The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ლექსიკონი ჩვ. საუნჯე (ტ.2)

ლექსიკონი

- 1. ზმნის ნაშთი ”არს”, ”არის”: თუმც ა მზე; სად ა; ვინ ა შენებრად; ჴრმლით ა შემარცხვენალი; მძლედ ა; ვინც ა; საწესიერს ა; ანაგებით ა; ეს რომ ა; ეს ავი სით ა; დიადი მით ა.

2. აი: ა, მულღაზარი, ა სურმა; ა გრძელობს; ა რავი; ა რეა; ა ქამით მორჩი; ა ხალიფასი; ვნახეთ ა სერი ; ა ქარავანი ; ა წყარო.

აბანაკება - ბანაკის აშლა, აყრა: ა, ბანაკებით აბანაკებით აი, ბანაკებიდან აშლით ან აყრით.

აბეზარ-- მოშორებული, მოცილებული.

აბეზარობა - ვისგანმე მოშორება, მოცილება, რისამე ან ვისიმე ზიზღება, შეძულება.

აბეზარ-ქმნა: - ძმა ძმისაგან აბეზარ იქმნა - ძმა ძმას მოსცილდა, ძმა ძმისაგან განმარტოვდა, მოშორებულ იქნა; აბეზარ-გიქმნივარ- მოგძულებივარ, შეგზიზღებივარ.

აბეზარ-ქმნილ-- მოცილებული, განშორებული, მოძულებული ვისგანმე ან რისგანმე (მაგ., კაცისაგან, ღვთისაგან, სიყვარულისაგან).

აბლაობა - უვიცობა, უმეცრება, უბირობა, უსწავლელობა.

აბჯარ-- საბრძოლო იარაღთა სახელწოდება, საჭურველი.

ადამეთ-- ადამიანთა საცხოვრისი.

ადამიე-- ადამიანი, ადამის ჩამომავალი.

ადამის ტომ-ი - ადამიანთა მოდგმა, ადამის ჩამომავლობა, ადამიანები.

ადამის შვილ-ი - ადამიანი, კაცი.

ადრაგუნ-- სამკურნალო მცენარის ალისფერი ყვავილი.

აელება - “ხმათ შეწყობა სირთაგან” (საბა), ფრინველთა გალობა: ააელესო- ფრინველთა მსგავსად გალობა დაიწყესო.

აერთა - იხ: ერთი.

ავად-- ბელადი, წინამძღოლი.

ავად შველა: ავად მიშველეთო - ცუდად მიშველეთო.

ავაზა და სხვაგან: ვეფხვის ჯიშის ცხოველი, რომელსაც მოშინაურების შემდეგ ნადირთა დასაჭერად იყენებდნენ.

ავარ-- ნადავლი, ალაფი.

ავ-ი - ცუდი: რად ვიქმ ავსა საქმესა - რად ვიზამ ცუდ საქმეს; ავისა მუტრიბისა - ცუდი მომღერალ-დამკვრელის; ავი ქმარი - ცუდი ქმარი; ავი სახლი; ბუმბერაზნი ავნი; არ ავი დია - არ ცუდი ქალი, ე. ი. კარგი, კეთილი ქალი; უცნი ავითა- სიავით, სიცუდით უცნობო; იტყვის იგავსა, ართუ იგ ავსა - ის ამბობს კარგ იგავს, არა თუ ცუდსა; ვინ თქვა იგ ავნი- ვინ თქვა, რომ იგი ცუდი (იგავებია)?

ავლ-- ზღუდე, გალავანი: აქვს სვე დიდ ავლად- ბედი აქვს მას დიდ გალავნად, სიმაგრედ.

ავქცეობა - ცუდი საქციელი, ცუდი მოქცევა; არაჲთ ღონითა არ იავქცეოს - არას გზით ცუდი საქციელი არ ჩაიდინოს, ცუდად არ მოიქცეს.

ავცნობა - ცუდგონებიანი, უგუნური, ჭკუათხელი.

ავცნობობა - უგუნურობა, ჭკუათხელობა.

აზავირ-- აზავერი, ტვირთის საზიდავად გახედნილი ხარი.

აზატ-- თავისუფალი, განთავისუფლებული.

აზდნ- - ამდენი.

აზომ - ამდენად, ასე.

ათაბეგ-- ათაბაგი.

ათვალვა: ათვალეთ- მოძებნეთ, მიათვალ-მოათვალიერეთ.

ათძალ-- ათლარიანი (ათსიმიანი) საკრავი ინსტრუმენტი.

აკაკ-- ”წითელი ფერის ძვირფასი ქვა” (იუსტ. აბულაძე).

აკუმ-- ხვავი, გროვა: მარგალიტისა აკუმი; ოქრო აკუმად დაასხა - ოქრო გროვად დაყარა, დააწყო.

ალაბასტრ-- ნელსაცხებლის შესანახი ჭურჭელი.

ალა - ხმელი ბალახი, თივა.

ალავერტ-- ბალახის სახელწოდება.

ალალ-ი: შენნი სისხლნი დასაღვრელად ალალნი,ალალია - (სამართლიანია, კანონიერია), რომ შენი სისხლი დაიღვაროს.

ალაფ-- ნადავლი, ბრძოლის დროს მოპოვებული ქონება.

ალაღება: ალაღდა- გაამაყდა, გათამამდა.

ალაღებულ-- გათამამებული, გაამაყებული.

ალვა: ალვის ხე. ალოი; სურნელოვანი საკმეველი ნივთიერება, რომელიც მზადდება ალვის ხის მერქნისაგან.

ალმედად - "მხარიღლივ" (საბა).

ლმურ-, არმურ-- ცეცხლის ალი და კვამლი ერთად შერეული; ”ღრუბელ-ნისლი ძლიერი და ქარიანი” (საბა).

ლყა - რკალი, წრე; თმის ღერო; ლითონის სიმი.

ამანტ-- უწველი (ცეცხლგამძლე) ხე.

ამართვა: ამართნა თვალნი - თვალები გაახილა.

ამარტა - ქარვა.

ამბარ-- საკმეველი სურნელოვანი ნივთიერება.

ამება: აწ ამეთავსა - ახლა თავს აამე, ასიამოვნე.

ამირა - მბრძანებელი, უფროსი, ემირი, ქვეყნის მმართველი.

ამირაობა: ესეთი ამირაობა ვინ მოგცა ჩემზედა - ვინ მოგცა ასეთი ბატონობის (მბრძანებლობის) უფლება ჩემზე?

ამი-სპასალარ-- მთავარსარდალი, მხედართმთავარი.

ამირ-სპასალარობა - მხედართმთავრობა, მთავარსარდლობა.

ამოხმა - ამოღება, ამოხდა, ამორთმევა, ამოცლა.

ამოოცა: ამოღება, ამოწმენდა.

ამედრება: ამჴედრდესოდეს - როდესაც ცხენზე შეჯდეს.

ამედრბულ-- ამხედრებული ცხენზე შემჯდარი.

ანაგე-ი 1. ტანადობა, გარეგნული მოყვანილობა: უსწორო ანაგებითა- შეუდარებელია (უბადლოა) გარეგნული მოყვანილობით, ტანადობით.

2. აღმართული, აშენებული, გაჩენილი: ღმრთისაგან ანაგები ვარ; აქვს-ღა გოდოლნი ანაგებითა.

3. აგებული რამეზე: გულსა უწყალოდ ანაგებითა - გულში უწყალოდ (ისრის) გაყრით, განწონებით, გარჭმით.

ანაქვიან-ი: უცხოდ აგებულ-ანაქვსიანო- საუცხოოდ, უმაგალითოდ გაჩენილო და ტან-აყრილო (ანაქსოვო).

ანგარ- ვერცხლისმოყვარე; ადამიანი, რომელიც სიმდიდრის შეძენისათვის ყველაფერს ჩაიდენს.

ანდამატ-- ალმასი.

ანეუ-- ”ზაფხულის ნახნავი” (საბა).

ანთრაკ-- ძვირფასი, ალისფრად მოელვარე თვალი.

აორებულ-- გავერანებული, ჩანგრეული, ჩატეხილი (ხიდი).

არგან-- ჯოხი, კეტი.

არდაგ-- ”წელს ქვევით მოსაფარი” (საბა), მოსასხამი.

არდამ-- მცენარის სახელწოდება: არდამი ვარდა - არდამი გავარდდა, ვარდად იქცა.

არე - 1. პლანეტა მარსი: შენ არე მთენი არ გგვანდეს; რად მზეობს არე.

2. ატმოსფერო, ჰაერის სხვადასხვა ფენა: განათლდა არე; არეთა მთენი; ართუ არედ ა. შენ არე მთენი.

3. ადგილი, გარემო: ღაწვთა არესა.

არიფ-- ძმაბიჭი, თანამესუფრე, მოზიარე (რამეში), სწორი, მეგობარი.

არმურ-- იხ: ალმური.

არნ-- ”გარეული ცხვარი” (საბა), ჯიხვი; არნისაებრ- ჯიხვსავით.

არსება: ვინ არსე ბანი - ვინც (რომელმაც) დააარსე (შეჰქმენ) ცის კამარა.

არს-- მყოფი, არსება, სულიერი ქმნილება. მნათობი.

არს-ქმნა - არსის ქმნა, შესაქმე, ქვეყნიერებისა და სულიერ არსებათა შექმნა, გაჩენა.

არტახ-- ”ბრტყელი და მაგარი შესაკრავი” (საბა); ტახტი, დივანი, სკამლოგინი (იუსტ. აბულაძე).

არჯალ- ურცხვი, უსაძაგლესი, ”ურცხვად ანჩხლი” (საბა).

ასაბად-ი სამიზნო ნიშანი, სასროლად დასამიზნებელი წერტილი, ”სასაგნო” (საბა).

ასაბი ”მტერზედ მიმყოლი, შემწე” (საბა), ბრძოლაში დამხმარე მოკავშირე, თანამებრძოლი, მშველელი.

ასაყარ- მებრძოლთა გასამგზავრებელი ან ასაშლელი სიგნალი, რომელსაც აძლევდნენ ბუკით ან ნაღარით. აქედანაა მიღებული გამოთქმა ”ასაყრელი ბუკი”.

ასკატა ერთგვარი ფრინველის სახელწოდება.

ასარეზ-: ასპარეზითა ვიმღერი - ვასპარეზობ; ასპარეზსა სცემდის - საასპარეზოდ გადიოდა; ასპარეზითა გვემღერა - გვეასპარეზა.

ასპარეზობა სამხედრო და სპორტული ვარჯიშობა-თამაშობა (მშვილდოსნობა, ჩოგნით ბურთაობა, დოღი, ფარიკაობა და მისთ.); ასპარეზობდა; იასპარეზეს.

ასიტ-ცემულ- გველნაკბენი.

ასუბუქება: ასუბუქდი ამჩატდი, გაქარაფშუტდი, სიდინჯე დაკარგე, თავი შეირცხვინე.

ასუბუქებულ-ი ამჩატებული, გაქარაფშუტებული, თავშერცხვენილი.

ასწორებულ- სწორი, ბადალი, შესადარი, გათანაბრებული.

აუარ- აუქცეველი, რასაც გვერდი არ აევლება. არა უარო გვერდი - არ აუქციო (აუარო), არ უარყო.

აუგიანობა სახელგატეხილობა, შერცხვენილობა, გაბასრულობა.

აუგობა: გეაუგებოდეს საძრახისად მიგაჩნდეს.

აფთ- ცულისმაგვარი გრძელტარიანი და ბრტყელპირიანი მახვილი.

აღბორგება გულისწყრომა, გაშმაგება; აღბორგნეს გაგულისდნენ, გაშმაგდნენ.

აღგება: აღეგო აშენდა, აგებულ იქნა.

აღვირ-ნასხმევ-ი აღვირასხმული, ლაგამამოდებული.

აღმართებულ-- აღმართული.

აღმრჩება აღმოცენება, ყლორტების ამოყრა: გენიშნეს ლაშას აღმორჩებანი - გენიშნა ლაშა გიორგის დაბადება.

აღმოშენება აღმოცენება.

აღნათქვამ-ი აღთქმული.

აღნათქმიერ-ი აღთქმული.

აღრაცხვა დათვლა, აღრიცხვა.

აღფრტვინვა: აღიფრტვინვეს ტლინკები აყარეს, აკუნტრუშდნენ.

აღოცა: აღიჴოცა აიწმინდა, მოცილებულ იქნა.

აშკმობილ-ი პირდაღებული, პირდაღრენილი.

აშქაფუთიდევან-ი დევთა გამოქვაბული; ციხე, სადაც მოაბადმა ვისი დაამწყვდია.

აჩენა: აგვიჩნდა გამოჩნდა, დავინახეთ (ქალაქი); უცხოდ ამიჩნდითო- უცხოდ გხედავთო.

აწვედა: დახოცვა, განადგურება, მოსრვა, მოსპობა.

აჭრა: გახელებული აიჭრა - გაგიჟებული წამოხტა, წამოვარდა ზეზე.

ახმა: აიხვნა კინენი - აიღო დიდი, მსხვილტარიანი შუბი; აიხვნა ხიშტნი.

ახოვან- ”ტანად დიდი და ძლიერი” (საბა), მხნე.

ახოვნება სიმხნე, ძლიერება.

ახო-- თავლა, ბოსელი, საჯინიბო.

ახრა: ჴელი აუხარახელით თვალები მოიჩრდილა და ისე დაიწყო ყურება.

და მოხსნა, გახდა (აბჯრისა).

აჯა ვედრება, მუდარა, ხვეწნა, სათხოვარი; ღმერთსა ეაჯებოდის- ღმერთს ევედრებოდა; არ მიაჯია ესე ჭირი - ეს ჭირი არ მითხოვია; სიკვდილსა იაჯდა- სიკვდილს ივედრებდა, იხვეწიდა, ნატრობდა.

აჯაბ- საკვირველება.

აჯება: ომისა აჯება ჴამს - საჭიროა ომის გამოთხოვა.

ადაჴშან- ძვირფასი ლალი, ბადახში. იხ. ბალახში.

ადე: რიტორთ ბადენი მჭევრმეტყველთა მანქანებანი (ხელოვნება).

ბადრობა: 1. ვინ ჴრმლითა ბადრობს- რომელიც ხმლის ხმარებაში ბადრი იამანის ძეს ემსგავსება, ან ვინც ხმლით ბადრივით იბრძვის.

2. ვერავინ გბადრობს- ბადრი მთვარესავით სიკაშკაშეში ვერავინ შეგედრება.

ბაზიერ- ქორ-შავარდენთა მწვრთნელი, მექორე და მეშავარდნე.

ბაზმა სანათი, კანდელი.

ბაირამ-ნავოზობა მაჰმადიანთა საახალწლო დღესასწაული, რომელიც იმართებოდა ბუნიაობასთან (დღისადა ღამის გასწორებასთან) დაკავშირებით.

ალატ- ტომარა, ჩანთა.

ბალასნ-ი ბალასინი, ვალსამოსი, ბალზამი.

ბალახშ- ძვირფასი ლალი, ბადახშანი.

ბანილ-ი დაბანილი.

ბარე - ბარემ.

ბარება თავს აბარებდენთავს იტყვევებდნენ, ტყვედ ჰბარდებოდნენ.

ბარძიმ-ი მაღალფეხიანი ღრმა სასმისი, იხმარება ეკლესიაში.

ბასრ-ი ფოლადი. ფოლადივით მაგარი (გრდემლი, მთა, გული); ბასრული, მეტად ფხიანი, მჭრელი.

ბასრობა: ბასრობდეს - დასცინოდნენ, გმობდნენ.

ბახტ-- მოცეკვავე, მროკავი.

ბელ-- კუდიანი, თვალთმაქცი, ქაჯი, გრძნეული.

დით-- ცუდი, ბედკრული, ბედუკუღმართი; ბედითისაქმე, ქვანი ბედითნი. ბედითად - ცუდად, ბედუკუღმართად, ავად.

ბედითობა - სიცუდე, ბედუკუღმართობა, ბედკრულობა.

ბევ-ათას-- ათასჯერ ათი ათასი, ანუ 10.000.000. ბევრი - ათი ათასი (10.000).

ზღბა - მოწინააღმდეგის გამოტყუება სიმაგრიდან და განადგურება: ვიბეზღნე, ვიბეზღნეთ - გამოვიტყუოთ. იხ: გამობეზღება, წამობეზღება.

ეჟმედ-- მწვანე ფერის ძვირფასი თვალი.

ბეჩარა - ბეჩავი, უმწეო, საცოდავი, საწყალი.

ბიბი - ქალი, ქალბატონი.

ბივრილიონ-- ბივრილი, ბივრიტი, ძვირფასი ქვა.

