიით მოდიან. პრისტავი ჩალიანიც ლავს, ჩვენი სტრაჟნიკი კნიაზი გორგასლანიანი, ორი სხვა კნიზიცაა... საქეიფოდ მობრძანდებიან... კანცელარიაში იმიტომ არ მიდიან...

კოწია

შენ მეგრელი ხარ?

ქოლორდავა

(ეშლება) ქო... კი პატონი...

ფოფოდია

(ხლოს გაუვლის და შეღიმილებს). რა გქვია?

ქოლორდავა

ჯვებე ქოლორდავა.

ფაციას და აგრაფინას

(იცილი წასკდებათ).

ფოფოდია

რა გაცინებთ?.. გაგისკტათ მიწა...

ქოლორდავა და კოწია

(ცინიან).

კარლო და ადიკო

კალო

(ლაპარაკით შემოდის) კაცო, ასე აბა როგორ მიაგდე ის წიგნები?... შენთვის ფასი დაუკარგავს, მაგრამ ჩემთვ ხომ ძვირფასია... (დაინახავს მყოფთ). ოჰ, უკაცრავად... (თავს რას) ვახლავართ. (ინც არ უნახავს) გამარჯვებათ.

ადიკო

აი, ძმაო, შევიდეთ და მოძებნე. მე მაგისი თავი არა მაქეს... რა დროს მარქსია ახლა?

კალო

(დაცინვით) მაშ, ახლა სპორტი, გიმნასტიკა, ?

კოწია

გაიგეთ, კარლო, უეზდნი ნაჩალნიკი რომ მობრძანდება?

კალო

(ულგრილად) ჰო, მითხრეს...

კოწია

მერე, რა აპირებ?

კალო

რას უნდა ვაპირებდე... ხომ არ დავიმალები და!..

აგრაფინა

ეგ არა და მართლაც სწორედ თქვენ უნდა უთხრათ ჩვენი სოფლის გაჭირვებაზე რამე.

კარლო

მთავრობისაგან მე არასოდეს სიკეთეს არ გამოველი... წამო, ადიკო, მიჩვენე სად გიძვს ჩემი დამტვერიანებული მარქსი. (დიკოსთან ერთად შინა ოთახებში შედის).

კოწია

დაღუპული კაცია, მაგისგან რას უნდა გამოველოდეთ?

აგრაფინა

(ნელა ფაციას) რა ნიჭიერი ყმაწვილია და როგორ მოწყეტილია ჩვენს სოფელს.

(ამასობაში ფოფოდია რაღაცას ელაპარაკება ქოლორდავას, ქოლორდავა მის წინ გაჭიმული დგას პასუხს აძლევს, თან ზოგჯერ ულაშებზე ხელს გადაისვამს, თა აწონეს).

კნეინა

(გამხდარ-გამხდარი. აწოწილი, ღარიბულად, თალხებში გამოწყობილი. ნელი. მორიდებული ხმა აქვს, ხასიათი კი მტკიცე. მიმართავს კოწიას და ფაციას) ოოჰ, აქა ხართ!.. მადლობა ღმერთს!.. სულ სირბილით მოვდიოდი... რა არი, ფაცია, ეს რა რუბაშკა გაცვია... მეორე ვერ ჩეიცვი... წადი, პრიჩოსკა რას გიგავს... დედა, დედა, რა მეშველება! მოდიან, მოდიან, ვერ ხედა?

ფაცია

(მაად) მოვიდნენ რა, ასე დახედრა არ იძლება?.. რამ გაშინა, დედა, რა იყო?

კეკელა

(შემოვარდება). მოდიან, მოდიან...

იბ

ბიჭი (შემოვარდება)

მევიდენ, ქალბატონო მევიდენ.

კეკელა (ბიჭს)

ჰოდა, აქ რას მოდიხარ... გასწი, ცხენების ჩამორთმევაზე მოეხმარე... ( გარბის). რაღა ვქნა, ღმერთო ჩემო... (აგიდას მივარდება, თითოს რაღაცას ასწორებს).

კოწია

უნდა მივეგებოთ. (აჩქაროდ გადის).

აგრაფინა

კარგია, დედა ჩემო, ახლა ნურც ასე დაფეთდები... ადამიანები არიან, სხვა ხომ არაფერი...

კეკელა

ახა, ღმერთო...

კნეინა

ეს მაინც გეისწორე, ფაცია, გენაცვალე... დედა, დედა, რა მეშველება!

ფაცია

კარგი, დედა, რა შეშინებული ხარ, რა იყო?

კნინა

დედა, დედა, რა მეშველება!

ფოფოდია

გენაცვალე, აგრაფინა, ხომ ყველაფერი რიგზე მაქვს? (მოიღებს რედიკულიდან პუდრს, სარკეს და ირთვება).

გარედან მები (ინა ჩიტუნია):

მაშ, როგორ გეგონათ, ედუარდ ერაზმოვიჩ!.. ხომ მშვენიერი ქვეყანაა?! (აზრის უფროსი): Это, один восторг, княгиня!

აგრაფინა

აბა, ახლა კი მივეგებოთ.

კეკელა

(თიოს ტირილის ხმით)

გენაცვალე, აგრაფინა...

კნეინა

დედა, დედა, რა მეშველება!

ფოფოდია (შფოთავს)

უჰ, ღმერთო, სად დეიღუპა მღვდელი.

ფაცია

ბეჩა, რა დაგემართათ, სტუმრები მოვიდნენ, სხვა ხომ არაფერი... (ყველანი ჩამწკრივდებიან აინის ახლოს).

იგ

(კნეინა ჩიტუნია ლამაზი, მოხდენილი ამაზონით, ქუდით და ხლისტით შემოდის ელაზე წინ).

კნეინა ჩიტუნია

აა, ჩემო კეკელა, როგორ გიკითხო?.. ოჰ, აგრაფინა! (ელს ართმევ). ოო, ჩემი ფოფოდიაც... Ах, Дорогая племянница...

მაზრის უფროსი

(ხალგაზრდა კაცი, სტატსკი სოვეტნიკის ჩინით, ბრგე შესახედაობის). მას მოჰყვებიან: ბოაული ჩალიანი, თავადი გორგასლანიანი, ქოლორდავა, ჯიბო, პაპუნა, სტრაჟნიკები და გლეხები).

კნეინა ჩიტუნია

Позвольте, Эдуард Эразмович, представить Вам хозяйку... Ея дочь... Поподья... Князь Коция... Его супруга, княгиня... Их дочь... Моя милая племянница, Княжна Пация...

მაზრის უფროსი

(ყველას სათითაოდ ლს ართმევ და ეუბნება თაის გვარს)

Гренгольм!

კნეინა ჩიტუნია

ეს კი ენი ნაჩალნიკია... (კეკელას, კნინას და ფოფოდიას) ართულ მშვენივრად იც... ნუ შეგეშინდებათ!.. ჩვენშია დაბადებული და გაზრდილი... დედაც ართელი ჰყავს... არი აქ ნემენცური მაგრამ это не в счет абонемента... И так, Вы доволны этой, прогулкой?

მაზრის უფროსი

Один восторг, княгиня!

კალო და ადიკო

(შემოვლენ და ამ სურათის დანახვაზე შედგებიან).

აგრაფინა (წარუდგნს)

ეს ჩემი ძმა გახლავთ. (დიკო და მაზრის უფროსი ერთიმეორეს შორიდა თა უკრავან). ესეც ბატონი კარლო ყაყუტაძე.

კნეინა ჩიტუნია

აჰ, კარლო? რამდენი ხანია არ მინახავს... (აზრის უფროსს) ეგ ჩვენი სოციალისტია... легальный.. (არლოს) არ მიწყრებით?

კარლო

(ულვაშებში მწარ გაიღიმბს)

მაზრის უფროსი (მიაჩერდება კარლოს)

Это тоже один восторг, Княгиня...

ფადა

მომედება მეორ

იგივე სანახაობა. მხოლოდ ახლა აივანზე ბლომად არიან მოსულები: გლეხები, თავადები და სტრაჟნიკები. ელა ფეხზე ას და ჩამწკრივაბულნი არიან.

ხსენებულთ გარდა სცენაზე არიან: მამასახლისი მალხაზ, თავადი კოწია, ჯიბო, პაპუნა, კარლო ყაყუტაძე, ფოფოდია, კნეინა.

(ზოგი მაგიდასთან ზის, ზოგი აქეთ-იქით ტახტებზე).

კოწია (ალხაზს)

რა დაგემართა, შე გლახა, შენ... აქამდი სად დეიკარგე?

მალხაზ

პირდაპირ მოვკალი, ყმაწვილო, ცხენი. როგორც კი გევიგე, რომ აქეთ წამოსულიყო, სულ ჭენებ-ჭენებით წამოვედი.

ჯიბო

ჰო, კარგი ახლა, კარგი. აპა, ასე არაა, ძმებო?. ისევლე მამასახლისმა უთხრას სოფლის მაგიერ სიტყვა...

გლეხები

კი, ბატონო, კი, მამასახლისმა.

მალხაზ (წამოდგბა)

რო არ დეიჯერებთ კაცისას!.. ყმაწვილბო. მე მამასახლისი ვარ, ხელვეითი, გეიგონეთ ეე!..

კოწია

მართლა, კაცო, რას ჩააციდით ამ კაცს...

მალხაზ

ერთი რომ დამიფაფხუროს, მიწა უნდა გამისკდე...

ჯიბო

მე გითხარით და არ დამიჯერეთ... სხვა ევირჩიოთ-მეთქი... რავა ? გაწყდა ჩვენში კაცი თუ?

კოწია

მე რომ მკითხოთ, სულ მეტია ახლა დეპუტატების არჩევა და სიტყვის მოხსენება... ეგ როგორც მევიდა მაშინვე უნდა ყოფილიყო, თვარა ახლა, აგერ საცაა სადილი უნდა ვაჭამოთ კაცს, უნდა წევიქეიფოთ, რა დრ რეჩებია?

ჯიბო

რავა გეტყობა, რომ კნიაზი ხარ!.. შენ, ჩემო ბიძია, ფეხებზე გკიია ჩვენი სოფლის გაჭირვება...

კოწია

თავს ნუ იგდებ, ყაძახო!

ჯიბო

შენი ყაძახი, მადლობა ღმერთს, დიდი ხანია აღარ ვარ... იქ მეიკითხე, მთებში, კინკრიხოზე, რაცხა ქვების საბოჭავად რომ დაფხოკიალობ...

კოწია

გაგლახავ, მამაჩემი არ წამიწყდება!

ჯიბო (ამოიიმბა).

ვის გალახავ, ვის?.. ღმერთო არ გაგიწყრეს, ფეხი არ გადმოდგა, თვარა, ისე წამოგაქციო, რავარც წიფელა...

კოწია (აიწევს)

ვის უბედავ, ბიჭო, შენ...

მალხაზ

ჰო, კარგია ახლა... რა დროს ჩხუბია...

კნეინა

კოწია, შენი ჭირიმე, რავა გეკადრება!

ფოფოდია

კნიაზო, დეეთხოვე...

პაპუნა (იბოს)

რა დროს ჩხუბია, კაცო. სირცხვილია. ცა და ქვეყანა აქ არი... ვეზდი ნაჩალიკი აქ ბრძანდება...

კოწია (ოლს)

აპა, რავა მიბედავს?!

ჯი

არ წამეიწიო აქეთ, არ წამეიწიო.

ხმები

მეიცა, შე კაცო.

