The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ვისაც გსურთ

ვისაც გსურთ

ვისაც გსურსთ ჩემთა ამბავთა ცნობა,

მისმინეთ ჭირში ფლობილს;

მისმინეთ, ვით მაქვს ჭმუნვა და თმობა

ურვისგან გულ-შეპყრობილს.

მას ვსჭვრეტ პატიმრად, ვის მონებს გული,

მისთვის გლახ განწირული;

მაქვს მწუხარება ზედა-ზედ რთული,

მარად მეახლვის წყლული.

ვისაც გსურთ და სხვა.

გუშაგნ ბევრნი თვითოსა მცველად

გვყვან ნების წარმტაცველად;

ხვ სხვანი მოვლენ მათს გამომცვლელად,

გველივე ჰშთე გველად.

ვისაც გსურთ და სხვა.

ლმობითა ვხედავ ყოვლთ წარმავალთა

მოხუცთა, ვაჟთა, ქალთა.

გრძნობა რაიმე აღმივსებს თვალთა

და მადენს ცრემლთა ცხართა.

ვისაც გსურთ და სხვა.

კაცთ უბედობა, თუმცა სატირე, -

გარნა რად განსაკვირე, -

ამა სოფლისა დიდი და მცირე

არს ცვალებისა მზირე.

ვისაც გსურთ და სხვა.