The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
უკანასკნელი ლექსი

უკანასკნელი ლექსი

აღარ გსურს ჩემი ნთება,

მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!..

დამწუნებელო ბულბულის,

გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!…

უშენოდ ვეღარ ჭიკჭიკობს,

ენა ჩავარდა ბულბულსა,

უახლოვდა სიკვდილი,

შხამი აპკურა მის გულსა.

მაგრამ ეს შენთვის ერთია:

ცოცხალი ვიყო, გინდ მკვდარი!

აღარ აენთვის აწ სხვისგან

ჩემი დამქრალი ლამპარი!