მალხაზ

ჰო, კარგი ახლა. აბა, არ გინდათ არავინ ამეირჩიოთ?

ჯიბო

მე ჩემი მხრით ისევლე კარლო ყაყუტაძეს ვასახელებ...

კალო

მე გითხარით და გეუბნებით, რომ ამ თქვენ საქმეში ვერ გავერევი. მთავრობის სიკეთე არ მწამს და იმას არც არაფერს ვთხოვ...

მალხაზ

კაცო! ახლა სოციალისტ კაცს გზავნით მთავრობასთან?

ჯიბო (არლოს)

ბიჭო, აბა, რაზე ერევი მარაქაში? გინდა სეირს უყურო?

კარლო (წამოდგება)

მე არაფერში არ ვერევი... აქ შემთხვევით მოვხვდი და სიამოვნებითაც ტოვებ ამ მძიმე ატმოსფეროს. (დაიხურავს ქუდს და გადის).

მალხაზ

აბა, დაასახელეთ-მეთქი ვინმე.

პაპუნა

ვიღა უნდა დავასახელოთ, კაცო, შენც ერთი ახირებული ხარ. საცაა ვეზდი ნაჩალიკიც გამობრძანდება. ისევლე შენ უნდა იყო, სხვა ვინ იქნება?

ხმები

შენ, შენ, ბატონო მალხაზ, დათანხმდი.

ჯი

მამასახლისი აპა, რათ გვინდიხარ, თუ ჩვენ გაჭირვებაზე სიტყვას ვერ დაძრავ, ან რა ამდენი სალაპარაკო გაქ? ეკლესია დანგრეულია, სასწავლებელი დაკეტილი, გზები არ გვივარგა, ბაღი გავერანებულია, ბოგირი ჩაქცეული და სხვა.

მალხაზ (მოიანებით)

აბა, იცით, ძმებო, რა გითხრათ? ეკლესიაზე და სასწავლებელზე ვერაფერს ვერ ვეტყვი. ეკლესია... ეგ სასულიერო მთავრობას შეეხებ და მაზრის უფროსს რა ესაქმება. რაც შეეხება სასწავლებელს, როგორც გევიგე, ცუდადაა ძაან მისი საქმე... ამ ჩვენ ჩხუბსა და კირწიკორწში მთავრობას გადოუწყვეტია, რომ გაღმა სოფელში გადეიტანოს... (აიდუმლოდ) მგონი ცოტა ქრთამიც კი გოუღია გაღმა სოფელს და... ახლა ჩვენგან უხერხულია ამაზ ლაპარაკი...

ჯი

რას ამბობ კაცო... ეგ რა გვითხარი... სად იყავი, კაცო, აქამდი?

ხმები

აპა, დავღუპულვართ და ის არი.

მალხაზ

მხოლოდ გზებზე და ბაღზე რა უნდა უთხრა? ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული? თუ გვინდა გავაკეთოთ, თუ არა და, მაზრის უფროსი კი არ გაგვიკეთებს.

ჯიბო

იმე! , რაზე მევედით აქ? ამ სოფელმა ტყუილა ამოგვირჩია ამდენი კაცი, რამე ხეირიანი გამოგვიწყვეთო?

მალხა

ასეა, ბიძია და. - მე ხომ არ შემიძლია და არა, მაგრამ არც თქვენ გირჩევთ რაიმე სიტყვა დაძრათ ეკლესიაზე და სასწავლებელზე... და საზოგადოდ სოფლის გაჭირვებაზე... ვინ იცის, რამე ეწყინოს და, შეიძლება, საციმბიროთაც გაგიხდეთ საქმე.

(პაუზა. ლა ჩუმად არის).

ჯიბო (ავისთვის ჩაილაპარაკებს)

აპა, სულ დავღუპულვართ და ის ყოფილა... ეჰ, როცა ჩვენ ნასტავლი მამასახლისი ევირჩიეთ, მაშინ დაგვეფსო თვალები.

ქოლორდავა (შემოარდბა)

ჩუმად, ნაჩალნიკი მობრძანდება!

ყველანი

(ჩამწკრივდებიან, ყველაზე წინ მამასახლისი საჩქაროდ უბიდან ამოღებულ ძეწკვს გადაიკიდებს).

მაზრის უფოსი, ბოქაულ ჩალიანი, კნეინა ჩიტუნია, ფაცია, ადკო, აგრაფინა.

მალხაზ

(მაზრის უფროსის წინ გამოიჭიმება).

თქვენო მაღალკეთილშობილება! ჩვენი სოფელი ჩემის პირით გილოცავს აქ მშვიდობით მობრძანებას და ბოდიშს იხდის, თუ ისე ვერ დაგხვდე, როგორც შეგფერის, მხოლოდ გულწრფელად მოგახსენებს ლის სლავიანურის ენით: Владыко, гряди и володей нами.

მაზრის უფროსი

Спасибо, брат. გადაეცით სოფელს ჩემი გულწრფელი მადლობა და უთხარით, რომ ამამად მე საქმისთვის არ ჩამოვსულვარ... ეს..благодаря любезности княгини Читунья совершили partie de Plesir (პარტი დე პლეზირ). სასიამოვნო მოგზაურობა გავმართეთ... მაგრამ აი, სხვა დროს ჩამოვალ და მაშინ კი თქვენ საჭიროებასაც გავეცნობი...

ხმები - იცოცხლ, ბატონო, იცოცხლეთ!

ფოფოდია

(გაწითლებული წინ წამოიწევს)

ბატონო ნაჩალნიკო. (ყველას გაუკვირდბა მისი გამოსვლა, ზოგს გაეცინბა, მაგრამ თავს იკავებს).

მაზრის უფროსი

Что прикажете, любезная?

ფოფოდია

ჩემი ქმარი აქაური მღვდელი გახლავთ... აქ არ არის ახლა ის დაღუპული. (ქა- გაისმის) ფხუუ! (აზრის უფროსი იღიმება). მღვდელმთავარს იახლა საქმზე, თორემ აქ რომ იყოს უთუოდ თქვენს წინაშე წარდგებოდა და მოგახსენებდათ, რომ ის ერ უბრალო ღვთის მოსავი მღვდელია, რომელიც ყოველთვის ლოცვა-ვედრება აღავლენს ჩვენი ქვეყნის უფროსებზე...

მაზრის უფროსი

Очень рад, очень рад. (მიდის, ელზ აკოცებს და ისევ თაის ადგილას ბრუნდებ).

ადიკო

ბრავო, ბრავო, ფოფოდია.

ფოფოდია

უი, გაგისკტა მიწა... კინაღამ გამაცინე.

აგრაფინა

მშვენივრად სთქვი, შენ არ მომიკვდე...

ფაცია

ძალიან თამამად.

კნეინა ჩიტუნია

Не правда ли, как все это мило?

მაზრის უფროსი

Стражник, князь Горгасланян!

კნეინა ჩიტუნია

მაშ, ახლა კი წაიდეთ ჩვენ... ფაცია... ომ წამოხვალ?

ფაცია

როგორ არა, ახლავე, ქუდს დაიხურავ და... მართლა, ცხენი ხომ მეყოლება?

კნეინა ჩიტუნია

როგორ არა! სედლო კეკელას გამოართვი.

ფაცია

კარგი, არგი. (არბის).

მაზრის უფროსი

(ნეინა ჩიტუნიას).

სად მიბრძანდებით?

კნეინა ჩიტუნია

აქ ერთი გენერალია, ბერდოსანი... ბიძად მომხვდება... უნდა ვნახო, უთუოდ...

ჯიბო (თავის ჯგუფს)

მართლა, იჭე, გენერალი... იმან თუ ნახა ვეზდი ნაჩალნიკი, ის კი ეტყვის მართალს.

პაპუნა

რავა? მამასახლისის სიტყვა არ მოგეწონათ? (ამასობაშ მაზრის უფროს და მისი ჯგუფი ჩუმად საუბრობენ).

დათია

რავა არ მოგვეწონა.

ხმები

მშვენიერი სიტყვა იყო.

მაზრის უფროსი (ბოქაულს)

О чем они говорят?

ბოქაული

Ничего, ваше высокоблагородие.

მაზრის უფროსი

მაშ, უთხარ ახლა დაიშალნ...

ბოქაული (მამაღლა უცხადებს)

ნაჩალნიკი გიბრძანებთ: მადლობელი ვარ, ახლა კი დაიშალენითო.

ხმები

ღმერთმა გვიცოცხლოს ნაჩალიკის თავი.

(გლეხები, სტრაჟნიკები და სხვა სტუმრები ჩადიან კიბეზე. მათვე გაჰყვება ადიკო, ჯიბო, პაპუნა. ფოფოდია და აგრაფინა კი შინა ოთახში შევლენ. სცენაზე რჩებიან: მაზრის უფროსი, ბოქაული, კნეინა ჩიტუნი, თავად კოწი, მისი კნინა და მალხაზი).

ფაცია (შემოდის მორთული)

აი, მეც მზადა ვარ...

კნეინა ჩიტუნია (მამასახლისს)

შენ კი არ წამოგვყვები, მალხაზ?

მალხაზ

(ანიშნებს მაზრის უფროსზ).

როგორ დატოვო, კნეინა, თვარა თქვენთან ყოფნას რა მირჩევნ.

მაზრის უფროსი

არა ეგ... Ничего... მაგრამ, მართლა, დამიძახეთ სტრაჟნიკს კნიაზ გორგასლანიანს.

ალხა (ივნიდან გასძახებს)

Стражник, князь Горгасланян!

მაზრ უფროსი (ალებს)

Такой он кавалер...

ფაცია

ვინ არის? რომელი გორგასლანიანია?

კნეინა ჩიტნია

დიდი ვახტანგის შვილისშვილი...

ფაცია

ბეჩა, მერე სტრაჟნიკად წავიდა?

მაზრის უფროსი

ოო, он далеко пойдет... მე თუ დავრჩი ამ მაზრაში... დავაწინაურებ...

კნეინა ჩიტუნია

Конечно, უნდა დარჩეთ... ახლა აღარ გაგიშვებთ... მე გუბერნატორს ვეტყვი... განა არ მოგწონთ თქვენი მაზრა?

მაზრის უფროსი

Ох, один восторг, княгиния...

სტრაჟნიკი გორგასლანიანი

(პატარა კაცი, დეგენერატის ტიპისა. სულ იღმიჭება. სხეული კი ძალიან მოქნილი აქვს. შემოდის, იღრიჭება და მაზრის უფროსს გამოეჭიმება).

გორგასლანიანი

ჰე, ჰე, ჰე, რას მიბრძანებთ, ვაშე ვისოკობლაგოროდიე?

მაზრის უფროსი

აი, კნეინას და ახალგაზრდა კნიაჟნას უნდა იახლო. წაიყვანე კიდევ ორი სტრაჟნიკი...

გორგასლანიანი

, ჰე, ჰე! სლუშაიუს, ვაშე ვისოკობლაგოროდიე.

კნეინა ჩიტუნია

რა გაცინებს ბიჭო?.. გამარჯვება შენი, დღ არ მინახავხარ... გაიცანი, ნათესავად მოგვხვდება, კნიაჟნა ფაცია...

გორგასლანიანი

ჰე, ჰე, ჰე! (ერ ბედა ხელის ჩამორთმევას. აზრის უფროსი ანიშნებს დასურს, ისი ორივე ალს ლს ჩამოართმევს).

მაზრის უფროსი

Нус, распорядитесь, князь...

