The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ვარდის გაყრილსა

ვარდ გალსა

ვარდის გაყრილსა სულმიხდილსა ჭმუნვა-მწარებით,

ძოწთ ვერღა მჭვრეტსა, თვალ ნაშრეტსა ცრემლთა ღვარებით,

მტრფოსა ბულბულსა შემჰსჭალლსა გულდაყაით,

აჰა მაისმან, შემწე მყისმა კეილ დაებით

აჩვენა თვისი დამდაგისი ორ ქმნის ალებით

ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით!

მიჯნური ხელი, დამნახველი ნაზთა კოკობთა,

ზურმუხტის თასთა მდგართა ლალთა ჰსჭვრეტს დამათრობთა,

შეფრფინვით შესტრფის, გარნა ეკრთის წალკოტში ოფთა,

უბედავს ვერა ნებად მზერა ფერ შენაწყობთა.

ოჰ ბედო, ბედო, როს მიხედო მრთლათ შებრალებით,

ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით?!

მოსთქვამს, რაბამთა მნახეს ჟამთა ცრემლისა მკადედ,

მე გლახ შენისა სიშორისა მწარ მოვაგლახედ!

იგი არ კმარა, რაც მომხდარა აწ ჩემდა საბრკმედ.

ვინცა გგუშაკობს, ცუდ მუშაკობს მცდარი ყოვლ სახედ,

სწყმდეს ეჭვი ფრთხილი, მითც სურვილი ჰსძლევს ცდა მრავლებით

ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით.

მარა ჰე გული, განლეული სურვილის ალით!

მარად თვისისა სიკვდილისა მხედველი თვალით,

ვერ კმად ნუგეშობს, იმედს ეჭობს ხვალით და ხვალით:

მისწრაფე ზრუნვა, გაქვს თუ ურვა, ტრფობისა ვალით,

სულგრძობით, თვარე განმხდი გარე სოფლის კარებით

ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით.

ოჰ, ჟამო ძნელო, დამხლათველო ტრფიალთა გზისა.

უწყალოვ ხელო, მტრულად მშლ ათისა ცდისა,

ხან სასოს ცემით, ხან წართმევით სრულ ედის,

ანჯველო გულთა შეწირულთ ურთიერთისა,

პყრობელს როდემდე ჯერ-არს ჰსჭვრეტდე გულ განსალებით

ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით.