The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.1)

ლექსიკონი*

შეადგინეს მ. საბაშვილმა და მ. ჭაბაშვილმა

-ა - (კითხვითი ნაწილაკი): მტკიცედ სდგა - მტკიცედ დგეხარ?

აბრალობს: ნუ მაბრალობ - ნუ მისაყვედურებ; აბრალეს - უსაყვედურეს.

აბრამეანი -”ბიბლიური აბრაამის შთამომავალი, ქრისტიანები და ებრაელები და მისგან გამომავალი კურთხევა” (კ. კეკელიძე).

აგარა - სახნავ-სათესი მიწა.

აგარაკი - სახნავ-სათესი მიწა. -

აგარი: აგარის ნათესავი, აგარისტომი, ძენი აგარისნი - იგივეა, რაც აგარიანი.

აგარიანი; აგარეანი - არაბი.

აგბობს: არა ეგბო - არ მოეხარშათ.

აგებს: აგნადღენი - გაატარა დღენი, სიცოცხლე.

აგრძნა - მიხვდა; აგრძნაცავერ - ვერც-კი გაიგო, ვერც-კი იგრძნო; აგრძნეს - გაიგეს.

ადგილდ-ადგილდ - ადგილ-ადგილ, აქა-იქ.

ადრე-ადრე - დაუყოვნებლივ, მაშინვე.

აედონი - იადონი, ბულბული (იხ. ოქრო-აედონი).

აერი - ჰაერი.

აექჳნ ენაჲ სასასა - ენა სასაზე მიეკრა.

ავასხებს: გუავასხენით - გვასესხეთ.

ავლი - ფერფლი.

ავლინებს: ავლინნა - გაატარა.

ავლინი - ”ეზო” (ა. შანიძე).

აზმნო - მიხვდა შეიგნო.

აზნაური - თავისუფალი; დიდგვაროვანი, დიდებული (შდრ. უაზნო).

აზრახებს: აზრახა - ურჩია; აზრახებდა - ურჩევდა; გაზრახებ(თ) - გირჩევ (თ).

აზრზენს: აზრზენდა - აქეზებდა; აზრზენდენ - აქეზებდნენ.

ათსამმეტი - ცამეტი.

ათუალული - დათვლილი, ნაანგარიშევი.

ალაბასტარი - ”ქვა მარმარილოს მჯობი, ჭურჭლად გასთლიან” (საბა).

ალვა - ერთგვარი საკმეველი (სურნელოვანი ნივთიერება).

ალილო - სიტყვა საეკლესიო საგალობელში.

ალო - სურნელოვანი ხე, საკმევლის ხე.

ამბორის-ყოფა - კოცნა.

ამბორს-უვეს - აკოცეს.

ამბოხი - ბრბო, სიმრავლე ხალხისა; არეულობა, მღელვარება.

ამენ, ამჱნ - ნამდვილად, ჭეშმარიტად.

ამერი - აქეთა.

ამიერ - აქედან; ამიერ სოფლით - ამ ქვეყნიდან; განხვალთ ამიერ - წახვალთ ამ ქვეყნიდან, გარდაიცვლებით.

ამირა - არაბთა ხელისუფლების წარმომადგენელი, მმართველი საქართველოში.

ამრავალწილებს: ვამრავალწილე - ვამრავლე, გავამრავლე.

ამრიზებული - გაბრაზებული.

ამცნებს: ამცნებდა - ასწავლიდა, არიგებდა; ამცნო - დაარიგა; ვინმცა მამცნო - ვინმემ გამაგებინოს, გამაცნოს.

ამედრდეის - შეჯდება ცხენზე; აჰმჴედრდი ეტლსა - ჩაჯექი ეტლში; რაჟამს ამჴედრდებოდა - ცხენზე რომ ჯდებოდა.

ანაზდაითი - მოულოდნელი.

ანგაჰარი - ხარბი, ანგარი.

ანდერძი - ავტორის (მთარგმნელის, გადამწერის) ბოლოსიტყვაობა ხელნაწერში.

ანთრაკი - ძვირფასი ქვა ერთგვარი.

ანთპატი - ქვეყნის მმართველის მოადგილე.

ანიშებს: ანიშებ - სასწაულებით აჩვენებ.

ანჯმანი - საუბარი, ლაპარაკი.

ანჯმნობს: - ანჯმნობდეს - თათბირობდნენ, მსჯელობდნენ.

აოტებს: აოტნეს - გააქციეს, ეოტნეს - გაექცია, გაერეკა.

აპნისი - იანვარი.

აპოთიკი - საწყობი.

აპყრობა: ჴელის აპყრობა - იხ. ჴელი1.

არავე - არა, არ

არამედ - მაგრამ.

არასადა - არასოდეს; არასადა ვინ - არასოდეს არავინ.

არგანი - ჯოხი.

არე - ადგილი, მხარე.

არმაზი - ქართველების ერთ-ერთი მთავარი კერპი (წარმართობის ხანისა).

არტოშანი - ცეცხლთაყვანისმცემლობა.

არქუ, არქუთ - იხ. ჰრქუა.

ასაბია - დამხმარე.

ასერგასისი - ასორმოცდაათი (იხ. ერგასისი).

ასმენს: ასმენდა - აბეზღებდა.

ასმია: ასმიოდა - სმენოდა, გაგონილი ჰქონდა; არა ოდეს გასმია - არასოდეს გსმენია; მასმია; მასმიეს; - მსმენია, გამიგონია; მასმიოდა - მსმენოდა; გუასმიეს - გვსმენია.

ასოეულად - ასო-ასო.

ასტამი - ცეცხლის საჩხრეკი მაშა.

ასწყუედს: ასწყჳდნეს - ამოწყვიტოს, მოსპოს.

ატყუებს: უტყუთა ატყუებს - მუნჯებს ამეტყველებს.

აურვებს: აურვებდეს - აწუხებდნენ; არავის რას აურვებდა - არავის არაფერზე აწუხებდა.

აუფლებს: არა აუფლა - შთასლვად არ მისცა ნება, რომ ჩასულიყო.

აფუცებს აფიცებს; გაფუცებ - გაფიცებ.

ქაჲთ - აქედან.

აქუმული - მონათლული.

აღაბორგებს: აღაბორგნა - გააბოროტა.

აღაგზნებს - დაანთებს; აღუგზნიეს - დაუნთია.

ღაზრზინებს: აღაზრზინნა - გააბრაზა, აღაშფოთა.

ღამტკმობს: აღემტკმო - დაეღო (პირი).

ღაორძინებს: აღგაორძინო - აგამაღლებ, გაგამრავლებ.

აღაპი - ლოცვა და პურის ჭამა მიცვალებულის მოსახსენებლად.

აღასრულებს: აღასრულნა დღენი - დაასრულა სიცოცხლე, გარდაიცვალა; აღმასრულოთ - მომკლათ.

აღატყდების - დაატყდება.

აღაღეს: - აღაღო გააღო (პირი); აღვაღო - გავაღო (პირი)

აღაყუავილებს: აღაყუავილე - ააყვავე.

აღახუამს: - აღახუენ - გახსენ, გააღე (პირი).

აღბორგდების: აღბორგდეს - გაბოროტდნენ, გაცოფდნენ; აღბორგნა - გაბოროტდა.

აღბორგებული - გაბოროტებული.

აღგაორძინო - იხ. აღაორძინებს.

აღგოცნეს - იხ. აღჰჴოცს.

აღდებული - მოდებული, მოკიდებული (ცეცხლი).

აღეგზების: აღეგზებოდა - ინთებოდა.

აღეკაზმა1 - იხ. აღეკაზმვის.

აღეკაზმა2 - იხ. აღკაზმავს.

აღეკაზმვი: აღეკაზმა - მოემზადა.

აღემკმო - იხ. აღამტკმობს.

აღესრულეის - სრულდება; აღესრულა - გარდაიცვალა; აღესრულნეს - გარდაიცვალნენ.

აღეყინების: ცეცხლი აღეტყინა - ცეცხლი აინთო, გაჩაღდა; აღეტყინოს - აინთოს; აღეტყინნეს - აღიგზნენ, გაბოროტდნენ.

აღეცუა - შეერჭო.

აღეხუნეს თუალნი - თვალები აეხილა.

აღვაღო - იხ.აღაღებს.

აღვიტყუელნეთ - იხ. აღიტყუელნეს.

აღვიხუენით - იხ. აღიხუამს.

აღვსება - აღდგომა (ქრისტიანული დღესასწაული); აღვსებისა ზატიკი - აღდგომის დღესასწაული.

აღოცოთ - იხ. აღჰჴოცს.

აღზუავებს: აღზუავა - გააამაყა, გაამედიდურა.

აღთუალული: წელიწადი შჳდად აღთუალული - შვიდი წელი.

იზახებს: აღიზახა - დიდი ხმით დაიყვირა.

ღიპყრობს: აღიპყრნა - ასწია ზევით.

ღიტყუა - ამეტყველდა (მუნჯი).

ღიტყუელნეს ჴელნი - ხელი ხელს შემოჰკრეს, ტაში დაუკრეს; აღვიტყუელნეთ - ტაში დავუკრათ.

ღიქუამს: აღიქუა - აიყვანა; აღიქუენით - აიღეთ.

ღიღებს: აღიღო - აიღო; წაიყვანა.

ღიშურვებს: აღიშურვა - შეშურდა.

ღიძრვის - აიყრება, დაიძრება, ადგილიდან; აღიძრნეს - აიყარნენ, დაიძრნენ; აღიძრა - აღელდა, გული აუჩუყდა; გამხნევდა, ამოძრავდა: აღიძრვის - გულის-თქუმად აღელდებოდა, აღტყინდებოდა ხოლმე; აღიძრნეს - ნაწლევნი მისნი ნაწლავები აერია, აეწვა (მეტისმეტი შეწუხებისაგან).

ღიხუამს: აღიხუნა - აიღო; აღიხუნეს - აიღეს; აღვიხუენით - ავიღეთ.

აღკაზმავს: აღეკაზმა - მოემზადებინა.

აღკაზმვა - მომზადება (წასასვლელად).

აღკუეცა - ბერად.კურთხევა.

აღკუეცს: აღკუეცეს - ბერად აკურთხეს.

აღმასრულოთ - იხ. აღასრულებს.

აღმიჩნდა - იხ. აღუჩნდების.

აღმოაცენებს: აღმოაცენა - ამოიყვანა (წყალი).

აღმოგწუადნე - იხ. აღმოწუადა.

ღმოვედ - ამოდი.

აღმომცენარე - აღმომდინარე.

აღმოსავალით - აღმოსავლეთით.

აღმოუევებს: აღმოუტევა ჴმაჲ - ხმა ამოიღო; აღმოუტევა სული -სული ამოუშვა, სული დალია მოკვდა.

აღმოფშნვა: სულისა აღმოფშჳნვა - ამოსუნთქვა.

აღმოწადა: აღმოგწუადნე- ამოგგლეჯ.

აღმობის: აღმოჰჴდა- ამოვიდა.

აღმსარებელი - მაღიარებელი, მიმდევარი (ქრისტიანული სარწმუნოებისა).

აღმსთობილი - ადრე ამდგარი.

აღნადგინები - სარგებელი (ვალისა).

აღორძნდების: - აღორძინდებოდა. აღორძნდებოდეს - მრავლდებოდნენ.

აღრაცხს: აღრაცხა - დათვალა, იანგარიშა.

აღსაარება - აღიარება.

აღსრულება - გარდაცვალება.

აღევება ჴმისა- ხმის ამოშვება, ხმამაღლა დაძახება.

აღტეხს: აღტეხნეს - ატეხეს,აღძრეს, ააღელვეს, ააშფოთეს.

აღუგზნიე - იხ. აღაგზნებს.

აღუპყრობს: აღუპყარ ჴელი - იხ.ჴელი.1

აღუტევებს: აღუტევე ჴმაჲ - ხმა ამოვუშვი, ხმა აღმომხდა.

აღუჩნდების: აღმიჩნდა - მეჩვენა.

აღუსენებს: აღუჴსენებდა - უხსენებდა, უახლებდა.

აღყუავილნა - აყვავდა.

აღცრა - აღმოფხვრა, მოსპობა.

აღძარცუავს: აღსძარცუეს - ააძვრეს.

აღძრავს: აღძრა - გადარია, გონება აურია.

აღძრული - ამოძრავებული, გამხნევებული; აღელვებული, აღტყინებული.

აღდების, ადების: აღჴდა - ავიდა; აღჴდა - ჰუნესა ცხენზე შეჯდა; აჰჴედ - ადი.

აღჰჴადა - ააძრო, მოხსნა, მოაცილა.

აღჰჴოცს: აღგჴოცნეს - დაგხოცავთ (თქვენ იგი); აღვჴოცოთ - მოვსპოთ.

აყენებს: აყენებ - უშლი, აფერხებ; ნუ აყენებთ - ნუ უშლით.

აჩინებს - აჩენს, გამოაჩენს.

აცილობს: აცილობდა - ეცილებოდა; არა აცილობდეს - არ ეცილებოდნენ; გაცილობენ - გეცილებიან, გედავებიან; არა აცილა - არ შეედავა.

აცხოვნებს: ვაცხოვნო- ვაცოცხლებ, სიცოცხლეს შევუნარჩუნებ.

აწინკანი- ბოშა.

აწუევს, აწუვევს - ურჩევს; აწუევდა - ურჩევდა; აწჳვა - წარსლვად ურჩია, შესთავაზა წასვლა; ვაწჳვე - ვურჩიე; მაწჳე - მაიძულე; მაწუევენ - გვაიძულებენ.

აწურთის: აწურთიდეს - ასწავლიდნენ.

აწყუედს - იხ. ასწყუედს.

აჭირვებს: აჭირვებდეს თავთა თჳსთა- გაჭირვებაში, მძიმე მდგომარეობაში იგდებდნენ თავს.

ალ-კრიაკე - აღდგომის შემდეგი კვირა.

ხოვანი - მხნე, ძლიერი.

ახუმა - აღება.

დების - იხ. აღჴდების.

აჯოჯვა - შტოების მოტეხა, ჩამოცლა (ვაზისათვის), გაფურჩვნა.

ა ესრა - აი, აჰა.

ედრდი - იხ. ამჴედრდების.

ჰჴდა: ზარი აჰჴდა - იხ. ზარი 1.

აჰჴედ - იხ. აღჴდების.

ბაალი - ებრაელთა ღვთაება.

აბილო - ”მაღალი ვაზი” (საბა).

აგინი - წარმართთა მსხვერპლის შესაწირავი ადგილი.

ბავთი - ”ბოროტი მოამბე” (საბა)

ბარძიმი - საეკლესიო ფეხიანი ჭურჭელი (ზიარების შესანახი).

ბარძიმ-ფეშხუმი - ბარძიმი და ფეშხუმი (იხ.)

ასრობა - ლანძღვა, გინება.

ასრობს: ჰბასრობნ- კიცხავდა. ლანძღავდა ხოლმე.

ბაყლი - ჩირქი; ბაყლები - უწმინდურება, სიმყრალე.

ებკული - იგივეა, რაც დაბებკული.

ბევრი - ათი ათასი; სამი ბევრი - ოცდაათი ათასი; ოთხ ბევრადმდე - ორმოც ათასამდე.

ელიარ - ეშმაკი.

ბივრიტი - ძვირფასი ქვა ლურჯი ფერისა, ბივრილი.

ირება - დარიგება; მიმხრობა.

ირებული - დარიგებული; მიმხრობილი.

ომონი - ამა თუ იმ კერპის სახელობაზე აღმართული სვეტი ან ტაძარი.

ბორგს: ბორგდა - მძვინვარებდა.

ბოძი - საბოძვარი, საჩუქარი.

ბრალეული -.ბრალის მქონე, შემცოდველი.

ბრალობა - ტუქსვა, საყვედური.

ბრგუდ - მეტყუელი- ჩლუნგი (ენა).

ბრგუნვილი: ენითა ბრგუნვილითა - ენადაბმით, ბლუდ; ბრგუნვილი - ტირილი გულამომჯდარი ტირილი.

ბრპენი - ტყვია.

ბრძავს: - რაჲთა ჰბრძოდის- რომ ებრძოდეს.

ბრძანებს: ბრძანოს - მობრძანდეს; ჰბრძანე - მობრძანდი.

ბრწკალი - ”ჯვარედი დასადგამი ფეშხუმზე” (ა. შანიძე).

ბჭე - მსაჯული, მოსამართლე.

გააცადებს: გააცადა - გააცნო.

ბჭობს: გაჰბჭე - იფიქრე, განსაჯე.

გაგისუენოთ - იხ. გაუსვენებს.

გაგკანონებ - იხ. განკანონებს.

გაზრახებ - იხ. აზრახებს.

გაკუთილი - გადაწყვეტილი, დანიშნული (ულუფა).

გალიაკი - ”კაცთა საჯდომია” (საბა).

გამო -გან; შინაჲთ გამო- შინიდან შიგნიდან; მუნით გამო - იქიდან; წუერ გამო - უწვერული.

გამოაუნე თავნი - გამოაკლეს თავი, გამოაკლდნენ.

გამოგიღონ - იხ. გამოუღებს.

ამოგუალ - გამოდი.

გამოეტევის: გამოეტევნიან - გამოვიდოდნენ, გამოივლიდნენ ხოლმე.

გამუების: წესსა... გამოეჴუების - წესი ირღვევა.

გამოვიხუნით - იხ. გამოიხუამს.

გამოვრდომილი - გამოვარდნილი.

გამოისუენის: გამოისუენიან- ისვენებდნენ ხოლმე.

გამოიღებს: გამოიღოს- აიღოს, დაიპყროს (ქალაქი).

გამოიხუამს: გამოიხუნა - გამოიღო, გამოიტანა; აიღო, დაიპყრო; გამოვიხუენით - გამოვიტანეთ.

გამოუგდებს: გამოუგდოს- წაართვას.

გამოუღებს: გამოუღო - წაართვა; გამოუღოს - წაართვას; გამოგიღონ გამოგიტანენ, გამოგიყვანენ.

ამოუეული - დაკლებული.

განაგებს: განაგო წესი - დააწესა; განაგნა საქმენი - გაარიგა, მოაწყო საქმე.

განავრცობს: განავრცნა - გაამრავლა.

განაზრახებს: განგაზრახებ - გირჩევ.

განაზრქო: -განაზრქვე- გაასქელე.

განათლებული - განათლული, მონათლული.

განამნნის - ამხნევებს.

განაპოხე - ასუქებს.

განარინე - გადაარჩენს; განმარინე გადამარჩინე; განგუარინნეთ- გაგვარიდეთ, გვიხსენით.

განასხამს: განასხნა - გარეკა, გააძევა; განასხნეს- გარეკეს.

ანაარვებს: განაქარვნეს -.გაფანტეს, გააბნიეს; განვაქარვე- გავფანტე, გავაქრე.

ანაქიქებს: განაქიქა - ”გამოააშკარავა” (ილ. აბულაძე).

განაჩინა: განაჩინნეს.განაჩინეს-.დააყენეს, დანიშნეს; განეჩინა- მიეჩინა (მისთვის).

განაცხოვბს: განაცხოველე - გააცოცხლე, გამოაცოცხლე.

ანაწესებს: განეწესა - დაეწესებინა.

განაწყობს: განაწყოს გული - გული მოუვა, გაბრაზდება.

განახებს: არცაღა განვახო - არც გავხსნი, გავაღებ, გადავუშლი (გულს).

განახუამს: განახუნიან -.აღებდნენ ხოლმე; განვახუნეთ - გავაღოთ, გავხსნათ.

განბასრავს: განვბასრნე - გავკიცხე, გავლანძღე.

ანბორგებული - გამძვინვარებული.

განბორება განბორებისა სალმობაჲ - კეთრი.

განგაზრახებ - იხ. განაზრახებს.

განგება - გაკეთება.

განგებულება - ღვთის ძალა, განგება.

განგიზრახავს - იხ. განიზრახავს.

ანგმობს: არღარა განჰგმნე - აღარ დაგმობ, აღარ დაძრახავ.

ანგსუენნა - იხ. განუსუენებს.

ანგჳტევნა, განგჳტევენით - იხ. განუტევებს.

განგუთხინა - იხ. განთხევს.

განგუკაფნა - იხ. განკაფს.

ანგდის - იხ. განჴდის.

ანდრეკილი - განდგომილი.

განდრკეის: განდრკა... ღმრთისაგან - ღმერთს განუდგა, უღალატა.

განეთხზნა - იხ. განთხზავს.

განემარჯუების: კეთილად განემარჯუებოდა შჱნებაჲ - კარგად მისდიოდა შენების საქმე.

განერების: ვერ განერა - ვერ გადაურჩა; განერნეს- გადაურჩნენ; განერებით- გადაურჩებით; განვერე- გადავრჩები, თავს დავაღწევ; განვერე სალმობათაგან თავი დავაღწიო, ავცდე ავადმყოფობას.

განეყენა: განეყენნეს მონაგებთაგან - დატოვეს ქონება, სიმდიდრე; განეყენე ღჳნოსა - დაანებე ღვინოს, სმას თავი.

განეჩინა - იხ. განაჩინა.

განეწესა - იხ. განაწესებს.

განეწესბი: მათ თანა განეწესე- მათ შორის დადექი; მცველნი განეწესნეს მის ზედა - მცველები დაადგნენ თავს.

განეწყობი: განეწყო - გადაუდგა, გული აიყარა.

განეხეთქა - იხ. განხეთქს.

განეხუები: განეხუნეს - გაეღო(თ), გაეხსნა(თ); რაჲთა განეხუნენ- რათა გაეღოთ (გაიღოს მათთვის).

განვალ ჴორცთაგან - კვდება; განვიდა ჴორცთაგან - გარდაიცვალა, მოკვდა; განვიდოდის ჴორცთაგან- კვდებოდა.

განვაჭრი: ნუ... განჰვაჭრი- ნუ... გაყიდი.

განვახო - იხ. განახებს.

განვახუნეთ - იხ. განახუამს.

ანვბასრნე - იხ. განბასრავს.

განვერე - იხ. განერების.

განვდა - ჴორცთაგან- იხ. განვალს.

განვისაჯნეთ - იხ. განისჯების.

განვისუენ - იხ. განისუენებს.

განიჩემებ - იხ. განიჩემებს.

განვლივნე - იხ. განლევს.

განზოგეა: - განახევრება; ვიდრე განზოგებადმდე დღისა - შუადღემდე; განზოგებასა გზისასა - ნახევარ გზაზე, შუა გზამდე.

განთენა - გათენდა.

განთხევა - გაგდება.

განხევს - იხ. განსთხევს.

განხზავს: განეთხზნა ურთიერთას - ერთმანეთში გაეხლართათ, გადაეწნათ.

ანთხზული - გახლართული, გადახლართული.

განიგდებს: განიგდეს წილი - წილი ყარეს.

განიგებ: ვიდრემდის სახჱ განიგის- ვიდრე საქმის ვითარებას გაიგებდა ხოლმე.

განიგულებ: განიგულოს - იფიქროს, მოიფიქროს.

განივრცების: - განივრცნა გავრცელდა.

განიზრახავს: განიზრახა- გაიფიქრა; განგიზრახავს- გირჩევია, აგირჩევია.

განითბს: განითჳსა - მიითვისა, მიისაკუთრა.

განითხინეს: რაჲთამცა არა განითხინეს - რათა არ გაიბნენ, არ გაიფანტონ.