ბილწ-ელ-ნახლ-ი: არ ბილწ-ჴელნახლი- რასაც ბინძური, უწმინდური, ბილწი ხელი არ შეჰხებია.

ბირკ-- ეკლით შემოსილი ბალახის ნაყოფი, ძურწა.

ბისონ-- აბრეშუმის მსგავსი ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული ტანისამოსი, ”სამეფო სამოსელი” (საბა).

ბიც-- უნაყოფო ნიადაგი, მოუსავლიანი ადგილი, ბერწი მიწა.

ბიჭობა - ეშმაკობა, ცბიერება, მატყუარობა.

ბმა - დაბმა: იბი - დაიბი, დაიტყვევე (თავი); ებან ებნითა - ებნით დაებან, ე. ი. მუდმივად ებანს უკრავდნენ; სულ ებით სულ დაებით, დატყვევდით; ბარე სულ ებით- ბარემ სულ დაბმულნი იყავით.

ბნედა: ბარე ბდენ - ბარემ ჭკუას (გონებას) კარგავდნენ, ბნედა ემართებოდათ.

ბოლო-შეუქმარ-- დაუბოლოებელი, დაუმთავრებელი, დღეგრძელი.

ბოლუქ-- გუნდი, сонмы: ბოლუქ-ბოლუქად - გუნდ-გუნდად, დას-დასად, ბლომ-ბლომად.

ბომონ-- საკერპე: ბომონთ-მოთხრობა - საკერპეთა ან ბომონთა ისტორია გრძნეულობაზე.

ბორგა - ბორგვა, გაშმაგება, გაგულისება. იხ. აღბორგება.

ბოძალ-- ორპირი, ორწვერა ისარი, ”ისარი - პირდიდი და განპებული” (საბა).

ბოძება - საბოძვარი (ან საბოძვრის გაცემა).

ბრალ-- სიბრალული, შეცოდება.

ბრალობა - ბრალის დადება, გაკიცხვა; რად ვინ მაბრალობს - რატომ მდებენ ბრალს (საყვედურს მეუბნებიან, მკიცხავენ)?

ბრგნილ-- ბლუ, ენაჩლუნგი, ენაბორძიკი.

ბრდღვნა: იბრდღვენდა - მჴეცებრ მრისხანებდა, ბობოქრობდა მხეცივთ; იგიც რასმე ბრდღვნიდა.

ბროლისა ველ-- მეტაფორული გამოთქმა თეთრი, ბროლივით პირისახის აღსანიშნავად.

რუალ-- ფაცა-ფუცი.

ძავს - ებრძვის, ეკამათება.

ბრძანება - 1. თქმა ან განკარგულების გაცემა: ბრძანა ნადირობას გასლვა უბრძანა მეფემან - მეფემ უთხრა.

2. სტუმრად მისვლა: ბრძანებისა და მოსლვისათვის - სტუმრად მობრძანებისა და მოსვლისათვის; დღესა ჩემსა ბრძანეთო- დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდითო.

3. მირთმევა: პური ბრძანეთო - საჭმელი მიირთვითო.

ბრჭალ-- ტერფი. ერთი თავსა და გველი ბრჭალსა (ემტერებოდეს) - ერთი (ევა გველის) თავსა და გველი (ევას) ტერფსა. შდრ: ”იგი უმზერდეს თავსა შენსა და შენ უმზერდე ბრჭალსა მისსა" (შესაქმე III , 14-15).

ბრჭე - მსაჯული, მოსამართლე.

ბრჭობა - განსჯა, სასამართლო საქმის განხილვა-გარჩევა.

უთ-ი კერპი, სათაყვანო არსება.

ბუკ-- საყვირი.

ბუკ-ტაბლაკობა - საყვირისა და დაფის დაკვრა.

ბუმბერაზ-- დაქირავებული სამხედრო პირი, დიდი ტანის ფალავანი.

ბუნება: რა ბუნებად მოვიდა - რა მოსულიერდა, გამოცოცხლდა, გონზე მოვიდა.

ბუვა - თავზე რამის დახურვა ან მოხურვა: გებუროს - გეხუროს; ებურა- ეხურა.

ბღვარ-- სამხრეთი.

გააზატება - გათავისუფლება.

გაალმასებულ-- განრისხებული, გაჯავრებული.

გაამბრიანება: შენთა თმათაგან გამაამბრიანე - ამბარივით გამაკეთილსურნელოვანე.

გაახლებულობა - გაახლება.

გაბასრულ-- გაკიცხული, სასაცილოდ აგდებული, შერცხვენილი, გაწბილებული.

გაბედითება - გაცუდება, გაბეჩავება, გაუბედურება. იხ.ბედითი.

გაბედითებულ-- გაცუდებული, გაბეჩავებული, გაუბედურებული.

გაბრჭობა - განსჯა, განკითხვა; გაბრჭე თავისა თავსა ზედა.

გაგება - 1. წესრიგი: ესე იყო გაგება- ასეთი იყო წესრიგი.

2. გადაწყვეტილება: ღმერთსა გაუგია- ღმერთს გადაუწყვეტია.

3. მოგვარება, მოწესრიგება: ჴამსისაებრ გაუგია- საჭიროებისამებრ მოუგვარებია; გავაგოთ საქმე; გავაგე სახლისა საქმე.

4. შეძლება: აწ ნახო გაგება შენისა ბუმბერაზისა; აწ ნახე გაგება დარეჯანის ძისაო.

გაგებულ-- მოგვარებული.

გაგულისბა - გულისმოსვლა, გაბრაზება, გულისმოყვანა.

გაგულქველება - ქველობის, მხნეობის გამოჩენა: გაგულქველევად - გულმტკიცედ, გულმაგრად, მხნედ.

გადიდგემოებულ-- გაამაყებული, განებივრებული, მედიდური.

გაზაფრანბუ-- ზაფრანად ქცეული, ზაფრანის ყვავილივით გაყვითლებული.

გაზიდვა: გაიზიდნეს ცხენზედა - ამხედრებულნი დაეჭიდნენ ერთმანეთს.

გათაყვანება: გაეთაყვანნეს - მიესალმნენ, მშვიდობა უთხრეს.

გათენება: გაათენს - გაანათებს, გააშუქებს.

გაკვეთა: მაჰრი გაუკვეთა - საქორწილო მიზდი (ქირა) გაიღო, მისცა; წესითა გაუკვეთდიან - წესისამებრ სათანადო ულუფას აძლევდნენ.

გაკიდეგანება - განშორება, მოცილება, განზე გადგომა ვინმესგან.

გაკუშტება - მკაცრი გამომეტყველების მიღება, განრისხება.

გალაბულ-- გათამამებული.

გამამრთელებელ-- განმკურნებელი, გამაჯანმრთელებელი.

გამახვა: გაიმახვა - გაილესა; იმახოსა - გაილესოს.

გამელება - გაცბიერება.

გამეცნიერებულ-- გათვითცნობიერებული, განსწავლული.

გამვლენ-- ”განმკითხველი, სხვის მდგომარეობაში შემსვლელი” (იუსტ. აბულაძე).

გამკაცრება - სიფრთხილე, მორიდება: გამიმკაცრდი - მიფრთხილდი, მომერიდე.

გამკიცხობა - დაცინვა, გაკიცხვა, გაქირდვა.

გამობეზღება - მოწინააღმდეგის გამოტყუება სიმაგრიდან და განადგურება. იხ. ბეზღება.

გამობუტკვ- ბუტკოს გამოტანა.

გამოგება: ძლივსღა გამოაგეს გზა - ძლივსღა გაიკვლიეს (გაიგნეს) გზა.

გამოკაზმა: გამოვეკაზმენით - სამგზავროდ გამოვეწყეთ.

გამოლეწვა: შამბსა გამოლეწდა - შამბში (მსხვილ და მაღალ ბალახში) ლაწა-ლუწით მოდიოდა.

გამომეტყელ-- გამომთქმელი, პოეტი, მწერალი: გამომეტყველებრ - პოეტურად.

გამომღებარე - შემფერადებელი, მღებარი, ”ფერების მცოდნე ოსტატი” (საბა).

გამომღებელ-- გამომსხმელი.

გამორცხვა: გამოგერცხების- მოგცილდება, მოგშორდება.

გამოსათაყვანებელ-- გამოსამშვიდობებელი.

გამოსვენება - დასვენება; გამოისვენა- დაისვენა. დია გამოგვისვენა - კარგი დრო გაგვატარებინა.

გამოსვენებულ-- დასვენებული, მოსვენებული; გამოუსვენებელი.

გამოსხმა გამოყრა, გამოდევნა, გამოყვანა: გამოგვასხნა მეფობისა ჩვენისაგან.

გამოუსალამებელ-ი გამოუმშვიდობებელი.

გამოღება: გამოიღიან შესამოსელნი - მოჰქონდათა ტანისამოსი; ჴელი გამოუღეს - ხელი გაუწოდეს; ნავღლისაგან ძალი გამომღებია - ნაღვლობისაგან ძალა წამრთმევია (გამომცლია); გამოიღეს ხეთა ნაყოფი - ხეებმა ნაყოფი გამოისხეს.

გამოღმართ - აქეთა მხარეს.

გამო-ღმერთო-ვიდეს - ღმერთო, გამოვიდნენ.

გამოყენება - გამოდევნა: გამოგვაყენნა საშვებლისგანა - გამოგვდევნა საფუფუნო ადგილიდან (სამოთხიდან).

გამოყრა: დარბაზობა გამოიყარა - დარბაზობა დამთავრდა.

გამოჩენბა - გამოჩენა, დანახვა.

გამოცემა: სისხლი გამოეცემის- სისხლი გამოედინება; წყალი გამოცემულა; გამოეცა - გამოეგზავნა; მათ არა გამოსცეს პასუხი - მათ არა უპასუხეს რა.

გამოცორვე - გამოცურება, უპატიოდ გამოსტუმრება, გამოგდება.

გამოძება - გამოძევება.

გამოწყდომა - მოპირდაპირე ჯგუფიდან, ხალხიდან ან ლაშქრიდან ვინმეს გამოხტომა, წინ გამოსვლა: გამოსწყდა იგივე კაცი - წინ გამოხტა, ან წინ წამოვიდა იგივე კაცი.

გამოჭრა: გამოჭრილა - გამოვარდნილა, გამოქცეულა.

გამოჭყირვა: თვალნი გამოაჭყირნა - თვალები გამოპრაწა (გულმოსულად გამოაჭყიტა).

გამოხმ - 1. გამოატანა: გამოახმევინა - გამოატანინა.

2. გამოღება (კარისა): გამოახვნეს - გამოაღეს.

გამოდომა: 1. გასვლა: ხანი გამოჴდა - დრო გავიდა.

2. გამოვარდნა, გამოცვენა: გამოუჴდეს ორნი ლომნი - გამოუვარდა ორი ლომი; გამოუჴდეს იგი დამალულნი კაცნი.

გამოჴუება - დაკლება, გამოკლება: გამოეჴვნესა - დააკლდნენ, გამოაკლდნენ.

გამპატიჟებელ-- მტანჯველი, დამსჯელი.

გამრთელება: გამრთელდეს - განიკურნოს, გაჯანმრთელდეს; გაამრთელეთ.

ამრიცხვებულ-- გამრავლებული.

გამლ-- მნახველი, მჭვრეტელი.

გამწაზრება - გამძვინვარება, გააფთრება.

გან - განა (კითხ. ნაწილაკი).

განავარდი-- განაფრენი, განაქროლი.

განათლება: განათლდა - განათდა.

განათლებულ-- განათებული.

განაპარსვ-- გაპარსული.

განაღამცა - ოღონდაც, დიაღაც.

განაცისკრევ-- გაცისკროვნებული, ცისკარივით გაბრწყინვებული.

განგებიან-- შესმენილი, გონიერი მმართველი.

განდგომიერ-- გამდგარი, განდგომილი.

განდრეკა: განდრკეს მეოტნი - უკუიქცნენ მორბენალნი.

განზრახვა - ფიქრი, წინასწარ მოფიქრება: განიზრახვიდეს - წინასწარ მოიფიქრებდეს (გამოირჩევდეს); განზრახვით - განზრახ.

განიადაგებულ-- მოთავსებული, დამკვიდრებული.

განკაცება - კაცობა, ადამიანობა, კაცთმოყვარეობა.

ანკითხვა - განსჯა, გასამართლება.

განლიგებულ-- გარინდებული, გაშტერებული.

განმარისხ-- განმარისხებელი, რაც იწვევს რისხვას.

განმთენებ-- გამანათებელი, გამთენებელი.

განმქარვებელ-- მომსპობი, გამქრობი.

განმნობა - გამხნევება.

განრომა - ხსნა, გადარჩენა.

განსალიგებელ-- გასარინდებელი, გასაშტერებელი.

განსაცდელ-- თვალით დასანახი.

განსისრვა - სისრვა ანუ ისრით (ან ლახვრით) განგმირვა: განესისროდის მზენი ლახვართა მისთა სრულებით - მის (ე. ი. თამარის) ლახვართაგან (ე.ი. წამწამებისაგან) მზენი (ციურნი მნათობნი) იგმირებოდნენ ხოლმე.

განუცად-- თვალით დაუნახავი.

განქარვება: განვაქარვოთ - მოვსპოთ, გავაქარწყლოთ; განქარდეს - მოისპოს, გაქარწყლდეს, გაქრეს; გაუქარდათ - გაუქრათ; ჩემი სახელი განქარდების - ჩემი სახელი მოისპობა, დაიკარგება, გაქრება.

განქიქება: განქიქნა - შეარცხვინა, გამოააშკარავა (ისინი); განქიქებით.

განქიქებულ-- შერცხვენილი, გამოაშკარავებული.

განქრე - გაბნევა, დალეწვა: სათავნო გაანქრიე - სასარგებლო გააბნივე (გააქარვე), დალეწე; განვანქრევ - დავლეწავ,დავამსხვრევ.

განყოფა - გაყოფა, წილის მიცემა: სული განვიყო - ჩემი სულის მონაწილე გავხადო, ერთი წილი სული მას მივცე. არ განგვეყოფის - ჩვენი მოწილადე არ არის (არ ხდება), ჩვენთან წილს არ იდებს.

განჩინებულ-- განკუთვნილი.

განცდა (გაცდა) - დანახვა, ჭვრეტა. ვერ განვიცადი; გაიცადე იგი პირმზე; მშვენვარე პირი გაიცადა; ეგე საქმე გაგაცადო - ეგ საქმე დაგანახვო.

განცუდება - ცუდ-ყოფა, გაამაოება, გაბედითება: განცუდნა - გააამაოა, გააბედითა, ცუდყო.

განცხრომა - ფუფუნება.

განძევა-- განძეული, ძვირფასი ნივთები.

განძვინებულ-- გამძვინვარებული.

განწესება - წესის დადგენა, გარიგება.

განწევა - გასწრება; გაწევა: ვერ განეწიოს - ვერ გაასწროს.

განწონება - მკერდში (გულში) ისრის გაყრა, რამეში გაჩრა.

განმულ-- გაღებული, გახსნილი.

განმულობა - გახსნა.

გაპატიჟება - დასჯა, წამება: გავჰპატიჟებ - დავსჯი, ვაწამებ.

გაირება: გააპირეს წამოსლვა - დააპირეს, მოინდომეს წამოსვლა.

არდავსებულ-- გავსებული, დაფარული.

გარდაკიდება - გადაყრა, შეხვედრა: გარდაგვეკიდნეს - გადაგვეყარნენ, შეგვხვდნენ.

გარდაკონვა: ენა გარდმკონოს - ენა შემიკრას, დამიბას.

გარდასლვა: ეგზომნი ჭირნი გარდამსლვიან - იმდენი ჭირი გადამიტანია, გადამხდომია.

გარდასრულ-- გარდაცვალებული.

გარდაქცევა: გზასა გარდაუქცია - გზიდან გადაუხვია.

გარდაწყვეტა - გათავება (ბრძოლისა): გარდაიწყვიტონ; გარდავსწყვიტოთ; გარდაიწყვიტეს.

გარდაჭედილ-- გარშემო მოჭედილი.

გარდაჭრა - გადავარდნა, ჩამოხტომა (ცხენიდან): გარდაიჭრა - ჩამოხტა, სწრაფად გადმოვიდა.

გარდახვეწა - გაქცევა, გადაკარგვა: გარდიხვეწები - გაექცევი; გარდავეხვეწებით - გავექცევით; გარდაეხვეწნეს - გაექცნენ; გარდაგვეხვეწნეს; გარდაიხვეწნეს იხვეწენითო - გადაიკარგენით, გაიქეცით.