გორგასლანიანი (ამოიიმ)

მაზრის უფროსი

Живо...

გორგასლანიანი

(ისკუპებს და აივნისკენ გადახტება).

კნეინა ჩიტუნია

მაშ, ჯერჯერობით ნახვამდის!

მაზრის უფროსი

До свидания, очаровательная княгиня..! княжна!...

მალხაზ

კნეინა, სადილზე არ დაგვაგვიანოთ.

კნეინა ჩიტუნია

რა, არა. (ადიან ის და ფაცია).

კეკელა (მოდის, მალაზს)

კაცო, სად ხარ? სუფრა სად გავშალოთ?

მალხაზ

ეზოში, ეზოში... კაკლის ქვეშ... ან, Ваше Высокоблагородие, სად ინებებთ სუფრა გავაწყოთ?

მაზრის უფროსი

სადაც გინდათ.

ალხაზ

აქ, აივანზე ვე დავეტევით...

მაზრის უფრსი

ეზოში იყოს, კაკლის ძირას, თქვენებურად, მამა-პაპურად.

მალხაზ (ეკელას)

ეზში, ეზოში...

კეკელა

(აიდუმლო კილოთი მალხაზ)

ბეჩა, მოდი აქ!..

მალხაზ

რა იყო? (იდის).

კეკელა

კაცო, მოგვხედე, რამდენი საქმეა! (აიყვანს მარს და თვითონაც გადის).

ბოქაული (აზრის უფროს)

А вы знаете, Ваше Высокоблагородие, სოფელს უნდოდა თავის გაჭირვებაზე თქვენთვის მოეხსენებია...

მაზრის უფროსი

(შმაკურად გაიცინებს).

ჰა, ჰა! Знаю, знаю!..

ბოქაული

ჰა, ... ვერ გაბდეს...

მაზრის უფროსი

ვერც უნდა გაბედონ... ციც! ზომები მიიღეთ, რომ ჩემთან არავინ რინტი არ დასძრას სოფლის გაჭირების შესახებ.

ბოქაულ

მე უკვე მაასახლისს დიდი ხანია ჩავაგონე ეგ აზრი...

მაზრის უფროსი

ჰო, კარგად მოეულხართ.

ქაული

აკი არც არაფერი მოგახსენათ თავის სიტყვაში...

მაზრის უფროსი

Старая лиса... ბებერი კუდამელა... იცოდეთ, როგორც გამოვაცხადე: მე აქ საქმეზე არა ვარ ჩამოსული... ისე, საქეიფოდ...

ბოქაული

მესმის, თქვენო მაღალკეთილშობილებავ!..

(ამასოაში კოწიას და კნეინას რაღაც გაცხარეული ლაპარაკ ჰქონდათ).

კოწია (ინ წამოიწევს)

ბატონო ნაჩალნიკო...

მაზრის უფროს

Что прикажете, князь?

კოწია

ცოტაოდნი საქმე მაქვს თქვენთან.

ბოქაული

კნიაზო, საქმეებისთვის ახლა არა გვცალია...

კოწია

არა, ისეთი საქმე მე რა მექნება... ისე მინდა...

მაზრის უფროსი

Ничего, ему можно... რაშია, კნიაზო, საქმე?

კოწია

რა არი, ბატონო და... რაკი ღმერთმა გვაღირსა და აქ მობრძანდი...

მაზრის უფროსი (ახე მოეღუშება)

კოწია

აბა, სხვა უკეთესს ვიღას ვეტყვი ამ ამბავს...

მაზრის უფროსი

(ამოდგბა, გამოიიმება, გაბღენძილ სახეს მიიღებს).

ბოქაული (წაბაძავს უფროსს)

კოწია

რამდენი სიმდიდრე გვაქ, ბატონო, და ვინაა პატრონი და მომვლელი?..

მაზრის უფროსი

(ცოტა სასტიკად)

რაშ საქმე?

კოწია

აგერ, ბატონო. (მოიღებს ჯიბიდან მადნეს). საა, ნი ჭირიმედა, ბარიტია... ამა უკვე ყავს თავისი მუშტარ...

მაზრის უფროსი

(გაეცინება და დამშიდებული ის დაჯდეა).

, Ах, да!..

ბოქაული (ავისუფლად გაჩერდება)

კოწია

ეს კიდევ, ბატონო, ოხრა გახლავს, საღებავი წამალი... ეს ქვანახშირი გახლავს...

მაზრის უფროსი

ვენ მთელი კოლეცია გქონიათ მადნეულობისა...

კოწია

ვაგროვებ, ბატონო, ვაგროვებ... მაგრამ ყველზე უფრო შესანიშნავი ეს ორია: გიშერი და ვერცხლი.

მაზრ უფროს

როგორ? ვერცხლი?

კოწია

(ადასცემს ვერცხლს. მაზრის უფროსი და ბოაულ გულმოდგინედ სინჯავენ).

, ბატონო, კი, შენ ნუ მომიკვტე, ერცხლია! მარა ამ ეს გიშერი მირჩევნია..

მაზრის უფროსი

გიშერი? (გამოართმევს, სინჯავს) რა არის ეს? გიშერი? (ბოაულს) Как это по-русски.

ბოქაული

(გაწითლდება, მხრებს იწევს).

Не могу знать, Ваше Высокоблагородие.

მაზრის უფროსი

(ტრიალებს გიშერს)

Я тоже слаб в минералогии...

ბოქაული

მერე, თქვენია, კნიაზო, ეს მადნეული? ბევრია?

კოწია

ვრი იცოცხლე ეგ იყოს და... თლად ჩემი არაა, მარა...

მაზრის უფროსი

სად არის?

კოწია

იმე! თქვენ რავა უნდა დაგიმალოთ, მარა ნუ გამიწყრები და...

მაზრის უფროსი

აა, კნიაზ, ხინტრა-მინტრა!.. Чтож, это интересно...

კოწია

ახლა ამას გთხოვ, ნაჩალნიკო, შენ ხარ ჩვენი მამა, ჩვენი პატრონი... შენზე უკეთესი ვიღა გვყავს?!. მიაქციე ამას ყურადღება და შენ ყველაფერი შეგიძლია... ოუხერხოთ ამ მადანს რაცხა... ეგება პეტერე...

მაზრის უფროსი

მესმის, მესმის... კაპიტალისტი გიშოვნოთ, არა?

კოწია

ჰო, შენი ჭირიმე, მუშტარი... შენ ცა და ქვეყანას იცნობ...

მაზრის უფროსი

ჰა, ჰა! ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ რატომ?..

Чтож, рекомендовать богатство своего уезда...

კოწია

ჰო, შენი ჭირიმე, მუხლებზე კი შემოგევლე... გამიკეთე საქმე და ნახევარი შენი იყოს...

მაზრის უფროსი

(ეტყობა უკვე მოსწყინდა ლაპარაკი)

Хорошо... буду иметь в виду...

კოწია

უი, შენ გაცოცხლოს ღმერთმა... (ავს უკრავს, გაიმართება) დიდებული ყაზახი ხარ, დიდებული...

მაზრის უფროსი (გაიცინებ)

ნახვამდის, კნიაზო, ნახვამდის!..

კოწია

(მიდის აივნისაკენ და თავისი ცოლის ხმას გაიგონებს თუ არა შედგება).

კნეინა

(დიდი ხანია უნდოდა ლაპარაკში ჩაბმოდა).

ნაჩალნიკო, შენ შემოგევლოს ჩემი თავი...

მაზრის უფროსი (ბოქაულს)

Кто она такая?

ბოქაული

Кажется, супруга князя... რა გნებავთ? საქმეზე არა ვართ ახლა მოსული და...

კნეინ

არა, ბატონო, საქმე კი არა, სათხოვარი მაქ მე გაჭირვებულს...

კოწ

(მობრუნებულია. შეუბუზღუნებს ცოლს)

კარგია, ახლა, ნუ აწუხებ... შენთვის სცალია სწორედ...

კნეინა

არა, რავა ვაწუხებ მე უბედური... შეწუხებას ჯვარი სწერია, მაგრამ მინდა ვთხოვო...

მაზრის უფროსი

Хорошо, пусть говорит...

ბოქაული

რა გნებავთ, კნეინა, რა სათხოვარი გაქვთ?

კნეინა

რა, და, გენაცვალოს ჩემი თავი... რაჭაში ბატონო, კობზირიძეებთან... მე კობზირიძის ქალი გახლავართ... ერთი სანაწილო მამაპაპეული მთა გვაქ, გოუყოფელია, ბატონო, და მეც ქე მაქ შიგ წილი... ქალი რომ არ, ახლა მე არა ვარ მამაჩემის შვილი თუ?.. ჰოდა, არ მანებებენ ჩემს წილს, ბატონო...

მაზრის უფროსი

ჰო, ეგ, კნეინა, რამდენადაც გავიგე, მამულზე დავობთ... ეგ მე არ შემეხება. სუდს უნდა მიმართოთ...

კოწია

ჰოდა, რომ არ დამიჯერა ამ ოჯახქორმა... ბატონო... ვეუბნები წრეულს მერჟევანიე მოდის და...

მაზრის უფროსი

ჰო, ჰო... სწორედ იქ უნდა მიმართოთ. მე არ შემეხება ეგ საქმე...

კნეინა

რავა არ შეგეხება, დალოცვილო, ხენწიფის ტოლი კაცი ხარ.. მაგ ჩინ-ტემლაკებში გენაცვალე... შენ ყველაფერი შეგიძლია...

მაზრის უფროსი

არა, კნინა, ეს სუდის სამეა... ან როდესაც მამულს დაკორღნას დაუწყებენ, მაშინ უნდა განაცხადოთ თქვენი უფლება...

კოწია

ქალო, არ გესმის?.. დამიჯერ-მექი, მერჟევანიე მოვა...

კნეინა

დედა, დედა, რა მეშველება!

მაზრის უფროსი

რა გაწუხებთ, კნეინა, ზემლემერი მოვა... აი თქვენ ქმარს კარგასცოდნია... დაუჯერეთ და...

კოწია

ვინ გიჯერის, ბატონო, თვარა...

კნეინა

დედა, დედა, რა მეშველება!.. არავინ არაა ჩემი პატრონი...

ბოქაული

ასეა ბატონო... როგორც გიბრძანათ...

კნეინა

შენ შემოგევლე, ნაჩალიკო...

კოწია

ბიჭო, კარგია ახლა, ნუ აწუხებ-თქვა.

კნინა

არა, ბეჩა, რავა შევაწუხებ, მარა ახლა ჩემი ძმისწულიზა მინდ ვთხოვო...

მაზრის უფროსი

(ნდა თაიდან მოიშოროს)

რა გნებავთ?

კნეინა

შენი ჭირიმე, ნაჩალიკო... ერთი ობოლი ძმისწული მყავს, ახალნასალდათარია და ქეა ჩემთან უსაქმოდ. ხოვ, შენი მუხლები ჭირიმე, სადმე სტრაჟნიკად მაინც ჩაანიშვნიო...

მაზრი უფროსი

Ну, Это можно....

კნეინა

რუსული ლაპარაკი და წერა-კითხვა ქე იცის საწყალმა ბაღანამ...

ბოქაული

კარგი, კარგი... ხომ გიბრძანათ...

კნეინა

ჰოდა, იმას გთხოვ, შენი ჭირიმე.

კოწია

კაცო, ნუ აწუხებ-მეთ, წამოდი-თქვა...