განიკუეთების: არა განიკუეთებოდა - არ იჭრებოდა, არ გაიჭრებოდა.

განილინეს - დაიხოცნენ.

განიმსტურეს - დაზვერეს, დაათვალიერეს.

განიო - გაიქცა, გავარდა; განიოტნეს- გარეკეს, გააქციეს; განიოტებდეს - გააგდებდნენ, გააქცევდნენ.

განიპარავს - იპარავს.

განიპატიჟების: განიპატიჟა - დაისაჯა.

განიპოხების: განიპოხა - განაყოფიერდა.

ანიპრობს: განიპყრნა - გაშალა, გაიშვირა (ხელები).

განირთხის თავი თჳსი - დაწვებოდა ხოლმე; განირთხნა - გაჭიმა (ფეხები).

განისუენებს: განვისუენო - დავისვენებ.

განისჯების: განვისაჯნეთ - გაგვასამართლებენ.

განიღებს - გაიტანს, წაიღებს.

განიყარა კრებაჲ - კრება, თავყრილობა დაიშალა.

განიშუებს: განიშუეს - გაიხარეს, განცხრომას მიეცნენ.

განიჩემებს: განვიჩემებ - ჩემად მივიჩნევ.

განიცდის: განიცდიდა - უყურებდა, ხედავდა; განიცდიდეს- უყურებდნენ, ხედავდნენ; განიცადეს - ნახეს; განმიცადე - შემომხედე, დამინახე.

განიძარცუავს: განიძარცუა - გაიხადა (ტანისამოსი, შესამოსელი).

განიწყობს: განიწყო გული - გაბრაზდა, გული მოუვიდა.

განიჭეული - განწირული.

განინა - ”განწირა” (ილ. აბულაძე).

განიხერხეის: შურით განიხერხებოდეს - ძალიან შურდათ.

განკანონებს, გაკანონეს: გაკანონა - სასჯელი დაადო, დასაჯა (სამონასტრო წესდების მიხედვით); გაგკანონებ - დაგსჯი.

ანკაფს: განკაფოს - გაცვეთს (ხმარებით); განგუკაფნა - დაგვაუძლურა.

ანკაფული - ღონეგამოლეული,დაუძლურებული.

განკაცნა - კაცად იქცა (ქრისტე);განჰკაცენ- კაცად იქეცი.

განკრთების: განჰკრთა - განცვიფრდა, გაოცდა.

განკრთომილი - განცვიფრებული.

განკუეთა - უარის თქმა, ხელის აღება (თავის სურვილზე).

განლევს: განვლივნე ჴორცნი შენნი - გაგილევ, დაგიუძლურებ სხეულს.

განმაბრძნობლი - ცოდნის მიმცემი, განმანათლებელი.

განმანათლებელი - ქრისტიანობის შემომტანი.

განმართავს: განჰმართნა - გამოასწორა.

განმართება - სათანადოდ შეკაზმვა (საჭმლისა).

ანმარებს: თუ განჰმარტნე სასმენელნი შენნი - თუ ყურს მომაპყრობ, ყურს დამიგდებ.

განმარტებული - ცხადი, ნათელი.

განმაცხოველბელი - გამაცოცხლებელი.

განმზრახი - მრჩეველი; შთამაგონებელი.

განმიტეო - იხ. განუტევებს.

განმიცად - იხ. განიცდის.

განმცად - იხ. განცდის.

განმცდლი - გამომცდელი.

განმწბული - გაზრდილი, ზრდადასრულებული.

განმნდბის: განმჴნდეს - გამხნევდნენ.

განპატიჟეული - გაპატიჟებული დასჯილი.

განპოხეს: განჰპოხო - გაასუქებ; გაანაყოფიერებ.

განპოხებული - გამშვენიერებული.

განპოხნეს: სიბერითა... - განპოხნეს ”ღრმად მოხუცდნენ” (ივ. იმნაიშვილი).

განრთხმა - დაწოლა.

განრინება - გაქცევა, თავის დაღწევა; ვერ განრინებად იყავ - ვერ გადარჩებოდი.

განრომილი - გადარჩენილი.

განრყუნის: განჰრყუნენ - გააფუჭე, წაახდინე: განჰრყუნის - აფუჭებს.

ანსაოებელად - გასაგდებად, გასარეკავად.

განსარინებელი - გადასარჩენი.

განსთხევს: არა განგუთხინა - არ გაგვრეკა.

განსლვა: განსლვაჲ ამიერ სოფლით; ჴორცთაგან განსლვაჲ - გარდაცვალება; ჟამი განსლვისა თჳსისაჲ - თავის გარდაცვალების ჟამი.

განსმენილ იყო - გაეგოთ, შეეტყოთ.

განტევება - გაშვება.

განევებული: განტევებულ იქნა - გაუშვეს, გაათავისუფლეს.

განტნავს: განტჳნნეს - თავები დაუხეთქეს, ტვინი გამოადინეს.

განუთსებს: განუთჳსა - მიაკუთვნა.

განუპარველი - გამოულეველი.

განუსუენებს: განუსუენა - მოასვენა; განგჳსუენნა - მოგვასვენა.

განუტევებს, განუეობს: განუტევნა - გაუშვა; თუ არა განუტეო - თუ თავს არ დაანებებ; არ... განუტეობდა - არ უშვებდა; განმიტეო - გამიშვა; განგჳტევნა - გაგვიშვა: განგჳტევენით - გაგვიშვით; განეტევა - გაეთავისუფლებინა.

განუღებს: განუღო - გაურჭო, გაუყარა.

განუხუამს: განუხუენ - გავუღე, გადავუშალე.

განფრდილი - გაყიდული.

განქარდების - გაქრება, გაიფანტება, ბოლო მოეღება.

განქარვება - გაქრობა, მოსპობა.

განქარვებადი - წარმავალი.

განქიქნა: ნუუკუე განქიქნეს - ვაი, თუ გამოაშკარავდეს.

განღმრთობილი - ღმერთად ქცეული.

ანარა ჴელი - გაიქნია ხელი.

განყენება - ღალატი, უარყოფა.

განყენებული - მოცილებული, მოშორებული.

განჩინება - განკითხვა.

განჩინებული ბრძანებაჲ - გადაწყვეტილება, განაჩენი.

განცდის: განმცადა - შემაცდინა.

განცოფდების: განცოფნა - გაგიჟდა.

განცხოველება - გაცოცხლება.

განძარცუა - გახდა, გაძრობა.

განძეული - გაძევებული.

განძნდეის: განძჳნდეს - გამძვინვარდნენ, გამხეცდნენ.

განწესება: განწესებანი - დადგენილი წესები.

განხეთქა - გაწყვეტა, გაგლეჯა.

განხეთქს - გახევს, გაფხრეწს. განეხეთქა მეფობაჲ - დაესუსტებინა, დაეუძლურებინა მეფობა.

განხუმა - გაღება.

განდა: განჴდეს - გავიდნენ (ხმელეთზე).

განდის: განჴადეს - გააგდეს, გააძევეს; განგჴდის - გაგაგდებს.

განმელი - გამხმარი; განჴმელ არს სიყვარული - გამშრალია, გამქრალია სიყვარული.

განმობა - დაშრობა (ტბისა).

განგმნე - იხ. განგმობს.

განვაჭრი - იხ. განვაჭრის.

განჰკრთ - იხ. განკრთების.

განმართნა - იხ. განმართავს.

განპოხო - იხ. განპოხებს.

განრყუნის - იხ. განრყუნის.

განჰჴდა: ზარი განჰჴდა - იხ. ზარი1.

გაპაიჟებული - იხ. განპატიჟებული.

გარდაგულარძნა: გარდაგულარძნნეს - გაამრუდეს, შეაცდინეს.

გარდაეკუეთა - იხ. გარდაუკუეთს.

გარდაემეტის: გარდაემატა - გადაეფარა.

გარდაეცემის: ოფლნი გარდაეცნეს - ოფლმა დაასხა.

გარდავჰჴედით - იხ. გარდაჴდების.

გარდამაებს: გარდაჰმატა - გადამეტებით, ჭარბად მისცა.

გარდამო: ზეცით გარდამო - ზეციდან.

გარდამოუტევეს: გარდამოუტევნა - გადმოშალა, გაშალა (თმები).

არდამოსნა - ხატი, რომელზეც გამოსახულია ჯვრიდან ქრისტეს გვამის ჩამოხსნა.

გარდარევნულად - იგივეა, რაც გარდარეულად.

გარდარეული - გადამეტებული, მეტისმეტი; გარდარეულად- მეტისმეტად, ძალზე.

არდაუკუეთს: გარდაეკუეთა - მოესპო (მიზეზი).

გარდადეის: გარდაჴდა შჳდეული ერთი - გავიდა ერთი კვირა; გარდავჰჴედით- უგულვებელ ვყავით, არ შევასრულეთ.

გარდამატა - იხ. გარდამატებს.

გარე-თხა - გარეული თხა (ქურციკი, ნიამორი, არჩვი, შველი და სხვ.).

გარე-მიაქცევს: პირი გარე-მიმაქციოსპირი მიიბრუნოს (ჩემგან); გარე-მიაქციე - მიიბრუნე (პირი).

გარე-მიექცევს: გარე-მიექცა - მოეღრიცა.

გარ-მიქცევს: ნუ გარე-მიიქცევ - ნუ მიიბრუნებ; სასმენელნი გარე-მიიქცინენ - ყური არ ათხოვეს.

გარე-მიმაქციოს - იხ. გარე-მიაქცევს.

გარე-მოიქცევის: გარე-მოიქცა- უკან გამობრუნდა.

გარეს-გარ - გარეთ.

არესკნელი - გარეგანი, გარეთა მხარე.

გარე-ადგეს - გარეშემო დადგეს.

გარე-წარიცოდებს: არა გარე.-წარიცოდეთ -”არ აიცილოთ, არ აიცდინოთ” (ივ. იმნაიშვილი).

გარე-წარდების: გარე.წარჰჴედ - გვერდი აუარე, მოერიდე.

გარნა - მაგრამ, გარდა; არამედ.

გასარომელი - სარჩო.

გამია - იხ. ასმია.

გაუენება - მოსვენება.

გაუკუეთს: გაუკუეთეთ - გადაუწყვიტეთ, დაუნიშნეთ (ულუფა).

გაუსუენბს: ვერ გაგისუენოთ - ვერ მოგასვენოთ, ვერ დაგასვენოთ.

აუჯმნის: გაუჯმენ - გაისტუმრე.

აფუცებ - იხ. აფუცებს.

გაცილობენ - იხ. აცილობს.

გაბჭ - იხ. გაბჭობს.

გგლიან - იხ. გლის.

გება - ყოფნა, არსებობა.

ს: მგებდით - მაცალეთ, დამაცალეთ.

გებული - არსებული, მყოფი; გებულად - მთლად, სრულად.

დიმების - იხ.ეკდიმების.

გელმის - იხ. ელმის.

გეც - იხ. სცემს.

გეჴსენედ, გეჴსენენ - იხ.ეჴსენა.

გვედია -”მოგებარება”; გვედიან -”მოგებარებიან” (ნ. მარი)

გზა-ჰყვა: გზა-ჰყვეს - გაჰყვეს გზაში; გზა-ჰყევ - გაჰყევი; გზა-გყვე - გამოგყვები; თანა გზა-გუყვა - თან წაგვყვა.

გთნდეს - იხ. თნავს.

გივის - იხ. უვის.

გინა თუ, თუგინდ; - ან, ანდა.

გინათუ - თუგინდ.

გინებს - იხ. უნებს.

გიპყრიეს - იხ. უპყრიეს.

გირჯაკი - ნაბადი.

გიტეონ - იხ. უტევებს.

გიღუაწო - იხ.უღუაწს.

გიჩნ, გიჩნს - იხ. უჩნს.

გიცი - იხ. იცის.

გიძნობ - იხ. უძნობს.

გიწესს - იხ. უწესს.

გიჴმს - იხ. უჴმს.

გლის: ნურარაჲ გგლიან - ნურაფერი გენაღვლებათ.

გოდოლი - მაღალი კოშკი.

გოლეული თაფლი - ფიჭიანი თაფლი

გრივი - მარცვლეულის საწყაო.

გრწმენინ - იხ. ჰრწმენის.

გრწყილი - რწყილი.

გჳოხს - იხ. უოხს.

გჳჴმს - იხ. უჴმს.

გუადრუცი - ყუთი, კოლოფი.

გუავასხენით - იხ. ავასხებს.

გუალაგი -”შთასადებელი”, ”მაფრაშა” (საბა).

გუალე - იარე; გუალეთ - იარეთ.

გუალვეული, გუალული - გამშრალი, გამხმარი (თითქოს გვალვისაგან).

გუასმიეს - იხ. ასმია.

გუელმოდა - იხ. ელმის.

გუემა - ცემა; წამება.

გუემს - სცემს.

გუემულება - ტანჯვა.

გუერთე - იხ. ერთო.

გუზრდიდიან - იხ. ზრდის.

გულად-იხუნა -”გულში მიიღო”, შეითვისა.

გულარძნილება - სიმრუდე, სიბოროტე.

გულარძნილი - მრუდი.

გულდებულად - გულადად, უშიშად.

გულითად გულით, - სულით და გულით.

გულის-თქუმა - სურვილი.

გული-კლება - წყენა, გულნაკლულობა.

გულის-სიტყუა - განზრახვა, აზრი; საიდუმლო, გულისნადები.

გულის-ხმა, გულის-მა: გულის-ხმა ყო - მიხვდა, გაიგო; გულის ხმა ყვეეს - მიხვდნენ; გულის-ჴმა მიყო - გამაგებინა.მიმახვედრა: გულის-ჴმა გვიყავ - გაგვაგებინე.

გულისმის-მყოფელი - გამგები, მიმხვედრი.

გულისმის-ყოფა - გაგება,მიხვედრა.

გულ-კლებული - გულნაკლული, ნაწყენი.

ულპრობილ იყვენით - დამშვიდებული ბრძანდებოდეთ; გულპყრობილ იქმნნეს-”გული დაიმშვიდეს, დამშვიდდნენ” (ნ. მარი).

გულსავსე - კმაყოფილი.

გულძრად იყო - გულაყრილი, გაბრაზებული იყო.

ულწყეული - გულმოსული.

გურქუა - იხ. ჰრქუა.

გუცა - იხ. სცემს.

გუწუართნეს - იხ. წუართნის.

გუწურთიდა - იხ. წურთის.

გუხედევდ - იხ. ხედავს.

დააახლეს: უკუეთუ... დააახლნეს - თუ... მიუახლოვებს.

დააბრკოლებს: დაგაბრკოლე- ”გაცთუნე” (ნ. მარი).

დააგებს - შეარიგებს; დავაგე- შევარიგე.

დაადგრების: - რჩება; დაადგრა- დარჩა; დაადგრეს- დარჩნენ; უკუეთუ დაადგრე- თუ დარჩები; დავადგრე- დავრჩე.

დააკუეთებს: დააკუეთა;- დასცა, დაანარცხა; დააკუეთნეს- დაანარცხეს; დამაკუეთა - დამცა, მომკვეთა, დამაუძლურა.

დაალებე: დაალებნეს - დაალურჯეს (ცემით).

დაალტობს: დაალტობდა - ასველებდა.

დაამცნობს: - დაამცნიან - უბრძანებდნენ ხოლმე; დაემცნა - ებრძანებინა; დამიმცნია - მიბრძანებია.

დაარქუამს: დამარქუა - დამახურავ.

დაასხამს: ლოცვანი ზედა დაასხნა - ლოცვებით უმკურნალა; დაასხნა ჴელნი - ხელები დაადო (თავზე); აკურთხა (მთავარ-ეპისკოპოსად).

დააყენებს: უკუეთუ დავაყენო - თუ შევაჩერებ, ხელს შევუშლი.

ააყუდებს: დააყუდნა - შეაჩერა.

დააცადებს: დააცადა - შეაჩერა, შეწყვიტა; დააცადე - შეწყვიტე, თავი გაანებე; არა დააცადებდა - არ აფერხებდა; არაოდეს დააცადის - არასოდეს არ აცდენდა.

დაახრწევს: დამახრწია- დამაბრკოლა, ხელი შემიშალა.

დაბა: - სოფელი.

დაბებკული - დაგლეჯილი, დაკონკილი, საკერებლებ-დადებული.

დაბუშეული - დასივებული.

დაბძარავს: დაჰბძარნეს - თავნი მათნი დაუტეხეს, დაუხეთქეს თავები.

დაბძარული - დახეთქილი.

დაგება - შერიგება.

დაგვერწყვიან - იხ. დაერწყვის.

დაგირწყა - იხ. დაურწყავს.

დაგისხენ - იხ. დაუსხამს.

დაგიტევებიეს - იხ. დაუტევებს.

დაგიც - იხ. დაუც.

დაგოზს: დაჰგოზა - წასცხო შეგლისა.

დაგმრემლნეს - იხ. დაიმრემლებს.

დაგმრწემნეს - იხ. დაიმრწემებს.

დაგუნჯა - იხ. დაუუნჯებს.

დაგუეშა - იხ. დაეჴშების.

დაგუფანჩენ - იხ. დაფანჩავს.

დადეგი - დამდეგი (თვისა).

დაეგების: დაეგო - შეურიგდე.

დაემთხუევის: დაემთხჳნეს - შეხვდნენ, შემოეყარნენ.

დაემოწფა - იხ. დაუმოწფებს.

დაემყარების: დაემყარა - დადგა მყარად.

დაემცნა - იხ. დაამცნობს.

დაერწვის: დაგვერწყვიან - დაგვეგებიან (მახესავით).

დაესხნეს - იხ. დასხამს.

დაეყუდების: დაეყუდა - დაბინავდა განმარტოებით.

დაეხრწევის: დაეხრწეოდა - ბრკოლდებოდა, ხელი ეშლებოდა.

დაეშების: დაგუეჴშა - დაგვეკეტა, დაგვეხურა.

დავადგრე - იხ. დაადგრების.

დავითნი - ებრაელთა მეფის დავითის ფსალმუნთა წიგნი.

დავიყნო - იხ. დაიყჳნა.

დავშუერით - იხ. დაშურების.

დათმენა - მოთმენა.

დათრგუნავს: ფერჴითა... დასთრგუნვიდა - ფეხით სცემდა, თელავდა.

დათხევს - იხ. დასთხევს.

დაივლტების: არა დაივლტნეს - არ დასველდნენ.

დაითმენს: დაითმინეს - მოითმინეს; დაითმინო - მოითმინო, გაუძლო.

დაითხევის: დაითხია - დაიღვარა.

დაიმარხავს: დაიმარხენით - შეინახეთ; არა დაიმარხეს - არ შეინახეს.

დაიმთხუევს: დაიმთხჳა - დაიდო.

დაიმოწაფებს: დაიმოწაფოს - მოწაფედ აიყვანოს.

დაიმრემლებს: დაგჳმრემლნეს - თავის მრევლად, სამწყსოდ გვაქცევს.

დაიმრწემებს: დაგჳმრწემნეს - უმცროსად გვაქცევს, ”გაგვაუმცროსებს” (შდრ. მრწემი).

დაიმჭირავს: თჳთ დაიმჭირა- თავისთვის დაიჭირა, აიღო; დაიმჭირნა - ხელთ ჰყავდა; პატივითა დაიმჭირეს - პატივში ჰყავდათ.

დაისადრებს: დაისაყდრა - ტახტზე დაჯდა (იხ. საყდარი).

დაისხამს: ზედა დაისხმიდეს - ზედ იდებდნენ.

დაიტყუენვის: დაიტყუენა - გაიძარცვა.

დაიუბნის: მზარეული დაიუბნის - მზარეულს დაელაპარაკებოდა ხოლმე.

დაიუნჯებს - ინახავს; დაიუნჯა - შეინახა.

დაიურვებს: დაიურვნა - იზრუნა, მოაგვარა; დაიურვის - აგვარებს ხოლმე (საზრუნავ საქმეებს).

დაიფარა სოფლით - წავიდა ამ ქვეყნიდან, გარდაიცვალა.

დაიღუაწს: დაიღუაწა - სული მისი მისი სულისთვის იზრუნა.

დაიყავნ, დაივნეს - იხ. დაიყოფვის.

დაიოფვის: დაიყვნეს - დაიხურნენ, დადუმდნენ (ბაგენი); დაიყავნ - დაიხუროს, დადუმდეს (შენი პირი).

დაიყნა: დავიყჳნო - მოვიპარსავ.

დაისნების: დაიჴსნა; დაიჴსნეს - დაიშალა, დაირღვა; დაიჴსნნეს - მოისპო (სნეულებანი); დაიჴსნის - დაუძლურდება ხოლმე.

აკრება: ქვისა დაკრებაჲ - ჩაქოლვა.

დაკრეს: დაჰკრიბა ქვაჲ - ქვები დააყარა, ჩაქოლა; დაჰკრიბეს ქვაჲ - ჩაქოლეს.

აკრძალავს: დაჰკრძალა - დაკეტა, დაბეჭდა.

დალიჭი: - სამსჯავრო ადგილი; ”ტახტი დიდებულთა დასაჯდომელი” (დ. ჩუბინაშვილი).

დამაკუეთა - იხ. დააკუეთებს.

დამართ - დაბლა, ძირს.

დამაშურალი - დაღლილი, მოქანცული.

დამახრწეველი, დამხრწეველი - დამაბრკოლებელი, ხელის შემშლელი.

დამახრწია - იხ. დაახრწევს.

დამიკრდა, დამიკრდების - იხ. დაუკჳრდების.

დამოკიდეული - ჩამოკიდებული.

დამოკიდებს: დამოჰკიდეს,- ჩამოჰკიდეს.

დამსხმელი - შემქმნელი, დამნთები (ცეცხლისა).

დამკიცეული - მტკიცე; მტკიცედ დამდგარი; დამტკიცებულად - ნამდვილად; დაჟინებით.

დამუსრავს: დამუსრნა - დაამსხვრია.

დამღიერებულნი - დამუნიანებული.

დამშრშალი - გამშრალი.

დამწუხრდების: დამწუხრდა - დაღამდა.

დამჭირვა - დაჭერა, პყრობა, ხელთ ქონა, შენარჩუნება.

დამხრწეველი - იხ. დამახრწეველი.

დამსნელი - მომსპობი

დანაკთა ၛშეცდომაა; კონტექსტით თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ”დათა” (კ.კეკელიძე)ၝ.

დანდალი - ლაგამი.

დარეცილი - დაგებული, გაშლილი (ლოგინი).

დასავალი - დასავლეთი.

დასაყუდებულო - იგივეა, რაც სადაყუდებულო.

დასდებელი - საგალობელი, რომელსაც დაურთავდნენ, ”მიადებდნენ” ხოლმე ფსალმუნებს (კ. კეკელიძე).

დასთრგუნვიდა - იხ. დათრგუნავს.

დასთხვს: დასთხევდეს - ღვრიდნენ; დასთხია - დაღვარა; დასთხინეს - დაღვარეს.

დასხამს: დასხნა - დააწყო, დაალაგა; დაესხნეს - დაედო, დაეწესებინა.

დასხმა - დადება, დაწყობა; ჴელთა დასხმაჲ - იხ. ჴელი1.

დაყუენავს: დატყუენნა - დაარბია, გაძარცვა.

დაუბრკოლდების: დაუბრკოლდა - აღელდა, შეშფოთდა; დაუბრკოლდა - ფერჴი ფეხი გადაუბრუნდა.