გარდაჴდევა - გადახდევინება: გარდააჴდევთ - გადაახდევინებთ; გარდაგაჴდევ - გადაგახდევინებ.

გარდადომა: გარდაჴდა - ჩამოხტა (ცხენიდან), დაქვეითდა; გარდაჴდა - გადმოხტა; გარდაჴედ - ჩამოხტი; გარდავჴედ - დავქვეითდი, ჩამოვხტი.

გადადომილ-- დაქვეითებული, ჩამომხტარი (ცხენიდან).

გარდგომა - გარშემო დგომა: გარდგომილან გუშაგნი - (ციხის) გარშემო მდგარან გუშაგები.

გარდმომდენელ-- გარდამომდენელი, ზევიდან მაპკურებელი (ცვართა).

გარდმოფენილ-- გადმოფენილი.

გარდმოჭრა გადმოვარდნა: ჩამოვარდნა

გარება - გავლა.

გარეგან-- გარეთ მყოფი.

გარეთად - გარდა.

გარეშექცევა - უკან დაბრუნება, გამობრუნება (გზიდან).

გარმოზღუდვა - გარშემოზღუდული, გარშემორტყმული.

გარყვნა - გაფუჭება: საქმე რა გაირყვნებოდეს - რა საქმე გაფუჭდებოდა, წახდებოდა.

ასალამება: გაესალამა - დაემშვიდობა, გამოემშვიდობა.

გასაჩვენებელ-ი: გასაჩვენებლად - თავის გამოსაჩენად.

გასახელოვნებულ-- სახელგანთქმული, სახელმოხვეჭილი.

გასაჴრმებულ-- ხმალდახმალ ბრძოლაში გასასვლელი.

გასმა: ცხენსა მისსა გავსვით - ცხენზე შევსვით.

გასრულება: აწ გაასრულე ჭაბუკობა შენი - სრულყოფილ ჰყავ და განამტკიცე შენი რაინდობა.

გასწრაფება: თუ დიდად არ გაისწრაფებ - თუ ძალიან სწრაფად არ წახვალ.

გასწორება - გატოლება: გვეგონა გასწორება - გვეგონა (ერთმანეთს) გაუსწორდნენ, გაუტოლდნენ; გაუსწოროთ ერთმანერთსა - გაუტოლდეთ (ძალაში) ერთმანეთსა.

გასწრებ- გაქცევა, გასხლტომა, თავის დაძვრენა: ვირე გაესწრებოდა - სანამ გაუსხლტებოდა, გაექცეოდა, თავს დაიძვრენდა; გაესწრა .

გასხმა: გაძევება, გაყრა: გაასხნა - გაყარა, გააძევა.

ატევრე- ტყეში გაჭრა.

გატეხა - შემუსრვა: რად გამიტეხენ ქვეყანანი - რად შემიმუსრეთ მიწანი; ქარავანი გატეხონ - ქარავანი შემუსრონ.

გატეხილ-- სულიერად დავარდნილი.

გაუგებელ-- მოუგვარებელი.

გაუდევნელ-- ძლიერ სწრაფი, რომელსაც ვერავინ გაედევნება.

გაუვლენელ-- დაუკარავი, გულგრილი, ვინც სხვის მდგომარეობაში არ შედის.

გაუვლენელო- დაუკარაობა, გულგრილობა.

გაუხელებელ-- გაუგიჟებელი, უშმაგო.

გაეროზე: გაფეროზებულა - ფეროზის ფერი მისცემია. იხ: ფეროზი.

გაფიცხება - გამაგრება, გაცხარება, გაცეცხლება, გაბრაზება: გაფიცხდის - გაბრაზდებოდა, გაცეცხლდებოდა, აენთებოდა ხოლმე. რა გავფიცხდი; გავფიცხდით - გავმაგრდით, გავცეცხლდით, გავბრაზდით.

გაფრჭვნილ- - გაშლილი, გაფურჩქვნილი.

გააფურება - გათეთრება; გაჭაღარავება: თმა ჩემი არ გაქაფურებულა.

გაღება - 1. გაგნება, გაკვლევა: ვირე გზა არ გავიღო - სანამ (ვიდრე) გზას არ გავიკლევ (გავიგნებ); გზა ვეღარა გავიღეთ.

2. მიტანა: თავი ცამდი გაგიღია - თავი ცამდე მიგიტანია (აგიმაღლებია, აგიწევია).

გაყრა: ბრძანა გაყრა ნადიმისა - ბრძანა ნადიმობის დაბთავრება.

გაყრმობა: გაყრმდების - გაახალგაზრდავდება.

გაშა - სამეფო ტახტი (ნ. მარი).

გაშენბა - 1. აშენება, აყვავება, გააშენე.

2. შენად გახდომა: გააშენე.

გაჩვენება - კარგად დანახვება, თავის კარგად გამოჩენა: გაგაჩვენო მაგა ცოლსა შენსა - კარგად დავანახვო (შენი ჭაბუკობა) მაგ შენ ცოლს; ესე იყო პირველი გაჩვენება, რომელ გაეჩვენა თავისსა ცოლსა. - ეს იყო თავის პირველი კარგად გამოჩენა, რომ თავის ცოლს დაენახა.

აცემა: გასცა გზა - ასწავლა გზა; გზა... გაუცემია; მე გაგცე გზა.

გაცხოვნება - ციხეში ჩასმა, დამწყვდევა.

გაცუდება: გაგიცუდდა - გაგვიუქმდა.

გაცხროება: გაცხროა - გააცივ-გააცხელა, ციებ-ცხელება დაემართა; გააცხროებდეს

გაძე- გაძევება, გაგდება: გააძე - გააძევე, გააგდე; გაგიძია - გაგიგდია, გაგიძევებია; გააძეს - გააძევეს, გააგდეს.

გაძებულ-- გაძევებული, გაგდებული.

გაწვევა - უკან გაბრუნება, გაგდება, გაძევება: გაგაწვევ - გაგდებ, გაძევებ.

გაწვლილება - გაწვრილება, გახდომა.

გაწლობილ-- გაწვრილებული.

გაწყვედა (გაწყვეტა)- გათავება: ხვალე გაწყვედა ჴამს შენი და ჩემიო - გვმართებს, რომ ხვალ მე და შენ ბრძოლა დავამთავროთ. იხ: გარდაწყვეტა.

გაჭირება - გაძნელება: გაჭირდა ომი - გაძნელდა ომი (ომის მოგება).

გაჭრა - გავარდნა, გასვლა (ველად უიმედო მიჯნურობისაგან); სული გაიჭრა - სული გავარდა.

გახალვათება: გაახალვათეს - გააცალკევეს.

გახელება - გაგიჟება (მიჯნურობისაგან).

გახმა - გაღება: გაგიხვამ კართა - კარებს გაგიღებ; გაახვნეს კარნი - კარები გააღეს.

გაჴსნა (ხელისა)- სისხლის გამოღება ვენიდან: ჴელი გაიჴსნა.

გაჯდომა - (ცხენზე) შეჯდომა: გაჯდა - შეჯდა.

გება: 1. მოპასუხეობა: ვერ ვეგები - მოპასუხეობას ვერ ვიკისრებ; ანა გებითა - ან მოპასუხეობით.

2. შეძლება: ვერ ვეგები - ვერ შევიძლებ; ვერ ვაგებ თქმითა.

3. გაჩენა, შექმნა: ეგე ნათელი - გაჩნდი ნათელი; ღმრთისაგან ეგე - ღვთის წყალობით გაჩნდი, შექმნილ იქენ.

4. მინიჭება, მიცემა: მოემან გებით - სტუმარი მინიჭებით.

5. გახდომა: ოს თამარ ეგე - როდესაც შენ, თამარ, გახდი.

გებულ-- 1. არსებული, მყოფი, გაჩენილი: ძითურთ გებულად; მეფედ გებული.

2. მონიჭებული: ძლევა გებულად; ჴელთ გებულად; სწავლით გებულსა.

3. აშენებული: სახლად გებულსა.

გემოობა: სიდიდესა გემოობ - ნებივრობ, ამაყობ, მედიდურობ; დიდსა გემოობდა - ამაყობდა, ნებივრობდა, მედიდურობდა.

გვალე - სწრაფად, ჩქარა იარე.

გვარიან-- კარგი გვარისა.

გვარიანობა - საგვარეულობა, ჯიშიანობა.

გვერც - გვერდს, გვერდით.

გზა-გაუღებელ-- გზააბნეული; თავისა გზა-გაუღებელი - თავგზააბნეული.

გზება - ანთება (ცეცხლისა): ცეცხლი აეგზნა; მიგზებ - მინთებ. უგზის - უნთია; გზნითა - აღგზნებით, წვით, ნთებით.

გზის-მლეწველ-- ავაზაკი, მძარცველი, ბანდიტი.

გლახ - ვაი, აფსუს: მო-გლახ-ველოდი - ვაი (აფსუს), რა ამაოდ მოველოდი.

გმერა - ჩხვლეტა, ჩასობა, კვრა, ძგერება (ლახვრისა): გულსა უგმიროს - გულში ჰკრას, აძგეროს, ჩაასოს (მახვილი); ვისცა უგმირეს - ვისაც ჩასცეს, აძგერეს (მახვილი).

გოარ-- მარგალიტის თვალი.

გოდოლ-- კოშკი.

გოლეულ-- ფიჭიანი თაფლი.

გოლ-ი: გოლებრ მწთოლვარე - თაფლივით მწვეთავი.

გონება - 1. ფიქრი, მოგონება: დადნა გული... შენითა გონებითა - დადნა გული... შენზე ფიქრით; ვიწვი შენითა გონებითა - შენზე ფიქრით, შენი მოგონების გამო ვიწვები; შენისა გონებისაგან არა მაქვს ძილი - შენი მოგონებისაგან, შენზე ფიქრისაგან აღარ მეძინება.

2. ცნობა: რა გონებად მოვიდა - რა ცნობაზე მოვიდა, რა ცნობა დაუბრუნდა (მოსულიერდა); მო გონებანი - მომიპყარით გონებანი (ცნობანი).

გონება-ვრცელ-- ღრმამოაზროვნე, შორსმჭვრეტელი.

გონება-შეჭირვება: მეტისა გონება-შეჭირვებისაგან დაიღრიჯნა - მეტი ფიქრისა და დარდისაგან მოიწყინა.

გრაკ-- ბრაწის ხე.

გრგვინვა: გრგვინვიდენ ცანი - ჭექდნენ და ქუხდნენ ცანი.

გრივ-- საწყავი საზომი ერთეული, უდრის 55 ლიტრას.

გრძენ-- გრძნეული, მისანი, ჯადოსანი.

გრძნება - მისნობა, გრძნეულობა, ”ეშმაკთ მოქმედება” (საბა): გრძნითა - გრძნებით, მისნობით; გრძნებითა - მისნობით;

გულ-დრკუ - გულმრუდი, გულხენეში, გულბოროტი.

გულ-ნაზუქ-- გულნაზი, გულსუსტი, გულჩვილი.

გულ-ჯარბობა - გულმოსულობა, გულჯავრიანობა.

გუნდ-მწყობრ-ი, - გუნდ-გუნდად შეწყობილი; კრებული (დიდებულთა) და რაზმი (ლაშქართა), კრებულად დარაზმული.

გუნდრუკ-- სურნელოვანი საკმეველი.

დაავლება - ავლად ქცევა, დანაცრება: დამიავლებს - დამინაცრებს, ავლად მიქცევს.

დაააფება: დაგიალაფებია - ნადავლად აგიღია, დაუფლებულხარ.

დაარება: დაარონ - შემოატარონ.

დაახლება: კაცთა აღარ დავეახლო - ადამიანებს აღარ დავუახლოვდე.

დაბადება: დაიბადენი - დაიბადეთ.

დაბდაბ-- დოლი, დაფდაფი.

დაბეჭდვა - ბეჭდის დადება, დალუქვა: კარნი დაკლიტნეს და დაბეჭდნეს - კარები დაკეტეს და ბეჭდები დაადეს (დალუქეს).

დაბმა - 1. გაბმა, გახვევა: სხვასა საქმესა არა დავება - სხვა საქმეში არ გავება (არ გავეხვიო), სხვა საქმე არ გავაკეთო.

2. დაბმა: რადგან დაებით; სწავლა დაებმის - სწავლა (ცოდნა) არ შველის.

დაბნედა - ბნედის დაცემა: დაბნდა

დაბნედილ-- ბნედადაცემული, უგონოდ დავარდნილი, გულწასული.

დაბრმობა: დაბრმდეს - დაბრმავდეს.

დარუტებულ-- დაბრმავებული, გზაგაუგნებელი, გზააბნეული.

დაბურვა - დახურვა: დაიბურეს

დაგდება - დატოვება, მიტოვება: დავაგდე ყოველი - ყველაფერი მივატოვე; იგი არაბეთს დააგდეო - ის არაბეთში დატოვეო.

დაგე- 1. (თვალის) დევნება, ყურება: თვალი დამიგეთ - თვალი მადევნეთ, მიყურეთ; თვალსა უგებდა - თვალს ადევნებდა, იხედებოდა.

2. გაშლა: დაეგო პური - პურ-მარილი გაეშალა.

3. მე ჴელად მიჩნდა ქორის... დაგება - ჩემ საქმიანობად მიმაჩნდა ქორით დევნა (ნადირობა).

დაგ-- ცეცხლის მხურვალება.

დაგრუზვა: თმანი დამიგრუზნა - თმები დამიგრიხა, დამიხუჭუჭა.

დაგულ-- დამწვარი, დადაგული.

დადარ-- სამართლიანი, ზედწოდება ხოსრო ანუშირვანისა.

დადება: დაიდვა ნადიმი - გამართა ნადიმი, (მან) ნადიმობა დაიწყო. დავიდევით ნადიმი - ნადიმი გავმართეთ, ნადიმობა დავიწყეთ.

დადენა - დადინება, დენა (წყლისა ან სხვა თხევადი ნივთიერებისა).

დადირ-- ძმა, მეგობარი.

დადრკომა - დახრა: დადრკების - დაიხრება, დაიზნიქება.

დადრტვინვა: დაიდრტვინვეს - ჩივილი დაიწყეს, დაიჩივლეს.

დადუხჭირება - დაუშნოება: დადუხჭირდებოდა - დაუშნოვდებოდა; დადუხჭირდა - დაუშნოვდა.

დადუხჭირებულ-- დაუშნოებული,

და- ჩხუბი, ბრძოლა: ოს დიდ მან დავით - როდესაც მან დიდი ბრძოლით; დავითის დავით - სოსლანის მიერ წარმოებული ბრძოლების გამო; მაშინ დავით მათ - მაშინ ბრძოლით მათ.

დავალ-- 1. დასალირი, დასავალი: ჴმელთა დავალი - ხმელეთის დასავალი, დასალიერი.

2. სახელმწიფო: მისცა დავალი.

ავედრბა - დაბარება, შეთვლა: დაჰვედრის - დაუბარებდა, შეუთვლიდა ხოლმე; დაავედრა - დაუბარა, შეუთვალა; დაჰვედრა - დააბარა, შეუთვალა.

დავლა - ბედნიერება, სვე-სვიანობა.

დავსება - ჩაქრობა: სანთელი დაავსო - სანთელი ჩააქრო; წყალი არ დაავსებს - წყალი არ ჩააქრობს. დაუვსო სიხარულისა სანთელი.

დაზმა - დაყოფა, დაყოვნება: დიდსა ხანსა არ დაზამს - დიდ ხანს არ დაჰყოფს. ხანსა დაზმიდის.

დათიება - ატალახება: მიწაცა ცრემლითა დავათიჴე.

დაკაფვა - დაჭრა: დაგკაფეს და დაგაგდეს - დაგჭრეს და მიგატოვეს (დაგტოვეს).

დაკლიტვა - დახშვა, დაკეტვა:. დაკლიტნეს - კლიტეები დაადეს, დაკეტეს, დახშეს.

დაკლიტულ-- დაკეტილი, კლიტედადებული, დახშული.

დაკმევა: დააკმივეს - დააფრქვიეს.

დაკუშტვა: რად დავეკუშტვი - რატომ ვუწყრები.

დალიბრე: თოვლი დალიბრდა - თოვლი ჩალურჯდა.

დალმობა - დასნეულება.

დამაარს-- დამაარსებელი, შემოქმედი.

დამადუხჭირებელი-- დამაუშნოებელი.

დამამძიმებელ-- დამამწუხრებელი, დამაურვებელი, სევდისა და ჭმუნვის მომგვრელი. იხ: დამძიმება.

დამართება - 1. წასვლა; გამგზავრება: დავმართეთ მას ძნელსა გზასა - გავემართეთ, წავედით ძნელი გზით; ინდოეთით კერძო დამართე - ინდოეთის მხარეს წადი, გაემართე.