კნეინა

რავა ვაწუხებ, ბეჩა, შეწუხებისგან ჯვარი სწერია.

მაზრის უფროსი

კარგი, კარგი, კნეინა, გამომიგზავნეთ უეზდში... Я буду иметь в виду.

კნეინა

შენ შემოგევლოს, ჩემი თავი. (უნდა მუხლებზე მოეხიოს).

მაზრის უფროსი

(არ მიიკარებს, წამოაყენებს).

კოწია

კარგია ახლა, ნუ აწუხებ. (იჰავს)

კნეინა

დედა, დედა, რა მეშველება... (ჩადიან კიბეზე)

ბოქაული

ძლივს არ წავიდნენ?

მაზრის უფროსი

Чудаки!.. (გაისწორებს). Какие милые люди!.. (გაივლ-გამოივლის). აჰ, голова трещит от вчерашней попойки... კნეინასას ბევრი დავლიეთ.

ბოქაული

ეინა ჩიტუნიას მშვენიერი ღვინოები აქ.

მაზრის უფროსი

Да, да... славная хозяйка.

ბოქაული

მწალობელი კნეინა ძალიან... განსაკუთრებით მაზრის უფროსებ წყალობს...

მაზრის უფროსი

Ну, ну, незавирайся.

ბოქაული (გამოეჭიმბა)

Извините, Ваше Высокоблагородие.

ჯი

(შეოდის კარიდან, თითქო მოიპარება)

მაზრის უფროსი

ეს ვიღაა?

ბოქაული

შენ რა გინდა აქ?

ჯიბო

ხოვნა მაქ სართმევი ნაჩალიკთან.

ბოქაული

ვერ გეიგე, ყაზახო, რომ გამოგიცხადათ დღეს საქმეებისთვის არ ვარ ჩამოსულიო?

ჯიბო

რა, ბატონო... საზოგადო საქმეზე მე როგორ გავბედავ მოსვლას... რა ჩემი საქმეა! (ქაღალდს ამოიღბს) დანოსი გახლავს, ბტონო..

მაზრის უფროსი

აჰ, დანოსი?.. Подлые люди... მოიტა, რა არის?

ჯი

(უცბა ჯიბიდან მარკას ამოიღებს, დააკრავს აღალდს და მიართმევს, აქეთ-ქით იხეება). ჩვენ მამასახლისზე გახლავს, ბატონო... გაგატყა, ბატონო, შეჭამა სოფელი...

მაზრის უფროს (კხულობს და იღიმება)

Ах, какие подлецы.

ჯიბო

სოფლის ფული აქ შეჭმული, შენ არ მოუკვტე ჩემ თავს... კაცპატრონი, გამკითხავი არ ყავს... ძველი ნაჩალიკი იყო და კუდი კუდზე ჰქონდათ გადაბმული... ახლა, ბატონო, შენ მოსლას აღდგომასაით მოველოდით... ბევრი კარგი გაგვიგონია, ბატონო...

მაზრის უფროსი

Хитрый мужик...

ჯიბო (ქუდს მიწაზე დაახეთქბს)

კი, ბატონო, კი... სე ღმერთმა დამამხოს და წამაქციოს, რავარც მართალს მე ვამბობდე... თუ არ მიაქციე, შენი ჭირიმე, ყურადღება, სულ თავზე წამოგვაჯდა, ბატონო... ჩვნი არჩეული კაცი კი არა, ისე მოაქ თავი, ვითომ ვეზდი ნაჩალიკი თვითან იყოს...

მაზრის უფროსი

Хорошо, хорошо, я это дело разследую...

ჯი

ნასტავლი ვარო, ბატონო და... რად მინდა მაგისთანა ნასტავლობა... ის დღე კი დეიქცა, როცა მაგი ამევირჩიეთ...

ბოქაული

, კარგი. ახლა ნუღა აწუხებ... წადი.

ჯი

შენ იცი, ატონო... , რა? სათქმელი ბევრი მაქ, მარა პირი წყლი მაქ სასე... შენ იცი ახლა, ნაჩალიკო, მად გიწერია ყველაფერი...

მაზრის უფროსი

კარგი, კარგი... Хорошо... Я буду иметь в виду...

ჯი

შენ შემოგევლოს ჩემი თა.

ბოქაული

აღარ წახალ, ყაძახო?

ჯი

, ბატონო, მიდიარ, მარა... შენ იცი, ნაჩალიკო...

ბოქაული

(ხელს მოჰკიდებს, ალით ჰყავს)

კარგი, ახლა წა, ნუღარ აწუხებ... (მიიყვანს იბსთან). თვითონ იცი როგორც გააკეთებს საქმეს... წადი, ჰო!..

ჯი

კი ბატონო, მიდიარ, მიდიარ...

ბოქაული

(ანის ხარიხაზე გადაყუდებული)

ვის მოასენებენ, ნეტავი?

მაზრი უფროსი

რა იყო, რა ამბავია?!. (იდის აივნის ხარიხასთან).

ბოქაული (ოკრძალებით)

აჰ, ეს დავრდომილი გენერალი ბერდოსანია...

მაზრის უფროსი

გენერალი?

ბოქაული

ნამდვილად... აი, ეგ კი გეტყვით ყველაფერს... სოფლის გაჭირვებაზედაც მოურიდებლად ილაპარაკებს და...

მაზრის უფროსი

Да-да!.. совершенно верно. Чорт!.. მე განგებ არ წავედი მაგასთან ვიზიტით... განგებ არ წავყევი კნეინა ჩიტუნიას მაგის სანახავად...

ოქაული

უთუოდ ამ სოფლის მოკეთეებმა ეგ უკანასკნელი იერიშიც მოიტანეს.

მაზრის უფროსი

Ну ничего... Призовем все свои дипломатические способности...

ბოქაული

ქვენ, Ваше высокоблагородие, ყველაფერს მოახერხებთ...

კნეინა ჩიტუნია, ფაცია და გორგასლანიანი.

კნეინა ჩიტუნია (არდანვე ძახის)

დუარდ ერაზმოვიჩ... (შემოდის). ედუარდ ერაზმოვიჩ, რა სტუმარი მოგიყვანეთ!.. Какого гостя я к вам привела.

მაზრის უფროსი

დავინახე, კნიაგინია, დავინახე... Один восторг, княгиня, მხოლოდ დიდი უზრდელობა კი დამემართა: მე ით უნდა ვხლებოდი...

ფაცია

ხომ ხედაცთ რა ზრდილობიანიც არის ჩვენი მოხუცი.

მაზრის უფროსი

Один восторг княгиня.

ფაცია

მხოლოდ ჩვენი ბრალი არ არის მისი მოყვანა... გზაში შეგვხვდა, მოჰყადათ დეც...

მაზრის უფროსი (გორგასლანიანს)

შენ, კნიაზო, კარგად უკავალრე ქალბატონებს!

გორგასლანიანი

ჰე, ჰე, ჰე! Рад стараться, Ваше Высокоблогородие...

(საკაცეზე დადგმულ საარძლით ორ ბიჭს შემოჰავს დარდომილი რალ ბერდოსანი. სცენის შუაგულში დასდგამენ. ბიები უკან დგებიან, ამა დრო შემოვლენ მალხაზი, კეკელა, პაპუნა, კოწია და გლეხები).

კნეინა ჩიტუნია

აი, ბიძია, გაიცანი ჩვენი მაზრის ახალი უფრო გრენგოლმ...

გენერალი

აჰა... Очень рад...

მაზრის უფროსი

Я очень извиняюсь, князь... Ваше Превосходительство... თქვე როგორ გაგსარჯეთ... პირიქით უნდა გხლებოდით... პირდაპირ სიტყვებს ვერა ვპოულობ თავის გასამართლებლად...

გენერალ

არაფერია.. Что за счеты... (გონებს) Гренгольм... Гренгольм...

კნეინა ჩიტუნია

უკაცრავად, ბიძია, ახლა კი მარტო დაგტოვებთ... ხელს არ შეგილით საუბარში... წამობრძანდით, ბატონებო....

გენერალი

(შენიშნავს კეკელას)

აა, კეკელ, ქალო... გამარჯვება შენი... (კელა მიდის, ხელს ართმე, ველანი ასე იქცევიან, ვისაც კი მიმართავს). აა, შე ცუღლუტო, კოწია... როგორა ხარ?.. მალხაზ, ჩვენი მამასახლისი?.. გამარჯვებათ, ყმაწვილებო!..

ყველანი

გამარჯვება, ბატონო, ღმერთმა გაცოცხლოს...

გეალი

სხვა, როგორა ხართ?.. რა?! ვერავის ვეღარ ვხედავ... გარეთ ვერ გამოვდიარ. დღეს გამოვიარე და მეწყინა... ცუდი, ძლიერ ცუდი ყაებია...

ჯიბო

, ბტონო, ამეტანი წვიმები იყო და... დალეშტრა...

გენერალი

ოო, ძალიან უდი მოსავალი ნება, ცუდი...

კნეინა ჩიტუნია

აბა, ახლა ხელს ნუღა შეუშლით...

(ანიშნებს, რომ წავიდნენ. ყველანი გაიკრიფებიან გარდა გენერლისა, მისი ორ ბიჭის, მაზრის ფროსისა და ბოლისა, რომელიც მოშორებით გაიმულ დგას, მოისმის მიმავალი ჯიბოს ხმა).

ჯიბოს ხმა

ეს კი ეტყვის მართალს... თუ ეშელ, ახლა გევშველა!

მეორე ხმა

ჩუმად, ჩუმად!

გენერალი

(უხერხული ჩუმის შემდეგ)

Да!.. Гренгольм...რაღაცა მახსენდება... ჰო, მარლა. ჩვენს პოლში იყო ერთი გრენგოლმი შტაბაფიცრად.

მაზრის უფროსი

(გიმუ დგას).

უკაცრავად, ატო, ეგ მამაჩმი გახლდათ...

გენერალი

მაშ, მამათქვენი?

მაზრის უფროსი

(უჭირს თქმა).

Он был из старых кантонистов... ანდარმად გახლდათ თბლისში...

გენერალი

(სიტყვას მნიშლობას არ აძლევს).

Ах... да... ეს ქართული საიდან შეგისწავლიათ?

მაზრის უფროსი

თბილისში გახლავართ დაბადებული და გაზრდილი... დედა ქართველი ქალი მყავდა.

გენერალი

Да... да... Значит, вы не из дворян...

მაზრის უფროსი

(თით რცხენია, ირს მა).

Да... но...

გენერალი

სად მსახურობდით წინეთ, ყმაწვილო?

მაზრის უფროსი

Я служил в Тифлисе по полицейской части...

გენერალი

Ах да... ეგ თქვენ იყაით?. Околодочный надзиратель... ჰო... თავი რომ გამოიჩინეთ რეოლუციონერბის დაჭერაში... წაიკით აზეთებში... წამიკითხავს...

მაზრის უფროსი

დიახ... მე...

გენერალი

Ну, что... მოგწო აქაურობა?

მაზრის უფროსი

Ох, один восторг, Ваше превосходительство...

გენერალი

(ეჭვის ალით შეხედავს. სიტყებს მძიმედ იმეორბს და ათამაშს). Восторг! (ცოტა სასტიკად) Восторг?..

მაზრის უფროსი

(მთლად გაიიმბა).

გენერალი

ჰო, ართლა! რა მინდოდა თქენთის მეთქ... (იჩუმე). ჰო... ყმაწვილო, დიდი ხანია მე ნათხოვნი მაქ. დამატებითი პენსია უნდა ოეცათ... მართალია, ეს თქვენ არ შეგეხებათ, მაგრამ...