დაუთმობს: ვერ დამითმო - გულმან ვერ მოვითმინე.

დაუკრდების: დაუკვირდა - გაუკვირდა; დამიკჳრდა - გამიკვირდა; დამიკჳრდების - მიკვირს.

დაუმარხავს: დაუმარხე - შეუნახე.

დაუმოწფებს: დაემოწფა - მოწაფედ მიებარებინა.

დაუმკიცეელი - განუმტკიცებელი, მერყევი.

დაუნჯე - შენახვა.

დაუნჯებული - შენახული; დაუნჯებულად - შენახულად.

დაურვება - მოგვარება (საზრუნავი საქმეებისა).

დაურწყავს: დაგირწყა - დაგიგო (მახე); დაურწყავს - დაუგია.

დაუსაბამო - უსაზღვრო, უსასრულო (ღმერთის ეპითეტია).

დაუსხამს: დაგისხენ - დაგიწყე, დაგილაგე.

დაუტევებს: დაუტევა - დატოვა, მიატოვა; დაგიტევებიეს- დაგიტოვებია.

დაუუნჯებს: დაგჳუნჯა - შეგვინახა.

დაუყოფს: დაუყვენ პირნი - დაუხურე, დაუდუმე პირნი.

დაუც: დაგიც - გაქვს.

დაუცადებელი - შეუნელებელი, განუწყვეტელი; დაუცადებელად - განუწყვეტლივ.

დაფანჩავს: დაგუფანჩენ- დაგვფანტე, გაგვაბნიე (უპატრონოდ).

დაქენჯნის: დაჰქენჯნიდა - ტანჯავდა.

დაღათუ - თუ; თუმცა.

დაღათუმცა - თუ.

დაღაცათუ - თუმცა; თუ.

დაღაცათუმცა - თუმცა; მაგრამ.

დაყენებული - შეჩერებული.

დაყინებული - გაყინული, გამაგრებული.

დაყო - დახშა, დახურა.

დაყუდება - განცალკევებით ცხოვრება (ბერისა); დაყუდებით - განცალკევებით.

დაყუდებული - მარტოდ მცხოვრები, განდეგილი (ბერი).

დაყნა: დაყჳვნნეს - გაპარსეს; დაჰყჳნეთ - მოპარსეთ.

დაყუდნა - გაჩერდა, შედგა.

დაყუენა - გაპარსვა.

დაშრეტა - ჩაქრობა.

დაშრეს: დაშრიტა - ჩააქრო; დაშრიტე - ჩააქრე.

დაშურების: დაშურა - დაიღალა; დავშუერით - დავიღალეთ.

დაჩურჩნის: დაჩურჩნიან- ”ჩურჩულებენ, ხმადაბლა ლაპარაკობენ ხოლმე” (ა. შანიძე).

დაჩხუეპ: დაჩხუეპა- დაჩეხა, დაჭრა.

დაწერტილი - დაჩხვლეტილი.

დაწუხნა - დაიხუჭა (თვალი).

დაწყლული - დაჭრილი, დაკოდილი.

დაჭირვება: დაჭირვებაჲ..., რომელი დაჰჭირდა - გაჭირვება, რომელიც შეემთხვათ.

დადების: დაჴდის - დავიდოდა, ჩავიდოდა ხოლმე; დაჰჴდა ჩავიდა (მნათობი).

დასნა - მოსპობა.

დასნდების: დაჰჴსნდეს - ძარღუნი მოდუნდნენ (მისი) ძარღვები; რათა... მოისპოს (ეჭვი); დაჴსნდის - დაუძლურდებოდა ხოლმე.

დაჴსნილი - დაუძლურებული; და-მცა-ჴსნილ არს - მოისპოს.

დასნის: დაჰჴსნა - მოადუნა, დააუძლურა; მოსპო; დაჰჴსნი - არღვევ, აბათილებ; დაჰჴსენ - მოსპე (მომისპე); დაჰჴსნიდეს - მოსპობდეს.

დაშავს: დაჰჴშა - დაკეტა.

დაჯეჯკილი - დაჩეჩქვილი, დახეთქილი.

დაბძარნეს - იხ. დაბძარავს.

დაგოზა - იხ. დაგოზს.

დაკრიბა - იხ. დაკრებს.

დაკრძალა - იხ. დაკრძალავს.

დაჰქენჯნიდა - იხ. დაქენჯნის.

დაჰყჳნეთ - იხ. დაყჳნა.

დაჰჴნ, დაჰჴა, დაჰჴსნ, დაჰჴსნიდეს - იხ. დაჴსნის.

დაჰჴშა - იხ. დაჴშავს.

დედა ქალი, დედაკაცი; დედანი - ქალები; მონასტერი დედათაჲ - ქალთა მონასტერი.

დედაზარდლი - ობობა.

დედა-მძუძე - გამზრდელი (ქალი).

დიალოღონი - წიგნის სახელია.

დიდროება: მდინარისა... დიდროებაჲ - მდინარის ადიდება.

იდროის: დიდროოდა - ადიდებული იყო (მდინარე).

დიმოსი - ხარკი.

დისიძე, დის სიძე -”დის ქმარი” (კ. კეკელიძე).

დორიასად -”მუქთად, უსასყიდლოდ, ტყუილად” (კ. კეკელიძე).

დრამა - წვრილი ვერცხლის ფული.

დრაჰკანი - ოქროს ფული.

დრისტი: დრისტი ტურფაჲ -”საუცხოო რამ, საუკეთესო” (ა. შანიძე).

დრკუ -”მრუდი, უსწორო, ვერაგი” (ნ. მარი).

დროებს: არღარა დროებენ - აღარ აყოვნებენ, აღარ ბრკოლდებიან.

დრომონი - ხომალდი ერთგვარი.

დღენდელად, - დღემდე დღევანდლამდე.

დღივ - დღიურად, დღეში.

ანი - საკრავი დოლივით, დაფი.

ებგური - მცველი, დარაჯი, გუშაგი.

ებისტოლე - იხ. ეპისტოლე.

- იხ. აგბობს.

ეგების: ეგო- იყო; ეგოს- იყოს; ეგნენ- იყვნენ ვეგო- ვიყო.

ეგჳტერი., ეგუტერი - პატარა სამლოცველო, ჩვეულებრივ, ეკლესიასთან მიშენებული.

ევანგელე - სახარება.

ევლოგია - ნაკურთხი რამ (საჭმელი, სასმელი, ზეთი და სხვა); საჭირო, სახმარი რამ.

ევლის: ევლტოდა - გაურბოდა.

ეზრახების: ეზრახოს - გაესაუბროს, გაეკამათოს; ვეზრახნეთ - მოველაპარაკოთ.

ეკდიმბის: არა გეკდიმებისა? - არა გრცხვენია? ვიდრემდის ჰკდემებოდაცა - ვიდრე შერცხვებოდათ.

ეკლესიასტე - ებრაელთა ბიბლიური მეფე.

ელენნი - ბერძნები.

ელმის - სტკივა; გელმის - გტკივა; მელმის - მტკივა; გუელმოდა - გვტკიოდა.

ემბაზი - სანათლავი ჭურჭული.

ემზახების: ემზახა - დაემოყვრა, დაუმოყვრდა.

ემთხუევის: ემთხჳა - შეხვდა, შემოხვდა.

ენკომი - ქება, ხოტბა, შესხმა.

ეპარხოზი - ეპარხოსი ეპარქიის (ქვეყნის საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეულის) მეთაური.

ეოტნეს - იხ. აოტებს.

ეპისტატი - მუშების უფროსი ზედამხედველი.

ეპისტოლე, ებისტოლე - წერილი.

ეპიტირიტისი - ზედამხედველი.

ეპიტროპი - მზრუნველი.

ერგასისი - ასის ნახევარი, ორმოცდაათი.

ერთბამად - ერთად, ერთბაშად.

ერთგან - ერთად.

ერთგუამი- ერთიანი, მთლიანი.

ერთ-ზრახვა იყვნეს - ერთსულოვანი იყვნენ; ერთზრახვად - ერთსულოვნად.

ერთ-კერძო - ერთის მხრივ; ერთკერძონი - ერთ მხარეს მყოფნი.

რთო: გუერთე - შეგვიერთდი, შემოგვიერთდი.

რთობით - ერთად.

ერი - ხალხი.

ერისაანი საერო, არა სასულიერო პირი; ერისაგან ყოფაჲ - ერისაგანად გახდომა.

ერის-აცი - საერო, არა სასულიერო პირი.

რის-კრება - ხალხის თავშეყრა, აურზაური.

რის-მთავარი - მმართველი კუთხისა, ერისთავი.

ერქუმის - ჰქვია.

რჩის: ერჩდეს - ემორჩილებოდნენ; ერჩდი - დაემორჩილე; ვერჩდეთ - დავემორჩილოთ; მერჩდი - დამემორჩილე.

სავს: ვესავ - იმედი მაქვს, ვიმედოვნებ; ესვენ - იმედი აქვთ, იმედოვნებენ.

ესათნოების: ესათნოებოდა - თავს აწონებდა, მის მოსაწონად იქცეოდა.

ესერა - იგივეა, რაც აჰა ესერა.

სვენ - იხ. ესავს.

ესუა - ჰყავდა.

სხნეს - ჰყავდა; ნუუკუე შვილი არა გესხნესა? - ნუთუ შვილები არა გყავდათ?

ეტყებს: ეტყებდეს - თავპირში იცემდნენ, გლოვობდნენ.

ტყინების: ეტყინებოდა - ენთო, გიზგიზებდა.

ურვის: ესრეთ რაჲ ეურვოდეს-”ამ გასაჭირში რომ იყვნენ” (ა. შანიძე).

ექსორია ჰყოფენ - გააძევებენ (უცხო ქვეყანაში); ექსორია იქმნა - გააძევეს.

ექსორიობა - განდევნილობა სამშობლოდან.

უა: ექჳთ - ქოშინით.

ეშიშვის: სიკუდილსა... ვეშიშვოდე - სიკვდილისა მეშინოდა.

ეშმაკეული - ეშმაკისაგან შეპყრობილი.

ეშჯის: ეშჯოდა - საყვედურს ეუბნებოდა.

ეცით - იხ. სცემს.

ნების: ეძჳნებოდა - აბრაზებდა.

ეწიფების: ვერ ეწიფა - ვერ ეწია, ვერ ეღირსა.

ეწუთების: ნუ ეწუთები - ნუ ეპოტინები.

ეწბის, ეწყუების: ეწყუებოდა - ებრძოდა; მეწყო- შემებრძოლა.

უს: ნუ ეჭუ - ნუ ეჭვობ, ნუ გგონია.

სენა: გეჴსენენ - გახსოვდეთ; გეჴსენედ - გახსოვდეთ ხოლმე.

ალს: ვლენან - დადიან.

ვანი - საცხოვრებელი ადგილი, ბინა.

ვარქუ - იხ. ჰრქუა.

ვაცხოვნო - იხ. აცხოვნებს.

ვაწ - იხ. აწუევს.

ვეგო - იხ. ეგების.

ეზრახნეთ - იხ. ეზრახების.

ველოანი - ველი, გაშლილი ადგილი.

ვერჩდეთ - იხ. ერჩის.

ვესა - იხ. ესავს.

ვეშიშვოდე - იხ. ეშიშვის.

ვეცხლის-მოუარება - ფულის მოყვარულობა, ანგარება.

ვიეთნი იყვნეს - ვინ იყვნენ.

ვიეთნიმე -”ვინმეები”; ვიეთმე ქრისტეანეთა - ვინმე ქრისტიანებმა; ვიეთმე... კაცთა - ზოგ ვინმე ადამიანს, ზოგიერთებს; ვიეთმე მონაზონთა - ვინმე, ზოგიერთ მონაზონს.

ვივლ- იხ. ივლტის.

ვიზრდები - იხ. იზარდების.

ვითარ - როგორც კი.

ვითარმედ - რომ.

ვითნე - იხ. ითნევს.

ვიკადრებ - იხ. იკადრებს.

ვიკრჩიალეთ - იხ. იკრჩიალებს.

ვინა - საიდან.

ვინათგან - რაც რომ, რაც.

ინაცა - საიდანაც; ვინაჲცა-იგი - საიდანაც.

ვიპოო - იხ. იპოვების.

ვიტყებთ - იხ. იტყებს.

ვიუნჯენ - იხ. იუნჯებს.

ვიურვით - იხ. იურვის.

ვიშუებდე - იხ. იშუებს.

ვიჯმენ - იხ. იჯმნა.

ვლდომა: მირბიოდეს... ვლდომით - მირბოდნენ... ხტომით.

ვლენან - იხ. ვალს.

ვლოლვილე - გაქცევა.

ვლოლვილი - გაქცეული.

ვნება - წამება.

ვრდომა - დაბლა დავარდნა.

ოზიკობ - იხ. ტოზიკობს.

ვშუერ, ვშურები - იხ. შურების.

ვცხომდე, ვცხომდებოდე - იხ. ცხოვნდების.

ვხადოდი - იხ. ხადს.

მობ - იხ. ჴმობს.

ზადენი - ქართველების ერთ-ერთი კერპი წარმართობის ხანისა.

ზაკუა, ზაკუვა: ზაკუვით, - ზაკჳთ მზაკვრობით, თვალთმაქცობით, ცბიერებით.

ზაკუვითი - მზაკვრული, თვალთმაქცური.

ზაკულება - მზაკვრობა, თვალთმაქცობა.

ზაკული - მზაკვრული.

ზამბიკი - მარგალიტის ნიჟარა.

ზანდუკი - სარჩევი (წიგნისა).

ზარგანჴდილი - თავზარდაცემული, შიშით შეპყრობილი.

ზარი1 - შიში; ზარი განჰჴდა; ზარი აჰჴდა; ზარი ჰჴდა - ზარი, თავზარი დაეცა, ძალიან შეეშინდა.

ზარი2 - დიდი ზეიმი.

ზატიკი ან აღვსებისა ზატიკი - აღდგომა (ქრისტიანული დღესასწაული).

ზატიკობა - აღდგომის დღესასწაული; საერთოდ, დღესასწაული.

ზეგარდამო - ზეცით, ზეციდან.

ზედა-მიაწევს: ზედა-მიგაწიო - მიგახვედრებ, გაგაგებინებ.

ზედამიეევნების: ზედამიეტევნეს - მიესივნენ, მისცვივდნენ.

ზედამოუდების: ზედამოუჴდეს - თავს დაესხნენ, შეესივნენ.

ზედაშე - საზიარებელი ღვინო.

ზედაწერილი - კალენდარი.

ზეზი - ერთგვარი სამოსი ორფერი ძაფით ანდა ძაფითა და სირმით ნაქსოვი.

ზეპურნი - სამეფო ან სამთავრო საგვარეულოს წევრები.

ზესთ, ზესთა - იგივეა, რაც ზეშთა.

ზესკნელი - ზეცისა, ზევითა.

ზეშთა - მეტად; ზევით, მაღლა; ზეშთა არს- აღემატება; უმეტეს ზეშთა - მეტია, აღემატება; ზეშთა ბუნებათა არს - ზებუნებრივია.

ზიარი - საზიარო, საერთო; მოზიარე, მონაწილე.

ზმნა - მისნობა.

ზმნობა - მისნობა(?).

ზნოანება - ცუდი ზნე, ფრთხობა.

ზოგად - ერთად.

ზოგადი1 - ნახევარი.

ზოგადი2 - საერთო.

ზორვა - მსხვერპლის შეწირვა.

ზრახავს: მზრახე - მითხარი.

ზრახვა - ლაპარაკი, საუბარი; კამათი; ზრახვითა - ბჭობით, დარიგებით; ზრახვა ყვეს - მოილაპარაკეს; ზრახვა ყო - განიზრახა.

ზრდის: მზრდის - მკვებავს, მარჩენს; გუზრდიდიან - გვკვებავდნენ, გვარჩენდნენ.

ზუაობა - ამპარტავნობა.

ზუაობითი - ამპარტავნული.

ზუარაკი ზვარაკი, - მსხვერპლად შესაწირავი საქონელი.

თავადი, თავადმან - თვით, თვითონ.

თავ-დამართ, თავდამოქცევით - თავდაყირა.

თავი - მეთაური, უფროსი; დასაწყისი; თავს ისხნეს - იხ. ისხამს.

თამონეობა - თავმოყვარეობა.

თავს-დება - თავის დადება.

თავს-იდებს: არა თავს-იდებდენ - არ კისრულობდნენ; თავს უდებიეს - უკისრია.

თას-ისხამს: თავს-ისხენ - იკისრე.

თავსმდები - თავდები.

თავ-უყოფს: თავ-უყავ - პატივი ეცი, დააფასე.

თანა-აც - ვალად აძევს, ევალება; თანა-გაც - გევალება, გმართებს; თანა-მაც - ვალად მაძევს; თანა-გუაც - ვალად გვაძევს, გვმართებს.

თანა-გუაც - იხ. თანა-აც.

თანადამდგომი - იხ. თანამდგომი.

თანადახუდების: თანადახუდეს - დაესწრნენ, შეესწრნენ.

თანადგეს - იქვე იდგნენ, ესწრებოდნენ.

თანალმობა - თანაგრძნობა.

თანა-მაც - იხ. თანა-აც.

თანამდგომი, თანადამდგომი - დამხმარე, შემწე.

თანამდები - მოვალე.

თანამზრახველი - მრჩეველი.

თანა-მიც - იხ. თანა-უც.

თანამკდრი - ვინმესთან ერთად მცხოვრები.

თანამოდასე - ვისიმე დასის, წრის წევრი.

თანამოსაყდრე - ვისიმე გვერდით მჯდომი.

თანანადები - ვალი.

თანა-უდგეს - მასთან იყვნენ, მხარში უდგნენ.

თანა-უც: თანა-მიც - მევალება, ვალად მაძევს.

თანა-შეიწევს: თანა-შეიწიეს - დაიხმარეს.

თანა-შერაცხა - ჩარიცხვა.

თანა-წარვალს - ასცდება.

თანა-წარსლვა - გვერდის ავლა.

თანა-წარდების: თანა-წარჰჴდა - გაასწრო; თანა-წარჰჴედ - ასცდი, გვერდი აუარე; უკუეთუ თანა-წარჰჴდე - თუ ასცდები, გვერდს აუვლი; არა თანაწარვჰჴდი - გვერდი არ ამივლია, თანა-წარვჰჴედ - გვერდი ავუარე. თანა-წარვჰჴედით - გვერდი ავუარეთ; თანა-წარგჴედ - გვერდი აგიარე.

თანა-წარდის: რაჲსათვს თანა-წარმჴდი? - რად მაცილებ, მომაკლებ; თანა-წარგუჴადენ - აგვარიდე, აგვაცილე.

თარგმანი - მთარგმნელი.

თბე - ახლად მოზელილი ცომი.

თეატრო - სანახაობა.

თეატრონი - მაყურებელთა ადგილებით შემოვლებული წრე, სადაც წარმოდგენები იმართებოდა; იყენებდნენ აგრეთვე ქრისტიანთა საწამებელ ადგილად.

თემანი - სამხრეთი.

თესლად-თესლადი - ჯური, ჯიში.

თესლი, თესლ-ომი - ადამიანთა მოდგმა, ტომი.

თესლით-თესლამდე - თაობიდან თაობამდე.

თითო-სახე, თჳთო-სახე - სხვადასხვაგვარი, ნაირნაირი; თითო-სახედ - სხვადასხვაგვარად.

თითო-ფერი - ფერად-ფერადი, მრავალფერი.

თი - ტალახი.

თიიანი - ტალახიანი.

თმა-გარდაევებული - თმაგაშლილი.

თნავს: სთნდა - მოსწონდა; არა სთნდა - არ მოსწონდა; მთნავს - მომწონს; უკუეთუ გთნდეს - რომ კიდევაც მოგწონდეს, რომ გინდოდეს.

თება - თვისება.

თო-სახე - იხ. თითო-სახე.

თრჩულობა - თავნებობა, თვითრჯულობა.

ნიერ - გარდა; გარეშე: თჳნიერ შენსა - უშენოდ.

სად - თავისთვის.

თჳს-ს, ს-თსად - ცალ-ცალკე.

სი - თავისიანი, ნათესავი, შინაური.

თუალთ-ღებით - იხ. თუალ-ღებით.

თუალთ-შეუდგამი - თვალის მომჭრელი, ბრწყინვალე.

თუალუხუავად - მიუკერძოებლად, მიუდგომლად.

თუალ-ღება - პირფერობა, პირმოთნეობა.

თუალ-ღებით; თუალთ-ღებით - მიკერძოებით.

თუალ-ხუმით - იგივეა, რაც თუალ-ღებით.

თუმცა - რომ.

თხიერი - ტიკი.

თხრამლი - ჩირქი.

იადგარი - საეკლესიო საგალობელთა წიგნი.

იავა-ყო: იავარ-ყო - აიკლო, დავლად წამოიღო; იავარ-ყვეს - აიკლეს.

იაკინთე - იგივეა, რაც იაკინთი.

იაკინთი - ძვირფასი ქვა ერთგვარი, იაგუნდი.

იამავრი - დედისერთა.

იბრალ - დაიტუქსა, საყვედური უთხრეს.

იბრდღუენს - ბობოქრობს, მრისხანებს.

-იგი - ნაწილაკი -ც; რაჲ-ი გი რაც; რომელი-იგი რომელიც.

იგუემების - იტანჯება; ვიგუემები - ვიტანჯები.

ივლტის: - ივლტოდა - გარბოდა; გაიქცა; ივლტოდეს - გარბოდნენ, გაიქცნენ; ვივლტი - მივრბივარ, გავრბივარ.

იზარდების, იზრდების: იზარდებოდეს- ირჩენდნენ თავს, საზრდოობდნენ; ვიზრდები - ვსაზრდოობ.

იზახის: იზახდა - ყვიროდა, ღრიალებდა.

იზრახავს: იზრახეს - განიზრახეს; იზრახნა - განიზრახა.

ითნევს: ვითნე - მოვიწონე.

იიძულების: იიძულა - იძულებულ იქნა; იიძულნეს - იძულებული გახდნენ.

იკადრებს: ვერ იკადრა- ვერ გაბედა; ვერღარა იკადრეს - ვეღარ გაბედეს; ვერ ვიკადრებ - სიტყუად სიტყვის თქმას ვერ გავბედავ.

იკონომოსი - ქონების, სამეურნეო საქმეების უფროსი განმგებელი მონასტერში.

იკონომოსობა - სამეურნეო საქმეთა განმგებლობა.

იკრჩიალებს: ვიკრჩიალეთ - ვიკივლეთ, ვიყვირეთ.

ილტობვის, ილობის: ცრემლითა ილტობვოდეს - ცრემლითა ილტობოდეს - ცრემლით სველდებოდნენ, ცრემლებს ღვრიდნენ.

იმარტლებს: იმარტჳლა - იწამა (სარწმუნოებისათვის).

იმიერ - იქითა მხარეს, გაღმა (შდრ. ამიერ).

იმიერი - იქითა; გადაღმა (შორს) არსებული.

იმოთხვის: იმოთხვიდეს - სეირნობდეს.

იმრუშებს: იმრუშებდა - მეუღლეს ღალატობდა.

იმსთობს: იმსთობდ - დააჩქარებდი, ადრე მოხვიდოდი.

ნა - “საჯდომი” (საბა), “სავარძელი” (ილ აბულაძე). ჯდა ინაჴით - სავარძელში იჯდა; ინაით დაისხნა - სავარძელში დაისხა.