2. მორევა, ძლევა, დამარცხება: დამართებს - მოერევა, სძლევს, დაამარცხებს.

დამართებით - დასხმა (დასმა), ერთმანეთის გასწვრივ დასხმა; დამართებით - დაისხნეს; დამართებით გვერცა უსხდეს - პირდაპირ გვერდით უსხდნენ.

დამათებით-- მძლეველი, მომრევი, დამამარცხებელი.

დამბეჭდველობა: ბეჭდის დასმა, დაბეჭდვა: სჯულისა დამბეჭდველობა - რჯულის განმტკიცება.

დამეტება - 1, ჯობნა: დაუმძიმდა ინდოსა ჭაბუკსა დამეტება ამბრისაგან.

2. დამატება, უფრო მეტის თქმა: ვერცა დამეტებს სოფოკლი; ვერა დამატონ; არ დაჰმატისა - არ უმატებს.

დამეტებულ-- გადაჭარბებული, გადამეტებული.

დამესისხლება - მოსისხლედ (მტრად) გახდომა: დამმესისხლებიან - მოსისხლედ (მტრად) გამხდომიან.

დამესისხლებულ-- მოსისხლედ, მტრად გადაქცეული.

დამზარ-- არად დამზარი - დაუზარელი.

დამიც: გული დამიც - დამიდვია გული; დამიც დროდ თვე ერთი - ერთი თვის ვადა მომიცია.

დამოწმება - ჩუმად მოლაპარაკება, თქმა: დაემოწმა ყმისადა.

დამსხემ-- მსხემად მავალი. იხ: მსხემი.

დამშვიდ-- დამამშვიდებელი.

და-მცა განაღა-გვიმძიმდა - განაღამცა დაგვიმძიმდა, ოღონდაც (დიაღაც) დიდად შევწუხდით.

დამცრება - დალევა: იმედი დაუმცრდეს - იმედი დაელიოს.

დამცრობა - დამდაბლება, დამცირება: ერთსა გაადიდებს და მეორესა დაამცრობს; დამცრობილა - დამცირებულა, დალეულა; დამცრობა მტერისა.

დამძიმება - დამწუხრება, დანაღვლიანება, ურვა, დადარდიანება: დაუმძიმდების - ურვა შეექმნება, მწუხარება შეიპყრობს; დამიმძიმდა - ურვა შემექმნა, მწუხარებამ შემიპყრო; დაუმძიმდა - დანაღვლიანდა, დამწუხრდა, სადარდებელი გამოუჩნდა.

დამწეს-ი: იგავთ დამწესი - იგავთ ჟანრის დამდგენელი (იგულისხმება სოლომონ ბრძენი).

დამჭლობა: დამჭლდა - გახდა, ჩამოხმა.

დამდურ-- მომსწრე, თანადამსწრე.

დანაგზებ-ი - დანთებული.

დანაყილ-- დაჩეჩქვილი, განაწამები.

დანგ-- ”სამი კერატის წონა” (საბა).

დანთქმა - წყალში ჩაძირვა ან დაღრჩობა; სიბნელეში გაქრობა; უფსკრულში ჩავარდნა.

დანქრევა - დავარდნა.

დანქრეულ-- ჩამოყრილი, ჩამოცვენილი.

დაონავრება: დავიონავრენით - ხალხი ამოვხოცეთ და ალაფი ავიღეთ, ავიკელით, ავაწიოკეთ, დავარბიეთ.

დაონავრებულ-- აწიოკებული, აკლებული, დარბეული.

დაპატიჟება - იძულება, შეწუხება: ნუღარ დამპატიჟებთო - ნუღა შემაწუხებთ, შემაჭირვებთო; დაჰპატიჟა - შეაწუხა; დაჰპატიჟა ფიცითა - ფიცით აიძულა.

დაპყრობა: დააპყრას - ჩააგდოს; იგიცა ჩემთა ცოდვათა დააპყრეს - ისიც ჩემს ცოდვაში ჩააგდეს; ორგულთა თქვენთა დააპყრას ეგეთი ყოფა - თქვენს ორგულებს მიაწიოს ასეთი ყოფა, თქვენი ორგულები ჩაყაროს ამ ყოფაში; ფათერაკსა დავეპყრობით - ფათერაკში ჩავცვივდებით, ფათერაკი შეგვემთხვევა.

დარაკა - ხარის ტყავისაგან დამზადებული ფარი.

დარბაზობა - სასახლეში მიღება, აუდიენცია.

დარება - შედარება, მსგავსება: ვარდთა გიდარნე - ვარდებს შეგიდარე, მიგიმსგავსე.

დარ-- სწორი, მსგავსი, შესადარი: დარნი-დარნი - სწორ-სწორნი; რად ვთქვა შენ დარად; მნათობის დარი, დარად.

დარმან-- წამალი: დარმანის ველი - სამკურნალო ველი.

დარქმა - დახურვა: ვირე დაირქვემდა - სანამ დაიხურავდა.

დარჩენა - გადარჩენა: ფათერაკისაგან დავრჩითო - ფათერაკისაგან (ხიფათისაგან) გადავრჩითო.

დარჩენილ-- გადარჩენილი.

დარწყმა - მახის დაგება: რომელ დაარწყვეს - რომელი მახეც დააგეს.

დასაბურველ-- ჩამოსაფარებელი, ნიღაბი.

დასაზმელ-- დასაყოვნებელი: დასაზმელად დასარჩენად, დასაყოვნებლად.

დააკლი-- უარყოფითი მხარე, ნაკლოვანება.

დასამძიმებე-ი შესაწუხებელი, დასანაღვლებელი, დასასევდიანებელი; არასასიამოვნო (ამბავი).

დასასლბობელ-- დასაბნედი, დასასულებელი.

დასატენალ-- დასატენი.

დასახეულ-- მიმსგავსებული, მინიშნებული, დასახული.

დასახვა - მიმსგავსება, დახატვა: არცა მხატვართაგან დაისახებოდა - არც მხატვართა მიერ დაიხატებოდა (მიიმსგავსებოდა).

დას-დასულ-ი - გუნდ-გუნდური.

დასთა დასულ-ი - გუნდთა მოდასე.

დას-- გუნდი.

დასლბობა - დასულება, გულისწასვლა, დაბნედა, უგონოდ დავარდნა.

დასტ-- კოკა.

დასტურ-ი - ნებართვა, თანხმობა.

დასულთაებრ - მოდასესავით, გუნდის წევრსავით.

დასულ-- გუნდის წევრთაგანი, მოდასე.

დასურ-- სასურველი, სანდომი.

დასულტნებულ-- გასულთნებული, გამეფებული.

დასწოება: დაესწორა - მიუახლოვდა, დაეწია.

დასწრება: მერმე დავესწრები მისსა ომსა - მერმე შევესწრები (მოვესწრები) მასთან ბრძოლას.

დასხმულ-- დადგენილი, შექმნილი, განკუთვნილი.

დატკებნა - დატკეპნა, გათელვა, დათრგუნვა: დაეტკებნა

დატყუბნა: დაიტყუბნა ფერჴნი - ფეხი ფეხს მიადგა.

დაუბუნებელ-- შეუბრალებელი, ბოროტი, უბუნებო.

დაუვალ-ი - ჩაუსვლელი.

დაუთმობელ-- თმობა უქონელი, მოთმინებადაკარგული.

დაუთხოელ-- გამოუთხოვებელი.

დაუკარავ-- მიუკარებელი.

დაუკაობ - მიუკარებლობა.

დაუმალევ-ი უსწრაფესი, უჩქარესი.

დაუელ-- დაუჩეჩქველი, დაუტანჯავი.

დაურვება - ზრუნვა, საქმის მოგვარება: შენებურად დაიურვე - შენებური მზრუნველობა გამოიჩინე; იგი დაიურვეთ - ის მოაგვარეთ.

დაუშრეტელ-- ჩაუქრობელი.

დაუშრომ-- დაუღლელი.

დაუც - დაუძს, დაუდვია.

დაუწეს-- დაუწესებელი, დაუდგენელი.

დაუწვე-- დაუწველი.

დაუწყებელ-- დასაწყისის არ მქონე, ღმერთის ეპითეტი.

დაუჭირველ-- შეუწუხებელი, გაუწვალებელი.

დაუსნელ-- გაუხსნელი.

დაფანჩვა - დაბნევა, დაფანტვა; დაგვფანჩნეს - დაგვფანტეს, დაგვაბნიეს; ზოგნი დაიფანჩნეს და წავიდეს.

დაქადება - დამუქრება.

დაქადებულ-- დამუქრებული.

დაღალატებულ-- მოტყუებული, მოცთუნებული.

დაღრეჯა - მწუხარება, სევდა, ჭმუნვა, მოწყენა: დაღრეჯით; დაგღრიჯა - დაგამწუხრა, დაგანაღვლა, დაგასევდიანა; დაიღრეჯს - დაინაღვლებს, მოიწყენს, დადარდიანდება.

დაყივნება: დამიყივნენ - შემირცხვინე.

დაყოფა: ყურნი ჩემნი შენ დაგიყოფიან - ჩემი ყურები დაგიხშვია, დაგიყრუებივარ.

დაყრა (ქარავნისა) - გაშვება, მიტოვება.

დაყუდნება: დაყუდნა - დაწყნარდა, დამშვიდდა.

დაშავება: ქორნი დამშავებიან - ქორები წამხდარან.

დაშვრომა - დაღლა, დაქანცვა: დააშვრეს - დაქანცეს, დაღალეს. დაშვრეს - დაიღალნენ, დაიქანცნენ.

დაშკმობა - დაღება (პირისა): დაეშკმო პირი - პირი დაეღო.

დაცემა - 1. დახეთქება: დასცა - დაახეთქა (მიწაზე).

2. დატეხა: რისხვა ღმრთისა დავეცით: თავს ღვთის რისხვა დავატეხეთ.

3. დადგმა: დასცნეს კარავნი - კარვები დადგეს, დაბანაკდნენ.

4. მომარჯვება, გამოყენება: დაცა-ვსცე ნალი კალამიც საწერად მოვიმარჯვო.

დაცთომილ-- აცდენილი, შემცდარი.

დაცლა: სულად დავიცლები - მოვკვდები, სული ამომივა.

დაცმულ-ი - მძივად ასხმული.

დაცრცვილ-- გაძარცული.

დაძაბუნება - დაჯაბნება, დამორჩილება: დაიძაბუნა საწუთრომან.

დაწვლილება - გაწვრილება: თმისაებრ დაწვლილდა - თმასავით გაწვრილდა.

დაწინდულ-- დაგირავებული.

დაწლობა - დაწვრილება: ტანი... თმისაებრ დამწლობია - ტანი თმასავით გამწვრილებია.

დაჭარბება - მოძალება: მიჯნურობა დასჭარბდეს.

დაჭედვა - ჩაკეტილში გამომწყვდევა, ბორკილების დადება, დაპატიმრება: ციხესა შიგან დაუჭედიხარ; დამჭედოს; დამჭედე; ყმა დაუჭედია.

დაჭედილ-ი - დაპატიმრებული, ბორკილებ დადებული.

დაჭირება (დაჭირვება) - გაჭირვება, შეწუხება, გატანჯვა, გაწვალება: დაეჭირა - გასჭირებოდა, გატანჯულიყო; დამჭირებია - შევწუხებულვარ, გამჭირვებია, გავტანჯულვარ; დამეჭირვოს - გამიჭირდეს.

დაჭირვა - ხელის დაჭერა: ჴრმალი დაჭირვითა გააგდებინა - ხმალი ხელის დაჭერით გააგდებინა.

დაჭირვეულ-- შეწუხებული, გატანჯული.

დაჭნობა - დაჭკნობა: დააჭნობს - დააჭკნობს.

დახოჭილ-- დახოკილი, დაკაწრული.

დაჴდომა - ჩავარდნა: დაჰხდეს სიღმესა - სიღრმეში ჩავარდეს.

დასნა - გადარჩენა, გამოხსნა: ამა ცეცხლსა ვითა დამჴსნი - ამ ცეცხლისაგან როგორ გადამარჩენ; ძნელად დაეჴსნები - ძნელად გადაურჩები; ჭანგისაგან დამჴსნა - კლანჭიდან გამომიხსნა.

დაჯაბნებულ-- დალაჩრებული, ჯაბანად ქცეული, შეშინებული.

დაჯანება - დაჟანგება.

დაჯერება: დავჯერდი თავსა ჩემსა; ჩემი თავის სიძლიერეში დავრწმუნდი; დააჯერნე; შენს სიძლიერეში დაარწმუნე (ისინი); ვერა რომელმან დავაჯერეთ ერთმანერთი - ვერც ერთმა ვერ დავარწმუნეთ ერთმანეთი სიძლიერეში.

დება - კიდება, მოდება, მოკიდება (ცეცხლისა).

დედა - ქალი, დედაკაცი.

დედაობა - დედაკაცობა.

ია - 1. ქალი, დიაცი: არ ავი დია.

2. დიდი, დიადი: ა, რავი დია; დია კაცი მეჴოცა; დია გამოგვისვენა - კარგი დრო გაგვატარებინა, კარგად დაგვასვენა.

3. დიაღ, ჭეშმარიტად: მომკალ მე, დია; ვინატრე დია; დია, ღმერთო.

დიადიმა - ”სამეფო სამჴრე” (საბა), სამეფო პორფირის ზევიდან მოსასხამი.

დიდისგემო - ნებიერი, ფუფუნების მოყვარე, ამაყი, ზვიადი, თავმომწონე.

დიდის-გემოობა - მედიდურობა, ამაყობა, ნებივრობა.

დილეგ-ი - ციხე, საპყრობილე, საპატიმრო.

დრამა - ვერცხლის ფული.

დრაჰკან- - ოქროს ფული.

დრკუ - მრუდი, რომელიც არ გასწორდება.

დრუნგლ-ი - მარმარილო.

დუმბულ- - საყვირი, ნაღარა.

დუხჭირ-- უშნო, გონჯი, მახინჯი, ნასი.

დღის-ფერ-- დღის მსგავსი.

ებან-- ქნარი, ჩანგი.

ებარე - არსებული, მყოფი.

ბგურ-ი - გუშაგი, “მაღლით მხედველი დარაჯა” (საბა).

გებ: უნახაობა ჩვენგან არ ეგების - ჩვენის მხრით უნახაობა არ შეიძლება; არა ეგების კაცისაგან შესლვა - არ შეიძლება ადამიანი შევიდეს; არა ეგებოდა უკეთესობა - უკეთესობა არ შეიძლებოდა; მას დღესა აღარა ეგებოდა - იმ დღეს აღარაფერი შეიძლებოდა.

ედემ-- სამოთხის ბაღი, წალკოტი, ადამ და ევას თავდაპირველი საცხოვრისი.

ედემურ-- სამოთხისებური, სანეტარო, საამური.

ევლტის - გაურბის.

ეგზომ- - ამდენი, მაგდენი.

ეგზომ - ისე.

ელ()ობა - ელვარება, ელვისებური ბრწყინვალება. ელვ - ელვარებ, ანათებ, ბრწყინვალებ; ელი; ელ.

თერ-- უთხელესი ჰაერი, შემორტყმული დედამიწისა და ციური მნათობების გარშემო.

ეთრ-ბრწყინვალე - ეთერივით ბრწყინვალე და გამჭვირვალე.

ლიჯა - მაღალხარისხოვანი.

ნობა - ბერძნობა.

ემბაზ-- მოსანათლავი ჭურჭელი.

მირ- - ამირა; მბრძანებელი.

ემსი - ემისე, მისი გახდი, დაენათესავე.

ემუდა - ბორკილი.

ენა-ბრგვნილობა - ბლუობა, ენაჩლუნგობა, ენაჩლიქობა.

ნა-დიდად-მაგალით-ი - დიდად თვალთმაქცი და მატყუარა (მოუბარი).

ენა-მაღორებლ-- ენაცბიერი, ენით მაცდური.

ენა-მაგალით- - თვალთმაქცი, მატყუარა (მოუბარი),

ნა-მელურობა - ენაცბიერება.

ენა-რიტრ-ი - მჭევრმეტყველი.

ნოვან-- მჭევრმეტყველი, ორატორი, ენაწყლიანი.

ენოვნობა - მჭევრმეტყველება, ენაწყლიანობა.

ერ - ერი, ხალხი.

რთ-ი: აერთა - შეაერთა, გაუყარა (ოროლი).

რთ-არსეა სამ-სახიერ-- ქრისტიანული სარწმუნოებით ღმერთი იყო ერთარსებიანი და სამსახიერი, ე. ი. ერთარსება ღმერთში განსახიერებული იყო მამა, ძე და სულიწმიდა.