მაზრის უფროსი

Слушаю, Ваше Превосходительство...

გენერალი

ჰოდა, არავითარი პასუხი ჯერ არ მოსულა... А, впрочем... ეგ რა ორდენი გაქვთ?

მაზრი უფროსი

Льва и солнца, Ваше Превосходительство...

გენერალი

საიდან?

მაზრის უფროსი

ფილისში რომ გახლდით, სპარსეთის შაჰმა ჩამოიარა და, სხვათა შორის, მეც მაჩუქა.

გენერალი (ამთნარბს).

აჰ, да, да!.. ბიჭებო... (ჭებ დაიძვრებიან). ბევრი ვისაუბრე... Очень рад, очень!..

მაზრის უფროს

Рад служить, Ваше Превосходительство...

გენერალი

მაშ, ნახვამდის...

ბოქაული

(შინა ოთახებისაკენ გაექანება, გასძახებს)

ბატონებო, გენერალი მიბრძანდება.

(მაზრის უფროსი გენერალს ლს აძლვს, ბიები საკაცეს ასწეენ).

კნეინა ჩიტუნია და ფაცია

კნეინა ჩიტუნი

ბიძია, მიბრძანდები კიდეც!..

გენერალი

დიახ, ჩემო შვილო, დავიღალე...

ფაცია

ატონო, სადილი მაინც მიგერთმიათ... (გასძახის) ალხაზ, კელ...

გენერალი

არა, არა, შვილო... სულ ერთია... დრო, აი, თქვენ უნდა გაატაროთ...

მალხაზ (შემორბის).

რა ამბავია, იაზ, რაზე გაგვიწყერით?..

გენერალი

როგორ გაგიწყერით, მალხაზ! დავიღალე... ბევრი ვისაუბრე და...

მალხაზ

როგო გაგიბედოთ დაკავება... მაგრამ გვირგვინს კი დაგვადგამდი...

გენერალი

არა, არა, გმადლობთ... ნახვამდის, ყმაწვილებო. Ну, ребята, ведите старика.

(ები ასწევენ და მიაქვ)

იბ

კეკელა (გამორბის)

უიმე, ერთო კი მომკალი!..

მალხაზ

(ანიშნებს და შეჩერდება)

გენერალი

ნახვამდი, ნახვამდის, ბატონებო... (იბეზე ჩააცილებენ გენერალს. სცნაზე მხოლოდ მაზრის უფროსი და ბოაული რჩება)

მაზრის უფროსი

Ну, слава Богу, гроза миновала.

ბოქაული

ახლა კი გადარჩით...

მაზრის უფროსი

Вот! какой он дурак, ჰა, ჰა, ჰა?

ბოქაული

(ტუჩეზე ხელს მიიდებ, ანიშნებს ჩუმა ოს).

Княгиня...

იგ

კნეინა ჩიტუნია, ფაცია

კნეინა ჩიტუნია

ახლა რას იტყვით, ედუარდ ერაზმოვიჩ? ხომ მოგეწონათ ჩვენი გენერალი?

მაზრის უფროს

Ах, один восторг, княгиня...

ფაცია

ქვენ როგორ ყველაფერზე აღტაცებული ხართ?

მაზრის უფროსი

როგორ არ იყო აღტაცებული: მშვენიერი ბუნება, მშვენიერი ადაიანი და მათ შორის მომხიბვლელი კნეინა და თქვენც, изящная княжна...

კნეინა ჩიტუნია

ციც! ედუარდ ერაზმოვიჩ, არშიყობა არ იყოს!..

მაზრის უფროსი

მე მხოლოდ სინამდვილეს მოგახსენებთ, კნეინა.

იდ

მალხაზ

(საჩაროდ ამოდის კიბეზე).

აბა, ახლა კი მობრძანდით... სადილი მზად გახლავთ.

კნეინა ჩიტუნია

ოო, ეგ მშვენიერებაა... დროც არის, სწორედ.

მალხაზ

მოამშიეთ, ბატონებო, არა?..

მაზრის უფროსი

რაა, არა... Что вы?

მალხაზ

იმედია, არ გამიწყრებით ჩემს ღარიბულ სუფრაზე...

კნეინა ჩიტუნია

ჰო, კარგი ახლა, იცით შენი პურმარილის ამბავი... Нус, пойдемте, ედუარდ ერაზმოვიჩ!..

(მაზრის უფროსი ხელს გაუყრის და იჰყავს).

მაზრის უფროსი

Пойдем, пойдем, княгиня.

მალხაზ

აბა, ენაცალე, ფაცია.

ბოქაული

(ოდის. როს ფაციაც დაიძვრის. ბოაული წინ გაუშებს ფაციას).

Пожалуйста княжна...

ფაცია

მერსი. (გადიან ყველანი. სცენა ცოტა ხანს ცარილია).

იე

ინა ოთახებიდან გამოდის ფოფოდია და ამა დროს კიბეზე ამო ქოლორდავა, ერთიმეორეს შეეფეთებიან და შედგებიან.

ფოფოდია (კოპწიაობით)

ვის ეძებ?

ქოლორდავა (მეგრულად)

მუჭომი ჯგირი რექ, გოლუაფირო!

ფოფოდია

(ერ მიხვდა რა სთქვ, მაგრამ ინსტინქტურად მაინც წილდება).

რაო, რა სთქვი?..

ივ

ფოფოდია

ოჰ, აგრაფინა... შენ ნაცვალე. (აკოცს).

აგრაფინა (გაკვირვებული)

რა იყო? რა ამბაია?

ფოფოდია

(ეშმაკურად ჩაიცინებს).

არაფერი. წევიდეთ სასადილოდ.

(იდიან. ფოფოდია თავს მოიბრუნებს და ლორდავას თვალს ჩაუკრავს).

ქოლორდავა

(ცოტა ხანს გაშტერებულია. შემდეგ მოსება დგილიდან და კიბეზე დაეშვება).

ფარდა

მომედება მესამ

გი სანახაობა. დაღამებულია შორიდან გორაკებზე გაშენებულ ოფლი სანთლებ მოჩანს. ზოდან არეული სიმღერა და რიანც ის. აივანზე ბნელა.

ფაცია და ადიკო

(კიბზე ამოდიან).

ფაცია

კარგია-მეთქი, სულელობთ!..

ადიკო

ვსულლობ არა, აბა, რა მოგეწონათ იმ ნემენცის?

ფაცია

ვინ მოგახსენათ, რომ მომწონა?

ადიკო

როგორ არა, ჩემი ყურით გავიგონე, რომ სიყვარული ამოგიცხადათ და თქვენც უარი არ გაგიცხადებიათ.

ფაცია

იფ, მშვენიერი ხელობა კი დაგიწყიათ - ჯაშუშობა!

ადიკო

სულ რთია!.. ახლა საქმე მაგაში არ არის!.. უმთავრესი ის არის, რომ მაინც მოგხიბლათ ბრჭყვიალა ჩინებმა და დეზების რაწკირუწკმა...

ფაცია

კარგი, ვთქვათ ეგრეც არის... მერე, თქვენ რა?..

ადიკო

ის, რომ რას გამოელით ამ ვიღაც გადამთიელისაგან?.. თქვენ კი ამბობდით - ჩემი პრინციპი კანონიერი ჯვარისწერა არისო.

ფაცია

მერე? რა იცი, რომ, თუ მოვისურვებ, ჩემზე ჯვარსაც არ დაიწერს?

ადიკო (ადაიხარხარებს).

ვინა? გრენგოლმი? ნეტავი ეგეთი გულუბრყვილო არ იყოთ. როგორ არ იცით, რომ გაოცდილი დოჟუანია და ისიც მხოლოღ იმას გამოელის თქვენგან, რასაც მე.

ფაცია

უზრდელი!

ადიკო

ეგ შაბლონური სიტყვაა... მე მხოლოდ ეს მაკირებს ჩვენი ქალბისა: თუ ერთი ვინმე უცხო გამოჩნდა, ბოქაული იყოს თუნდ სტრაჟნიკი, ხელათ მინებდებიან, და ჩვენ კი... ოო, უსათუოდ ჯვარის წერა, ქორწინება და ამისთანები...

ფაცია

აგ სიტყვებს ჩემზე გავლენა არა აქ...

ადიკო

ეჰ, როგორ არ ვიცი... ჩემი საქმე მაშინ წადა, როესაც სიტყებზე მივარდა საქმე... მაგრამ, აი, მოვიდა გამოცდილი კაცი და უკვე მოქმედებაც დაიწყო...

აცია

უჰ, რა გულღვარძლიანი ყოფილხართ... საქმესაც მომაცდინეთ: აქ გამომგზავნეს, რომ ახალი სუფრა გავშალო და...

ადიკო

სა? აქ, აივანზე?

ფაცია (აჯაბს)

დიახ, აქ, აივანზე და... სულ ჭიჭინაზე რომ გასკდეთ, მაინც მაზრი უფროსს მოვუჯდები ეარშიები. (გადის).

ადიკო (მიოლბს)

ია ვარდი... მე ატსტავკაში ვარ.

(გაიარ-გამოია, უსტვენს).

კიბეზე ამოდის ფოფოდია. სახე ალანძული ქვ, თმები მიშლილ-მოშლილი. დალილია, ნელა შემოდის, თით ოიარება: მოდის და ტახტზე მძიმედ დაეშვება.

ადიკო

ეს ვინ ბრძანდება? სიბნელეში კარგად ვერ არჩ.

ფოფოდია

უჰ, გაგისკტა მიწა, რა შემაშინე!

ადიკო

აა, ფოფოდია ბრძანდები? სად დაგვეკარგეთ ამ შუა სადილზე?..

ფოფოდია

რაღაც თავი ამტკივდა, შენ ნუ მომიკტე.

ადიკო

თა? მეც მომწყინდა სადილზე და წეღან თხილნარისაკენ გამოვიარე.

ფოფოდია

(შეეშინდბა, შიშის კილოთი)

უი, გაგისკტა მიწა!

ადიკო

თქვენ რა მერე? თხილნარში კარგი სასეირნოა. მერე თხილიც მომწიფებულა.

ფოფოდია

დაგწყევლოს ღმერთმა, რას ლაპარაკობ?

ქოლორდავა

(შემოდის მოღლილი და ზურგით მიერდნობა აინის ხარიხას).

ადიკო

რას ვლაპარაკ?.. არაფერს, აი, მიზეზი, სულო ჩემო... (იუთითებს ქოლორდავაზე) აი, მიზეზი...

(შემოდის ბი. დგება შუა მაგიდაზე და მის ზეოთ ჩამოკიდებული ფანრის პარს აანთებს. სცენა განათდება. გადის. ისევ ბრუნდება და სუფრას აწბს).

ფოფოდია

(სინათლეზე შეამჩნევს ქოლორდავას და შეკრთება).

უი!

ადიკო

რა მოგივიდათ, ნიფადორა?

ქოლორდავა

(სინათლეზე გასწორდება და შორდან ფოფოდიას აღტკინეით შესცერ, ულაშს იგრეხს, შინავს).

ფოფოდია

რას იკბინება ეს წყეული კოღო.

ადიკო

კოღო კი იყო?.. ჩვენ სოფელში კოღო არ იცის, ხოჭო იქნებოდა, შავი, ულვაშებიანი ხოჭო.