ინა-იდგამს: ინაჴ-იდგმიდენ - “მხართეძოზე წვებოდნენ” (ივ. იმნაიშვილი).

ინდიკტიონი - წელიწადი 15.წლიანი მოქცევისა, რომელიც პირველად 312 წლის 1 სექტემბერს დაიწყო (ე.წ. “მცირე ინდიკტიონი”); იხმარებოდა აგრეთვე ”დიდი ინდიკტიონი”, რაც ქორონიკონის (იხ.) სინონიმია.

ინჩა - ჩინჩახვი.

იოტე: იოტნა - გააქცია; იოტოთ - გააქციოთ, განდევნოთ.

იოტ- - ერთი ბეწვა.

იოხრეს - ხმა გამოსცეს.

ოხს: იოხდეს - შუამდგომლობდეს, ეხმარებოდეს; იოხდით - იშუამდგომლეთ; ჩემთჳსცა იოხდ - ჩემთვისაც იშუამდგომლე.

იპოვების: იპოვა - გამოდგა, იყო; ყოვლად მრთელად იპოვა- სრულიად გამომრთელდა, გაჯანსაღდა; მათ ყოველთა უწინარჱს იპოვა სიმჴნითა - ყველაზე მხნე, გულადი გამოდგა, იყო; ცარიელი ვიპოო - ცარიელი დავრჩე.

ისერებს: ისერონ - ივახშმონ.

ისიძავს: ნუ ისიძავ - გარყვნილ ცხოვრებას ნუ ეწევი.

ისმაიტელი - მაჰმადიანი.

ისრაელქმნილი - გაებრაელებული

ისრალი - ებრაელი (ებრაელთა მეფის იაკობის მეორე სახელის მიხედვით).

ისრალიტელი - ისრაელის (ებრაელთა) ტომისა.

ისტუმრებს: ისტუმრნა - გაუმასპინძლდა; ისტუმრნეს - გაუმასპინძლდნენ; რაჲთა... ისტუმრნენ - რათა... გაუმასპინძლდნენ.

ისხამს: ისხმიდეს ნაცართა - ნაცარს იყრიდნენ (თავზე); თავს ისხნეს - გადაიკიდეს, დამართეს თავის.თავს.

იტყებს: ნუ ვიტყებთა? - ნუ ვიგლოვთ, თავ-პირში ნუ ვიცემთ?

იუნჯბს: ვიუნჯენ - შევინახე.

იურვის: იურვი - წუხხარ; არას ვიურვით - არაფერს ვწუხვართ.

ფქლი: - ხორბალი.

იქდნ - შხამიანი გველი ერთგვარი.

იქმს: საჭმელსა არა იქმოდინ - საჭმელს არ აკეთებდნენ.

იქცევის: იქცეოდა - ტრიალებდა, ბრუნავდა; იქცა- გატრიალდა, გაბრუნდა.

იღუაწს: იღუწიდეს - ეხმარებოდნენ; იღუაწე- იზრუნე, მოუარე; იღუაწნა - განიკითხა (გლახაკნი).

იყავნ - იხ. იყოფვის.

იყოფის1, იყოფვის, იყოფების: იყოფდეს იყოფვოდეს იყოფებოდეს - იყვნენ; იყავნ - იყოს.

იყოფის²: ნუ იყოფინ ჩემდა - ნუ შვრებით, ნუ მიშვრებით, ნუ მიზამთ.

იშჳთი - იშვიათი.

იშუებს - განცხრომაშია; იშუებენ - მხიარულობენ, ილხენენ; იშუებდა სიხარულითა - გახარებული იყო; იშუებდეს - ილხენდნენ, მხიარულობდნენ; ვიშვებდე - მოვილხენ, დროს გავატარებ.

იჩქურებს: ვიჩქურენ - უგუნურებად, უაზრობად ჩავთვალე (იხ. სიჩქურე).

იცის: მიცი - იცი (ჩემი ამბავი), მიცნობ; გიცი - ვიცი (შენი ამბავი), გიცნობ; არცა გიცი - არც ვიცი ვინა ხარ, არც გიცნობ.

იძრვის: იძროდა - ცდილობდა, მიისწრაფოდა.

იწდევს: იწდიესღვნოჲ - დაისხეს ღვინო.

იწრო - ვიწრო; ძნელად სავალი; შემაწუხებელი.

იწროება - გაჭირვება, გასაჭირი; ტანჯვა.

იწურთის: იწურთიდა - სწავლობდა.

იწყლების: იწყლა - დაიკოდა.

იხარკებს: ვიხარკოთ- ”ვეცადოთ” (?) (ა. შანიძე).

იჴადა - იძრო, იშიშვლა (მახვილი); იჴადეს - იძრეს, იშიშვლეს.

იჴაჴს: იჴაჴდეს ღაწუთა - ლოყებს იხოკდნენ.

იჴსნა: პირი იჴსნა- შეჭამა საჭმელი; პირი ერთგან იჴსნიან - ერთად შეჭამდნენ ხოლმე საჭმელს.

იჴუმევს: იჴუმევენ - ხმარობენ; იჴუმევდა - იხმარებდა; ვიხუმიენ - ვიხმარე, გამოვიყენე; მცირედ იჴუმევდეს - ცოტას შესვამდნენ, სინჯავდნენ (სასმელს); სივლტოლაჲ იჴუმია გაიქცა.

ჯმნა - წავიდა, მოშორდა; გადადგა (წინამძღვრობიდან). იჯმნიდა წარსლვად - აპირებდა წასვლას, მოემზადა წასასვლელად; ვიჯმენ - წავედი; გავშორდი, მოვშორდი.

კადნიერი - გაბედული.

კაეტი - ათასეულის ან ათიათასეულის მეთაური.

კათოლიკე ეკლესია- მსოფლიო საქრისტიანო ეკლესია.

კალნაბი - კომბოსტოს ერთ-ერთი ჯიში.

კანანახი - გალობის წამომწყები ეკლესიაში.

კანანახობა - გალობის წამოწყება.

კანდელაკი - კანდელისა თუ სანთლის დამნთები ეკლესიაში, მნათე.

კანდელი - ზეთის ლამპარი.

კანკელი - ხატი.

კანონი - წესი, განაწესი.

კარაული - ვირი.

აცად-კაცადი - თითოეული, ყოველი.

კაცება - ადამიანობა.

კბოდე - ციცაბო ნაპირი მდინარისა (ზღვისა).

კდემა - სირცხვილი; კდემასა ქუეშე შეაყენეს - სირცხვილში ჩააგდეს.

კდემული - შერცხვენილი.

კეთილი - კარგი; მრავლითა კეთილითა;ფრიადითა კეთილითა - ბევრი სიკეთით, საჩუქრებით; კეთილად - კარგად; კეთილ ვარ - კარგად ვარ.

კელარი - სამეურნეო საქმეთა განმგებელი მონასტერში.

კელინი - საცხოვრებელი ოთახი მონასტერში, სენაკი.

კენდინარი - ასლიტრიანი საწყაო.

კერატი - “...ჰქვია ხილსა ერთსა, არაბეთს მოვა, ლობიოს ჰგავს” (საბა).

კერეონი - მსხვილი სანთელი.

კეროვანი - იგივეა, რაც კერეონი.

კერპთ-მაწუეველი - კერპთთაყვანისმცემელი.

კერძი: ჴმელით კერძი - ხმელეთის მხარეს.

კერძო¹ - მხარეს; ყოვლით კერძო - ყოველ მხარეს; მარჯუენით კერძო - მარჯვენა მხარეს; აღმოსავალით კერძო - აღმოსავლეთის მხარეს.

კერძო2: კერძოჲ - ნაპირი, კიდე.

კერძონი - მხარეები; კერძოთა სპანიისათა - ესპანეთის მხარეებისაკენ, მხრისკენ; კერძოთა პონტოჲსათა - პონტოს მხარეებისაკენ.

კეცი - თიხა.

კიდე - გარდა; შორს რისგანმე.

კიდე-ჰყოფს: კიდე-მყავ - განმაშორე რისგანმე; კიდე-ვყვნე - შენგან მოგაცილო, მოგაშორო.

კიდობანი - ყუთი.

კილიკი - ფლასი, ფარდაგი მატყლისა ან ბალნისა.

კირით-ხურო - კალატოზი.

კმა-არს - საკმარისია; კმა-ხართ - საკმარისი ხართ.

კმა-ეყოფის: რომელ კმა-გეყოს - რომელიც, რაც გეყოფა.

კმა-იყოფს: კმა-იყოფოდეს - იკმარებდნენ.

კნინ ერთ და - ცოტაც და, კინაღამ.

კნინი - ცოტა, ცოტაოდენი.

კნინოდენ - ძლივს.

კნინღა - თითქმის.

კომანნი - იგივეა, რაც ყივჩაყნი.

კორანი - იხ. კურანი.

კოწოლი თმათაჲ - თმის ბოლო, თმის წვერი.

კოჭობი - პატარა ქოთანი.

კრასოვული - “ღვინის კათხა” (ა. შანიძე).

კრეტსაბმელი - ფარდა.

კრული - შეკრული.

კრძალული - დაფარული, მყუდრო (ადგილი); კრძალულ იყო - დაცული იყო.

კჳრიაკე - კვირა, კვირადღე.

კჳრიაობათა, კჳრიობათა - კვირაობით.

ჳრიელეჲსონი - ლოცვაა ერთგვარი (სიტყვა ბერძნულია და ნიშნავს: “უფალო შეგვიწყალენ”).

კუალად - ისევ.

კუალადგება - აღდგენა, განახლება.

კუართი - პერანგი.

კუბასტი - ლეჩაქი.

კუერექსი - ქადაგება.

კუერთხი - ჯოხი.

კუერი - ჩაქუჩი (მჭედლისა), ურო.

კუკული - იგივეა, რაც კუნკული.

კულა - კვლავ, ისევ; კი; ვინაჲთგან კულა - ხოლო.

კუმაში - ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი.

კუნკული - ბერის თავსაბურავი.

კურანი, კორანი - მაჰმადიანთა რელიგიური თხზულება რომელშიც მაჰმადის მოძღვრებაა მოცემული, ყურანი.

კურაპალატი - საქართველოს მეფეებისა და მთავრების ტიტული მე-9 - მე-11 საუკუნეებში.

კურაპალატობა - კურაპალატის ტიტული, ხარისხი.

კურო - დაუკოდავი ხარი.

კ˜ხლ - “კურთხეული” (?); მუწუკი (შდრ. “ბედნიერი”, ხალხში ერთგვარ მუწუკზე იტყვიან).

ლავრა - დიდი მონასტერი.

ლავრლი - “დიდი ათანასეს ლავრის წინამძღვარი” (ა. შანიძე).

ლარნაკი - კუბო; სამარხი.

ლეგეონი - ჯარი, ლეგიონი.

ლირბი - ურცხვი, თავხედი.

ლირწად - ურცხვად.

ლირწე - ურცხვობა; უწესობა.

ლიტანია - საყოველთაო ლოცვა ეკლესიის გარეთ; იმართებოდა დიდ დღესასწაულებზე და რაიმე განსაცდელის დროს.

ლიტანიობა - ლიტანიის შესრულება.

ლიტანიობს: ლიტანიობდით - ლიტანიას ასრულებდით.

ლიტონი: ლიტონი კაცი - უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი; ლიტონი დღე - სადაგი, სამუშაო დღე, არა უქმე დღე.

ლიტრა - საწყაო, დაახლოებით ერთი გირვანქა.

ლიქნა - პირფერობა, ფარისევლობა.

ლიქნის: ლიქნიდეს - პირში ეფერებოდნენ, ეფარისევლებოდნენ.

ლუსკუმა - სამარხი, საფლავი; კუბო.

მაბრალობ - იხ. აბრალობს.

მაგიერ - მანდედან; მაგიერ ციხით - მაგ ციხიდან; მაგიერ ქუეყანით - მაგ ქვეყნიდან.

მაგისტროსი - ბიზანტიური სამოხელეო ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი.

მაგისტროობა - მაგისტროსად ყოფნა.

მაგოგი - ბიბლიური ხალხი, მეტად მრისხანე.

მაგრიად - ძლიერად, კარგად.

კაბელთა - ბიბლიის (ძველი აღთქმის) ერთ-ერთი წიგნის სახელი.

მალიად - მალე, ჩქარა.

მამა - მამაკაცი; მონასტრის წინამძღვარი.

ამა-მძუძე - გამზრდელი (კაცი).

მამზებელი - მზის მომფენი.

მამის მამეულად - მამა-პაპით.

მამნა - სიმდიდრის, ფულის ღვთაება (ძველი აღმოსავლეთის ხალხებში); ანგაჰრებისა მამონა - ანგარების ღმერთი.

მამული - მამისა, მამეული, მამაპაპეული.

მამფალი - მეუფე, მბრძანებელი.

მანა - “პალო და მომცრო მარგილი” (საბა).

მანანა - საჭმელი, რომელიც ბიბლიური გადმოცემით, ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში მოგზაურობის დროს ზეციდან უცვიოდათ.

მანგალი - ნამგალი.

ანდრინი - “მწყემსი” (?) (ა.შანიძე).

მანქანება - საზიანო ხერხი, ხრიკი, ცბიერება.

მაოტებელი - გამაქცეველი, განმდევნელი.

მარადღე - ყოველ დღე, მუდამ.

მარზაპანი - სპარსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, მმართველი საქართველოში.

მარზაპნობა - მარზაპნის მმართველობა.

მართლმხილება - სიმართლით მხილება.

მართლ უკუნ: მართლ უკუნ იქცა - პირი იბრუნა, გაბრუნდა.

მარტჳლი - ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებული პირი, მოწამე.

მარტჳლია - “სულიწმინდის მოფენის” დღე (აღდგომიდან 50-ე დღე).

მარტჳლობა - სარწმუნოებისათვის წამება.

მარცხლ - მარცხნივ.

მარჯუენითი ავაზაკი - მარჯვენა მხარეს ჯვარცმული ავაზაკი (სახარების მიხედვით ქრისტესთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ).

მარჯულ - მარჯვნივ.

მარჯუს: ჰმარჯუდა - ემარჯვებოდა, ეხერხებოდა.

მასმია, მასმიეს, მასმიოდა - იხ. ასმია.

მასწავლელი - მასწავლებელი.

ატს: ჰმატს - მეტად ხდის, აღამაღლებს; ჰმატდა - აღემატებოდა, სჯობნიდა.

მაღნარი - ხშირი ტყე, ტევრი.

მაშურალი - დაღლილი.

მაცილობელი - მოცილე, მოდავე.

აცხოვარი - ცხოვრების, სიცოცხლის მიმნიჭებელი (იესო ქრისტეს ეპითეტია).

მაწე, მაწუევენ - იხ. აწუევს.

მაჭირვებელი - ჭირში, უბედურებაში ჩამგდები.

მახარებელი - სახარების ავტორი; ცნობილია ოთხი მთავარი მახარებელი: მათე, მარკოზი, ლუკა, და იოანე.

მახრწეველი: არა ვარ მახრწეველ კეთილისა -“არ ვერიდები, გვერდს არ ვუვლი სიკეთეს” (ნ. მარი).

მბასრობელი - მლანძღველი, მაგინებელი.

მბრძოლი - ვინც ებრძვის, მტერი.

მგბევრი - შემგებებელი.

მგებდით - იხ. გებს.

მგზავრ - მგზავრობაში, გზადაგზა.

მდაბალი - თავმდაბალი; დამდაბლებული.

მდაბიო, მდაბური - სოფლელი.

მდიდროის: მდიდროოდა - მდიდრად ცხოვრობდა.

მდუმრიად - მდუმარედ, ჩუმად.

მდღევრი - დღიური მუშა.

მებრ - მხოლოდ; დაგუავიწყდა მებრ -“სრულიად დაგვავიწყდა” (ა. შანიძე).

მედგარი - ზარმაცი; მზაკვარი, ვერაგი.

მედგრობა - ზარმაცობა.

მედიმოსე - ხარკის ამკრეფი (შდრ. დიმოსი).

მევაჟინე - ვისაც სასმელი (ღვინო) ებარა მონასტერში; “სასმელთ მნე” (საბა).

მეკერპე - კერპთთაყვანისმცემელი.

მელმის - იხ. ელმის.

მემარგე - მკითხავი, წინასწარმეტყველი.

მემგოსნენი - სალამურისა და მისთანათა დამკვრელნი.

მემჴრე - “მგალობელი” (ნ. მარი).

მენავე - მეზღვაური.

მენავეთ-მოძღუარი - ხომალდის უფროსი.

მენელსაცხებლე - ნელსაცხებლების მკეთებელი.

ოტი: მეოტნი;- გაქცეულნი; გამოქცეულნი: მეოტად წარიქცია - გააქცია.

ოტ-იქმნა: მეოტ იქმნნეს - გაიქცნენ.

მეოტ.ჰყოფს: მეოტ-ჰყოფნ - გააქცევდა, აიძულებდა, რომ გაქცეულიყვნენ.

მეოხება - შუამდგომლობა, შემწეობა.

მეოხი - შუამდგომელი, შემწე; მეოხ არს - შუამდგომელია, შემწეა.

მერმე - მერმისი, მომავალი.

მერჩდი - იხ. ერჩის.

მეოზიკე - ტოზიკის (იხ.) მონაწილე.

მეტოქ - “მონასტრის კუთვნილი, მაგრამ სხვაგან მდებარე დროებით სამყოფი სახლი” (ა. შანიძე).

მეტრა - 15-ლიტრიანი საწყაო.

მერაპეზე - სუფრის გამრიგებელი.

მეუდაბნოე - უდაბნოში, განცალკევებით მცხოვრები, ბერი.

მეუფე - მეფე, მბრძანებელი.

მეუფება - მეფობა.

მეფსალმუნე - ფსალმუნის გამომთქმელი.

მეყი: მეყსა შინა - თვალის დახამხამებაში.

მეყსეულად - უცბად, მაშინვე.

მეცნიერება - ცოდნა.

მეცნიერი - მცოდნე; ნაცნობი.

მეჭურჭლე - განძეულობის მცველი, ხაზინადარი.

მეჴამლე - ხარაზი, ფეხსაცმლის მკერავი.

მეჴამლეობა - ხარაზობა.

მეჯადაგე - “მეჯღანე” (საბა), ფეხსაცმლის დამკერებელი.

მეჰომე - მეომარი.

მზაკუვარება - ვერაგობა, მზაკვრობა.

მზარდული - აღმზრდელი.

მზის-თუალი - მზე.

მზრახე - იხ. ზრახავს.

მზუაობარი - ზვიადი, ამპარტავანი.

მზუარე - მზისგული; მზიანი, უჩრდილო ადგილი.

მზღუარი - საზღვარი.

მთა - ათონის მთა, სადაც ქართველების მიერ აშენებული იყო ივერიის მონასტერი; ამ მთის მცხოვრებლები, ბერები.

მთავრობა - მეთაურობა, უფროსობა, მეფობა.

მთიები - ცისკრის ვარსკვლავი.

მთნავს - იხ. თნავს.

მთხრებლი - ორმო.

მიაგებს: მიაგოს - მისცემს, მიუზღავს; მიგაგოს - მოგიზღავს; მიგაგო - მოგიზღავ.

მიამთხუევს: მიამთხჳან - ღუედითა არტყამენ, სცემენ ხოლმე ღვედით.

მიაქცევს - მიაბრუნებს, გააბრუნებს; მიაქცინეს - ზურგი შეაქციეს.

მიაწევს: მიგაწიოს - მიგაღწევინებს; მიმაწიე - მიმაღწევინე (იხ., აგრეთვე, ზედა-მიაწევს).

მიაწყუდევს: მიაწყუდია - მიიმწყვდია, შეამწყვდია.

მიგაგო, მიგაგოს - იხ. მიაგებს.

მიგაწიოს - იხ. მიაწევს.

მიგმადლე - იხ. მიჰმადლებს.

მიდრეკილი მიდრეკილ (არს) დღე - დღე გადასულია, საღამოა მოტანებული.

მიდრეკს: მიდრიკნეს - გადახარეს, მიიმხრეს; მიუდრეკივარ - გადავუხრივარ.

მიდრკების: მიდრკა მათდა - მათკენ გადაიხარა; ნუუკუე მისდრკე - ვაითუ დაჰყვე, დაემორჩილო.

მიემადლების: მიემადლებოდა - მიეცემოდა.

მიემთხუევის: მიემთხჳა, - შეხვდა; მიაღწია; მიემთხჳნეს - შეხვდნენ; მივემთხჳვე - შევხვდი; მივემთხჳო - მივაღწევ.

მიერ -იქიდან; მიერ დღიდან - იმ დღიდან; მიერ ჯუარით - ჯვრიდან.

მიერითგან - იმ დღიდან, მას შემდეგ

მიერულვის: მიერულა - ჩასთვლიმა, ჩაეძინა.

მიერჩს: მი-ვე-ერჩდა - ვიდრე დაემორჩილებოდა.

მიექცევის: მიექცა - მიუბრუნდა; ზღაპრებსა მიექცენ - ზღაპრებს მიუბრუნდნენ, ზღაპრებზე გადავიდნენ.

მიეწიფების: მიეწიფე - მიეწიე, გაუსწორდი.

მივედ - მიდი.

მი-ვე-ერჩდა - იხ. მიერჩს.

მივითუალავ - იხ. მიითუალავს.

მივის - იხ. უვის.

მითხრობა - მბობა, მოყოლა.

მიივლტის: მიივლტოდა - გარბოდა, გაიქცა.

მიითუალავს: მივითუალავ - ვიღებ; მიითუალა - მიიღო, ჩაიბარა; არად მიითუალა - არაფრად ჩააგდო; მიითუალოს - მიიღოს, იკისროს.

მიიქცევის: მიიქცევიან - მიწად უბრუნდებიან მიწას.

მიიქცევს - იხ. გარე-მიიქცევს.

მიიღებს: მიიღო - აიღო (ქვა).

მიიწევის - მიაღწევს; მიიწია - მივიდა; მიაღწია; მიიწინეს - მივიდნენ, მიაღწიეს; მიიწია საზომსა - დიდ ზომას, ხარისხს მიაღწია; მიიწია ჰასაკსა - გაიზარდა, სრულწლოვანი გახდა; ყოველსა ზედა მივიწიე - ყველაფერს მივხვდი.

მიიხუამს: მიიხუნა - აიღო; მიიღო; მიიხუენ - მიიღე, დაიხსომე.

მილიონი - მანძილის საზომი ერთეული, დაახლოებით კილომეტრნახევარი.

იმართავს: მიჰმართა - გაემართა.

მიმაწიე - იხ. მიაწევს.

მიმდემი - ყოველდღიური, განუწყვეტელი; მიმდემად - განუწყვეტლივ.

მიმთხუევა - მიღწევა.

მიმითუალეს - იხ. მიუთუალავს.

მიმოგანიმსტურავს: მიმოგანიმსტურეს - დაზვერეს, დაათვალიერეს.

მიმყოვრება - დაყოვნება.

მიმწუხრი - საღამო ხანს, საღამოთი.

მიმხუმელი - მიმღები.

მიმჴდელი - გადამხდელი.

მიპოო - იხ. იპოვის.

მიპყრიეს - იხ. უპყრიეს.

მიჟამე - იხ. უჟამებს.

მისაგებელი - მისაზღვეველი, საზღაური.

მისდრკე - იხ. მიდრკების.