ერთ-სამწობა - ერთ სამწყსოში (სამრევლოში) ყოფნა.

ერთსახე - ერთგვარად, ერთნაირად.

ერ-- 1. ხალხი.

2. ჯარი, ლაშქარი, სპა.

ერმ-ი - პლანეტა ოტარადი.

ერქან-- გუთანი.

ერჩდე - ემორჩილებოდეს, უჯერებდეს.

ესდენ-ი - ამდენი, ესოდენი.

ესმა - ხილი.

ესრეობა - ასეთი მდგომარეობა.

ეტიკ-- მეგზური, გზის გამკვლევი, ყოლაუზი.

ეტლ-- ცთომილი, ვარსკვლავი; ბურჯი; ბედის ვარსკვლავი, ბედისწერა. უეტლოვნებად - უბედისწეროდ; სელონის ეტლი - მთვარის ღმერთ სელენეს ეტლი; ზოდიაქო.

ეტლ-წანაგვრევ-- ბედისვარსკვლავ წართმეული, უბედო.

ეტატ-- პერგამენტი, ცხვრის ან ხბოს ტყავი, დამუშავებული და დამზადებული საწერად, ან სახატავად.

ეულ-- უუფლო, უპატრონო.

ექ - ეგ

ექსულ-- ჩაკერებული, ჩაქსოვილი.

ეშვ-ი - გარეული ღორი, ტახი.

ეშმა - ეშმაკი.

ეშმაურ-- ეშმაკური.

ეშყ-- სიყვარული.

ეჯ- - სამი მილი ანუ სამი ათასი ნაბიჯი.

ეჯიბ-- მეფის შინაყმა, მეკარე.

ეჯიბთა-უხუცეს-ი - მეფის შინაყმათა უფროსი.

ვაამან-- ესა და ეს, მავანი, ვიღაც.

ვაზირთ-უხუცე-- მთავარი ვეზირი, ვეზირთა უფროსი, პირველი მინისტრი.

ზირობა - რჩევა, თათბირი: ვაზირობა აღარ მინდა; გივაზირებდი - გირჩევდი.

ვარდ-გაწეულ-ი - ვარდად აყვავებული, ვარდივით გაფურჩქვნილი.

ვარდ-გულ-: იგი ვარდ-გული, იგი ვარდ-გული - ის არის ვარდი და გული, ანუ ვარდ-გული, ე. ი. ვარდი (”გულ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ვარდს. შდრ. ”გულ-ვარდი”, სახელი რამინის ცოლისა).

ვარდ-შამბნარ-- ვარდითა და გაუთელავი მაღალი ბალახით დაფარული ადგილი.

ვალსამო - ბალასინი, ბალზამი, ბალზამის ხე.

ანება - დავანება, დაბინავება, დასადგურება: აქ არ ავანი - აქ არ ავანებ, აბინავებ, ასადგურებ.

ვან-- სახლი, საცხოვრებელი ბინა, სადგომი, სავანე.

ვედრება - 1. შევედრება: ევედრა, შეევედრა.

2. ჩაბარება: შვილი ჩემი გვედრია - ჩემი შვილი ჩაგიბარებია.

რძ-- ასტროლოგიური გაგებით ზოდიაქოს პირველი ეტლი ანუ სასახლე, რომელშიც მზე შედის 20 მარტს.

ჟან-- შავ-მოწითალო.

ვით-ი - ზოგიერთი, ზოგი.

ვლენა - განწონება, მორტყმა, განგმირვა (კ. კეკელიძე).

ვნება - რაიმე ზიანის ან ვნების მიყენება, ტანჯვა.

ვნებულ-- დატანჯული, ზიანმიყენებული: თავს ჰყოფთ ვნებულსა - თავს დაიზიანებთ, თავს დაიტანჯავთ (ზიანს მიაყენებთ).

ვსება: ვავსებდი - ვაქრობდი.

ზად-- მცირე შერყვნილება (საბა).

ზარ-აღებულ- შეიქმნა შიში ზარ-აღებულად - შეიქმნა თავზარდამცემი (პანიკური) შიში.

ზარდაშან-- ძვირფასი ნივთების შესანახი ყუთი, სკივრი.

ზარ-- 1. შიში, ელდა, საშინელება: ზარი - შიში; შენისა ზარისაგან - შენი შიშისაგან; შეგვეშინა და ზარმან აგვიხვნა; ზარი გამოჩნდეს.

2. ჟრიამული, სამხიარულო ყიჟინა: ზარი და ზეიმი; ბაირამ-ნავროზობისა ზარი.

3. გესლი, შხამი: გველისა ზარი; ასპიტისაებრი ზარი მოსაკლავი

ზარიან-ი: ზარიანად - დიდის ამბით, დიდი ხმაურით (აურზაურით).

ზარ-მოსულ-- შიშით შეპყრობილი, შიშატანილი: არ ზარ-მოსულსა - შიშუნახავს, პანიკური შიშის განუცდელს.

ზარ-ცემელო - დაშინება, თავზარის დაცემა, დამუქრება

ზარ-ღებლ-- მოწამლული.

ზახილ-- ძახილი; იზახის - იძახის; იზახდა - იძახდა.

ზეანდან-- საროსტანიანი, ტანკენარი.

ზეგარდამო: ზეგარდამო გაქვნ წმიდად ექ სულნი - ეგ სული წმინდად (მონიჭებული) გაქვს მაღლიდან (ზეციდან); ჴმა. ზეგარდამო - ზეციური ხმა.

გარდარულ- - ჩამოქვეითებული (ცხენიდან).

ვსურ-ი - ზევსისებური.

ეზ-- ბისონი, ნაქსოვი ორფერი ძაფით (თუ ძაფითა და სირმით).

თ-მცხებელობა - მირონ-მცხებელობა, ნაკურთხი ზეთის ცხება.

ენ - 1. მაღალი, ზევითი: ზენით - მაღლიდან, ზევიდან ე. ი. ციდან (ზეციდან).

2. ზეციური არსება, ზესთ-არსი: ზენი (=ზენანი) - ზეციური არსებანი, ზესთ-არსნი; ზენანი.

3. მოთავენი: მოგვთა ზენანი - გრძნეულთა ქურუმები.

ზენაარ-- ფიცი, პირობა.

ზენაარმან ღვთისამან - ფიცის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც შეესატყვისება გამოთქმა ”ღმერთსა ვფიცავ”.

ზენარიან-- ფიცის ერთგული, პირობის აღმსრულებელი, სანდო.

ზენარბა - ფიცი, დაფიცება.

ზერდაგ-- ”ყვითელ-შავი”, ”მოყვითელფერო” ცხენი (რაში).

ზესთ - უზენაესად, უმაღლესად, ზესთა - უზენაესი, უმაღლესი.

ზესთ-არს-- უზენაესი არსება, ღმერთი.

ესკნელ-- ზევით ყველაზე უკიდურესი მხარე, სამყაროს დასასრული.

ვავ-- ამაყი, ამპარტავანი, ქედმაღალი, ზვიადი.

ზინდან-- საპატიმრო, საპყრობილე, დილეგი.

ზირაქ- - ერთგვარი ფრთხილი ფრინველი.

ზმა - ყიჟინა, ჟრიამული, დიდი ხმაური.

ზრახვა: არ იცის, რასა ზრახავს - არ იცის, რას ლაპარაკობს. უკან ზრახვად დავდეგით - უკან დავდექით სალაპარაკოდ.

ზრო - ღერო (მცენარისა), ტანი.

ზრობა - სიცივისაგან გაყინვა, დაზრობა; თოვლთა შიგან ვზრები - თოვლში ვიყინები.

ზუალ-- პლანეტა სატურნი.

ზღაპრობა - ტყუილი, მოგონილი ამბების შეთხზვა.

ზღვევა - დანაშაულის გადახდევინება, სამაგიეროს მიზღვევა.

ზღუდე - დიდი კედელი, გალავანი: ზღუდეთა კარი - ციხე-გალავანთა კარი.

თავ-ი - თავკაცი, უფროსი, მეთაური.

თავადობა - თავკაცობა, უფროსობა.

თავაღებულობა: თავაღებულობდა - ამაყობდა, მედიდურობდა, ქედმაღლობდა.

თავ-ი - კიჩო (ნავისა),

თავის-თავისად - ცალ-ცალკე.

თავს-დება - თავდადება, თავის გამოდება.

თავსება - შენაცვლება: არ ვეთავსდებით სიბრძნისა ზღვასა თამარ-პირმშოსა, - პირმშოსა და სიბრძნის ზღვის თამარის ადგილს არ (ვერ) დავიჭერთ, თამარს არ (ვერ) შევცვლით.

თავ-უწევარ-ი - თავისი თავის ვერმშველელი, უმწეო, უმეშველო (გამოუვალ) მდგომარეობაში მყოფი: თავსა უწევარ იქმნა - თავის თავს ვეღარ უშველა, უმწეო მდგომარეობაში ჩავარდა. (ვირომ) თავუწევარ ქმნნა მოაბადის ლაშქარნი - ვირომ უმწეო (უმეშველო) მდგომარეობაში ჩააგდო მოაბადის ლაშქარი.

თათბირიან-ი - საქმის გამომრჩევი, ჭკვიანი, მოთათბირე.

თანა-დამჴდურ-ი - დამსწრე.

თანა-მეყოფ-ი: თანა-მეყოფნი წარვიდეს მსრბოლნი - (რუქნადინის) თანმხლებნი (მოკავშირენი) გაიქცნენ.

თანა-შექსულ-ი - თანშექსოვილი.

თანაშეწევნა - დახმარება, წყალობა

თან-განმწყო - თანატოლი.

თაყუმ-ი - კალენდარი, სამკითხაო წიგნი.

თაჯ-ი - გვირგვინი, ჯიღა.

თბე - მატერია, სტიქია, ცომი.

თება - სასიყვარულო ალერსი (ნ. მარი).

თევზ-ი - ზოდიაქოს მეთორმეტე ეტლი, რომელშიც მზე შედის 19 თებერვალს.

თევზის ზურგ-ი - ასტროლოგიური გადმოცემით, დედამიწა დგას თევზის ზურგზე.

თერამ-ი - მეფის კარავი.

თერიაყ-ი - სამსალის სამკურნალო წამალი, ოპიუმი, თერიაქი.

თვალთა-მქცეველი-ი - თვალთმაქცი, მაცდური, ფლიდი.

თვალ-ი - 1. თვალი: თვალი ხარ ბრმათა.

2. ძვირფასი ქვა: თვალი პატიოსანი - უძვირფასესი, მაღალი ხარისხის თვალი.

3. მეტაფორული გამოთქმა ლამაზი ქალის აღსანიშნავად: ფასდაუდებელი

თვალი - (ე. ი. ვისი) წაეყვანა; თვალი პატიოსანი - იგულისხმება ვისი.

4. შეხედულება, გარეგნობა: შემძლე მელიქსა თვალთა ფერებად.

თვალისა-მგებელ-ი - მოთვალთვალე, მჭვრეტელი.

თვალ-შეუდგამ-ი - თვალგაუმართავი, შეხედვად შეუძლებელი.

თვარ - თორემ; თუ არ.

თვითება - თავისთავადობა: ზესთ-არსმან ზესთა თვითებისამან - უზენაესი თავისთავადობის მქონე ზეციურმა არსებამ (ე. ი. ღმერთმა).

თვის-ი - ნათესავი, მოყვარე: თვისად და თვისად შესაშინარი - თავისა და ნათესავთათვის შესაშინებელი; ბრძენთა თვისი; გიწოდა შენ თვის - ნათესავი გიწოდა; თვისსა ერსა და თვისსა - თავის ხალხს და ნათესავს; დავით გიწოდა თვისად მკვიდრობად - დავით (წინასწარმეტყველმა) გიწოდა შენ მის ნათესავად (თვისად) დამკვიდრებულიყავი.

თვისობა: ვინ ეფრემს თვისობს - რომელიც ეფრემს ენათესავება (ნათესავად მოხვდება).

თილისმ-მოგვობა - ჯადოობა, გრძნეულება.

თმობა - თმენა, მოთმენა: თმობისა წყალი - მოთმინების წყალი; თმო ნატანჯევად - მოითმინა (აიტანა) ტანჯვა.

თმა-მუშკ-- შავთმიანი.

თნევა, თნება - 1. მოწონება: გთნავს - მოგწონს; შენი სთნდა ყოვლსა სულსა - ყველა სულიერს შენი (სიკეთე, სიმშვენიერე, სიკარგე) მოსწონდა; სთნდა; არა გეთნია; არა სთნავს - რისხვა.

2. ბარე ნელადრე ნთება მათნიე - ბარემ უფრო ნელა ნთება მაკმარე.

3. პირფერობა, ლაქუცი: უარყვეს თნებით - პირფერობით უარყვეს.

თოეულ-ი: ცვარი წვიმისა ვერვინ აღრაცხოს თან თოეულად - წვიმის წვეთები ვერავინ დათვალოს თოვასთან ერთად.

თოვნება - თოვლით დაფარვა.

თოხარიკ-ი, თუხარიგ-ი - იორღა, კარგად მოსიარულე ცხენი ანდა აქლემი.

თუმბუთურ-ი - ტიბეტური.

თქმევა: თქმევად ვის ძალ-უც ენით - ვის შეუძლია ენით გამოთქვას; მათქმევს - მათქმევინებს; მე მათქმევთა - მათქმევინებთ?

თხა - თხის რქა, ზოდიაქოს მეათე ეტლი, რომელშიც მზე შედის 22 დეკემბერს.

თხემ-ი თავი, ან თავის ზედა ნაწილი: თხემსა ვის ერქვას - ვისაც თავზე ეხუროს; თხემსა დაარონ - თავზე შემოატარონ.

თხზვა - დაწნვა, შეთხზვა: მეთხზნეს - მომეცეს შესაძლებლობა შევთხზა.

თხოვა: მისგან ვითხოვო, ართუ ვითხოვო - მისგან თხოვნით მივიღო (ვითხოვო, დავივედრო), ართუ მოვითხოვო (ბრძანებით).

თხოილ-ი - ვედრებული, ნათხოვნი.

თხრობა - თქმა: მითხრობ - მეტყვი. გითხრობ - გეტყვი.

იადგარ-ი - სამახსოვრო, სახსენებელი.

იავარ-ქმნა - აოხრება, განადგურება, აწიოკება; იავარ-ყო - ააოხრა, გაანადგურა, ააწიოკა.

იალმაგ-ი - ჯავშანს გარეთ ჩასაცმელი, ალმაგი.

იალქან-ი - ქალის თავსაკრავი, ქალის გვირგვინი.

იასპ-ი - ჭრელი ან მოწითალთ ძვირფასი თვალი.

იგავ-ი - სენტენცია, აფორიზმი, არაკი: დავით-იგავნი - ბიბლიური წიგნები - ფსალმუნები დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონ ბრძენის იგავები.

ილათ-ი - ხერხი, ხრიკი; მიზეზი, საბაბი.

ინაჴ-ი - საჯდომი (სამეფო ტახტი?), ნადიმი, პურობა: ეგრეთ ინახის შორის ინაჴის, ვით მზე სამყაროს მანათობელი - ეგრე მოჩანს მონადიმეთა (თანამესუფრეთა, მეინახეთა) შორის, როგორც სამყაროს მანათობელი მზე.

ისარ-ბოძალ-ი - ორპირიანი, პირბრტყელი ისარი.

ისასმენლებ - ყურს უგდებ, უსმენ: არ ისასმენლებ.

ისო - ჩაისო, იკრა.

ისობა - ისუობა (ისოობა). ისუ (ისო) ბიბლიური სახელია. სიმჴნითა ისობს - სიმხნით ისო ნავეს ემსგავსება.

ისრ-ი - ისლი, ლერწმის განსაკუთრებული სახეობა.

იჩქითად - ანაზდად, მყის, უცბად, მოულოდნელად.

კაბა-ლაფანჩა - ძვირფასი სამოსელი; „ქორწილში თავზე გადასაგდები ტანსაცმელი მეფე-დედოფლისათვის“ (იუსტ. აბულაძე).

კაბიწ-ი - სამკოდიანი საწყაო.

კადრება - შებედვა, გაბედვა.

კაზმა - მორთვა, მომზადება; პურსა ჩვენთვისა ჰკაზმიდეთ - საჭმელს ჩვენთვის ამზადებდეთ; კაზმად.

კალიბ-ი - ყალიბი, ფორმა, გარეგნული მოყვანილობა.

კამკამისად - გამჭვირვალედ, კამკამა წყალივით წმინდად.