ფოფოდია

რას ლაპარაკობს... გაგისკტა მიწა! (რთს სივარულით გაჰხედავს ქოლორდაას და გადის).

ადიკო

(გაივლის ქოლორდავასკენ).

არა, ისევ ალაქში უნდა წავიდე, თორემ აქ...

ქოლორდავა (ღეჭით)

ქალაქში მიბრძანდები, პატონი?

ადიკო (ჩააჩერდება)

? დიახ, ქალაქში.

(ინა ოთახებდან გამოდის ნეინა ჩიტუნია, მოანცული სახით აივნისკ აივლის)

კნეინა ჩიტუნია

თქვენა ხართ, ადიკო?

ადიკო

გახლავართ, კნეინა... რა ამბავი, სადილზე მიგატოეთ?

კნეინა ჩიტუნია

საშინლად ამტკივდა თავი, ყმაწვილო...

ადიკო (განზე)

რა ამბავია, დღეს ყვლას თავი სტკივა?

კნეინა ჩიტუნია

(მოდის, ტახტზე ჩამოჯდბა).

მოდით აქ, დიკო... ხომ ნებას მომცემთ ასე დაგიძახოთ?

ადიკო (მიუახლობა)

რასაკვირველია, კნეინა...

კნეინა ჩიტუნია

რა ვიცი, ახლა დავაკაცდი, დიდი ხანია არ მინახავხართ... მოდით აქ, ჩამოჯექით, მიამბეთ თქენი ამბავი...

ადიკო (ახლო მიუჯდება)

კნეინა ჩიტუნია

А, на самом деле, вы интересный молодой человек...

ადიკო

ძლივს... მადლობა ღმერთს! ამ სოფელში ერთი ქალისაგან მაინც გავიგონე ხეირიანი სიტყვა.

კნეინა ჩიტუნია

როგორ? არავინ არ განებივრებთ?.. Бедный мальчик!

ადიკო

Только не жалейте, княгиня...

კნეინა ჩიტუნია

არა, ვიცი... მარჯვე ბიჭი ხართ... გავიგე, ვე კნიაჟნას არშიყბით თურმე. რა? თუ გინდათ, მე გაგირიგებთ საქ.

ადიკო

არა, კნეინა, ცოლად არ მინდა.

კნეინა ჩიტუნია

Ах, вы... რთი ას დამიხედეთ, ახალი მოდის კაცი! რა? თქვენც ხომ ფუტურისტი არა ხართ? (გადან სიმღერა და ხმები: ახალი სურა, ახალი სუფრა!) Ах, надоели...

(სიმღერა ლოვდება. ნეინა მიიხედა აიკენ, აჩერდება ქოლორდავას. ლი ღიმილით).

რას ატუზულა ეს სტრაჟნიკი?

ადიკო

Этот стражник, княгиня, молодец...

კნეინა ჩიტუნია (გაკვირვებული)

Как так?! (სიცილი).

(შემოდიან მაზრის უფროსი და კოწია გადახეულნი. ორივე შეზარხოშებულია, უფრო კოწია. ცოტა ხნის შემდეგ, შეოვლენ სტურები, მოღელები, ბოაული, მალხაზი და პაპუნა)

მაზრის უფროსი

აი ჩვენც მოვედით, Дорогой князь.

კოწია

შენი ჭირიმე, . დიდებული ყაძახი ხარ, დიდებული.

(შემოვლენ სტუმები სიმერით, მაგრამ ისე კი, რომ სიმღერა მოლაპარაკეთ არ უნდა უშლიდეს).

კნეინა ჩიტუნია

(წამოდგბა. ადიკოს)

ახლა კი ამათ გაეცალოთ თორემ.

მაზრის უფროსი

Ах, очаровательная княгиня.

(დაინახავ კნეინა ჩიტუნიას, მიდის მასთან).

ადიკო

(ჩამოშორდება კნეინას და სტუმრებისაკენ გადადის. ბი შემოავს ინო და სანოაგე, შემდეგ გადის).

მალხაზ

(ასხა ინ. სტუმრები მაგიდასთან გროვდებიან. ზოგი ჯდება, ზოგი ზეზურად ილუბა, ან ამს. სიმღერა დება).

მაზრის უფროსი

რაზე გაგვიწყერით? სადილზ მიგვატოვეთ.

კნეინა ჩიტუნია

თქვენ აღარ გემადლიერებით, ედუარ ერაზმოვიჩ.

მაზრის უფროსი

რატომ? რა დავაშავე?

კნეინა ჩიტუნია

როგორ თუ რა დააშავეთ?! რა იყო რომ ფაციას გადაეკიდეთ?

მაზრის უფრო

Я, княгиня... Я, княгиня... Нет, это один восторг, Вы ревнуете... იჭვიანობთ?

კნეინა ჩიტუნია

შენმა მზემ! Много чести...

მაზრის უფროსი

მაშ რა, კნეინა?

კნეინა ჩიტუნია

რა და, იცით, ნებას არ მოგცემთ, რომ კნიაჟნას არშიყობა დაუწყოთ. რა თქვენი საქმეა! ქალიშვილი ქალია, გაუთხოვარი...

მაზრის უფროსი

Но я, княгиня...

კოწია

(მაგიდასთან თაის ჯგუფს)

შენი ჭირიმე. რა ქვია, კაცო?

ბოქაული

ედუარდ ერაზმოვიჩ...

მაზრის უფროსი

Сейчас, сейчас...

კნეინა ჩიტუნია

თქვენ კი ცოლიანი ხართ, გამოქნილი დონუანი.

მაზრის უფროსი

რას მიბრძანებთ, კნეინა? მე ხომ რი ვარ.

კნეინა ჩიტუნია

როგორ, მართლა? (განცვიბული) მაშ, ქვენ რიოზულად გინდათ?..

მაზრის უფრსი

სრულიად სერიოზულად, კნეინა...

კნეინა ჩიტუნ

გინდათ ფაცია შეირთოთ?

მაზრის უფროსი

გაძლევთ პატისან სიტყვას...

კნეინა ჩიტუნია

აჰ, უკაცრავად! მომიტევეთ, მომიტევეთ, გეთაყვა... თუ ასეა, ღმრთო... Какой вы славный.

მაზრის უფროსი

Вашу ручку, княгиня. (ჰკოცნის ხელზე).

კნეინა ჩიტუნია

მაშ, გახსოვდეთ თქვენი სიტყვა.

მაზრის უფროსი

აუცილებლად, კნეინა...

კოწია და სხვები

ედუარდ ერაზმოვიჩ...

მაზრის უფროსი

ეხლავ, ეხლავ!.. კნიაგინია, წავიდეთ!

კნეინა ჩიტუნია

კარგი! ახლა აღარ გიწყრებით... (ხელგარილი გაჰყვება მაგიდისენ).

კოწია

ეს, ვინც მოვიდა გაუმარჯოს!.. აბა, ყმაწვილებო, ღმერთმა გვიცოცხლოს ჩვენი კნეინა ჩიტუნიას თავი... ეგ არის ჩვენი ჭირისუფალი, ჩვენი გამკითხავი, ჩვენი სოფლის დედოფალი... ალავერდი, ყმაწვილებო, ღმერთმა ნუ მომიშალოს, ბიძიკო, შენი თავი... (ხელზ კოცნის).

კნეინა ჩიტუნია

გმადლობთ, ბიძია. (მრაალამი).

მაზრის უფროსი

უჰ, მართლა! სად არის ჩემი კნიაზი გორგასლანიანი.

ბოქაული

ქოლორდავა! Позвать сюда Горгасланиани!..

ქოლორდავა

სიჩას! (გავარდბა).

კნეინა ჩიტუნია

(მაზრის უფროსს) რად გინდათ?

მაზრის უფროსი

უნდა ვაიდავო...

კნეინა ჩიტუნია

კარგია ერთი, რას ამაიმუნებთ.

მაზრის უფროსი

О, уверяю, один восторг... ისეთი ფრანგული ჭიდაობა იცის... Настоящий...

კნეინა ჩიტუნია

კარგი ერთი...

მაზრის უფროსი

მაგრამ აქ სხვა ვინმემ იცის ფრანგული ჭიდაობა? აა, მართლა, უთუოდ, თქვენ... (ადიკოს) Молодой человек...

ადიკო

ჭიდაობა კი არა. მოიტათ, ღვინო მინდა დავლიო...

კნეინა ჩიტუნია

ოჰო...

მალხაზ

რად გინდა, გენაცვალე... აკი არა სვამ...

ადიკო

არა, ახლა უნდა დავლიო... გულზე ღმა მომაწვა... მოიტათ!.. (უსხამენ).

გორგასლანიანი, ქოლორდავა

გორგასლანიანი

(გამოეჭიმბა მაზრის ფროსს).

ჰე, ჰე, ჰე! რას მიბრძანებთ, ვაშე ვისოკობლაგოროდიე?

მაზრის უფროსი

აბა, французскую борьбу...ხელათ...

გორგასლანიანი

Слушаюсь... მაგრამ! ვის ეჭიდაო, ვაშ ვისოკობლაგოროდიე...

მალხაზ

აგერ მყავს შენთვის, ბიძია, აგერ...

გორგასლანიანი

ჰე, ჰე, ჰე! მობრძანდი.

მაზრის უფროსი

Ну, живо!

კოწია (მაზრის ფროსს)

დიდებული ყაძახი ხარ, დიდებული...

მოიდავეები მოემზადაბიან და იწყებენ იდაოას. მაზრის უფროსი შესაფერ შენიშვნებს აძლ და თან ზოგერ წამოიძახებს:

ჰოპ, ჰოპ.

(საერთო რიანცელი მაურებლებისა. ბოლოს გორგასლანიანი წააცევს მოინააღმდეგ. საერთ მოწონების ხმა)

მაზრი უფროსი

ბრავო, ბრავო! (მოიღებს ჯიბიდან ფულს). აი, ესეც შენ თხუთმეტი მანეთი.

გორგასლანიანი (შინა, გამოართმევს)

, ჰე, ჰე! რად სტარატსა, ვაშე ვისოკობლაგოროდიე!

კოწია

ფუი, შეარცხვინა ღმერთმა შენი კნიაზობა...

მაზრის უფროსი

А?

ფაცია

(თეფშით ცხელ-ცხელი ხააპურები მოავს)

ესეც ჩვენებური ცხელ-ცხელი ხაჭაპურებ.

ყველანი, გარდა ადიკოსი

ააა!

მაზრის უფროსი

Чудная княжна, один восторг, ей Богу!

ფაცია

Я сама испекла.

მაზრის უფროსი

Сами? Один восторг.

კნეინა ჩიტუნია

ბატონებო, მაშ, ვადღეგრძელოთ ჩვენი კნიაჟნა.

მაზრის უფროსი

Ох, с удовольствием...

ყველანი

გაუმარჯოს, გაუმარჯოს.

(სიმღერა)

ადიკო

(უეცრად ზე წამოდგბა)

ბატონებო!

ხმები

ჩშ, ჩუმად...

ადიკო

ატონე... აი, ჩვენ აქ ვზივართ, ვქეიფობთ... და ვინ იცი, რა სისაძაგლეს არ ჩავდივართ... (რხული სიჩუმ).

კოწია (წამოარდბა)

იმე, რას ამბობს , მღვდელი!

ადიკ

მე კი შევცქერი ამ სიბნელეში ჩვენს ციხე-ბურჯს და, ვინ იცის, აზრი არ მიტრიალებს თავში...