მიუდგების¹: მიუდგიან უკუანა - უკან მისდევდნენ; მიუდგეს უკუანა - გამოუდგნენ, უკან გაჰყვნენ.

მიუდგების²: აჰა... მიუდგეს და შვეს - აი... დაორსულდება და შობს.

მიუდრეკივარ - იხ. მიდრეკს.

მიუთუალავს: სიკუდილდ მიმითუალეს - სასიკვდილოდ მიმცეს (ვარსქენს).

მიუთქს - მისდევს (დღე დღეს).

მიუთხრა - უამბო, უთხრა; მიუთხრეს - უამბეს; მიუთხართ - ვუამბეთ; მიგითხარ - გიამბე; რომელი-იგი მიგითხრა - რასაც გიამბობ.

მიუთხრობელი - ენით უთქმელი, გამოუთქმელი.

მიუკუნისამდე - საუკუნოდ, სამუდამოდ.

მიუმცნობს: მიუმცნო - შეუთვალა; მიუმცნეს - შეუთვალეს.

მიუძღუანებს: მიგიძღუანენ - გამოგიგზავნეთ.

მიფლობს - იხ. უფლობს.

მიქადული - დაიმედებული, თავმომწონე, ამაყი.

მიღებული: ნახევარ მიღებული- ნახევრად მკვდარი.

მიღუაწოს - იხ. უღუაწს.

მიყოფს: ვერვინ მიყვნა ჴელნი - ხელი ვერავინ შეახო; მიყვნეს ჴელნი - ხელი აღმართეს (ევსტათის მოსაკლავად).

მიშუება: მიშუებითა ღმრთისაჲთა (უფლისაჲთა)- ღვთის ნებით.

მიჩს -იხ. უჩნს, უჩს.

მიცი - იხ. იცის.

მიწევნული: მიწევნული... მის ზედა - რაც მას ეწია, დაემართა; მიწევნულ ვარ ჟამსა - გაზრდილი, სრულწლოვანი ვარ; არასადა ვინ მიწევნულ არს - არავის მიუღწევია.

მიწესს - იხ. უწესს.

მიწოვანი - მიწიერი,მიწისა.

მიხუდების: მიხუდა - შეხვდა, ერგო.

მიჴმს - იხ.უჴმს.

მიჰმადლებს: მიჰმადლა - მისცა,მიანიჭა; მიგმადლე- მოგეცით.

მიჰმართა - იხ. მიმართავს.

მიჰრიდებს: მიჰრიდა- მოერიდა, გაერიდა, გაეცალა.

მიჰრონი - სურნელოვანი ზეთი, რომელსაც ხმარობენ ქრისტიანული მღვდელმსახურებისას.

მიჰრქუა - შეუთვალა.

მკადრე - გამბედავი.

მკალი - კალია.

მკელობელი - კოჭლი.

მკსინვარე, მკსინვარი - მძვინვარე; მკსინვარედ - მრისხანედ, მწყრალად.

მკსინვარება - რისხვა; შფოთი; მკსინვარებასა სიცივისასა - სიცივის სუსხს.

მკჳდრი - ბინადარი; მემკვიდრე; მკჳდრ იყვნეს - ცხოვრობდნენ.

მკჳრცხედ - სწრაფად.

მკჳრცხლი - ქვეითად მავალი.

მკჳრცხლ-მავალი - შიკრიკი.

მმარხველი - შემნახავი, დამცველი.

მნათე - სანთლების დამნთები ეკლესიაში.

მნათობიერი - მანათობელი.

მოაგეგს: მოაგოს - მიუზღავს, მისცემს.

მოამშჳდებს: მოამშჳდა - დაამშვიდა.

მოართუამს გონებასა - მოასურვებს, მოანდომებს.

მოატყუებს: საწადელსა... მოატყუებს - სურვილს... აღუსრულებს; ნეტარებასა მოგატყუებს - ნეტარებას მოგანიჭებს.

მოაქცევს: მოაქცივნა - ქრისტიანობა მიაღებინა, გააქრისტიანა; ჩემდა მოვაქციო - ჩემს სარწმუნოებას მივაღებინებ; მოვაქცინე შენსა შჯულსა - შენი სარწმუნოება მივაღებინე; მოგუაქცინა - მოგვაბრუნა, გადაგვარჩინა.

მოაღენებს: მოაღებინა - მოატანინა.

მოაწევს: ჩემდა მოაწიეთ - ჩემთან მოიყვანეთ.

მოახილვებს: მოახილვა - აჩვენა, დაათვალიერებინა.

მოაჴსენებს: მომაჴსენებენ - მომაგონებენ, გამახსენებენ.

მობაძავ - მიმბაძველი.

მოგატყუებს - იხ. მოატყუებს.

მოგიმედგრებიეს - იხ. მოიმედგრებს.

მოგინება - გალანძღვა.

მოგობა - მოგვობა (იხ. მოგჳ).

მოგჳ¹ - “ვარსკვლავთმრიცხველი გინა გრძნეული” (საბა); “ზოროასტრის შჯულის მსახური” (ილ. აბულაძე).

მოგჳ²: მოგუნი - ჩექმები.

მოგუალე: მოგუალე, ვიდოდეთ - მოდი, ვიაროთ.

მოგუება - იგივეა, რაც მოგობა.

მოგუნის: ლიქნით ჰმოგუნიდა - ეფარისევლებოდა, ეპირფერებოდა.

გწყჳდნეს - იხ. მოწყუედს.

მოდასე - (მოციქულთა) დასის წევრი.

მოდერკ - იხ. მოდრკების.

მოდი - სითხისა და მარცვლეულის საწყაო.

მოდრკების: მოდრკა - მოიხარა; მოდერკ - მოიხარე (ჩვენსკენ).

მოეგების: კუალად მოეგო - კვლავ ამოუვიდა (თმა).

მოემთხუევის: მოემთხჳა - შეხვდა.

მოესრნიან - იხ. მოსრავს.

მოექცევის: მოექცა - მოუბრუნდა.

მოეძარცჳს: მოეძარცუნეს - მოსცილდა.

მოეჴდების: გულსა მოეჴადა - აზრად მოუვიდა.

მოეჴსენების: მოეჴსენა - გაახსენდა, მოაგონდა.

მოვედ - მოდი; მოვედით - მოდით.

მოვიგენ - იხ. მოიგებს.

მოვისრნეთ - იხ. მოისრვის.

მოვიწიენით - იხ. მოიწევის.

მოთმინე - მომთმენი.

მოთხე - კოლოფი, ყუთი.

მოიბლარდნის: მოიბლარდნა - მოიხვია.

მოიგებს: მოიგე - მოიპოვე, მიიღე; მოვიგენ - მივიღე.

მოივლტის: მოივლტიან - მოისწრაფიან; მოვივლტი - მოვისწრაფი.

მოიზღუდავს: მოიზღუდა თავი - “თავისი თავი ხელში დაიჭირა, გამაგრდა, ძალა შეიმატა” (ვუკ. ბერიძე).

მოითუალავს: მოითუალნა - დაათვალიერა; მოითუალვიდეთ - დაათვალიერებდეთ, ნახავდეთ.

მოიკუეთს: ყოველივე ნებაჲ თჳსი მოიკუეთა - ყოველი თავისი სურვილი შეიზღუდა, შეიკვეცა.

მოიმედგრებს: მოგიმედგრებიეს თავი - მოშვებულხარ, გაზანტებულხარ.

მოიმოწაფებს: მოიმოწაფენით - დაიმოწაფეთ, მოწაფედ აიყვანეთ.

მოიმსტურავს: მოიმსტურნა - მოათვალიერა, მონახა.

მოიმტკიცებს: მოიმტკიცა - მტკიცე პირობა ჩამოართვა, დაითანხმა.

მოიმძევლებს: მოიმძევლნეს - მძევლად გაიხადონ, დაიპყრონ (გულები).

მოირეწს: მოირეწდა - შოულობდა ქირით, მოჯამაგირეობით; არცა რას მოირეწდეს - არც არაფერი იშოვოს ქირით.

მოისარი - ისრის მსროლელი.

მოისთულის: მოისთულნა - მოკრიფა; მოისთულეს - მოიპოვეს: მოისთულებდიან - კრეფდნენ ხოლმე.

მოისრვის: მოისრნეს: მოისპნენ, გაიჟლიტნენ; მოვისრნეთ - მოვისპობით, გავიჟლიტებით.

მოიქეცინ - იხ. მოიქცევის.

მოიქმნების: მოიქმნა - მოსწორდა (ადგილი); მოიქმნას - მოსწორდეს.

მოიქცევის: მოიქცა - მობრუნდა, დაბრუნდა; მოიქცა პირი მისი - პირი გაუსწორდა; შენდავე მოიქეცინ - შენსკენვე მობრუნდეს.

მოიღებს: მოიღო - აიღო, მოიტანა; ნათელი მოიღო - მოინათლა; მოიღეს ლოცვაჲ- ილოცეს; შენთჳს მომიღიეს - შენთვის მომიტანია.

მოიყიდის: მოიყიდო - იყიდო.

მოიძარცუავს: მოიძარცუა - გაიხადა, მოიცილა (ძონძი).

მოიწევის: მოიწია - მოვიდა; მოიწინეს - მოვიდნენ; მოვიდა; მოვიწიენით - მოვედით.

მოიწუართის: მოიწუართნა - შეისწავლა.

მოიხადს: ბოროტი მოვიხადე - ბოროტება მოვიწიე, გადავიკიდე.

მოიხუამს: მოიხუნა - მოიტანა: მოიხუნეს - მოიტანეს; რაჲთა მოიხუნენ - რათა მოიტანონ.

მოკიცხავს: მოჰკიცხე - სასაცილოდ აიგდე, დასცინე.

მომადლებს: მომმადლე - მომეცი, მომანიჭე; მომმადლოს - მომანიჭებს.

მომატყუებელი - მომცემი, მომნიჭებელი; მიზეზის მომცემი.

მომაშურალი - დაღლილი.

მომზავებელი - მიმზიდველი, მომხიბვლელი.

მომიღიეს - იხ. მოიღებს.

მომიძღუანა - იხ. მოუძღუანებს.

მომმადლებს - იხ. მომადლებს.

მომსრველი - ამომწყვეტი, აღმომფხვრელი.

მომუშაკება - მუშაობით, შრომით შეძენა.

მომღებელი - მომტანი.

მომჭირნედ: რეცა მომჭირნედ - ვითომდა შეჭირვებულად, შეწუხებულად.

მონაგები - ქონება, სიმდიდრე.

მონადირება - ხელთ გდება.

მონაზონება - მონაზვნად ყოფნა; მონაზონებისა შრომაჲ, ღუაწლი მონაზონებისაჲ - მონაზვნის შესაფერი შრომა.

მონაზონი - ბერი.

მონანული - მომნანიებელი.

მორჩი - ყლორტი.

მოსავი - მოიმედე.

მოსაყდრე - სამეფო ან საპატრიარქო ტახტზე მჯდომი; ტახტის მემკვიდრე.

მოსაცხრომელი - დასაცინი, გასაკიცხავი.

მოსენაე - “სენაკში მცხოვრები ბერი” (ა. შანიძე).

მოსიკუდიდი - მოკვდავი (საბა); მოსიკუდიდ არიან - მოკვდებიან; ადრე მოსიკუდიდ ხარ - მალე მოკვდები; მოსიკუდიდ - მოსაკვდინებლად, მოსაკლავად; სასიკვდილოდ.

მოსისხლეობა - შურისძიება, მტრობა.

მოსრავს: მოსრა; მოსრენ - მოსპო, გაჟლიტა; მოესრნიან - დაეხოცა.

მოსძლევს: მოსძლევდა - სძლევდა, ამარცხებდა.

მოსძრცჳან - იხ. მოძარცუავს.

მოსწავებული - ნაწინასწარმეტყველევი.

მოსწრაფე - მეცადინე, გულმოდგინე; დიდად მოწადინებული; მოსწრაფედ - დიდი გულმოდგინებით.

მოსწრაფება - გულმოდგინება.

მოსწრაფედ - სწრაფად.

მოსწყდეს - იხ. მოწყდების.

მოტყინარე - მბრწყინავი, მოკაშკაშე.

მოუგებს: მოუგნეს- შესძინეს.

მოუგინდების: მოუგინდის - ლანძღავდა ხოლმე.

მოუგონებელი - გაუგონარი, წარმოუდგენელი; მოუგონებელად - წარმოუდგენლად.

მოუმცნობს: მოუმცნო - შემოუთვალა.

მოუტეობს: მოუტეობდი თმათა - გაშალე, გაიშალე თმები.

მოუღებს - წაართმევს.

მოუძღუანებს: მოეძღუანა; გამოეგზავნა; მომიძღუანა - მომცა.

მოუჴდების: მოუჴდებიან- მოუვლენ, მოვლენ მასთან ხოლმე; მოუჴდა - მოუვიდა, მოვიდა მასთან; გულსა კაცისასა არა მოუჴდა - კაცის გულს, კაცს არ მოჰგონებია, არ მოსვლია აზრად.

მოფარდული - მოვაჭრე, გამყიდველი.

მოქადული - ამაყი, თავმომწონე.

მოქალაქობა - მოღვაწეობა.

მოქალაქობს: ჰმოქალაქობდი - მოღვაწეობდი.

მოქენე - მახვეწარი, მავედრებელი, მთხოვნელი.

მოქლონი - ბოქლომი, კლიტე.

მოქმედი ვენაჴისაჲ - ვენახის დამმუშავებელი.

მოქცევა - მობრუნება; არღარა მოქცევად ვარ - აღარ მოვბრუნდები.

მოღება: მოღებად სცა - მოატანინა.

მოღუაწება - შრომა; ზრუნვა.

მოყუასი - ამხანაგი, მეგობარი.

მოშიშებით: ღმრთის მოშიშებით - ღვთის შიშით.

მოშიში: მოშიში ღმრთისაჲ - ღვთის შიშის მქონე.

მოშრომა - შრომა, გარჯა.

მოშურების: მოშუერით - გაისარჯეთ.

მოცალე - მოცლილი.

მოციქულნი - სახარების მიხედვით: ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც მის მოძღვრებას ავრცელებდნენ.

მოძარცუავს: მოსძრცჳან - ხდიან, აძრობენ.

მოძილად - ჩაძინებულად, მთვლემარედ.

მოძღუარი - მასწავლებელი; წინამძღოლი, გზის მაჩვენებელი.

მოწაბლე თმითა - წაბლისფერთმიანი.

მოწამე - ქრისტიანული სარწმუნოებისათვის წამებული პირი.

მოწევნა - მოსვლა; მოწევნად არს - მოვა.

მოწესე - სამონასტრო წესის მიმდევარი, ბერი.

მოწლედ - სიყვარულით, გულთბილად, მხურვალედ.

მოწლეობა - გულთბილობა, გულშემატკივრობა.

მოწყდების: მოსწყდეს - ამოწყდნენ, დაიხოცნენ.

მოწყლავს - დაკოდავს, ჭრილობებს მიაყენებს; არა მოწყლასგონებაჲ მისი - გული არ დაუკოდოს; ფიცხლად მოწყლა - ძალიან დააშავა, დაჩეჩქვა.

მოწყლვა - დაჭრა, დაკოდვა.

მოწყლვადი - დასაკოდავად, დასაჭრელად განწირული.

მოწყლული - დაკოდილი, დაჭრილი.

მოწყუედა - ამოწყვეტა.

მოწყუედს: მოწყჳდეს - მოკლეს; მოგწყჳდნეს - დაგხოცეს.

მოხადს: მოხადა - მოუწოდა.

მოხილვა - დათვალიერება.

მოჰასაკე: ურთიერთას მოჰასაკე იყვნეს - ერთი ასაკის, ერთი ხნისა იყვნენ.

მოჰრიდებს: მოჰრიდა - მოერიდა, გაეცალა; მოჰრიდეს - მოერიდნენ, გაეცალნენ.

მპარავი - ქურდი.

მჟამობელი - “მგალობელი” (?) (ა. შანიძე).

მრავალ-სახე - მრავალგვარი.

მრგულიად - მრგვალად; მთლიანად.

მრემლი - მრევლი.

მრორინე - მოხეტიალე.

მროწეული - ნახირი.

მრუმე - სიბნელე.

მრუმედ-მხედველობაჲ - ცუდი მხედველობა, მხედველობის სისუსტე.

მრღჳე - მღვრიე.

მრჩობლი - ორი, ორმაგი; მრჩობლ იქმნა - გაორმაგდა; მრჩობლად - ორმაგად.

მრწემი - უმცროსი.

მსგეფსი - კვირა (შვიდეული).

მსთუად - ადრიანად, დილით ადრე; მალე.

მსოფლიო: წესითა მსოფლიოჲთა - საერო (არა სასულიერო) წესით; მსოფლიონი - ერისკაცნი.

მსხემი - მწირი, უცხო.

მსხუერტელი - მგლეჯელი.

მტილი - ბაღი, ბოსტანი.

მუმლი - კოღო.

მუნ - იქ; მუნჟამადმდე - იმ დრომდე, მანამდე; მუნით; მუნით გამო - იქიდან.

მუნიერითგან - იმ დროიდან.

მუნქუესვე - მაშინვე.

მუშაკი - მშრომელი, მოქმედი; მიწის-მოქმედი, მიწის მუშა.

მუშაკობა - მუშაობა.

მუშკაროანი - სურნელოვანი ნივთიერება.

მფოფინარე - დიდად მღელვარე.

მფრინვალი - მფრინავი.

მფუვანი - გაფუებული.

მღერა: მღერად - სათამაშოდ.

მღილი - ჩრჩილი.

მყაფარი - დაქანებული, დაფერდებული.

მყის - მაშინვე.

მყოვარ-ჟამ, მყოვარ-ჟამიერ, მყუარ - ხანგრძლივად, დიდხანს.

მშჳდობა: მისცეს მშჳდობაჲ - გამოემშვიდობნენ.

მშუვალე - საშუალო, შუათანა.

-მცა - ნაწილაკი; თხრობით კილოს აძლევს კავშირებითის მნიშვნელობას; მი-მცავიდა - მივიდეს; ვინმცა მამცნო - ვინმემ გამაგებინოს.

მცირე-მცირე - ნელ-ნელა.

მცნება - დარიგება, სწავლა.

მცონის - იხ. სცონის.

მცხინვარება - მცხუნვარება, სიკაშკაშე.

მძაფრიად - ძალიან სწრაფად.

მძიმედ-მხედვარება - ცუდად მხედველობა; დაუკვირვებლობა.

მძიმედ-მხედველი - ცუდად მხედველი; დაუკვირვებელი.

მძლავრებით - ძალით.

მძლავრი - ძალმომრე, მტარვალი.

მძლე: მძლე ექმნეს - დასძლიოს, დაამარცხოს: არა მძლე გექმნეს - არ დაგამარცხოს.

მძნობელი - მუსიკოსი.

მძოვარი - მხალეულის, მწვანილეულის მჭამელი, მეუდაბნოე ბერი.

მწვალებელი - ქრისტიანული სარწმუნოებისაგან განდგომილი, ურწმუნო, ერეტიკოსი.

მწიკულევანი, მწინკულევანი - ჭუჭყიანი, ბინძური.

მწინკულევანება - ჭუჭყი, უწმინდურება.

მწირი - უცხო მხრით მოსული, უცხო ქვეყანაში მყოფი.

მწირობა - უცხოობაში ყოფნა.

მწიხნელი - ჩამწიხლავი, დამთრგუნველი.

მწუანვილი - მწვანილი; ბალახი.

მწუხრი - საღამო; საღამოთი.

მწყობრი - რაზმი, ლაშქარი; გუნდი.

მჭურინავი - ჩიტი.

მხადი - იხ. ხადს.

მხოლო: მხოლოჲ ძჱ - დედისერთა.

მხოლოდ-შობილი - დედისერთა.

მჴდომი - მომხდომი, თავდამსხმელი, მტერი.

მჴედრ - ცხენდაცხენ.

მჴევალი - მონა ქალი.

მჴურვალება - გულმოდგინება; ხურვება, ცხელება.

მჴცე - თეთრი თმა.

მჴცოვანება - მოხუცებულობა, თეთრთმიანობა.

მჴცოვანი - თეთრთმიანი; მოხუცი.

მჯდომი - დიდი მუწუკი.

ნაბაკნი - ალყის შემომრტყმელნი, გარემომცველნი(?).

ნაგევი - ნაგავი; ნაგევად - ნაგვად.

ნავის-მოქმედი - ნავის მკეთებელი ნავის ოსტატი.

ნათელ-იღებს: ნათელ-იღო მოინათლა; სადაცა ნათელ-მიღებიეს - სადაც მოვნათლულვარ.

ნათელ-სცემს: ნათელ-სცა მონათლა; ნათელ-სცეს - მონათლოს; ნათელ-გუეც - მოგვნათლე.

ნათელ-ღებული - მონათლული.

ნათესავი - მოდგმა, შთამომავლობა, ტომი.

ნათლის-მამა - ნათლია.

ნათლის-მცემელი - სახარების მიხედვით: იოვანე ნათლის-მცემელი, რომელმაც “ნათელ-სცა” იესო ქრისტეს (მონათლა იგი).

ნათლის-ღება - მონათვლა.

ნათლის-ცემა - მონათვლა.

ნაკრტენი - ბუმბული.

ნამარხევი - შენახული, მიბარებული.

ნამგლევი - მგლისაგან დაგლეჯილი.

ნამუშაკევი - ვისიმე შრომით ნაკეთები, შექმნილი.

ნანდჳლვე - ნამდვილად.

ნასამალი - მესამედი.

ნასხური - უღირსი, უვარგისი.

ნატყუენავი - ნადავლი, ნაალაფევი.

ნაყროვნება - “უწესო სიმაძღრე” (საბა).

ნაცილი - ტყუილი, მონაგონი.

ნაძუელი - ძველმანი.

ნაწევარი - სახსარი.

ნაწილეული: ნაწილეულ არიედ - მონაწილენი, მონახევრენი არიან; ღირს გუყვნეს... ნაწილეულ - გვაღირსოს მონაწილედ გახდომა.

ნაწილნი - გარდაცვლილი წმინდანების ძვლები, თმები, ფრჩხილები და მისთანები.

ნაწუეთი - წვეთი.

ნახეთქი - ნახევი, ნაგლეჯი.

ნახჭი - ტერფი.

ნესტჳ - ჩასაბერი საკრავი, საყვირი.

ნეტარეული - სანატრელი.

ნეფსით - თავის ნებით; შენი ნებით.

ნეფხვა - დიდი ყინვა, ტეხვრა.

ნეშტი - ნარჩენი, დანარჩენი; ნაშთი; ნეშტი... თხრობისაჲ - რაც დარჩა მოსათხრობი.

ნიკრისი - ნიკრისის ქარები (სახსრების ავადმყოფობა).

ნიში - სასწაული; ნიშანი.

ნიჭებული - ბოძებული, ნაჩუქარი.

ნიჭი - საჩუქარი, ძღვენი.

ნოტია - ნოტიო. სინოტივე, სინესტე.

ნუგეშინის სცა - ნუგეში სცა; ნუგეშინის ვიცით- ნუგეში ვეცით ჩვენს თავს.

ნუსადა - ნუ; ნურასოდეს.

ნუუკუე - ეგების, შესაძლოა; ვაითუ; ნუთუ; თორემ.

ოდენ - მხოლოდ; სამას ოდენ- სამასიოდე, სამასამდე.