კანჯარ-ი - ქურციკის მსგავსი გარეული ვირი

კაპარჭ-ი - ისრების შესანახი ჩანთა.

კაპოეტობა - ფრინველის წელიწდობა. რა იკაპოეტა - რა ერთი წლისა გახდა (წელიწადი შეუსრულდა).

კარ-- 1. შასავალი. თავი. ამბავი: კარი პირველი; ათორმეტნი კარნი არიან ნაქმარნი პატრონისა ჩემისანი.

2. სხვისა კარისა პასუხი გამოსცა - სხვაგვარად, სხვანაირად უპასუხა.

კასია - დარიჩინი.

კაჩა - „მუხლის ძირის სადრეკი“ (საბა).

კაჭრობა - სისინი (გველისა).

კედარ-ი - მხარი: კედრით კედრამდის - მხრიდან მხრამდე.

კეისარ-ი - ბიზანტიის იმპერატორის ტიტული, ბიზანტიის მეფე.

კერძ-ი - წილი, კუთვნილი. ნაწილი: ზედათი კერძო - ტანის ზედა ნაწილი; მის კერძსა ქვეყანასა - მის კუთვნილ მიწაზე; ჩემი კერძი - ჩემი წილი.

კერძება: სწორად უკერძებდის სამართალსა შიგან - სწორად უმართავდა ხელს (მფარველობას უწევდა) სამართალში.

კერძო - თანდებული „-კენ“: ბალხეთით კერძო - ბალხეთისაკენ; ინდოეთით კერძო - ინდოეთისაკენ; ცალ კერძო - ცალკე, ცალკერძ.

კერულ-ი - ნაკერი, შეკერილი.

კეც-ი - თიხა, „მიწა საჭურჭლე“ (საბა).

კვეთა: ვერა აკვეთინა - ვერ გააჭრევინა.

კვეთიანობა - გაჭრის, გაკვეთის უნარი (ძალა).

კვერთხ-ი - ჯოხი, საყრდნობი ჯოხი.

კიდე - გარდა, მეტი.

კიდებულ-ი - აკიდებული, დატვირთული.

კიდეგან-ი - განცალკევებული, განშორებული, განზე გამდგარი (ვინმესგან): კიდეგნად იყო; კიდეგნად ტყვეურად დაგაბა - ცალკე, განცალკევებულად დატყვევებულივით დაგაბა.

კიდეგანობა - განშორება, გაცილება.

კიდეგან-ქმნა - ჩამოცილება, მოშორება: ნუ კიდეგან-მიქმ - ნუ ჩამომიცილებ, შორს ნუ მამყოფებ, განზე ნუ დამტოვებ; კიდეგან-ჰქმნა - განიშორო, მოიცილო, გვერდზე მიაგდო.

კიდე-ქმნა: კიდე ჰქმნა - დააშორა, მოაცილა, მოაშორა.

კიდე-ქმნილ-ი - განშორებული, დაშორებული, ჩამოცილებული.

კიდე-ყოფა - შორსყოფნა, განშორება, ცალკე ყოფნა.

კიდე წაყვანა - მოცილება, განშორება: კიდე წაიყვანდის - მოაცილებდა, განაშორებდა (ე. ი. მოკლავდა).

კილო - „ისართა მშვილდის საბელთა ჩასადგმელი“ (საბა).

კინამო - სურნელოვანი ყვავილი, რომელსაც მაგიურ ძალას მიაწერდნენ (ხარობს ეგვიპტეში).

კინე. კინენი - საბრძოლო იარაღი, შუბის მსგავსი, ბრძოლაში იყენებდნენ კაცთა შესაყრელად და ასაწევად.

კირჩხიბ-ი - ზოდიაქოს მეოთხე ეტლი, რომელშიც მზე შედის 22 ივნისს.

კისკას-ი - ცოცხალი, მარდი, ცქვიტი.

კლება - მოკლება, დაკლება, შემცირება: აკლე - (ჭაბუკობას) მოაკელი; თუ მეკლოს - თუ (ჭაბუკობას) მომეკლოს. სპარსთა ერ აკლე - სპარსთა ჯარს დააკელი ე. ი. ჯარი შეამცირე რაოდენობრივად.

კლვა - მოკვლა, კვლა: თავსა კლვად სდებდეს - თავს სასიკვდილოდ წირავდნენ (დებდნენ); თავის კლვად მთნენი - თავის გასაწირად (თავდადებისათვის) მზადმყოფნი; კლვად შექმნეს; კალ - მოკალ; მე თუ კვლად გაქო, ვიცი, კლვად გაქო... - მე თუ კვლავ შეგაქო, ვიცი, რომ მოსაკლავად (სასიკვდილოდ) გაქვს...

კლვად-ი - დასაკლავი: ცხოვართა კლვადთა - სამსხვერპლოდ გამზადებულ, დასაკლავ ცხვრებს.

კმა - საყოფი, საკმარი.

კმოლვა: ბალასნად კმოლავ - ბალასინად ეკმევი.

კრებულ-ი - ვარსკვლავთა ჯგუფი.

კრთობა: აკრთობ ელვათა არეთა მთენი - შენ, გარემოს მანათობელი, ელვას აშინებ (ე. ი. ისეთ ძლიერ სინათლეს აფრქვევ, რომ ელვა შენი სინათლისაგან კრთის); შუქნი კრთებიან - შუქნი თრთიან, ციმციმებენ.

კრონოს-- პლანეტა სატურნი, ზუალი.

კრძალვა - მორიდება, გაფრთხილება; აუგისაგან იკრძალოდა - აუგს ერიდებოდა; აუგისაგან ვიკრძალვი - აუგს ვერიდები; სიკვდილსა ეკრძალენით - სიკვდილს მოერიდეთ; აღარ გეკრძალვი - აღარ მოგერიდები, აღარ გაგიფრთხილდები.

კუბასტ-ი - ლეჩაქი.

კუბო - ტახტრევანი, ჩასაჯდომი ან დასაწოლი სამგზავრო კიდობანი, რომელსაც ხელით ან აქლემით ატარებდნენ.

კუროსთავ-ი - ტატაში, შავი ნარი, თავცეცხლა.

კუტალ-ი - „ხის წურწუმა“ (საბა), „კოკა, დოქი, ხელადა“ (იუსტ. აბულაძე).

ლავროტ-ი - დაფნის ხე, დაფნა.

ლამაზობა - თვალთმაქცობა, მაცდურობა.

ლანკან-ი - ჭურჭელი.

ლარ-ი - განძეული, ძვირფასი ქსოვილი, აბრეშუმი.

ლარ-კიდებულ-ი - ლარ-აკიდებული, ლარით დატვირთული.

ლაშქრობა: მილაშქრებდენ - ჩემთან სალაშქროდ წამოვიდნენ.

ლახტ-ი - გრძელი მათრახი.

ლება, ლებება - ცემით დალურჯება (კანისა): ლებად; მჯიღვითა მკერდსა ილებებდა - მუშტის ცემით მკერდს ილურჯებდა.

ლებ-ი - ცემით დალურჯებული ადგილი (სხეულისა).

ლეგეონ-- ლეგიონი, სამხედრო შენაერთი.

ლეობა: ნესტორად მძლეობ, არა თუ ლეობ - ნესტორივით იმარჯვებ, არა თუ ლეონს ჰბაძავ. ლეონი არის ბარბაროზთა მხედარი, რომელიც ნესტორმა მახვილით განგმირა (კ. კეკელიძე, ეტიუდები).

ლესულ-ი - გალესილი.

ლიგვრილიონ-ი - ლურჯი ფერის თვალი (ძვირფასი ქვა).

ლიმო - ლიმონი.

ლირწება - ავხორცობა, ურცხვობა, დედათა სქესისადმი „დაუცადებელი გულისთქმა“ (საბა).

ლიტ-ი - ქვა.

ლიქნა - მლიქვნელობა, პირფერობა, ფარისევლობა, „დაყვავება“ (საბა).

ლმობა - ტკივილი: მათ გულსა ალმით - მათ გულს ასნეულებთ, სატკივარს უჩენთ; ლმობით.

ლმობილ-ი - მტკივნეული.

ლოდნა - 1. ცდა, ლოდინი: ხვდა ლოდნა.

2. ჩაქვავება, ლოდებით ჩაქოლვა: აჯა და ლოდნა.

ლომ-- ასტროლოგიური გაგებით ზოდიაქოს მეხუთე ეტლი ანუ სასახლე, რომელშიც მზე შედის 23 ივლისს. ზეცით მონათა ივლისის მზემან ზედ ლომსა ჯდომით - ზეციდან გამოანათა ივლისის მზემ, როდესაც ის ლომის ეტლში შევიდა; აწ ესე ლომი.

ლუსკუმა - წმინდანის ნეშთის ჩასასვენებელი მაღალი საფლავი: ლუსკუმებრ - ლუსკუმასავით.

ლუსმარ-ი - ლურსმანი, სამსჭვალი. ლუსმრიანი.

მაგალით-ი - ეშმაკი, თვალთმაქცი, ცბიერი.

მაგე - გამომგებელი, მეტყველი: ბრგვნილად მაგენი - ენაჩლუნგად (ბლუდ) გამომგებელნი, მოლაპარაკენი, მეტყველნი.

მაგ-ი - „მოგვი, გინა ფილოსოფოსი“ (საბა).

მადლ-მოსიერ-- მადლმოსილი.

მაემან-ი - იხ. მოემანი.

მაზარაკ-ი მაზრაკა - ისარი, შუბი.

მაკროტ-ი - ერთგვარი სურნელოვანი მცენარის ქერქისაგან დამზადებული ნივთიერება.

მალამა - მალამო; მალამისაებრ - მალამოსავით.

მალამება: ემალამებოდა - მალამოდ ედებოდა, ესალბუნებოდა; ემალამებოდეს.

მალაღობელ-ი - ლაღობის მოყვარული, მხიარული.

მალ-ი, მალე - სწრაფი, ჩქარი, სწრაფმავალი.

მამა - 1. მამაკაცი: დიაცისა გული ნუ მიენდობის მამათა.

2. მამა ღმერთი: მამისა ნიჭმან; მამისგან ესმათ.

3. მზრუნველი: მამა ობოლთა.

მამაც-ი - მამაკაცი.

მამაცობა - 1. კაცობა, სქესობრივი უნარიანობის ქონა: მამაცობა შეუკარ ჩემზედა - ჯადო გაუკეთე, რომ (მას) კაცობა დაეკარგოს (სქესობრივად უუნარო გახდეს).

2. გმირობა, ვაჟკაცობა: ჭაბუკობა და მამაცობა.

მამბარ-ი - მეჩეთის კათედრა.

მამთოვლებარე - თოვლივით მომფენი წყალობისა.

მანა - საღილე.

მანანა - ფეტვის მაგვარი საჭმელი, „მწულილი, ვითარცა ქინძის თესლი, და სპეტაკი, ვითარცა თოვლი“ ბიბლიური გადმოცემით, ეს საჭმელი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს ზეციდან უცვივოდათ 40 წლის განმავლობაში. იხ. აგრეთვე: მწყერ-მარხილი.

მანაყე - გამიმშვენიერე (ნალი, ე. ი. ლერწმის კალამი).

მანაშურ-- რესკრიპტი, სიგელიანი ბრძანება.

მანგალ-ი ნამგალი: მანგლის პირითა მანგლის პირითა... - მანგლისის მისასვლელიდან ნამგლის პირით...

მანტ-ი - „არომატული ნივთიერება“ (ნ. მარი).

მანქანიერ-- ეშმაკური ხრიკების მცოდნე, ცბიერი, ვერაგი, მოხერხებული.

მაოცებარე - გამაოცებელი, რაც გაოცებას იწვევს.

მარ - გველი.

მარ-გაკვეთილ-ი - საქორწინო ურვად-მიცემული ქალი, გათხოვილი, ან დანიშნული.

მარზაპან-ი - მოსაზღვრე, ან დაპყრობილი ქვეყნის განმგებელი, მმართველი, მეფის ნაცვალი.

მართალა - მართალი არის; მართალან - მართალი არიან.

მართალ-ი - სწორი; მართლად - სწორად.

მარმარ-ი - მარმარილო. გადატანითი მნიშვნელობით: თეთრი, მარმარილოსებური.

მარტივ-ი მარტივად ბრწყინავს - უტოლოდ, შეუდარებლად ბრწყინავს.

მარცხედ - სახიფათოდ, საზიანოდ.

მარჯვება: თუ გმარჯვია - თუ ხელს გაწყობს, გირჩევნია. რა უფრო გმარჯვია ომიო - როგორი ომი უფრო გირჩევნია, გეხერხება.

მასარ - ზღუდე, „წვრილის ძელით ყეროს მსგავსად შემოვლებული“ (საბა).

მაქს იმედ - მაქვს იმედი.

მაქცე: უბადოდ მაქცე არის - ცუდად მქცეველია, ცუდად იქცევა.

მაღნარ-ი - „მთათა შინა ტევრნალი შამბიანი“ (საბა), ტყე მთაში.

მაღნი - შემსმენი, დამრისხებელნი, მმაღვნი. შდრ. „უმაღვებს შეასმენს, თუ დაარისხებს“ (საბა).

მაღორებელ-ი - მაცდუნებელი, თვალისამხვევი.

მაღორებლობა - მაცდურობა, მატყუარობა, ცბიერება.

მაღრიბ-ი - დასავლეთი.

მაყივნებელ-- მარცხვენალი, სახელის გამტეხი.

მაშა - 1. პერიპატეტიკოსი, არისტოტელეანელი, არისტოტელეს მიმდევარი: მაშა, მეხელი - არისტოტელეანელო, მომეახლე (ჩემთან ახლოს იყავ).

2. მაშ, აბა: მაშა, მეჴელი - მაშ, მფარველობა გამიწიე (შენს ხელქვეშ მამყოფე).

მა-შამს-ი - მთვარე და მზე (ნ. მარი).

მაშვნე - სასარგებლო.

მაშრიყ-ი - აღმოსავლეთი.

მაცისკრებარე - ცისკარივით გამანათებელი. მაცისკროვნებად - ცისკარივით გამნათებლად.

მაცხოვარ-ი - იესო ქრისტე, ცხოვრების მომნიჭებელი.

მაძებნიერ-ი - მძებნელი, მაძიებელი.

მაწყენ-ი - ზიანის მომტანი, მაწყინარი.

მაჭლობელ-ი - მახდუნებელი.

მახვა - გამახვა, გალესვა: იმახოსა - გაილესოს.

მახვილ-ი - გალესილი (ხმალი).

მახმურ-ი - ღვინონასვამი, მთვრალი.

მახმურობა - ღვინონასვამობა, მემთვრალეობა.

მაჴსოვარ-მონახულ- - ვისაც ახსოვს და უნახავს.

მაჯან-ი - უფასო, მუქთი, უსასყიდლო; მაჯნად ვუბნობ - უქმად ვლაპარაკობ; მაჯნად.

მაჰრ-ი - მეჰარი.

მბორგ-ი - მბორგავი.

მბრძოლ-ი - მებრძოლი, «პირველად ბრძოლის ამშლელი» (საბა), ე. ი. აგრესორი.

მგებელ-ი - მოპასუხე, დიალოგში მონაწილე.

მგებლობა - მოპასუხეობა: ვამგებლობდე - დიალოგში მონაწილეობას ვიღებდე, ვმოპასუხეობდე.

მგზებელ-ი - მნთებელი.

მგმობ-ი - მგმობელი (სარწმუნოებისა): მგმობარი.

მგოდებ-ი - მტირალი, მგოდებელი.

მგოდ-ი - მაგოდებელი, ვინც გოდებას აიძულებს.

მდაღ-ი - დაღის დამსმელი, დამდაღველი.

მდგენ-ი - ფეხზე დამყენებელი (ავადმყოფისა, კოჭლისა).

მდეგ-ი - მდგომი, მოხელე, თანამდებობის პირი: ხვარაზმშა მდეგსა - ხვარაზმის შაჰად (მეფედ) მდგომსა (მყოფსა).

მდედრ-ი - მშიშარა, ლაჩარი, დედაკაცური კაცი.

მეაბჯრე - აბჯაროა (საჭურველთა) მნე.

მებარე - ვისაც რამე აბარია, მფლობელი, პატრონი: დვინის მებარე - დვინის პატრონი, მფლობელი.

მედგარე - მშიშარა, მცონარა, ზარმაცი, ”მარადის ძვირის მზრახველი გულსა შინა აღუჴოცელად” (საბა): არა მედგარე - უშიშარი.

მედგარ-ი - ძლიერი; მედგრად - ძლიერად.