მაზრის უფროსი (ოიუშბა)

ბოქაული

Пожалуйста, ციხე-ბურჯზე ნუ ილაპარაკებთ...

ხმები

რატომ? რატომ? თქვი, თქვი, გენაცვალე...

ადიკო

მე, განა, ისეთს რას ვამბობ...

მაზრის უფროსი

Ничего, говорите, дуйте... (კნეინა ჩიტუნიას) ახლა ისეთ გუნებაზ ვარ, რომ რაც უნდა, ის ილაპარაონ...

ადიკო

გავცქერი-მეთქი ციხე-ბურჯს და ფიქრობ: ერთ დროს იქ იყო სიცოცხლე, იყო თავისებური სიხარული, სიყვარული, ტანჯაც, მწუხარებაც და დღეს კი ყოელი ჩამქრალა. აღარავინ ეკარბა. რომელიმე ჩიტი თუ გადაფრინდება მის თავზე, ხოლო ღამით ღამურები და ჭოტები ბუდობენ... და, ვინ იცის, აქაც, აი, სადაც ახლა ჩვენა ვსხედვართ, ვღრიალებთ ვხრიალებთ, ერთ დროს სულ სხვა ადამიანები იყვნენ... და სულ სხაგარ ზრახვიდნენ, ფიქრობდნენ. იყვნენ გოლიათები სულით, სხეულით, ჯანსაღი გონებით და მოქმეებით... ჩვენ კი? აი, ბატონიშვილი გორგასლანიანი... (პაუზა). თხუთმეტ მანეთს ღებულობს ჭიდაობაში... (დაჯდა).

გორგასლანიანი

ჰე, ჰე, ჰე!

(ბლად გაისმის მისი სიცლი. მძიმე პაუზა)

კოწია

მერე?

მაზრის უფროსი (აცინის ილოთი)

გაუმარჯოს საკარტველოს! (აქა- თაშეებული სიცილი).

კოწია

დიდებული ყაზახი ხარ, დიდებული.

ფაცია

(წოდგბა და შუ ალაგას გაჩერდბა).

კოწია

გენაცვალე, შვილო, აბა, ერთი ლექსი... აი, ის ახალი ლექსი რომ იცი...

მაზრის უფროსი

განა, იცის კითხვა?

კნეინა ჩიტუნია

, ჩინებულად...

მაზრის უფროსი

О, тогда просим, просим...

სხვები

გთხოვთ, გთხოვთ!

ქოლორდავა (ადის)

ფაცია

(თ უკან გადაიგდებს ამაყად და ზეპირად არმოსთვამს სანდრო შანშიაშვილის ლესს):

ბატონიშილს გული უწუხს,
მარტო ვეღარ სძლებს!
უგირგინოდ ბაღში დადის,
რჩეულს სევდა სძლევს.
სდუმს ხუმარაც, აღარ ამბობს
იგავ-არაკებს...
თავს ყორანი დასტრიალებს,
შავი, შავად ჰყეფს!
ტონიშილს გული უწუხს,
მარტო ეღარ სძლებს!
ად ის დედოფალი,
ფერმიხდილი ევ,
ჰგრძნობს, საყარელს დაშორდება,
ჩუმად ცრემლი სჩქეფს.
და თან ესმის: შორს ყორანი
ალბედითი ჰყეფს!
ბატონიშვილს გული უწუხს,
მარტო ვეღარ სძლებს!
სეფე-ქალნი ენ,
რილი აქ რძლებ!
გლოის ზარი ჩამორეკეს,
თალხს აცმეენ ღერბს.
ბატოიშილს აღარ სძინა,
გულხელ დაიკეფ...
ყორა ლა დაიალებს
და ყარუმი ჰყეფს.

ყველანი

ვაშა, ბრავო, ბრავო!

კნეინა ჩიტუნია

Это интересно...

კოწია (ყმაწვილებს)

აბა, რას მოგიწყენიათ?.. ერთი სიმღერა: თინას ვენაცვალებიო... (გაიმღერებს, ბი ღერიან).

მაზრის უფროსი

(გადაინაცვებ ტახტისკენ).

კნიაჟნა, მოდით აქ, ჩემთან.

ფაცია

რა გნებავთ?

მაზრის უფროსი

გადმოჯექით აქა... (ჩამოსხდბიან რთად).

კნეინა ჩიტუნია

(ამოდგება. გადადის ადიკოსკე).

ადიკო! რა არის, ღვინოში იხრჩვებით... (შემღერებით) არ გეკადრება, არ დაგშვენდბა...

.

ადიკო

ეჰ, კნენა ჩიტუნია... Чувствую, что падаю...

კნეინა ჩიტუნია

Падаете? (აუცინებს). მაშ, მოიტათ ქვენი ხელი...

(იმღრა შეწბა).

ადიკო

(გაებს, მისცემს ხელს, წამოდგება და ორივენი აივნის ხარიხისაკენ მიდიან).

კოწია (გორგასლანიანს)

რას მელაპარაკები, ბიძია, აბა, არ გინახავს შენ... (ამოიღებს ჯიბიდან). , ერ ეს ბარიტია, ეს ოხრაა. ეს გიშერი და ეს ერცხლი...

გორგასლანიანი

ჰე, ჰე, ჰე! (განაგრძობ ჩუმ ლაპარაკს).

ფაცია (მაზრის როსს)

არა, მე ერაფერს გადაწყვეტილს ვერ გეტყვით. ყოელივე ეს ისე ცებ მოხდ... მერე კიდევ თქვენ სულ სხვა კაცი, სულ ხვ ნაციის. კი სოფლის რთი უბრალო, ქართელი კნიაჟნა....

მაზრის უფროსი

Вот, вот...ახლა კი მართლა ქართულადა მსჯელობთ... რა ვუყოთ, რომ მე სხვა ნაციისა ვარ! მე რომ მკითხოთ, თქენ, ქართველები სწორედ ეგრე უნდა მოიქცეთ... თქვენი ქალები სულ უცხოელებზე უნდა გაათხოოთ... თუ გინდათ, რომ სისხლი განაახლოთ... აბა, რას წარმოადგენთ ახლა?.. დაჩიავებული, დაგლახაკებული... აქა-იქ თუ გამოვარდება თქვენისთანა კეკლუცი, თორემ, აბა, სადღა არიან ოდესმე განთქმული грузинские красавицы?.. ეს რატომ მოხდა?.. იმიტომ რომ, მუდამ მონები იყავით ქართველები და ერთხელაც არა ცდილხართ ამ მონობისაგან რიგიანათ თავი დაგეხწიათ... მოას კი ან რა კვება ექნება, ან რა ჯიშის შემნა შეუძლიან! Где ваша породистость?!

თქვენა გგონიათ, მე არ ვიცი თქვენი ისტორია? ერთი ბატონიდან მეორე ბატონის ხელში გადადიოდით... ყველა თქვენ გირტყამდათ: ერთი მხრით სპარსთი, მეორე მხრით ოსმალეთი, ძველი ბიზანტია, იელები, ჩეჩნები, ლეკები, ოსები. ყველა თაში გიფაჩუნებდათ, ვისაც კი არ ეზარებოდა. თქვე კი ამბობთ - კულტურული ხალხი იყაითო. რის კულტურა? რა კულტურა? რა გაგაჩნდათ, რა გქონდათ?.. ჩვენ, რუსებმა მოგანიჭეთ ყოელი. ახლა, ახლა აინც უნდა მოეგოთ გონს... ახლა ჩვენ უნდა შეგვიერთდეთ სულით, სისხლით, სხეულით... უწინარეს ყოვლისა თქვენ, ქალები, უნდა გახდეთ гражданки великой русской Империи და მაშინ... შეიძლება ქვენი საქმეც ამოკეთდეს...

ფაცია

(დიდად სწინს მაზრის უფროსის სიტყები, შეურაცყოფასა გრძნობს, მღელვარებს. მაგრამ, პაუზის შემდეგ, ცრად ხე გაუწვდის).

ედუარდ ერაზმოვიჩ... აი ჩემი ხელი...

მაზრის უფროსი

Вот, вот... ესე არა სჯობია?.. (ხელს მოჰიდბს). Мое счастье! Краля моя!... ეხლავ გამოუცხაებ ელას ჩემს ბედნიერებას... Господа!

(ქოლორდავა შემორბის. ხელში დაბეჭდილი კონერტი ირავს).

ქოლორდავა

(გამოეჭიმბა მაზრის ფროსს)

ვაშე ვისოკობლაგოროდიე! (ადის აღალდს).

მაზრის უფროსი

(გაკვირვებული)

В чем дело? (ყველანი წამოიშლებიან. წუთი მოლოდინისა).

ქოლორდავა

ნაროჩნი პრიეხალ, ბატონო, პრედპისანიე...

მაზრის უფროსი

(უკვე გახსნა, რიოზული სახე მიიღო, თით ულ გამოფხიზლდა).

Даа!..

კნეინა ჩიტუნია

(პაუზის შემდეგ)

რა იყო, ედუარდ ერაზმოვიჩ?

მაზრის უფროსი

(ფიციალური კილოთი)

Меня в другой уезд переводят, княгиня! Губернатор немедленно требует меня.

კოია

მალხაზ

უჰ!

სხიც

(გაკირვებული დგანან).

კნეინა ჩიტუნია

Как? ასე მალე?.. ჯერ თითმის ხეირიანად არც კი ჩამოსულხართ. თქვენი მაზრა არც კი გაგიცვნიათ.

მაზრის უფროსი

Да, служба, княгиня.

კოია

შენ არ მომიკვტე! შენ თავს ვინ წაგართმე. (იტუნიას) კნეინა, ბეჩა.

მაზრის უფროსი

(გაიცინე).

ნუ! რაც არის ის არის! (ქოლორდავას) Нус, оседлать лошадей. Живо Горгасланиани (გორგასლანიანი გარბის).

ქოლორდავა

ლოშადი გატოვო, ვაშე ვისოკობლაგოროდიე.

მაზრის უფროსი

Господин пристав!.. (რაღაცას ელაპარაკება).

ფაცია

(ჩიტუნიას ხვეწნის კილოთი, ეხვევა).

იტუნია!..

კნეინა ჩიტუნია

Нигего.. ничего... მე ყველაფერი ვიცი. ნუ გეშინია. ხელიდან ვეღა გასხლტე. ეც ავალ. ენც ჩემთან უნდა წამოხვიდე. ემს სახლში წავიყვან.

მალხაზ

(აზრის უფროსს)

აბა, ამაღამ სად წაბრძანდებით!

მაზრის უფროსი

არა, მამასახლისო... Долг службы прежде всего...

მალხაზ

როგორც თქვენ ბრძანებთ, ბატონო!

კნეინა ჩიტუნია

ედუარდ ერაზმოვიჩ, ჩვენც მოვდივართ... კნიაჟნა ფაცია...

მაზრის უფროსი

Ах, да... კნიაჟნა ფაცია...

კნეინა ჩიტუნია

ეხლავე, ეხლავე მზად ვიქნებით. ჩემი ცხენებიც მზად არან, მოდი ფაცია. (ადიან ორივენი).

მალხაზ (გადასძახებს)

ბიჭო, ზურიკო!.. მალე ჩემი ცხენი შეკაზმე, ნაჩალნიკს უნ ვეახლო...

მაზრის უფროსი

(იდის მაგიდასთან, აიებს ჭიას).