ოლარი - სამღვდლო შესამოსელი.

ორთოჴი - ორპირი თოხი.

ორკერძო - ორმხრივ; ორკერძოვე; ორკერძოჲთავე- ორიეე მხრივ.

ორღანო¹ - ორგანო (სხეულისა).

ორღანო² - “საკრავია საბერვლიანი” (საბა), ორღანი.

ოტება - განდევნა; გაქცევა.

ოტებული - განდევნილი; გაქცეული.

ოქრო-აედონ-ი - ტკბილად მოუბარი (იხ. აედონი).

ოქრო-ბეჭედი - მრგვალი ბეჭედი, რომელსაც დოკუმენტს მიაბამდნენ ხოლმე, ბულა.

ოქრო-ლესული - ოქროთი მოვარაყებული, მოოქრული.

ოქრო-ქანდაკებული - ოქროთი ნაშენი, ოქროთი მოპირკეთებული.

ოქრო-ცურვებული - ოქროთი დაფერილი.

ოხი - შუამდგომლობა, დახმარება.

ოხრა - ხმიანობა, ხმის გამოცემა.

ოხრის - ხმას გამოსცემს, ხმიანობს; სიტყუაჲ... ოხრინ სიტყვა... - ხმიანობს.

ოხჭანი - ბოლო, დასასრული; ყო ოხჭანი - წესი აუგო (მიცვალებულს) (?).

ოჴერი: შვილთაგან ოჴერ და უქმ იყო - უშვილო იყო.

პალატი - სასახლე.

პალეკარტი - გრძელი სამოსელი.

პაპთაჲთგან - მამა-პაპათაგან.

პარაკიმანოსი, პარაკიმენონი - “მესაწოლეთ უხუცესი (საჭურისი)” (ა. შანიძე).

პარეხი - გამოქვაბული.

პარიკონომოსი - იკონომოსის (იხ.) მოადგილე.

პასექი - ებრაელთა რელიგიური დღესასწაული.

პატივ-უპყრობს: დიდად პატივ-უპყრეს- დიდი პატივი სცეს.

პატიჟეული: პატიჟეულ იყოს- დაისაჯოს; პატიჟეულ გყოს- დაგსაჯოს.

პატიჟი - დასჯა.

პატრიაქი - უმაღლესი სასულიერო პირი, მამათმთავარი.

პატრიკი - “ერისთავთ-ერთისთავი” (საბა).

პაქსიმადი - ორცხობილა.

პეროვის: პეროვინ; პეროოდა- დუჟი, (ქაფი) მოსდიოდა პირზე.

პილო - სპილო.

პინა: პინაჲ ზღჳსაჲ, ნიჟარა.

პირი: პირი იჴსნიან - იხ. იჴსნის; ამის პირისათჳს- ამის გამო; ესევითართა პირთათჳს, ამათ პირთათჳს- ასეთ რამეებზე; რომლისა პირისათჳს- რის გამო, რისთვის; ესე პირი მოეწერა -“ასეთი რამ მოეწერა” (ა. შანიძე).

პირმარხვა - დიდმარხვის დასაწყისი.

პიტაკი - “სავედრებელი მინაწერი” (საბა); თხოვნის წერილი.

პიტიახში - ქვეყნის განაპირა კუთხის მმართველი.

პორფირი - სამეფო წამოსასხამი წითელი ფერისა.

პრასტინი - ადგილი, ადგილსამყოფელი.

პრეტორი - მხედართმთავარი.

პროტი - “არქიმანდრიტი, რომელიც მთაწმინდის ყველა მონასტრის სათავეში იდგა” (ა. შანიძე).

პროტონოტარი - “მწერალთ უფროსი” (საბა).

პური - პურობა, პურის ჭამა.

პყრობა: უქადებდა... კეთილად პყრობასა- კარგად მოპყრობას ჰპირდებოდა.

პყრობილება - ციხეში ჯდომა.

ჟამად-ჟამად - დროდადრო; დროთა განმავლობაში.

ჟამი¹ - დრო, ხანი; ვიდრე ჟამადმდე- დრომდე; ჟამ ერთ - ერთ ხანს; მას ჟამსა შინა - მაშინ; ჟამსა მეექუსესა - მეექვსე საათზე; ვიდრე სამ ჟამადმდე - სამ საათამდე; მცირჱ იყო ჟამითა - ხნით, ასაკით პატარა იყო.

ჟამი² - წირვა; ჟამი შეწირა - ჟამის-წირვა (იხ.) შეასრულა; რაჟამს ჟამსა ჰრეკოს ჟამის-წირვისთვის- როდესაც წირვისათვის დარეკავს; სამ ჟამისა ჟამი, ჟამი სამჟმისაჲ - იხ. სამ-ჟამი; ჟამი ცხრა-ჟმისაჲ - იხ. ცხრა-ჟამი.

ჟამიერი - დროით განსაზღვრული, დასაბამისა და დასასრულის მქონე, ამქვეყნიური.

ჟამითი-ჟამად - დროდადრო, ხანდახან.

ჟამის-მწირველი - ვინც ჟამის-წირვას ასრულებს.

ჟამის-წირვა - მთავარი ქრისტიანული მღვდელმსახურება, ლიტურგია.

ჟამობა - “ჟამნის” (ლოცვების წიგნის) წაკითხვა და გალობა.

რაბამი - როგორი; რაბამ - როგორ.

რამეთუ - რადგან, რადგანაც; რომ.

რაჲთურთით - სრულიად; რაჲთურთით არა- სრულიად არ; არა გჳტევნეს რაჲთურთით - სულ არ გაგვიშვეს.

რეცა, რეცა-თუ - ვითომ, ვითომც.

ალი - სპილენძი (კალანარევი).

რიტორი - მჭევრმეტყველი.

რომელი - რომ.

როქი - გასაცემელი (საბა); ჯამაგირი.

როჭიკი - ულუფა; საზრდო.

რუდუნება - გაჭირვება.

რულის - იხ. ჰრულის.

რქუა - იხ. ჰრქუა.

რჩულ-დებული - დაკანონებული.

რჩული - რჯული; კანონი.

საანჯმნო - საჯარო, სააშკარაო, საქვეყნო; საანჯმნო ყოფა - გამხელა, გამოაშკარავება გამომჟღავნება.

საარება - ტანჯვა, წვალება.

საბანაკე - სადგომი, დასაბანაკებელი ადგილი.

საბანელი - აბანო.

საბასრობელი - საკიცხველი, დასაცინი.

საბელი - თოკი.

საბეჭური - “მოკლე მაზარა” (საბა).

საბრჴე - მახე.

საბჭო - მსჯავრი, გადაწყვეტილება.

საგებელი - ქვეშაგები, ლოგინი.

საგოდებელი - სასაფლაო.

საგონებელი - მისაჩნევი, სავარაუდო.

საგრობა - თანაამხანაგობა.

საგუემელი - სატანჯავი, საცემი.

სადაჲთ-მე - საიდან.

სადაყუდებულო - დაყუდებულის (ბერის) სამყოფალი.

სადგური - გასაჩერებელი ადგილი, სასტუმრო; სადგომი; სადგური ვყავთ - დავბანაკდით, გავჩერდით.

სადიასპანო - სადესპანო, საელჩო, სამოციქულო.

სავანე - ბინა; სავანე ვყოთ - დავბინავდეთ.

საზეპურო - ღვთის მიერ ამორჩეული.

საზომი - ზომა; მიიწია საზომსა - იხ. მიიწევის.

საზრდელი - საზრდო, საჭმელი.

სათნო - მოსაწონი; საყვარელი; შესაფერი.

სათნოება, სათნოვება - სიკეთე; სიყვარული (ღმრთისა).

სათნო-ეყოფის: რაჲთამცა სათნო-ეყო - რათა მოსწონებოდა.

სათნო-იყოფს: სათნო იყვნა - შეიყვარა.

სათნო-უჩნს - უმჯობესად მიაჩნია, ურჩევნია.

სათნო-ყოფს: სათნო-ყო - მოინდომა.

სათუეონი - საეკლესიო საგალობელი, ყოველთვიურად საკითხავი.

საკდემელი - სასირცხვო, შესარცხვენი.

საკელრო - კელრის განმგებლობაში მყოფი, სამეურნეო (იხ. კელარი).

საკიდური - კიდისა, განაპირა.

საკრველი - ბორკილი.

საკრველიანი - ბორკილიანი.

საკუამი - საკვამლე მილი, საკვამური.

საკუერთხი - შესაწველი მსხვერპლი.

საკუთარი - მეფის ან მთავრის ამალის წევრი; მაღალი თანამდებობის პირი მეფის კარზე.

სალბუნი - მალამო.

სალმობა - ტკივილი, სატკივარი, სენი.

სალმობიერი - მტკივანი.

სამამო - მონასტრის წინამძღვრის (მამის) სამყოფი.

სამარაგდე - ზურმუხტი.

სამარტჳლე, სამარტჳლო - მარტვილთა, მოწამეთა სახელობის სამლოცველო; “მოწამეთა სასაფლაო” (საბა).

სამგუამოვნება - სამსახეობა (შდრ.სამება).

სამება - ღმერთი, რომელიც ქრისტიანული რელიგიის მიხედვით შეიცავს სამ ელემენტს: მამას, ძესა და სულიწმიდას.

სამეუფო - სამეფო, მეფისა; სამეფო, ქვეყანა; სატახტო ან საპატრიარქო ქალაქი (იგულისხმება მცხეთა), (იგულასხმება კონსტანტინეპოლი).

სამთჳთება - სამი თვისების, სამნაირი ბუნების მქონე (ღმერთი).

სამოთხე - ბაღი, წალკოტი.

სამ-ჟამი: ჟამი სამ-ჟმისაჲ, სამ-ჟმისა ჟამი- ღვთისმსახურების ერთ-ერთი სახე.

სამსჭუალი - ლურსმანი.

სამძალი ძლევისაჲ -“გამარჯვების საწინდარი” (ნ. მარი).

სამძოვრო - მძოვართა სამყოფი ადგილი.

სამ-წმიდაარსობა - სამი წმინდა სახეობა ღმერთისა (იხ. სამება).

სამჭედური - ანკესი.

სამჴურე [სამჴარი-“კართ საცუმელი” (საბა)].

სანაყოფო - ნაყოფიერი.

სანაწილე - “ნაწილთა” (წმიდანის ძვლების) შესანახი ადგილი.

სანახები - მიდამო, ახლომახლო ადგილი.

საოსტიგნე - საერთო სასადილო ოთახი მონასტერში.

საოცარი - იხ. საუცარი.

საპარიკონომოსო - პარიკონომოსის განმგებლობაში მყოფი.

სარეცელი - საწოლი; ქვეშაგები, ლოგინი.

სართული - სახურავი, ჭერი.

სარკინოზი - არაბი.

სარწმუნო - სანდო, საიმედო; სარწმუნოჲ ცოლი - ნამდვილი, კანონიერი ცოლი.

სარწმუნოება: სარწმუნოებით მოეგება - რწმენით მოეგება.

სასამოსლე - სამოსლის შესაძენი თანხა.

სასარკინოზეთი - სარკინოზების ქვეყანა, არაბეთი.

სასთუნალი - თავქვეშ დასადები ფიცარი თუ სხვა მაგარი საგანი.

სასმენელი - ყური; მოსასმენი.

სასო, სასოება - იმედი.

სასყიდელი - გასამრჯელო, ფასი.

სატალი - დიდი ჩირქოვანი მუწუკი.

სატრაპეზო - სასადილო.

სატფურება - “განახლება საქმისა წლითი-წლად” (საბა).

საუნჯე - განძის საცავი, სალარო, საგანძური.

საურავი - საზრუნავი.

საუცარი, საოცარი - მოჩვენება; საოცრად - მოჩვენებით.

საუცრება - მოჩვენება.

საფასე - ფული, განძი, ქონება.

საქანელი - კარი ან სარკმელი.

საღუაწი - საჭირო რამ; ჴორცთა საღუაწი- სასმელ-საჭმელი, სურსათ-სანოვაგე.

საყდარი - ტახტი, საჯდომი სკამი (მეფისა, ეკლესიის წინამძღვრისა...).

საყდრის-მოდგამი - თანამოსაყდრე, თანამმართველი.

საყოფელი - საცხოვრებელი, ადგილ-სამყოფი, ბინა.

საყუდელი - დაყუდებულის (იხ.) სამყოფი.

საშოალი - საშუალო, შუათანა; საშოვალ- შუაში, შუა.

საშუებელი - სიკეთე, სიამოვნება, სიტკბოება, ფუფუნება; საჭმელი.

საჩინო - გამოჩენილი, სახელგანთქმული, ცნობილი; დაუფარავი, აშკარა; მნიშვნელოვანი, ძვირფასი.

საცთურება - ფათერაკი; მაცდურება.

საცთური - მახე, ფათერაკი.

საცნაური: საცნაურ არს - გამოიცნობა; საცნაურ იყო - ცნობილი, ნაცნობი იყო; საცნაურ იქმნა - გამოჩნდა.

საცნობელი - ცნობიერების ორგანო.

საცო - მფარველი, საფარველი; საცოდ - დასაფარავად, დასაცავად.

საცხოვარი - ცხვარი, ცხვრის ფარა.

საძნაური - საძნელო.

საწადელი - სასურველი.

საწანგრო - “წაღების სახელოსნო, საწაღე” (ს. ყაუხჩიშვილი).

საწიგნე - წიგნთსაცავი, ბიბლიოთეკა.

საწმისი, საწუმისი - ცხვრის ტყავი.

საწუთო, საწუთრო - ეს ქვეყანა, წუთისოფელი, სააქაო.

საწუმისი - იხ. საწმისი.

საწუნე - “რისგანაც წვნიანი საჭმელი კეთდება: ლობიო, მუხუდო, ცერცვი, ოსპი და სხვ.” (ა. შანიძე).

საჭირველი - ძნელი, გაჭირვებით გასავლელი.

საჭირო - ძნელი, სახიფათო.

საჭურჭლე - სალარო, ხაზინა, განძეულობის საცავი.

სახარულევანი - გახარებული, გამხიარულებული.

სახე - მაგალითი, ნიმუში; ვითარება, გარემოება; მით სახითა - ასე, ამგვარად; მაგის სახისათჳს- მაგის გულისათვის.

სახედ¹: სხუად სახედ - სხვა მხრივ; ესრე სახედ- ამგვარად.

სახედ² - იხ. სახიდ.

სახედავი, სახედველი - თვალი; მოაკლდების სახედავთა- თვალთ დააკლდება.

სახელ-დებული - წოდებული.

სახელის-დება - დარქმევა, წოდება.

სახელ-სდებს - არქმევს, უწოდებს.

სახიდ, სახედ - შინ, სახლში.

სახიერება - სიკეთე.

სახიერი - კეთილი, კეთილის მოქმედი.

სახლაკი - მცირე სახლი.

სახლეული - ოჯახის წევრი, შინაური.

სახლი: სახლისა მისისაჲ - მისი გვარისა, მისი ნათესავი.

სახლის-მოძღუარი - სახლთუხუცესი, მოურავი.

სახრვა - შელოცვა; მოხიბვლა, მოჯადოება.

სახუროვნო - ხუროს გასაკეთებელი, ხუროსი.

საჴედარი - საჯდომი ცხოველი (ცხენი, ვირი...).

საჴმარი - საჭირო, გამოსადეგი, მოსახმარი რამ; საჴმარ არს - საჭიროა.

საჴმილი, საჴუმილი - დიდი ცეცხლი.

საჴუმალავი - სადარაჯო.

საჯორე - ჯორების თავლა.

სევასტოსი - სამოხელეო ტიტული ბიზანტიის მეფის კარზე. ეს ტიტული ჰქონდა ბაგრატ IV-ს, რომელიც მეფობდა 1027-1072 წ.წ.

სეკრიტონი - ადგილი სახლის წინ.

სენაკაპანი - ოთახის მცველი, მესაწოლე.

სენაკი - პატარა ოთახი (ჩვეულებრივ მონაზვნის, ბერის საცხოვრებელი).

სერაბინი - ექვსფრთიანი ანგელოზი.

სერი - ვახშამი.

სერობა - ვახშმობა.

სერტყი - ნერგი ან ნერგების ჭალა - რომელიმე ღვთაებისადმი შეწირული.

სეფე - იგივეა, რაც სეფისკუერი.

სეფეწული - დიდგვაროვანი.

სეფისკუერი - სეფისკვერი, ნამცხვარი, პური, რითაც მორწმუნეებს აზიარებდნენ.

სეხნა - სახელის მოზიარე.

სვრა - მოსპობა, ჟლეტა.

სთნდა - იხ. თნავს.

სთუელი - რთველი, ყურძნის კრეფა.

სთულება - იგივეა, რაც სთუელი.

სიბორგილე - სიშმაგე, სიგიჟე.

სიბრძნის-მეტყუელება - ფილოსოფია.

სიბრძნის-მეტყუელებს - ფილოსოფოსობს.

სიგრილე - გულგრილობა, გულცივობა.

სივლტოლა - გაქცევა; სივლტოლად იწყო, სივლტოლაჲ იჴუმია - გაიქცა

სიზრქე - სისქე.

სიკუდილი: სიკუდილდ კერძო საგონებელ არს - სასიკვდილო ჩანს, ეტყობა მოკვდება. სიკუდიდ - სასიკვდილოდ; სიკუდიდმდე - სიკვდილამდე.

სიმდაბლე - თავმდაბლობა.

სიმედგრე - “ფეთიანობა” (მ. კახაძე).

სიმქისე - სიმკაცრე, უხეშობა.

სიმღერა - თამაში.

სიმცხინვარე - მცხუნვარება, სიმხურვალე.

სიმჴურვალე - სიცხე (ავადმყოფისა).

სიპოხე - სიმსუქნე; ნაყოფიერება.

სირი - ჩიტი.

სირცხჳლეული - შერცხვენილი; სირცხჳლეულ იქმნა - შერცხვა; სირცხჳლეულ ყო - შეარცხვინა.

სიტყჳერი - მეტყველი; სიტყვის სახით არსებული.

სიტყჳს-გება - კამათი; სიტყვა-პასუხი, დიალოგი.

სიტყჳს-მკერავი - “სიტყვით მკურნალი” (ილ. აბულაძე).

სიტყუა - ლაპარაკი, საუბარი; თქმა; სიტყუასა შინა ვიყვენით - ვლაპარაკობდით; ვიწყე სიტყუად - ლაპარაკი დავიწყე.

სიტყუა-ჴელოვანი - მჭევრმეტყველი.

სიუცბე - უვიცობა.

სიქადული - სიამაყე; მუქარა, დაქადება; სიქადულად - საამაყოდ.

სიქველე - სიკეთე.

სიღოდა - მთვრალის უმსგავსო ქცევა.

სიყმილი - შიმშილი.

სიჩქურე - უგუნურება; სისულელე.

სიჩჩო, სიჩჩოება - სინორჩე, ბავშვობა.

სიცბილი - შეცდომა; ცთუნება.

სიცოფე - სიგიჟე.

სიძვა - გარყვნილება; დედაკაცის სიძვისაჲ - საყვარელი, ხასა.

სიწრფოება - სიწრფელე, პირდაპირობა, სიმართლე.

სიჴშო1 - სიხშირე.

სიჴშო² - “ნივთი” (მ. კახაძე).

სკარამანგი - “საწვიმარი, მოსასხამი” (?) (ა. შანიძე).

სკიპტრა - სამეფო კვერთხი, ჯოხი.

სკორე - ნეხვი, ნაკელი.

სორო - საფლავი.

სოფელი - ქვეყანა; სოფელი (ქალაქის საპირისპიროდ); დაიფარა სოფლით - მოკვდა.

სოფლიო - ამქვეყნიური, საერო, არასასულიერო.

სოხასტერი - იგივეა, რაც სადაყუდებულო.

სპა - ჯარი, ლაშქარი.

სპაჲპეტი - სპასპეტი, მხედართმთავარი.

სპარაზენი - მხედართმთავარი.

სპასალარი - მთავარსარდალი.

სპეტაკი - თეთრი.

სრბა - სირბილი; სწრაფვა, ლტოლვა.

სრსჳლი - სირსვილი (კანის ავადმყოფობა).

სრულება - დასრულება; სრულებით - სულ.

სრულ-იქმნა - დასრულდა, გათავდა; გარდაიცვალა, მოკვდა.

სრულ-ყოფს: სრულ-ყო - დაასრულა; სრულ-ყავ - აასრულე, შეასრულე.

სტავრა - ძვირფასი ოქრომკედით ნაქსოვი მატერია, ფარჩა.

სტიხოსი - ლექსი, ლექსის სტრიქონი.

სტოვა, შტო - “სტოა, ეკლესიის გვერდით სვეტებზე დაყრდნობილი ფრთა, გადმოხურული” (ა. შანიძე).

სტრატელატი - იგივეა, რაც სპასალარი.

სჳნაქსარი - კრებული, რომელშიაც მოთავსებულია წმიდათა შემოკლებული ცხოვრებანი თვეებისა და დღეების მიხედვით.

სჳნგელოზი - პატრიარქთან დაახლოვებული, მასთან მცხოვრები ბერი, მისი თანაშემწე.

სჳნკლიტიკოსი - მეფის სამსჯავროს წევრი.

სულთ-ითქუნა - ამოიკვნესა, ამოიხვნეშა, ამოიოხრა.

სულთქუმა - კვნესა, ხვნეშა, ოხვრა.

სურვიელი - სურვილით აღსავსე, სურვილის მქონე; სურვიელ იყავ - მოსურნე იყავ, გსურდა; სურვიელად- სურვილით, გრძნობით.

სურტანი - სულთანი.

სუფევა - ბატონობა, მეფობა.

სფერი - სფერო.

სქემა - ბერის სამოსელი.

სცეთ - შეცდი.

სცემს: არა სცემდა ძილსა თუალთა თჳსთა - ”თვალებს არ აძლევდა ძილს”, არ იძინებდა; ჯუარი დაწერად გუცა - ჯვრის დასაწერად მოგვცა (თავისი შვილი); ეცით - მიეცით; წიგნი არა მიწერად გეც - არ გითხარი, არ გირჩიე, რომ წერილი მოგეწერა.

სცონის: მცონის - მეზარება.

სცხოვნდები(თ) - იხ. ცხოვნდების.

სძალი - რძალი.

ძე - რძე.

სწრაფა: სწრაფით; სწრაფითა - სწრაფად.

სჯულ-დებული, შჯულ-დებული - დაკანონებული, დაწესებული.

სჯული, შჯული - კანონი; სარწმუნოება; წერილნი ძუელისა და ახლისა სჯულისანი - ძველი და ახალი აღთქმის წიგნები.

ჯულის-დება, შჯულის-დება - დაკანონება, დაწესება.

სჯულის-მდებელი - საღმრთო წიგნების კანონების მცოდნე.

ტაბლა - სუფრა; პურის ჭამა.

ტაკუკი - წყლის ან ღვინის ჭურჭელი.

ტალავარი - კარავი.

ტალანტი - ოქროს ან ვერცხლის ფული; სიკეთე, ნიჭი, მადლი.

ტარიგი - კრავი, ბატკანი.

ხა - ”მწარე ტკივილი” (საბა).

ტკბილადი - ტკბილი.

ოზიკი - დღესასწაული.

ოზიკობს: ტოზიკობდეს - დღესასწაულობდნენ; ვტოზიკობ - ვდღესასწაულობ.