მედგრობა - მზაკვრობა, მოტყუება. შდრ. ”მედგარი მსოფლიოთა ენითა მზაკურად ითქმის, რომელმან ჴერჴითა დააკუეთოს მორკინალი თვისი მიწასა ზედა ძლიერად” (საბა).

მეეჭვ-ი - ეჭვიანი.

მეზვრეობა - ბაღ-ვენახის ყარაულობა, დაცვა: ჩემნი სულნი ვამეზვრენ - ჩემი სული (მიჯნურობას) მეზვრედ (დარაჯად) დავუყენე.

მეზღაპრე - ტყუილი, მოგონილი ამბების მთხრობელი, ზღაპრების გამომთქმელი; მატყუარა.

მეისრე - ისრის მტყორცნელი, მოისარი.

მეკვებე - მჭამელი, მსაზრდოებელი, რასაც ჭამა (საზრდოობა) უნდა, რაც მომაკვდავია.

მეკუბოე - კუბოს (ტახტრევანის, სამგზავრო კიდობნის) მტარებელი: მეკუბოობა... მე მომხვდებოდა - ტახტრევნის მტარებელი მე ვყოფილიყავ, (ტახტრევნის ტარება მე მრგებოდა, მომხვედროდა).

მელიქ-ი - მეფე.

მელნის ტბა - მეტაფორული გამოთქმა შავი თვალების გამოსახატავად.

მემწყობრე: წმიდათ მემწყობრე - წმიდანთა რაზმის, გუნდის წევრი, წმიდანთა მოდასე.

მეოტება, მეოტობა - გაქცევა, გარდახვეწა, გადაკარგვა.

მეოტებარე - მეოტი, მორბენალი.

მეოტ-ი - მორბენალი, გარდახვეწილი.

მეოტ-მპყრობელ-ი - გარდამხვეწელი, გაქცევის, გადაკარგვის მაიძულებელი.

მერემე - მეჯოგე, რემის მომვლელი.

მერემეთა-უხუცეს-ი - მეჯოგეთა უფროსი.

მესა - მცხებელი. მამა ღმერთი.

მესაწოლე - საწოლის მნე.

მესი - მესია, ცხებული ე. ი. ძე ღმერთი: როს მესა მესით, თვით მესამე სით, დაჯდეს განკითხვად... - როდესაც მამა ღმერთი (მესა) თავის ცხებულთან (ძე ღმერთთან) ერთად, აგრეთვე სულიწმიდითურთ (მესამით) დაჯდება განკითხვად (სამართლის საძიებლად).

მესია - უფლისგან ცხებული, მხსნელი (იგულისხმება იესო ქრისტე).

მესტროლაბე - ასტროლოგი, ვარსკვლავთმრიცხველი.

მეტრფე - მოტრფიალე.

მეუნებლე - ურჩი, მორჩილების არ მსურველი, მეფის მოწინააღმდეგე ქვეშევრდომი.

მეღმერთე - ღმრთის მოშიში, ღვთისნიერი. იხ. მოღმრთე.

მეყვის-ი - მეყოფი, ”შეყვარებული, ნათესავი, ახლობელი” (ნ. მარი). შეიძლება იყოს ნატამალის სინონიმი. შდრ. მეყვისი და ნატამალი.

მეშურნეობა: მეშურნეობდეს - შურიანობდეს.

მეცნიერება - ცოდნა.

მეცნიერ-ი - 1. ბრძენი, ჭკვიანი, გონიერი, სწავლული.

2. მცოდნე (გზისა ან რაიმე საქმიანობისა).

3. ნაცნობი, ცნობილი.

მეცხოვრე - მეცხვარე.

მეძიებელ-ი - მაძებარი, მძებნელი: არისტოტელმან მეძიებელმან თავი თვით მისცა საძიებელად - (ჭეშმარიტების) მძებნელმა არისტოტელემ (ვერ შესძლო თამარის შექება და) თავისი თავი თვითონვე მისცა საძიებელს (ე. ი. თამარს) საძიებლად.

მეწდე - მოსურნე, მდომი, მწადებელი.

მეჭურჭლე - განძეულობის განმგებელი, მნე.

მეჭურჭლეთ-უხუცეს-ი - ფინანსთა მინისტრი.

მეხება - დამეხება: ჰმეხი - დაამეხე, ისროლე.

მეხვასტაგე - მენახირე.

მეხელი - მომეახლე, ჩემთან ახლოს მოდი. იხ: მაშა.

მეელი - მფარველობა გამიწიე (შენს ხელქვეშ მამყოფე). იხ: მაშა.

მემე - ხმის ამომღები (გამცემი).

მეჰარ-ი - ქებინი (მაჰრი, მარი), საქმროს მიერ საცოლისადმი გაღებული ქირა (მიზდი); მაჰრი გაუკვეთა - საქორწილო მიზდი გაიღო. შდრ.: მარ-გაკვეთილი.

მეჰმან-ი - იხ: მოემანი.

მზაობა - მზადყოფნა, მომზადება.

მზახალ-ი - მოყვარე, ცოლის ან ქმრის ნათესავი.

მზახ-ი: მზახნი ახისა - მთქმელნი ”ახისა”; მზახთა - დამძახებელთა, მომწოდებელთა.

მზახობა - მზახლობა, დამოყვრება; სიყვარულისა პირსა ზედა ვიმზახენით - სიყვარულისა პირობით დავმოყვრდით; ვემზახე - დავემოყვრე.

მზება: გიმზო - მოგიმზევა, მზედ მოგცა (სწორ გზაზე კეთილად სავლელად).

მზე-დანამჭვირ-ი - მზით გაშუქებული, განათებული.

მზერა - თვალთვალი, ზვერვა: გიმზირიან - გითვალთვალებენ, გზვერავენ; გვიმზირიან; უმზირდეს მტერსა.

მზირ-ი - მოთვალთვალე, მზვერავი. მსტოვარი.

მზმელ-ი - დამცველი, შემნახველი (ნ. მარი); მისნობით გამოკითხველ-გამომეძიებელი.

მზრახვალ-ი - მოუბარი.

მთავარ-ი - დიდებულთა მეთაური; მხარის, ადმინისტრაციული ერთეულის განმგებელი, უფროსი.

მთავრობა - მეთაურობა, უფროსობა; მთავრობიერსა - უზენაეს ხელისუფალს, მეუფეს.

მთენ-ი - 1. ციური მნათობი: შენ არე მთენი - შენ (ხარ) მნათობი მარსი; ეთერთა მთენნი - ეთერთა მნათობნი; მზე-მთოვარ მთენი - მნათობი - მზე და მთვარე.

2. მანათობელი, გამთენებელი: შენ არე მთენი - შენ ხარ გარემოს გამნათებელი; ბნელთა მთენოსა; უკუნთა მთენი.

მთენობა - განათება, გათენება.

მთესე - დამთესი, მთესველი: არს გულსა მთესე შიშისა შდრ. ვინ გული ესე სიბრძნითა სთესე.

მთვალავ-ი - მთვლელი.

მთვარევად - მთვარესავით.

მთიებ-ი - მნათობი, ცისკრის ვარსკვლავი.

მთმობელ-ი - მომთმენი, დამთმენი.

მთნე - მნდომელი, მსურველი.

მთქმებულ-ი - ნათქვამი.

მთქმენ-ი - მთქმელი, გამომთქმელი: ფსალმუნთა მთქმენსა - ფსალმუნების მთქმელს, გამომთქმელს (იგულისხმება დავით წინასწარმეტყველი).

მთქნარ-ი - ჩამქრალი, გამქრალი, დაბნელებული.

მთხევ-ი - დამღვრელი.

მთხვევა - შეხვედრა: ემთხვია - შეხვდა, შეეყარა.

მთხზველ-ი - მწვნელი, მქსოველი.

მთხრებლ-ი - ორმო.

მიახლებულ-ი: დანთქმისა მიახლებულად - წყალში ჩასაძირად მიახლოვებული (მისული).

მიდევნება: ყო მიდევნება - მიჰყვა.

მიდ-მოდება - მიდებ-მოდება, აბდა-უბდა საუბარი.

მივის - მყავს.

მიზგით-ი - მეჩეთი, მაჰმადიანთა სამლოცველო.

მილ-ი - ზოდი, ”სოლინარი” (საბა).

მილიონ-ი - მანძილის საზომი ერთეული (კილომეტრნახევარზე ცოტა გრძელია).

მიმადლება - მადლის მიცემა, (რისამე) მინიჭება.

მიმდგომ-ი - გამკეთებელი (საქმისა).

მიმდემ-ი ”დღე ყოველ დაუცადებელი” (საბა), მუდმივი, მარადიული.

მიმყოლ-ი: წადთა მიმყოლო - სურვილთა ამყოლო (მიმდევარო).

მირთვა: მტერთა რად მიერთვი - მტრებს რად შეუერთდი.

მირ-ი - ემირი, ამირა, მბრძანებელი.

მირიდება - მოცილება, მორიდება (რაიმესგან). მზე... მიჰრიდა თვისთა სხივთაგან - მზე... მოარიდა, მოაცლა თავის საკუთარ სხივებს, მზეს სხივები წაართვა, ე. ი. დააბნელა. მირიდებოდა გონება - წართმეოდა (მოსცილებოდა) გონება; შენ გონებასა ვერ მიგრიდებ - შენ გონებიდან ვერ მოგიშორებ, ე. ი. ჩემი საგონებელი მუდამ შენ იქნები.

მისნობა: შენ მისნი ერნი! შენ მისნი ერნი - შენ მოხიბლე (მოაჯადოვე) ხალხი! შენ მისი ჯარი(ლაშქარი)...

მისქინ-ი - ბეჩავი, საწყალი, საბრალო.

მიტრა - მღვდელთმთავრის გვირგვინი.

მიუგებელ-ი - შეუძლებელი.

მიუთხრობელ-ი - სათქმელად შეუძლებელი.

მიუმხვდარ-ი - მიუწვდომელი, მიუღწეველი.

მიუჴდომელ-ი - ვისაც ვერავინ მიუვარდება (მიუხდება), უძლეველი.

მიქცევა: მიიქცევის - სხვა რჯულს მიიღებს, სხვა რჯულზე გადავა, სარწმუნოებას გამოიცვლის.

მიღმართ - უკან.

მიყრა: მიიყარა დღე - მიიწურა დღე.

მიც - მიძს, მაქვს.

მიცემა: მიეც ქადილსა - მიეცი თავი ქადილსა (მუქარა დაიწყე).

მიცილვება - მოცილება, მოშორება; მიჯნურობა მისცილვებია - სიყვარული გაჰქარვებია (მოშორებია).

მიწთომა - მიწვდომა.

მიწურვა - მიახლოება: მივეწურენით - მივუახლოვდით; სულნი ამოსვლად მიმწურვიან - სულის ამოსვლა მომახლოვებია, საცაა სული ამომხდება; სულნი ჴორცთაგან მიმწურვიან გასაყრელად; სიკვდილსა მიმწურა - სიკვდილს დამაახლოვა; მიუწურავს ქალაქი წაღებასა - სადაცაა ქალაქს აიღებს (დაიპყრობს).

მიჭირვება, მიჭირება - შეწუხება, გასაჭირში ჩავარდნა: მისჭირვებოდა - გასაჭირში ჩავარდნილიყო, შეწუხებულიყო, გასჭირვებოდა; მიგვჭირდა - გაგვიჭირდა; მიგჭირდეს - გაგიჭირდეს; მისჭირდის - გაუჭირდებოდა ხოლმე; მიგაჭირვო - შეგაწუხო.

მიხვდომა: მივხვდი ამა ქარავანსა - მივადექი, ამ ქარავანს; მივხვდი მინდორსა; მივხვდით შვენიერსა ქვეყანასა; მიჰხვდეს სიღრმესა - მიადგეს, წაადგეს სიღრმეს.

მიხმა - წართმევა: შუქნი მიუხვამნ - შუქნი წაურთმევია (ელვისათვის).

მიჴდომა - 1. მივარდნა, მიხტომა: მიჰჴდომოდეს ლაშქარნი - ლაშქარნი მიჰხტომოდნენ, მისცვივნოდნენ.

2. (გონების) დაკარგვა: ცნობასა მიჰჴდა - გონება დაეკარგა; ცნობათა მიჰჴდა.

მკამკამებელ-ი - მოელვარე და გამჭვირვალე.

მკლავ-ი ემკლავების - ეწინააღმდეგება, ებრძვის.

მკლებულ-ი - მკლებელი, დამკლებელი.

მკმოლვარე - მკმეველი.

მკრჩხალ-ი - ”ჭანგმახვილი” (საბა)- მკვირცხლი, მარდი. შდრ. ”ვეფხისტყაოსანი”.

მკრძალ-ი - მორიდებული, მოკრძალებული.

მნათე - მნათობი, მანათობელი.

მნთებარე - მგზები, ამნთები (ცეცხლისა, სინათლისა).

მნასებელ-ი - გამაარმებელი, გამამწარებელი.

მო - 1. შემოკლებული ზმნა ”მოდი”: მო, ფილოსოფნო; გულო, აბა, მო; მო, ე კალმითა.

2. ზმნისწინი, გამეორებული ზმნის მნიშვნელობის გასაძლიერებლად: მოკლის, მო ხედვა; მოგყვა, მო ნებად; მომიპყართ, მო გონებანი.

მოარება - სეირნობა: მოარებად ჩამოსრული.

მოახლეობა - ვინმესთან ახლო ყოფნა; მოახლეობითა მისითა - მასთან ახლო ყოფნით.

მოაჯეობა - თხოვნა, ხვეწნა, მუდარა, ვედრება: ზენაარსა მოაჯეობს - ფიცსა თხოულობს.

მობაღდადე - ბაღდადელი.

მობლარდვა - მოხვევა, შემოსვა: თვით მოიბლარდე ნათლითა - თვით შეიმოსე ნათლითა (ე. ი. ნათელმოსილი გახდი).

მოგვ-ი - 1. გრძნეული, მისანი, ჯადოსანი: ანდიბან მოგვმან - ანდიბან ჯადოსანმა. 2. ჩექმა: მოგვისაგან კლიტე ამოიღო; მოგვშიგან; ამოიღო დაშნა მოგვისაგან.

მოგინება: მოიგინებოდა - მოდიოდა და იგინებოდა.

მოგონება - 1. გამოგონება, შექმნა: მათ ქმნეს წერილთა მოგონებანი - მათ (ფინი- კიელებმა) მოიგონეს, შექმნეს დამწერლობა. შდრ. ”წერილნი ფინიკელთა მოიპოვნეს” (გიორგი მონაზონის ხრონოღრაფი).

2. მოგონება, მოჭორვა: ბიწი ვინ ჰპოონ, მოგონებანი - ბიწი რომელმაც იპოვოს, მოგონილია (მონაჭორია).

მოდარბაზე - დიდი სახელმწიფო თანამდებობის მქონე, დარბაზის წევრი.

მოდასე: ზეცისა ძალთა ხარ მოდასეცა - ზეცის ანგელოზთა გუნდის წევრიცა ხარ.

მოდასტურება: მოდასტურებით - დანამდვილებით, დადასტურებით, ჭეშმარიტად.

მოემან-მეჰმან-ი მაემან-ი - სტუმარი.

მოვანება - “დიდებით და ბრწყინვალედ გამოჩინება, შემოდგომა (შუქისა), სხივოსნებით მოვლინება, მნათობის დიდებულად აღმობრწყენა, მნათობის დიდებულად სვლა ცაზე” (იუსტ. აბულაძე).

მოვარდნილ-ი: შენდა მოვარდნილ არს ომი - შენდამია მოგდებული ომი, ე. ი. შენ გმართებს ომი (ბრძოლა).

მოვლენა: მოვლენით - ძლევამოსილებით, დიდებით, მორჭმით.

მოვნება - ვნების, ზიანის მიყენება.

მოზავება - სამშვიდობოდ მოსვლა.

მოზარდ-ი: სოგრატ მოზარდი ქებისა - სოკრატე მზრდელი (მომმატებელი) ქებისა.

მოზე - უზენაესი არსება (ნ. მარი).

მოთავს-ი: ყოლ არ მოთავსი - ყოვლად შეუწყნარებელი, შეუთანხმებელი, კომპრომისების წინააღმდეგი.

მოთვალვა - ჩამოთვლა, მოთვლა: რაღასა მოვთვალვიდე - რაღას მოვთვლიდე (ჩამოვთვლიდე).

მოთქმა: მოიტყოდა, ვითა ჭირისუფალი, მოსთქმიდა - დადიოდა და მოთქვამდა, ვითა ჭირისუფალი ტიროდა; გზასა... სიმღერათა მოიტყოდა - გზაში... სიმღერით მოდიოდა, მოიმღეროდა.

