The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წარწერა წიგნზე

წარწერა წიგნზე

ნიკა აგიაშვილს

შენ წინათ ცაში დაქროდი,

ესიტყვებოდი ვარსკვლავებს,

და დედამიწის წალკოტი

არარაობად ჩათვალე.

შენ მაშინ გულთამხილველად

მეტყოდი მშობლის კილოზე:

ყრმაო, ყველაზე პირველად

სამშობლოსათვის ილოცე.

შენ წინათ ცაში დაქროდი

და წმინდა სულბს თან ახლდი,

ახლა კი მიკვირს, იმგვარი

აგრე ვით დაჩაჩანაკდი?!

ცხოვრების ორომტრიალში

უპირველ ყოვლისა

შენ ხმა დაკარგე წინაპრის,

მამაცი მეციხოვნისა!

მე გავაცოცხლე ხმა იგი

და მინდა ყურში ჩაგძახო:

ადექ, მგლის მუხლი მაიბი,

რამ წაგახდინა, ყაძახო!

შენი პირველი ოცნების

და პირველ სიტყვის დამჯერემ,

სამშობლოსადმი ლოცვები

ამ ცისფერ წიგნში ჩავწერე.

თავად დავუდექ თამადად

თავადურ ხმათა ღრეობას,

წაიკითხე და პაპათა

დაგიბრუნდბა მხნეობა!

1941