ტრაპეზი - გაწყობილი მაგიდა, სუფრა; სასადილო, სატრაპეზო.

ტურფა - ახალი, უცხო, იშვიათი რამ.

ტყება - გლოვა, ტირილი თავ-პირში ცემით.

ტყვი - ტყვია.

აზნო - "უგვარდიდო” (საბა); თავისუფლებას მოკლებული.

უასაკობა - მცირეწლოვანება.

უბადო - უბედური.

უბადრუკი - უბედური.

უბნობა - ლაპარაკი, საუბარი.

უბრალო - უდანაშაულო.

ბრკუმა - ფეხი დაუდო, წააბორძიკა.

უბრძანებს: უბრძანა- უბოძა.

უბრძოლველი - დაუმარცხებელი.

უბურაობა - დაუხურველობა.

უგრძნულად - შეუმჩნევლად, მოულოდნელად.

უგულისხმო, უგულისჴმო - უგუნური.

უგულისხმოეა, უგულისმოება - უგუნურება.

უდაბნო - დაუსახლებელი ადგილი.

უდებება - ზარმაცობა; დაუდევრობა; უდებებისა მედგრობათაგან- ზარმაცობისაგან.

უდები - ზარმაცი, ზანტი; უდბად - ზარმაცად; უყურადღებოდ; უდებად უდიერად; დაუდევრად.

უდებ-ყოფს: უდებ-ყო- უგულვებელყო; არა ოდეს უდებ-ჰყოთ - არასოდეს არ დაიზაროთ.

უდე-იქმნეის: უდებ-იქმნნეს - დაუდევრობა გამოიჩინეს; უდებს იქმნეს - დაუდევრობა გამოიჩინოს.

უვის - ჰყავს; გივის - გყავს; მივის - მყავს.

უზაკუველი - არა ცბიერი (შდრ. ზაკუვა).

უზეშთაესი, უზეშთასი - უმაღლესი.

უზმა - უჭმელი.

უთქს - მოელის.

ულპოლველი - დაულპობელი.

უმბგვარი, უმგბარი - მოუხარშავი.

უმთავრჱსი: უმთვრჱს მათსა - მათზე მეტი.

უმრწემსი - უმცროსი.

უმსჯავროება - უკანონობა.

უმცროსი - მცირე, უმცირესი.

უნა - უნდა.

უნარჩევესი ყოველთა - ყველაზე უარესი, უვარგისი (თავმდაბლობით იტყოდნენ თავის თავზე).

უნასებს: არა უნასებენ - არ ითვალწუნებენ (შდრ. საბა: მენასა- მეთვალწუნა).

უნაწილო - (მიწის) ნაწილის მიუღებლობა(?).

უნდო - ცუდი, უღირსი; უვარგისი, გამოუსადეგარი; უბრალო, უხეირო.

უნებელი უნებური; უნებელი არა ვარ - წინააღმდეგი არა ვარ.

უნებს - ნებავს, სურს; გინებს - გნებავს, გსურს.

უოხს: გჳოხს - გვშუამდგომლობს.

უოხჭნო - უსასრულო, დაუბოლოებელი.

უპე - ჭიპი.

უპირობს: ძნობით უპირობენ - ხმას უწყობენ(?).

უპოვარება1 - უქონლობა.

უპოვარება2 - შეუპოვრობა.

უპყრიეს - აქვს; ქრისტეანეთა რჩული უპყრიეს - ქრისტიანია; რომელი რჩული გიპყრიეს - რა სარწმუნოებისა ხარ; ლოცვაჲ შენი მიპყრიეს - შენთვის ვლოცულობ.

უპყრობს: უპყრა ჴელი - შეახო, მოჰკიდა ხელი.

უჟამებს: მიჟამე -”შემიშვი ან მოახსენე, რომ ნახვა მინდა” (ა. შანიძე).

უჟამო - მარად არსებული, დაუსაბამო; უჟამოდ - უდროოდ.

ურაკპარაკი - მოედანი; ”თიატროთა ზედა წარჩინებულთა სადგომი” (საბა)

ურვა - ზრუნვა; დარდი, წუხილი; დიდი მწუხარება.

ურთიერთას, ურთიერთარს - ერთმანეთს.

ურნა - კვალი.

უროკავს: უროკვიდა წინა - მის წინ ცეკვავდა; წინ უროკვიდეს - მის წინ ცეკვავდნენ.

ურჩულო - ურჯულო, მტარვალი.

წყო - უწყლო, წყალშეურეველი.

უსასოება - უიმედობა.

უსაჭირველესი - ყველაზე უფრო გაჭირვებული (ცხოვრება).

უსმი - ყრუ.

უსუა - მოუყვანა, შერთო (ქმარი).

უსძლო - გაუთხოვარი, უბიწო.

უსხენ - ჰყავს (ბევრი); მისხენან - მყვანან.

უსხური - ურჯულო, ბოროტი.

უტევანი - მანძილის საზომი ერთეული, ”143 ნაბიჯი” (საბა).

ევეს, უეობს: არა უტეონ- არ მისცენ ნება, არ გაუშვან; არა უტევებენ - არ უშვებენ; არა უტევებდა - არ უშვებდა; არა უტეობდეს - ნებას არ აძლევდა; უტევეთ - დაიცადეთ, დააცადეთ; უტე, - მოკუდეს გაუშვი,- მოკვდეს; არა გიტეონ - არ გაგიშვებენ, არ დაგტოვებენ.

- მუნჯი.

ყუება - მუნჯობა.

უფალი - ბატონი, მფლობელი, პატრონი.

უფალ-ყოფს: უფალ-ყო - გააბატონა.

უფლიეს: ნუ ვის უფლიედ - ნურავის აქვს ნება.

უფლობს: არა მიფლობს დუმილად - ნებას არ მაძლევს, რომ ვდუმდე.

უფრო - მეტად; უფროჲს მისა - მასზე მეტი, ძლიერი; უფროჲს ხოლო - განსაკუთრებით.

უქადეს: უქადებდა - ჰპირდებოდა; უქადე - დავპირდი.

უქმი - გამოუყენებელი; შვილთაგან ოჴერ და უქმ იყო - უშვილო იყო.

უქცეველი - მტკიცე, შეურყეველი.

უღარღილოდ - ხმის ამოუღებლად, უხმოდ.

უღაღი -”უწყლო, მშრალი, ხმელი” (ივ. ჯავახიშვილი).

უღნარ-მაღნარი: მთანი უღნარ-მაღნარნი - უღრან-ტყიანი და ქვიანი, კლდოვანი მთები.

უღუაწი - დაუმუშავებელი (ადგილი).

უღუაწს: გიღუაწო - მოგივლი; უკუეთუ ვინ მიღუაწოს - თუ ვინმე მომივლის.

უყი - საფლობი ტალახი.

უყუარელი - ვისაც სიყვარული არა აქვს, კაცთმოძულე.

უშუერი - უშნო, ულამაზო; უშუერ იქმნებოდა - ფუჭდებოდა, ოხრდებოდა. უშუერად - უშნოდ, ულაზათოდ.

უჩნს, უჩს: არა სირცხჳლ გიჩნს - არა გრცხვენია; ნუ მძიმე გიჩნ - ნუ გემძიმება, ნუ გეძნელება; უმჯობჱსი მიჩს - მირჩევნია.

უც - უძევს; აქვს; უცნ - ედო ხოლმე; ნაწილ უც - ნაწილი აქვს, ნაწილი ეკუთვნის. არღარა ხილვადუც - ვეღარ ნახავდნენ.

უცები - უვიცი.

უცნაური - უცნობი; უცოდინარი; უცნაურ იქმნეს - გაუჩინარდება , გაქრება (სახელი); უცნაურად - შეუმჩნევლად.

უცხოთესლი - უცხოელი, სხვა ტომისა.

უცხოქმნული - უცხოობაში მყოფი.

უძლის: ვერ უძლიან - ვერ შეძლებდნენ ხოლმე, ვერ ახერხებდნენ.

უძნობს: გიძნობ - გიგალობ.

უძნს: უძნდა - ეძნელებოდა, უმძიმდა.

უძღებება - გაუმაძღრობა.

უძღები - გზააბნეული.

უწარმდებესად - მეტის-მეტად დაუდევრად, მეტის-მეტად თავხედურად (იხ. წარმდები).

უწესს - ეძახის, უხმობს; გიწესს - გეძახის, გიხმობს; მიწესს- მეძახის.

უწინასწარნა - უწინასწარმეტყველა.

უწმიდე - უწმინდესი.

უწოდებს: უწოდა- დაუძახა.

უწუელო - ურძეო (უკარაქო, უყველო). (შდრ. წველა).

უწყება - ამბავი, მოთხრობა.

უწყინოდ - მოუბეზრებლად, დაუზარებლად.

უწყის: უწყოდი - ვიცოდე.

უჭმი - საჭმელად გამოუსადეგარი.

უჭრობს: უჭჳრობ - უჭვრეტ, უმზერ, უყურებ.

უხორშაკო - არა ცხელი, არა დამწველი (იხ. ხორშაკი).

უხუაიშნებს, ხჳიშნებს: უხჳიშნა - უშუამდგომლა; უხუაიშნოს - უშუამდგომლოს.

ცჱსი - უფროსი (ხნით).

ამლო, უამური - უფეხსაცმელო, ფეხშიშველი (შდრ. ჴამლი)

უჴმს - სჭირდება(თ); უჴმან - სჭირდება; უჴმდა - სჭირდებოდა; გიხმს - გჭირდება; არაჲ მიჴმს - არა მჭირდება; არარაჲ გჳჴმს - არაფერი გვჭირდება.

უჯერო - უწესო, უმსგავსი, უხამსი.

უჯერება - უწესობა, უმსგავსობა, უხამსობა.

უჯმნის - გაისტუმრებს; უჯმნიდენ- ისტუმრებდნენ; უჯმნნა- გაისტუმრა.

ამოვნესი - მეტის-მეტად სასიამოვნო, საამური.

არაგი - ჯიბე, ”წელთ სარტყამი ჯიბიანი ჩასადებელი” (საბა).

ფარავო, ფარაო - ფარაონი.

ფასი - საუნჯე.

ფასის-საცავი - საუნჯის შესანახი, სალარო.

ფეს - ტანისამოსის კალთა.

ფესუედ - გრძელკალთებიანი (ტანისამოსი).

ფეშხუმი - ლითონის თეფში, ლანგარი (იხმარება მღვდელმსახურების დროს ბარძიმთან ერთად).

ფილეკავანი - ლოდების სატყორცნი მანქანა (ციხე-სიმაგრეების დასანგრევად).

ფილოსოფოსი - სწავლული, მეცნიერი.

ფილოსოფოსობა - სწავლა, განათლება; მეცნიერება.

ფიჩოსანი - ძაძით შემოსილი (ბერი, მონაზონი).

ფიცხელი - მკაცრი, სასტიკი; ძნელი, აუტანელი; დიდი.

ფლასი - უხეში ნაქსოვი თხის ბალნისა.

ფლაფნა - ჩიფჩიფი.

ფოლი - წვრილი ფული სპილენძისა.

ფოლოცი; ფოლორცი - ვიწრო ქუჩა, შუკა.

ფრიადი - ბევრი, მრავალი.

ფრივ - ფეხით.

ფსალმუნება - ფსალმუნთა გალობა.

ფსალმუნებს: ფსალმუნებნ - ფსალმუნებს მღეროდა ხოლმე; ფსალმუნებდეს - ფსალმუნებს მღეროდნენ.

ფსალმუნი - ბიბლიური მეფის დავითის საგალობელი.

ფსირიდი - ფულის უმცირესი ერთეული (?); არცა ფსირიდი ერთი მისცა - არაფერი არ მისცა.

ფუცავს: ნუ ცილსა ჰფუცავ - ტყუილად ნუ იფიცავ; ცრუდ ფუცვიდენ - ტყუილად იფიცებდნენ; ფუცა - დაიფიცა.

ფუცხვი - ”რკინის კავი, ჩანგალი” (საბა).

ფშ - სურნელებას გამოსცემს.

ქადაგი - მქადაგებელი.

ქალწულება - უმანკოება (ითქმის მამაკაცის შესახებაც).

ქალწული - უბიწო, უმანკო.

ქარ - ქაღალდი, ეტრატი; წერილი.

ქედდადრეკილი - ქედმოხრილი, თავდახრილი.

ქედი - კისერი.

ქედფიცხელი - დაუჯერებელი; დაუმორჩილებელი.

ქედფიცხელობა - დაუჯერებლობა; დაუმორჩილებლობა.

ქენება - ხვეწნა, ვედრება, მუდარა.

ენჯნილი - ტანჯული, შეწუხებული.

ქველი: ქველის საქმე - კეთილი საქმე, მოწყალება.

ქველის-მოქმედი - მოწყალე.

ქველის საქმარი - მოწყალება, წყალობა.

ქმნულ-კეთილი - ლამაზი, მშვენიერი.

ქოთება - ”ხეთქება” (საბა); ქოთებითა ლტოლვილნი - ხეთქებით, თავქუდმოგლეჯით გაქცეულნი.

ქორაკანდელი - ჭაღი.

ქორონიკონი, ქრონიკონი - წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც მიღებული იყო საქართველოში საბერძნეთსა და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებში; ქართული ქორონიკონის ციკლი ანუ ”მოქცევა” უდრიდა 532 წელს.

ქუაბი - გამოქვაბული.

ქუედავრდომით - ძირს დამხობილნი, მუხლმოდრეკით.

ქუელი - ”ჯომარდი” (საბა); კაცნი... ქუელნი ბრძოლათა შინა - ბრძოლებში საუკეთესო, ყოჩაღი ვაჟკაცები.

ქუემდებარე - დავრდომილი, ლოგინად ჩავარდნილი.

ქუემეთრევი -”საქონელი” (ივ. იმნაიშვილი).

ქუეყანა - მიწა; დედამიწა, მხარე, ქვეყანა.

ქუეყანის-მოქმედება - მიწათმოქმედება.

ქულბაქი - ბაზარი, ბაზრის დუქანი.

ქურივი: ქურივ სუამ - აქვრივებ.

ღადო - მიუვალი მთა.

ღაღად-ყო, ღაღატ-ყო - მაღალი ხმით თქვა, მოუწოდა.

ღირღოლოვანი - ოღრო-ჩოღრო, დახეთქილი, ”დამშხალული” (საბა).

ღმერთ-შემოსილი - ღვთის მორწმუნე.

ღმრთივ-სულიერი - საღვთო, სასულიერო; ღვთიური.

ღმრთისა-მიერი - ღვთის მიერ დადგენილი.

ღონის-მეძიებელი: ღონის-მეძიებელ არიან - (ყოველ) ღონეს ხმარობენ.

ღონისძიებული - მოპოვებული.

ღრამაიკოსი - გრამატიკოსი, ლიტერატორი, მწიგნობარი.

ღუაწლი - შრომა, გარჯა, ჯაფა.

ღუწა - ზრუნვა, მოვლა.

ყანობირი - ყანები.

ყივილი - ყვირილი, ღრიალი.

ივის: ყიოდა - ყვიროდა, ღრიალებდა.

ივჩაყნი - ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის ველებზე მცხოვრები თურქული მოდგმის მომთაბარე ტომი შუა საუკუნეებში.

ყინელი - ყინული.

ოლა - სრულიად, სრულებით.

ყორე: სენაკი ყორისაჲ - ქვით ნაგები ოთახი.

ყრმა - ბავშვი; ახალგაზრდა; ყრმაჲ წული - ვაჟიშვილი.

ურე - კუთხე.

შარავანდედობა - მეფობა.

შეაგბობს: შევაგბე - მოვხარშე.

შეათუალავს: არა შეათუალიან - არ ჩათვლიდნენ ხოლმე.

შეამეცნიერებს: ვერ შეგამეცნიერნა - ვერ გაგაცნოთ, ვერ გაგაგებინათ.

შეამრღუევს - აამღვრევს.

შეანაწევრებს: შეანაწევრნა - შეაერთა, გააერთიანა.

შეაპყრობს: არასადა შეაპყრა თავი თჳსი - არ შეაპყრობინა, არ შეაბოჭვინა თავი.

შეართუამს: შეართუა - მიართვა.

შეასხამს - აქებს; შეგასხამთ - გაქებთ.

შეაურვებს - აწუხებს; შემაურვებს - მაწუხებს.

შეაქცევს - ატყუებს, გზას გადააცდენს.

შეაყენებს: შეაყენეს საპყრობილესა - ჩასვეს ციხეში.

შეაყოფს: შეაყავ - შეუერთე; დაუქვემდებარე.

შეაშთობს: შეაშთობდეს - ახრჩობდნენ; შეაშთვეს - დაახრჩვეს.

შეაწყუდევს: შეეწყუდივნეს - დაემწყვდიათ (საპყრობილეში).

შეაჯერებს: შეაჯერა - დააჯერა, დაარწმუნა; შეაჯერებდეს - არწმუნებდნენ.

შეორკილავს: შებორკილეს - ბორკილები დაადეს.

შეგამეცნიერნა - იხ. შეამეცნიერებს.

შეგასხამთ - იხ. შეასხამს.

შეგთხინე - იხ. შესთხევს.

შეგითხზა - იხ. შეუთხზავს.

შეგიტკბობთ - იხ. შეიტკბობს.

შეგრძნებული - მოჯადოებული.

შეგრძნიბავს: შევჰგრძნიბავთ - მოვაჯადოებთ.

შეგმთხნა - იხ. შეიმთხუევს.

შედგომილი: შედგომილ ხარ - მისდევ.

შეემეცნების: შეემეცნა - შეიცნო, შეისწავლა; შევემეცნე - გავეცანი, შევისწავლე.

შეემთხუევის: შეემთხჳნეს - შეხვდნენ.

შეემსჭვალების: (შიშსა უფლისას) შეემსჭვალე (ღვთის შიშით) - გაიმსჭვალე.

შეესაკუთრების - გაეკუთვნება, მიეკუთვნება.

შეეკბო - იხ. შეიტკბობს.

შეეყუების: შეეტყუებოდა - შეეფერებოდა.

შეეყოფის: შეეყო- შეერია, შეუერთდა; შეეყო... მსახურად - მსახურად დაუდგა; შეეყო მარხვასა - მარხვა, მარხვის შენახვა დაიწყო (აბომ);შეეყო ნებასა მისსა - მის ნებას დაჰყვა; შევეყო - შევუერთდე.

შეეძერწეის: შეეძერწა - შეერწყო, შეუერთდა.

შეეწყუდივნეს - იხ. შეაწყუდევს.

შევაგბე - იხ. შეაგბობს.

შევე - იხ. შეეყოფის.

შევლოლვილი - შეხიზნული, თავშეფარებული.

შევგრძნიბავთ - იხ. შეგრძნიბავს.

შეზრუნდების: შეზრუნდა - შეწუხდა.

შეხეული - ჩაცვივნული.

თხზულება - დახლართულობა.

შეთხზული - დაწნული.

შეიზრახნეს - მოითათბირეს; შეიზრახნეს შეთქუმით - შეითქვნენ, შეთქმულება მოაწყეს.

შეიკდიმებს: შეიკდიმეს - შერცხვათ.

შეიკიცუეის: კუდი კუდსა შეიკიცუა - კუდი კუდს გადაება.

შეიმთხუევს შეგჳმთხჳნა -”შეგვიხვედრა”, შეგვხვდა, შეგვეგება.

შეისუენებს: შეისუენა - გარდაიცვალა.

შეიტკბობს: შეიტკბო - ტკბილად, სიამოვნებით მიიღო; შეეტკბო - ტკბილად მიეღო; შეიტკბო - მკერდსა თჳსსა გულში ჩაიკრა.

შეიურვებს: შეიურვა - შეწუხდა.

შეიქცევის: შეიქცის - შებრუნდებოდა ხოლმე; შევიქეცით - შევბრუნდით.

შეიცვა: შეიცვეს - მოიცვეს, გარს შემოერტყნენ.

შეიწრდების: შეიწრდა - შეწუხდა, გასაჭირი დაადგა; შეიწრდებიან - გასაჭირში ჩაცვივიან.

შეიწუების: შეიწუებოდა - იწვოდა; შეიწუები შურითა - შურით იწვები.

შეიწყნარებს: შეიწყნარნა - მიიღო; შეიწყნარებდა - იღებდა.

შეკუეთება - მიკუთვნება (თავისა), შეთვისება.

შემასმენელი - დამბეზღებელი.

შემასხმელი - მაქებარი.

შემაცურველი - მაპკურებელი.

შემდგომითი-შემდგომად - თანამიმდევრობით.

შემეცნიერე - გაცნობა.

შემირაცხიეს - იხ. შერაცხს.

შემოვკერბით - იხ. შემოკრბების.

შემოიხუამს: შემოიხუნა - შემოიტანა; შემოიყვანა; შემოიხუენ - შემოიყვანე.

შემოკრბები: შემოკერბით - მოგროვდით; შემოვკერბით - მოვგროვდით.

შემოხმა - შემოტანა.

შემრთე - იხ. შერთავს.

შემურავს: შემურეს - მური (სურნელოვანი ფისი ერთგვარი) წაუსვეს.

შემუსრვილი - დამტვრეული, დალეწილი; სიტყუაჲ შემუსრვილი - შეზღუდული, თავდაჭერილი ლაპარაკი.

შემშუალავს: ჯუარსა შემშჭუალა - ჯვარს აცვა.

შემცნებული - (რასმე) გაცნობილი.

შემწუარი - დამწვარი.

შემწუელობა - დამწველობა.

შემწუხრდების: შემწუხრდა - მოსაღამოვდა.

შემწუხრება - მოსაღამოვება, საღამო.

შენ, ნ: შენ არს;შჱნ არს- აშენებულია; შჱნ იყო; შჱნ იყვნეს - აშენებული იყო.

შენაწევრებული - შეერთებული.

შეპოვნება - ხათრი, მორიდება.

შერაცხილი - ჩათვლილი, მიჩნეული; გამოჩენილი, დიდი გვარისა.

შერაცხს: შეჰრაცხეს - ჩათვალეს; არად შერაცხნა - არაფრად ჩააგდო; შემირაცხიეს- ჩამითვლია, მიმიჩნევია.

შერთავს: შემრთე... კრებულსა - შემაერთე... კრებულს, მიმიღე... კრებულში.

შერთული - შეერთებული, შერეული.

შესაგრაგნელად - შესახვევად.

შესაკრებელი - საერთო საცხოვრებელი (ბერებისა); შესართავი (მდინარისა).

შესაპოვარი - მოსარიდებელი.

შესაქმე - შექმნა, გაჩენა; გაკეთება, ჩამოქნა (სანთლისა).

შესთხევს: მრავალსა ღუაწლსა შეგთხინე- დიდ გასაჭირში ჩაგყარეთ.

შესუენეული - გარდაცვალებული.

შესულებული: შესულებულ იყვნეს - “შერეული იყვნენ, ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ” (ს. ყაუხჩიშვილი).

შესჩხუეპს: შესჩხუეპდეს - ჩხვლეტდნენ.

შესძენს: შესძინა- დასძინა.

შესწავება - გაცნობა.

შესწუვიდა - იხ. შეწუვის.

შესხმა - ქება; მიღება, მიკუთვნება.

შეტევება - შეშვება.

შეტყუება - შესატყვისობა.

შეტყუვილი - მოტყუება.

შეუდგამს: თუალნი ვერვინ შეუდგნის - თვალს ვერავინ უსწორებს.