ბატონებო, სულით და გულით ვწუხვარ, რომ სამსახურის მოვალეობის გამო იძულებული ვარ დავტოვო ეს მშვენიერი კუთხე... პირველი ჩემი სამაზრო გამომგზავრება ამ სოფელში მოხდა... თითქმის რამოდენიმე საათია რაც თქვენს შორის ვიმყოფები, მაგრამ სულით და გულით შეგითვისდით, დიდად მომეწონეთ... რაინდი ხალხი ყოილხართ... სტუმრის დიდი პატივისცემა გცოდნიათ... მშვენიერი მრავალამიერი, ქალების სილამაზეზე ხომ ლაპარაკიც მეტია... დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სადაც არ უნდა ვიქნე... მეხსომებით!.. (დალევ).

ყველანი

რაა! (მრაალამიერ).

ეკელა და აგრაფინა

კეკელა

ღმერთო მომკალი, მიბრძანდებით?

მაზრის უფროსი

დიახ, ბატონო... სამსახური მთხოვს...

იბ

კნეინა ჩიტუნია და ფაცია

(სამგზაროდ მორთულები).

კნეინა ჩიტუნია

აი, ჩვენც მზადა ვართ, მხოლოდ ედუარდ ერაზმოვიჩ...

მაზრის უფროსი

(მიდის მასთან).

Что прикажете, княгиня?...

კნეინა ჩიტუნია

ენი სიტყვა უნდა შეასრულოთ...

მაზრის უფროსი

კნიაგინია! მე სიტყვის კაცი ვარ და ახლავ დავამტკიცებ ამას... (მიდის ფაციასთან, მის ლს აიღბს). Господа... ვაცხადებ საყოველთაოდ... ია კოა!... ვე ალ ვითავ... (ოულოდნელობის გამო ყველა გაშტერდბა და სხადასხვა ოზას მიიღებს. პაუზა).

კოწია

(შეხედავს მაზრის უფროსს, არაფარი გაეგება, შემდეგ მალხაზს)

რა თქვა, ბიძია?

კნეინა ჩიტუნია

როგორ, ვერ გაიგე? შენს ფაციას ცოლად ირთავს...

კოწია

კაი, შენი ჭირიმე, ნუ მეხუმრები!..

მაზრის უფროსი

(მიდის კოწიასთან).

Вполне серьезно, князь...

კოწია (დაიბნა)

იმე!.. ჩემი ცოლი სად არის?.. ჩემი ცოლი სად არის...

კეკელა

თუ მართლა აგრეა... მოგვილოცავს, გენაცვალე ფაცია. (იდის ჰკოცნის).

ხმები

ოგვილო, ბატონო, მოგვილოცავს, ვაშე ვისოკობლაგოროდიე...

ბოქაული

(გამოეიმება მაზრის უფროსს).

От души поздравляю, Ваше Высокоблагородие! კნიაჟნა, მერწმუნეთ, რომ დიდად მიხარია.

კნეინა ჩიტუნია

(მიდის მაზრის უფროსთან, კეკლუცად).

ახლა კი აღარაფერზე არ გემდურით და вполне Вами довольна... (განაგრძობს მასთან ლაპარაკს).

აგრაფინა

(ჩუმად მიდის და ფაციას აკოცებს).

ადიკო

(ისევ ზარხოშად არის. მიდის ფაციასთან, ხელს დაუერს).

განცვიფრებული ვარ და გაყერყეჩებული... ძალიან პრაქტიკული ჭკუა გამოიჩინეთ.

ფაცია

მაშ, რა ისა სჯობია, რომ აქ ველოდო მოგზაურ, ზღაპრულ პრინცებს?.. თქვენ კი... ხომ გითხარით, ჩემი რომანის გმირი არ იყავით.

ადიკო

თქვენი პრინცი მოვიდა კიდეც...

ფაცია

ჰო... რაზე დავმალო... ვიცი, რომ ცხოვრებაში ერთგვარი ძალა მეც მექნება...

კოწია

(უ ვევა მაზრის უფროსს).

დიდებული ყაზახი ხარ, დიდებული... (მიდის ფაციასთან თითმის ტირილით) შვილო, ფაცია. (მოეხვე). შენ გენაცვალოს მამაშენი კოწია... ეს რა ბედნიერება მომანიჭე, შვილო... ჩემ თავს არ ვუჯერი... სად არი ახლა საწალი დედაშენი?..

ფაცია

რა ვქნა, მამა?.. უცხო კაცია, გადამთიელი, მაგრამ გვეყოფა ამდენი გაჭირვება...

კოწია

რას ამბობ, შვილო, ხელმწიფის ტოლი კაცია. ამისთანა ბედნიერება ვის ეღირსება... (იდის მაზრის უფროსთან). ვენაცვალე მე ამას... აა, სიძე, სიძე!..

მაზრის უფროსი

(უღიმის. მხარზე ხელს დაჰკრავს)

მაგრამ ამ სოფლის თვალი კი წაგართვით...

მალხაზ

იცოცხლე, ბატონო, იცოცხლე... გემოვნება კი გქონია... აგაშენოს ღმერთმა...

კნეინა ჩიტუნია

Ну значит так... ყველანი მივდივართ ჩემსა... ედუარდ ერაზმოვიჩი დაითანხმე... ამაღამ ნიშნობასაც გადავიხდით ... ხვალ უთენია ჩვენი სიძე წავა თავის საქმეზე... ერთი კვირის შემდეგ, მე და ფაციაც თავის დედ-მამით ჩავალთ გუბერნის ქალაქში და ქორწილსაც გადავიხდით... ახლა კი, კოწია, გასწი ჩქარა შენი ჯორით, წამოიყვანე შენი კნეინა და მოდი ჩემსა...

კოწია

ახლავე, შენ გენაცვალოს ჩემი თავი... (აფაცურდება). ? სიძე, სიძე... (მხვვა). აღარ გეთხოვები... მშიდობით, ფაცია... სად არის ახლა ჩემი საწყალი ცოლი? (ცბად) ჩემი ჯორი სად არის?.. სად არის ჩემი ჯორი? (ეხვევა). ღმერთო, არ იცი, რა ვთქვა... (ობრნდება). სიძე, სიძე! (ადაეხევა. შემდეგ ჩაირბენს კიბეზე, მოისმის კიდე მისი ხმა) სად არის ჩემი ჯორი?..

მალხაზ (აზრის უფროსს)

ბატონო, მარტო თავად კოწიას ოჯახი კი არ გააბედნიერე, მთელი ეს კუთხე გააბედნიერე... მთელი ჩვენი სოფელი გააბედნიერე. თქვენისთანა კაცის სიძობა, ბატონო, ხუმრობა კი არ არის, გვირგინია, ბატონო, მთელი მხარის... და აცა უნდა ბრძანდებოდეთ, ჩვენც იმედი გვაქვს, რომ არ დაგიწყებთ და გეხსომებით... მაშ, გაცოცხლოს, ბატონო, კიდევ ერთხელ ღმერთმა... (სვამს. სიმერა).

ყველანი

ურაა! (სვამენ).

იგ

გორგასლანიანი

(შემოდის. მაზრის უფროსს გამოეჭიმება)

ლოშადი პოდანი, ვაშე ვისოკობლაგოროდიე, ჰე, ჰე, ჰე!

მაზრის უფროს

მაშ, ახლა კი მშვიდობით, ბატონებო... ანდა, უკეთესი იქნება ვთქვა... მალე ნახვამდის, რადგან იმედი მაქ... (ჩაიცინებს). როგორც თქვენი სიძე, ბატონებო, კვლავ გეწვევით.

ყველანი

იცოცხლე, იცოცხლე, ბატონო.

მაზრის უფროსი

ახლა კი, ერთხელ კიდევ გადაეცით მთელს სოფელს ჩემი გულითადი მადლობა და ის, რომ (შერდბა, ფირობს რა ქვას) უდამ მეხსომებით. ნახვამდის, ბატონებო! (პიველად ლას ჩამოართმევ ხელს, შემდეგ აგრაფინას. ბოლოს ალით ძებს, ის გამოთხოოს და ჩერდე ადიკოზე). სხვანი კი ყველანი, მგონი, ჩვენთან მოდიან... Ах, вы в самом деле, молодой патриот... (ხელი უნდა ჩამოართას).

ადიკო

არა, ეგ молодой патриот-იც თქვენთან წამოვა. თქვენ ზეიმს მეც მინდა დავესწრო...

მაზრის უფროსი

Очень рад, очень рад... Ну-с, княжна, მიბოძეთ თქვენი ხელი ნება დამრთეთ, რომ ცხენზე მე თვითონ შეგსვათ...

ფაცია

სიამოვნები... ნახვამდის, ბატონებო!

(ადიან ხელგაყრილნი, თან მიჰყებიან სტუმრები და სტრაჟნიკები).

ხმები

გაგაბედნიეროს ღმერთმა, გაგაბედნიეროს...

ბოქაული

Княгиня! (უნდა ხელი გაუყარო).

კნეინა ჩიტუნია

(ახედ-დახედავს)

აბა, ნახვამდის, კეკელა...

ბოქაული

(დაცხენილი გადის).

კნეინა ჩიტუნია

აგრაფინა... შენ არ გინდა წამოსვლა?

აგრაფინა

უკაცრავად, კნეინა... ვერა ვარ მთლად კარგად...

მალხაზ

აბა, ბატონებო, ერთი მგზავრული, მგზავრული... მეფე-დედოფალ სიმღერით გავაცილოთ.

(იმღრა. ყველა გალაგდება. სცენაზე მხოლოდ აგრაფინა რჩე, რომლიც სანთელს და ლამპას ჩაარობს, შემდეგ ხარიხას გადაეყრდნობა და წამსვლელე გასცერის. სცენა ბნელდება. მოისმის სიცილ-ხარხარი. მათრახის ტკაცუნი. ცხ ფეხის ხმა. ცოტა ხნის შემდეგ, კიბეზე ნელ-ნელა ამოჩლაჩუნდება კეკელ. გამოდის აივანზე. შეამჩნე აგრაფინას, მიუბრუნდე).

იდ

კეკელა

რა იყო, აგრაფინა, შვილო... როგორ გამხდარხარ?.. წამოდი, დაწექი, შვილო... არაქათი აღარ მაქვს...

აგრაფინა (თითქოს თავისთვის)

ყველანი წავიდნენ... ჰაი-ჰუი და ყოველივე ისე დარჩა, როგორც იყო. ციხე-ბურჯი ისევ უპატრონოდ მიტოვებულია, ეკლესია გუმბათგადამტვრეული, სასწავლებელი - კარგამოკეტილი, ბაღი - გავრანებული, ბოგირი - ჩაცვენილი... გზებიც ისევ გაფუჭებული... (თ ჩაჰკიდებს, ცრემლები ერე).

კეკელა

რა იყო? რა მოგსვლია?

აგრაფინა (ჩუმად არის)

კეკელა (მიდის მასთან).

ღმერთო მომკალი! ცრემლები! რა გატირებს, შვილო?

აგრაფინა

არაფერი დედა... სიცალიერესა ვგრძნობ...

ფარდა

1917 წ.

როგორი კარგი ხარ, შემოგევლე!

ეს სცენა შეიძლება შეიცვალოს ჩაჩნური ცეკვით, ან ტანგოთი, ან ისეთ რაიმე განსხვავებულ №-ის აღსრულებით, რაც კი მოუხდება და მოუხერხდება გორგასლანიანის როლის აღმსრულებელს.

100

ამათი შვილები

სტრაჟნიკები