შეუდგების: შეუდგეს, უკუანა შეუდგეს- (უკან) გამოუდგნენ, გაჰყვნენ.

შეუვრდების: შეუვრდა (ფეჴთა) - ფეხებში ჩაუვარდა; (ფერჴთა) შეუვრდეს - ფეხებში ჩაუვარდნენ; შეგივრდეს ფერჴთა - ფეხებში ჩაგივარდება; შეგივრდები - ფეხებში ჩაგივარდები.

შეუთქს: არა შეუთქს - არ ახლავს, თან არ სდევს, არ მოელის.

შეუთხზავს: შეგითხზა - დაგიწნა.

შეუორგულბელი - უეჭვო, ნამდვილი.

შეურაცხი - არად ჩასაგდები, უპატიო, უღირსი; უბრალო, უმნიშვნელო.

შეურაცხ-ოფს: შეურაცხ-ყო - არად ჩააგდო.

შეუტევებს, შეუტეობს: არა შეუტევნიან - შიგ არ უშვებდნენ ხოლმე; არავის შეუტეობდა - არავის უშვებდა.

ეუცავი - მიუწვდომელი.

შეუძნდების: შეუძნდა - გაუძნელდა, გაუჭირდა.

ეუბის: შეუჴდა - შეუვიდა, შეუძვრა; შეუჴდა შური - შეშურდათ.

ქცეული - გართული.

შეყოფილი - შეერთებული.

შეშა: შეშის მსახურნი - მაჰმადიანები უწოდებდნენ ასე ქრისტიანებს.

შეცვული - დაცული, დაფარული.

ცურეული - პკურებული.

შეწუვი: შესწუვიდა - წვავდა; შეწუნა - დაწვა.

შეწუდევა - დამწყვდევა, ჩაკეტვა.

შეწყუდეულება - დამწყვდეულად ყოფნა.

შეწყუდეული - დამწყვდეული.

ეჭურავს: ლოცვითა შეჭურნეს - ლოცვით აღჭურვეს, დალოცეს.

ეჴდეის: არა შეჴდა - არ შესულა, არ ჩასულა.

შეგავს: არა შეჰგავს - არ შეეფერება; შეჰგვანდეს - შეეფერებოდეს; მოსაკლავად შეჰგავს - მოსაკლავია.

შევედრეს: შეჰვედრა - ჩააბარა.

ეჰრაცხეს - იხ. შერაცხს.

ილთ-სხმა - შვილების ყოლა.

შვითი შვილადმდე - საშვილიშვილოდ.

ნ არს, შნ იყო - იხ. შენ.

შთაიცუამს: სამჭედურმან შთაიცუა - ანკესმა აიცვა, ანკესს წამოეგო.

შთამუსრვილი - ჩამტვრეული.

შთასხამს: შთასხნეს - ჩააწყეს.

შთაუსხამს: შთაუსხენ - ჩაუყარე.

შთაუტევებს: შთაუტევეს - ჩაუშვეს.

შთაცუეული - ჩაცვენილი.

შთადების: შთაჴდა - ჩავიდა; შთაჴდეს - ჩავიდნენ.

შინა-გამოღბით - “შინაურულად” (?) (ა. შანიძე).

შინა - შინიდან.

შიშნეულად - შიშით.

შორავს - დაშორებულია.

შტო - იხ. სტოვა.

დეული - კვირა.

შუა-სამხარი - სადილობა, სადილის დრო.

შუება - მხიარულება, განცხრომა.

შურების: შურებიან - შრომობენ, მუშაობენ; ცუდად ვშურები - ტყუილად ვშრომობ; ვშუერ - ვიშრომე, ვიღვაწე.

ური საღმრთოჲ - ღვთისადმი მისწრაფება.

შჯულდებული იხ. - სჯულდებული.

შჯული - იხ. სჯული.

შჯულის-დბა - იხ. სჯულის-დება.

ჩარადოვანი - “პირისახის სენით დაავადებული” (ილ. აბულაძე).

ჩაფლა - “ქალამანი” (ა. შანიძე).

ჩინება - გამოჩენა.

ჩინებული - მიჩენილი, მინიშნებული.

ჩუენება - სიზმარი.

ჩუკენი - ხელმრუში; ჯაბანი.

ჩჩლი - ჩვილი.

ილბა - შეკამათება, შედავება; კამათი, პაექრობა.

ცისკროის - ბრწყინვალებს; ჰცისკროი - ბრწყინვალებ.

ციხოანი - ციხეში გამაგრებული, ციხესიმაგრიდან მებრძოლი.

ცნობა-მიღბული - ცნობაწართმეული, გონებადაკარგული.

ცონის - იხ. სცონის.

ცოფი - გიჟი.

ცოცხლებით - ცოცხლად.

ცრმლოვის: ცრემლოვინ - იცრემლებოდა, ტიროდა ხოლმე; ცრემლოოდა - იცრემლებოდა; ცრემლოოდეს - იცრემლებოდნენ.

ლოანი - “ცვილნარევი წამლებით დახატული” (ა. შანიძე).

ცუდი: ცუდ იქმნებოდა - ამაო იქნებოდა; ცუდად - ტყუილად, ამაოდ.

ცხებული - მირონცხებული.

ცხედარი - საწოლი.

ცხოვარი, ცხოარი - ცხვარი.

ცხოველი - ცოცხალი.

ცხოვნდების, ცხომდების: ცხომდებიან - ცხოვრობენ; ცხონდებოდა - ცხოვრობდა; ცხოვნდებოდეს - ცხოვრობდნენ; ვცხომდებოდე - ვცხოვრობდი; სცხოვნდები(თ) ცხოვრობ(თ); ცხონდა - იცოცხლა, ვცხომდე - ვიცოცხლებ, ვიცხოვრებ.

ცხორბა - ცხოვრება, სიცოცხლე.

ცხრა-ჟამი: ჟამი ცხრა-ჟამისაჲ - ღვთისმსახურების ერთ-ერთი სახე.

ძალ-უც - შეუძლია; ძალ-გიც - შეგიძლია; ძალ-ედვა - შეეძლო.

ძაძა - უხეში ქსოვილი.

ძელი - ხე.

- დევს.

ძეწნი - ტირიფი.

-ძ (ნაწილაკი): სძინავს-ძი ანუჰღჳძავს? სძინავს თუ ღვიძავს? თუ რაჲ-ძი იქმნა - “ნეტავ თუ რა იქნა?” (ვ. თოფურია).

ძლევა - გამარჯვება; ძლევით შემოსილი - გამარჯვებული.

ძლევა-შემოსილი - ძლევამოსილი, გამარჯვებული.

ძლეულება - დამარცხება.

ძლით - ძლივს.

ძმაცულბა - ვერაგობა.

ძმაცული - ვერაგული.

ძნლად - გაჭირვებით, უბედურად.

ძნიად, ძნინად - ძნელად.

ძნობა: ძნობად - საგალობლად, სამღერლად; ძნობით - “შეწყობილი ხმით” (საბა).

ძნობს: ძნობდით - დაუკარით (საკრავი).

ძოწეული - ძოწი, წითელი მარჯანი (ძვირფასი ქვა).

რი - უბედურება; ბოროტება.

რის-სიტყუა - ავი სიტყვა.

რ-ძრი - საშინელი, საზარელი; ძჳრ-ძჳრად - დიდი ტანჯვით, საშინლად.

ძულ-ნაქმარი - ძველად ნაშენები.

ძუძუს-მტე - ძუძუს მოზიარე.

წაგღეს - იხ. წაუღებს.

წადიერება - მოწადინება, სურვილი.

წადიერი - მსურველი; წადიერ იქმნა - მოიწადინა; წადიერ არიან- სწადიათ, სურთ; წადიერად - სურვილით, გულმოდგინებით.

წალკოტი - ბაღი. ყვავილნარი.

წამებს: წამებდა - ამტკიცებდა, ადასტურებდა; წამა - იწამა, დაიჯერა; წამონ- დაიჯერონ.

წამის-ყოფა - თვალით ნიშნება.

წამ-უყოფს: წამ-უყვნა - თვალით ანიშნა, “თვალი უყო”.

წარგცე - იხ. წარსცემს.

წარდგომა: აღდგომისა წარდგომანი - ფსალმუნის მუხლები, რომლებსაც შაბათს საღამოს კითხულობდნენ.

წარემატების: წარემატებოდა - ვითარდებოდა; წარემატა - გადაამეტა, გადააჭარბა.

წარვიწირე - იხ. წარიწირავს.

წართქუა - თქვა, წარმოთქვა.

ართქუმა - წარმოთქმა.

წარიოებს: წარიოტა - გააგდო, გააქცია.

წარირღუნის: წარირღუნა - წაილეკა.

წარიყუენვის: წარიტყუენა - აოხრდა; ნუცა წარიტყუენვი გონებითა -ნუ გიბნელდება გონება.

წარიწირავს: სასოებაჲ წარვიწირე - იმედი გადავიწყვიტე.

წარიხუამს: წარიხუენით- წაიღეთ.

წარიდის: წარიჴადა ჴამლი - გაიხადა, გაიძრო ფეხსაცმელი.

წარმართება - ხელის შეწყობა.

წარმართი - არა-ქრისტიანი.

წარმდებე - თავხედობა; ურცხვობა.

წარმდები - თავხედი, ურცხვი; წარმდებად - დაუდევრად.

წარმდებობს: წარმდებობდეს- თავხედობდეს.

წარმოგითხარ - იხ. წარმოუთხრობს.

წარმოიხუამ: წარმოიხუნა - წამოიღო.

წარმოუთხრობს: წარმოუთხრა- უამბო; წარმოუთხარ - ვუამბე; წარმოგითხარ- გიამბე.

წარმოცემა - გამოგზავნა, გამოტანება.

არსაგებელი - ხარჯი; სახარჯო.

წარსრული - წასული; წარსრულ იყვნეს - გარდაცვლილიყვნენ.

წარსცემს: წარსცა - გაგზავნა; წარსცეს - გაგზავნეს; წარგცე - გაგგზავნო.

წარწყმედ, წარსწყმიდე - იხ. წარწყმედს.

წარტუენვა - დარბევა, აოხრება.

წარუპრობს: წარუპყრეს - წაუწიეს, გააშვერინეს (კისერი).

წარცემა - გაგზავნა.

წარცემული - წაღებული.

მდების: წარწყმდეს - დაიღუპნენ.

წარწყმედა - დაღუპვა; წარწყმედად - დასაღუპავად.

წარწმედს: წარწყმიდენით - დაღუპეთ; წარსწყმიდე - დაღუპე; წარსწყმედ - ღუპავ.

წარდის: გარე წარგუჴადენ - იხ. გარე-წარჴდის.

წაუღებს: ვერ წაგჳღეს - ვერ წაგვართვეს.

წესი: ანგელოზთა წესსა - ანგელოზთა დასს, გუნდს.

წვალება - ქრისტიანობისაგან განდგომა.

წთოდ - წვეთავდნენ.

წიაღ - გაღმა.

წიაღ-ვლო (ზღუაჲ)- გადავიდა (ზღვაზე), გაიარა (ზღვა); არაგჳ... ვერვინ წიაღ-ვლო - არაგვში... ვერავინ გავიდა; დასავლით წიაღ-ვლეთ - დასავლეთიდან მოვუარეთ.

იაღი - უბე, კალთა.

წიაღ-ივანს: წიაღ-იყვანა - გაღმა გაიყვანა.

წიაღ-კერძო - გაღმა.

წიაღ-მოვლო: წიაღ-მოვლეს - გადავიდნენ (მდინარეზე).

წიაღ-მყვანებლი - გაღმა გამყვანი.

წიაღ-სლ- გაღმა გასვლა, წყალში გასვლა, გადახვევა (ძირითადი თხრობიდან).

წიაღ-დების: წიაღ-ჴდეს - ველად ველზე გავიდნენ.

წიგნი - წერილი.

წიდოვანება - სისხლის დენის აშლილობა (ქალისა).

წიდოვანი - ვისაც წიდოვანება სჭირს.

ილი1 განიგდეს წილი - იხ. განიგდებს.

წილი2 წ ასოს სახელწოდება; სახარებასა შინა... თავსა... მათჱსსა წილიზის. (მართლაც, მათეს სახარება იწყება სიტყვებით: “წიგნი შობისა...”).

წილ-იგდებს: წილ-იგდეს - წილი ყარეს.

წილ-უგდებს: წილ-უგდეს - წილი უყარეს.

წილ-ხდომა - წილით რგება, შეხვედრა.

წინა-აღსამაღლებლი - ჟამის-წირვის ლოცვის დასაწყისი.

წინა-განეწობის: რაჲთამცა... წინა-განვეწყვნეთ - რათა... წინააღმდეგობა გავუწიოთ.

წინა-განწყობა - წინააღმდეგობა.

წინა-გიც, წინა-გ - იხ. წინა-უც.

წინა-დასცუეთს: წინა-დასცჳთე - წინა-დაცუეთის (იხ.) წესი შეუსრულე.

წინა-დაცუეთა - ებრაელთა რელიგიური წესი - ახალდაბადებული ვაჟისათვის კანის წვერის მოჭრა სასქესო ასოზე.

წინა-იყოფს: ყოველთა საშუებელთა წინა-იყოფ - ყოველგვარ სიამოვნებას იღებ.

წინა.ბრძოლი - წინა რიგში მებრძოლი.

წინა-მიყავ - იხ. წინა-უყოფს.

წინამო - “თმა ღაწვთ მაშვენებელი” (საბა).

წინა-მსრბოლი - შიკრიკი.

წინა-უყოფს - მიაგებს, მიართმევს; წინა-უყოფდა - მიაგებდა; წინა-უყოფდეს- მიაგებდნენ; წინა-უყო - მისცა, მიანდო (საქმე); წინა-უყვნა - მიართვა, შეაგება; წინა-მიყავ - მომაგე, მომანიჭე.

წინა-უც - წინ უძევს, უდევს, მოელის; წინა-გიც - წინ გიძევს; წინა-გჳც წინ გვიძევს, მოგველის.

წინა-ყოფა - მიგება, მინიჭება.

წინაშე-მდგომელი - ხელქვეითი; მსახური.

წირვა ჟამისაჲ - ჟამის-წირვა (იხ.).

წოდება - დაძახება, მოხმობა.

წრდიალი, წრტიალი - (ავადმყოფობა) რასაც დიდი ტკივილები ახლავს: “ტკივილთ ნამეტნაობა” (საბა).

წრფელი - სწორი, პირდაპირი; გულწრფელი.

უართნის: გაწუართნეს - გაგვწვრთნას, გვასწავლოს.

წუელა წველა - (რძე, კარაქი...).

წუთ, წუთღა - ჯერ კიდევ.

უთ-ჟამი: წუთ-ჟამ არს - ერთი წუთია, წუთიერია.

წუთხი - ჩირქი.

წული: ყრმაჲ წული - ვაჟიშვილი.

წულილი - წვრილი.

წუნწუბა - გოგირდი.

წურთილი - გაწვრთნილი, განსწავლული.

წურთილობა - განსწავლულობა.

წურთის: გუწურთიდა - გვწვრთნიდა, გვასწავლიდა.

წყაროჲს-თუალი - წყარო.

წყლავს: წყლეს - დაჭრეს, დაკოდეს; წყალთ - დაჭერით, დაკოდეთ.

წყით-რღუნა - წარღვნა.

წყობა - ბრძოლა, ომი; წყობად - საბრძოლველად.

წყურიელი - მწყურვალი.

ჭალაკი - “წყლის პირი ნაყოფიერი” (საბა).

ჭამადი - საჭმელი.

ჭაპუკი - ჭაბუკი, ახალგაზრდა.

ირვეული - გაჭირვებული; შეწუხებული.

ირი - გაჭირვება.

იჭნაუხტი: ჭიჭნაუხტისა საქმე- “აბრეშუმით ქსოვა, აბრეშუმის ხელსაქმე”

(ილ. აბულაძე).

ჭურრი - ნივთი.

ხადს: ხადა - მოუწოდა; ხადოდეს - ეძახდნენ, მოუწოდებდნენ; უფლით ჰხადოდა - “უფალს” (“ბატონს”) უწოდებდა,.ეძახდა; ღმერთად ვხადოდითა?- “ღმერთს” ვუწოდებდით? მხადი - მეძახი.

ხალენი - მატყლის ქსოვილი ერთგვარი; სამოსი ასეთი ქსოვილისა.

ხარება - ერთ-ერთი ქრისტიანული დღესასწაული.

ხარტუკი - ცხოველის ცხვირში გასაყრელი კაუჭი.

ხატ-ექმნების: თანა ხატ-ექმენ - მიემსგავსე.

ხატი - სახე.

ხატ-ყოფა: ახალი ხატ-ყოფაჲ - ახალი სახის მიღება.

ხედავს: გუხედევდ - გვიყურებდი.

ხენეში - ცუდი.

ხერთჳსი - “კუნძული, ჭალაკი” (საბა).

ხეროვიმი - უმაღლესი ჩინის ანგელოზი, ქერუბინი.

ხვალე: ხვალისა დღე; ხვალისაგან - მეორე დღეს.

ხილვად-უც - იხ. უც.

ხოლო - მხოლოდ.

ხორო - გუნდი.

ხორშაკი - ცხელი, დამწველი.

ხუასტაგი - საქონელი.

ხუაშიადი: ხუაშიადად-რე - საიდუმლოდ.

ხუედრი - ჯერი, რიგი.

ჴამლი - ფეხსაცმელი.

ჴამს - საჭიროა.

ჴდილი - ამოღებული (ქარქაშიდან).

ჴდომა: ყრმანი (მირბიოდეს) ჴდომით - ურთიერთას ბავშვები (სირბილში) ერთმანეთს ეჯახებოდნენ.

ჴევი - ხევი; ჴევნები - ხევები.

ჴელად-იხუამს: ჴელად-იხუნა - ხელთ იგდო, შეიპყრო.

ჴელ-ეწიფების - უფლება აქვს; ვერ ჴელ-ეწიფების - არ შეუძლია; ჴელ-გეწიფების - უფლება გაქვს; ჴელ-მეწიფების - უფლება მაქვს, შემიძლია.

ჴელ-განპყრობით - ხელების გაშლით.

ჴელთ-დასხმა - კურთხევა.

ჴელთ-საქმარი - ხელით სამუშაო; ფიზიკური მუშაობა.

ჴელი 1: შეიპყრეს ჴელად - ხელში ჩაიგდეს; ჴელნი დაასხნეს - აკურთხეს; ჴელთა დასხმაჲ - კურთხევა; ჴელის მიყოფა - ჩხუბი, მუშტი-კრივი; ჴელი აღუპყარ - დაეხმარე, შეეწიე; აღგჳპყრეს ჴელი - დაგვეხმარნენ, შეგვეწივნენ; ჴელის აპყრობა - დახმარება.

ჴელი 2 - საქმე.

ჴელის-ამპყრობელი - დამხმარე, შემწე.

ჴელ-იწიფებს: რაჲსა ჴელ-იწიფა ჩემ ზედა - როგორ გამიბედა.

ჴელმწიფება - უფლება.

ჴელოანი - ხელოსანი.

ჴელ-პყრობით - ხელის მოკიდებით.

ჴელ-ყოფა - ხელის მიყოფა, შედგომა.

ელ-ყოფს: ჴელ-ყავ- ხელი მიჰყავი; ჴელ-ყვეს ხელი მიჰყვეს, სცადეს; ჴელ-ყვიან - შეეცდებიან ხოლმე; ჴელ-მეყო - მიმეყო ხელი.

ჴმა-ყოფს: ჴმა-ყო - დაიძახა; ჴმა-ყვეს - დაიყვირეს.

ჴმეადი - ხმიადი, უსაფუვროდ გამომცხვარი პური.

ჴმელი - ხმელეთი; ჴმელით ქუეყანით - ხმელეთიდან.

ჴმობს: ჴმობდა - იძახდა; ჴხმობდით - იძახდით; ვჴმობ - ვიძახი.

ჴნარცჳ: - ორმო

ჴხორცი: განვალს, განვიდა ჴორცთაგან (ჴორცთაგან განსლვაჲ)- იხ. განვალს, განსლვა.

ჴსნილი - განთავისუფლებული; სალმობათაგან ჴსნილნი- ავადმყოფობათაგან განთავისუფლებულნი, მორჩენილნი; ჴსნილად - თავისუფლად.

ჴსოვნება - მეხსიერება.

ჴჳმირი - ერთგვარი ჭურჭელი, პურეულის საწყაო.

ჴჳრთი - წკეპლებისა და ეკლების კონა.

ჴუებული: არა... ჴუებულ იქმნეს... - შენგან არ მოგაკლდეს; არა ჴუებულ მყო - არ მომაკლო, არ განმაშორო; არა ჴუებულ ჰყავ - არ განაშორე; არა ჴუებულ გუყვნეს- არ განგვაშოროს.

ჴუედნა - “დაჩაგვრა” (საბა).

ჯაჭჳ, ჯაჭუ-ჭური - რკინის პერანგი.

ჯეკმა - მეტის-მეტად, ძლიერ.

ჯერ-არს - წესია, რიგია; ჯერ-არს თქუენდაცა - თქვენც გმართებთ; ვითარცა ჯერ-იყო - როგორც საჭირო იყო.

ჯერი - წესი, რიგი.

ჯერ-იჩინებს: ჯერ-იჩინა - საჭიროდ დაინახა, ინება.

ჯერკუალი - უკეთური, ცუდი.

ჯერ-უჩნს: ნუ ჯერ-გიჩნს - ნუ მიგაჩნია, ნუ იზამ; ჯერ-გიჩნსა?- საჭიროდ, შესაფერისად მიგაჩნია?

ჯერ-ჩინება: ჯერ-ჩინებითა ღმრთისაჲთა - ღვთის ნებით.

ჯმნა - დატოვება, გადადგომა; ჯმნად - წასვლისათვის.

ჯმნული, ჯმნილი - განშორებული; ჯმნულმცა ვარ...თქუენგან - გშორდებით.

ჯუარითა-მოქადული - ჯვრის ძალით გაამაყებული.

ჰამბორს-უყოფს: ჰამბორს-უყოფდა - ეამბორებოდა, კოცნიდა; ჰამბორს-უყვეს - აკოცეს.

ჰამო - სასიამოვნო, საამური.

ჰასაკი - ასაკი; ტანი.

ჰბასრობნ - იხ. ბასრობს.

ჰბრძანე - იხ. ბრძანებს.

ჰბრძოდის - იხ. ბრძავს.

ჰგიეს - არის; ჰგიან - არიან; ჰგიე - ხარ.

ჰინდონი - ინდოელები.

ჰკდემებოდაცა - იხ. ეკდიმების.

ჰონნი - თურქული მოდგმის ტომი, რომელიც ბატონობდა ჩრდილოეთ კავკასიაში მე-4 - მე-6 ს.ს.

ჰრომნი - რომაელები.

ჰრული - რული, თვლემა, ძილი.

ჰრულის: ჰრულოდა - ჩაეთვლიმა, ჩასძინებოდა.

ჰრქუა: არქუ(თ) - უთხარი(თ); ვარქუ - ვუთხარი; გურქუა.- გვითხრა.

ჰუნე - ცხენი.

ჰფუცავ - იხ. ფუცავს.

ჰცისკროი - იხ. ცისკროის.

ჰხადოდა - იხ. ხადს.

ჰჴდა: ზარი ჰჴდა - იხ. ზარი 1.