მოთხე - პატარა კოლოფი, ”სკივრის კოლოფი” (საბა); ცნობათ მოთხე - ჭკუა-გონების ყუთი, კოლოფი (შდრ. ჭკუის კოლოფი).

მოთხზვა - მოწვნა, მოქსოვა: მოგეთხზვნეს - შემოგეწნა, მოგეფინა, შემოგექსოვა.

მოკამათე - მოცილე, მოპაექრე. გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება იყოს: მოციმციმე, მოთინათინე.

მოკართულ-ი - დაწოლილი, ჩაჩოქილი (ვირი).

მოკერება: სიყვარული არღარას მომეკერების - სიყვარული აღარას შემეფერება (მიშველის?); მე შენად ნაცლად არავინ მომეკერების - მე შენს გარდა (სანაცვლოდ) არავინ შემეფერება.

მოკრვა - ცემა, რტყმა: გულსა მოკრვითა - გულზე ხელის (მჯიღის) ცემით.

მოლი - ჯადოსნური მცენარე და წამალი, რომელსაც იყენებდნენ მოგვები საგრძნეულო საქმეებში თილისმებისა და ჯადოსნური ზემოქმედების საწინააღმდეგოდ. შდრ. ჰომეროსის ”ოდისეა” და რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”.

მომახველობა - გალესილი მახვილით გამოლაშქრება.

მომდოვრება: მყის მოამდოვრებ - უცბად შეანელებ (მტრის) დენას.

მომზე - მზის ორეული (ნ. მარი).

მომზრახ-ი - მოლაპარაკე: თვით მომზრახი - თავისით მოლაპარაკე.

მომორჩილება - ნაწილობრივ დამორჩილება.

მომუშაკება - მუშაობის ანაზღაურება, მოღვაწება: მოიმუშაკენ - მოიღვაწე, გამოიმუშავე.

მომშვიდობება: მოემშვიდობნეს - მიესალმნენ.

მომცემელობა - ძლევა, მოცემა: სხივ-მომცემელობ - სხივებს აფრქვევ, ასხივოსნებ; მომცემელობს - იძლევა, გვაძლევს.

მომცემ-ი - ნაყოფიერი, უხვი.

მომძიმარ-ი - ნაღვლიანი, მწუხარე.

მომხვეტელ-ი - აღმგველი.

მონათება: ზეცით მონათა - ზეციდან მოჰფინა ნათელი.

მონავარდე - “ნავარდის მქნელი” (საბა) იხ. ნავარდი.

მონაკვლევ-ი - მიკვლეული, მოძიებული.

მონამვა: ზეცით მონამა - ზეციდან აწვიმა.

მონახვა - დანახვა, ხილვა, ნახვა: მოინახეს - დაინახეს, იხილეს; მოინახა - დაინახა, იხილა; მოუნახავს ქვეყანა - ქვეყანა დაუთვალიერებია, უნახავს, შემოუვლია და უნახავს.

მონამიერ-ი - მონახმობი, მოწოდებული (ღვთისაგან).

მონდომილობა: მონდომილობით - მონდომებით, სურვილით.

მორფ-ი - სახე, გამოსახულება, ნაკვთი: მორფ-სხეული - ორგანიზმი.

მორჩევა - მორჩება ე. ი. ყლორტების ამოყრა.

მორჩენა: მორჩეს - გადარჩნენ (ცოცხალნი).

მორჩ-ი - შტო, ყლორტი.

მორჩობა - დახრჩობა.

მორჭმა - შვება-განცხრომა, სიმდიდრით, დიდებით და ძლიერებით ცხოერება, მოირჭვამს - შვებას ჰპოვებს, გაიხარებს; მოირჭვნა - გამდიდრდა, გაძლიერდა და დიდება მოიპოვა.

მოსაგრე - ამხანაგი.

მოსათნებარე - მოსაწონი, საამებელი.

მოსამომზღვრე - მოსაზღვრე.

მოსამშიერ-ი - მოსამშიებელი.

მოსარხეველ-ი - დასარხეველი, შესაქანებელი.

მოსაფრქვეველ-ი - მოსაფენელი.

მოსაქცეველ-ი - ახალ სარწმუნოებაზე გადასაყვანი, რჯულგამოსაცვლელი.

მოსაღორებელ-ი - მოსაცთუნებელი, მოსატყუებელი, შესაცდენი.

მოსიეს - აცვია.

მოსპოლვიერ-ი - მოსასპობი, დედამიწის პირიდან აღსაგველი.

მოსრვა - ამოწყეეტა, ამოხოცვა, ამოჟლეტა; მოსრნეს - ამოწყვიტეს, ამოხოცეს ამოჟლიტეს (ისინი); მოსრენ - ამოსწყვიტე, ამოხოცე, ამოჟლიტე (ისინი); მოსრნა - ამოწყვიტა, ამოხოცა, ამოჟლიტა (ისინი).

მოსწრაფე - მოჩქარე.

მოსხლვა - მოსპობა, განადგურება, მოსხვლა: ძირითურთ მოჰსხლავ - ძირიანად მოჰკვეთ (გაანადგურებ,მოსპობ, მოსჭრი).

მოსხმა: გარნისს მოგისხნა - გარნისში მოგიყვანა (ჯარი).

მოსხმულ-ი - მოყვანილი, მორეკილი.

მოტევა - მოდევნება, მოსევა: არცა ქორთა კაკაბთა მოუტეობ - არცა ქორებს მოუსევ (მიადევნებ) კაკბებს.

მოტყინარე - ანთებული, აღგზნებული, გაღვივებული (ცეცხლი).

მოუვალ-ი - შეუძლებელი.

მოფხვრა - მოგლეჯა, მოსპობა.

მოქარვება: სიყვარული მოჰქარდა - სიყვარული წაუვიდა, გაუქრა.

მოქენე - მავედრებელი, მახვეწარი, მთხოვნელი.

მოქცევა - მობრუნება: მოიქცა მეფე - მობრუნდა (შემობრუნდა) მეფე; ოდესცა მოვიქეცით (ცნობად)- როდესაც ცნობა დაგვიბრუნდა. სულად მოიქცა - მოსულიერდა.

მოქცევ-ი ტალღა: მოქცევი ღვარი - ტალღად მოვარდნილი ნიაღვარი.

მოღაფლება - მოცთუნება, მოტყუება, დაღალატება: რად მოვღაფლდი - რად შევცდი, რად მოვტყუვდი, რად დავღალატდი.

მოღაფლებულ-ი - შეცდენილი, მოტყუებული, დაღალატიანებული.

მიღება - 1. მოტანა: მოიღეს - მოიტანეს.

2. წართმევა, მიღება: სიბერითა ძალი მოეღო - სიბერის გამო ძალა წაერთვა.

მოღმა - ჩემის მხრით, პირაქეთ.

მოღმართ: მოღმართ გვიჭვრეტდეს - პირაქეთ, თავმობრუნებულნი გვიყურებდნენ.

მოღმრთე - ღვთისნიერი, ღვთის მორწმუნე (მოშიში); მოღმრთეობა.

მოყივნება - შერცხვენა, სახელის გატეხა; მომაყივნებს; მოვაყივნე; მოვიყივნო.

მოშაით-ი - მსახიობი,ჯამბაზი, აკრობატი.

მოშიშება: მოიშიშობენ - შიშით მოდიან (მოდიან და თან შიშობენ).

მოშლა - დაშლა: მოუშალეთ - დავუშალეთ.

მოჩხიბვა - მოჯადოება: მოუჩხიბავ - მოუჯადოებიხარ. მოჩხიბულობა - მოჯადოება.

მოცალე - მოცლილი.

მოცვა: ქვეყანას მოსცვის - ქვეყანას მოედება, შემოივლის.

მოცთომა: მოვსცეთ - შევცდი.

მოცთუნებულ-ი - შეცდენილი, მოტყუებული.

მოძება - მოძიება, მოძებნა.

მოწესე - ღვთისმსახური, მონაზონი ქალი, წესის დამცველი.

მოწვართა: მოეწვართა - გაეწვრთნა; მოიწვართა - განსწავლულ იქნა.

მოწიფება: მოიწიფა - გაიზარდა, ასაკში შევიდა.

მოწონვა - შემოწმება, გასინჯვა: მოწონეს თავი - შეამოწმეს, გასინჯეს (ნავის) კიჩო.

მოწურვა: მოგვეწურნეს - მოგვიახლოვდნენ.

მოწყალე - მოელვარე, ბრწყინვალე.

მოწყალება - ელვარება, ბრწყინვალება: ითქმი... მოწყალებისა ნაუფსკრულევად - ითქმი ბრწყინვალების უფსკრულად ე. ი. შენ ისეთი ელვარება და ბრწყინვალება გაქვს, რომ უფსკრულსაც კი ანათებ.

მოწყვედა: მოსწყვიდნეს - ამოხოცეს, ამოჟლიტეს (ისინი); მოსწყვიდენ - ამოხოცე, ამოჟლიტე.

მოწყლვა - დაჭრა, დაკოდვა: ორგულთა მოსწყლავ - ორგულებს დაჭრი, დაკოდავ.

მოჭირვება - მოთმენა, გაჭირვების ამტანობა, შეწუხება; მოიჭირვებენ - მოითმენენ, გაჭირვებას იტანენ, წუხდებიან; მოიჭირვე - მოითმინე, გაჭირვებას გაუძელი.

მოხარკე - 1. ხარკის გადამხდელი: სწრაფით მოხარკე - მოსწრაფებით, სწრაფად ხარკის მომტანი (გადამხდელი); გძღვნას მოხარკემან - ხარკის გადამხდელმა საჩუქრად (ძღვნად) მოგიტანოს.

2. მომჭირნე: იქმნეს მოხარკე - გახდეს მომჭირნე.

მოხვეწილ-ი - სალი (კლდე).

მოხვეჭა - შოვნა, მოგროვება რისამე.

მოხმა - მოტანა: მოიხვნეს - მოიტანეს (ჭიქები).

მოჴდა: მოჰჴადა უნაგირთაგან - უნაგირიდან აიყვანა (გადმოიღო, ჩამოიღო); ცხენისაგან მოჰჴადა.

მოჴსენალ-ი - მხსენებელი (მიცვალებულთა).

მოჴსენება - 1. თქმა: მოაჴსენა ჯაზირ.

2. მირთმევა: მოგაჴსენებდი - მოგართმევდი; მოგაჴსენებ - მოგართმევ; სადილი მოგაჴსენოთო - სადილი მოგართვათო; მომიჴსენებია - მომირთმევია.

მოჴშო - შიში: გაქვს მოჴშო.

მოჯდომა: მოიჯდომებდეს - დაჯდებოდეს (ჩამოჯდებოდეს რამეზე) მოგზაურობის დროს.

მრავალწილება: ბრძნობა და გულოვნება ამრავალწილა - ბრძნობისა და გულოვნების მოწილენი გაამრავლა.

მრჩევ-ი: სიტყვითა მრჩევსა - სიტყვით რჩევის მიმცემსა; ელვათა მრჩევსა - ელვარებათა გამომრჩეველსა.

მრჩობლ-ი - წყვილი.

მსაჯულ-ი: დიდსა მსაჯულსა - დიდ მოსამართლეს, ე. ი. ღმერთს.

მსთვად-ი - ადრეული, ნაადრევი; მსთვად - ადრეულად, ნაადრევად.

მსპარაზნობელ-ი - სამხედრო თამაშობებსა და საფალავნო ტურნირებში მოვარჯიშე, მოასპარეზე.

მსრველ-ი - გამჟლეტელი, მხოცველი, ამომწყვეტელი; მსრველად - მოსასრველად, გასაჟლეტად, ამოსახოცად, ამოსაწყვეტად.

მსჯელ-ი - განმსჯელი, მბჭობელი.

მსხემ-ი - მწირი, უბინაო, უცხო.

მტერიან-ი - ბნედიანი, ეპილეფსიით დაავადებული.

მტილ-ი - ბოსტანი.

მულღაზარ-ი - წალკოტი.

მუნაურ-ი - იქაური.

მუნებურ-ი - იქაური.

მუნეჯიმ-ი, მუნეჯიბ-ი - ვარსკვლავთმრიცხველი.

მურავაყიან-ი - დაწმენდილი, სასიამოვნო სასმელი ღვინო.

მურ-ი - ერთგვარი სურნელოვანი ნივთიერება, შტახსის ნაწურის ნარჩენი.

მურტ-ი - კენკროვანი ნაყოფი.

მუტრიბ-ი - მომღერალ-დამკვრელი, მეჩანგე; ფრინველნი მუტრიბობდეს - ფრინველები გალობდნენ, ჭიკჭიკებდნენ.

მუქასარ-ი - ნიფხვის უბე.

მუქაფა - სამაგიერო, სანაცვლო, საზღაური.

მუქფება - სამაგიეროს მიზღვევა, სანაცვლოს გადახდა: სიყვარული უმუქფენ - სიყვარული მიუზღე; ემუქფებიან - სამაგიეროს მიზღვევას ცდილობენ.

მუშა - “ქვეყნის მოქმედი” (საბა). მიწის დამმუშავებელი.

მუშა-ვაზ-ი - ძველი ვაზი.

მუშაითურებ - მოშაითივით, ჯამბაზივით, მსახიობივით. იხ: მოშაითი.

მუშთარ-ი - პლანეტა იუპიტერი.

მუშკ-ი - შავი ფერის სურნელოვანი, საკმეველი ნივთიერება; მუშკ-მოცრილი - მუშკ-მოკმეული, მუშკ-მობნეული.

მუხაერი-ი - ნებივრობა, განცხრომა.

მუჯამრ-ი - საცეცხლური, ან ჭურჭელი დასაკმეველად.

მფენებ-ი - მომფენელი.

მქნარ-ი - ჩქარა მომდინარე: წყალი მქნარი.

მქებარე: გემქებარე - შენი მაქებარი გავხდი.

მქნიარ-ი - მქროლავი (ქარი).

მღერა - 1. სიმღერა: იმღერდეს მგოსანნი - თამაშობდი და იმღერდი; მღერა იყო; მღერა შროშანთა - შროშნების გალობა.

2. თამაში: იმღერდიან მოშაითნი - აკრობატები (ჯამბაზები) თამაშობდნენ; ზოგთა შუბით ამღერებდა; მღერა ოროლთა (ან ოროლისა). მღერა ნარდისა.

მყვრიან-ი - ბაყაყიანი, ბაყაყებით სავსე.

მშვილდოსან-ი. - ზოდიაქოს მეცხრე ეტლი, რომელშიც მზე შედის 22 ნოემბერს.

მჩხიბაობა - ჯადოობა, კუდიანობა.

მცირებულ-ი - დაბალი ფენის წარმომადგენელი, არა დიდებული. შდრ. დიდებულნი და მცირებულნი.

მცრება - ლევა: გული უმცრდებოდა - გული ელეოდა.

მცრობა: გამცრობს ერაკლე - ჰერაკლე კეისარი შენ ”პირველობას გითმობს” (ნ. მარი), ის შენთან შედარებით პატარაა; მცრობსა აქილევს - აქილევსი ეპატარავება.

მცქაფრობა: მცქაფრობს მეხებრ - მეხივით სწრაფად (უცბად) თავს მეცემა (მესხმის).

მცხინვარება - “სინათლის სიცხიანობა” (საბა), ”დიდ-ნათელობა, დიდ-სხივოსნობა” (მ. ჯანაშვილი).

მძივთ-ი - კუპრი.

მძლავრობა: მმძლავრობენ - მძალავენ, მერევიან.

მძლევარ-ი - 1. დამძლეველი, მომრევი: სხვათა მძლევართა - სხვათა მომრევს, მძლეველს.

2. მიმცემი, გადამხდელი: ხარკთა მძლევართა - მოხარკეებს, ხარკის გადამხდელებს.

მძლეობა - გამარჯვება: ნესტორად მძლეობ - ნესტორივით იმარჯვებ (გამარჯვებული, მძლეველი ხარ).

მძლიერ-ი - მძლეველი, მომრევი.

მწადენ-ი - მწადებელი, მოსურნე.

მწდე - ღვინის დამსხმელი, მერიქიფე.

მწდეობა - ღვინის მიწოდება, მერიქიფეობა: შენ მწდეობდი - შენ იყავი ღვინის მიმწოდებელი (მწდე). გული სისხლსა თვალთა უმწდეობდის - გული იყო მერიქიფე, რომელიც თვალებს სისხლის ცრემლებს აწვდიდა.

მწეს-ი - მომხმობი, დამძახებელი.

მწვანვილ-ი - მწვანე ბალახი.

მწთოლვარე - რაც წვეთავს.

მწიკვლ-ი - ჭუჭყი, სიბინძურე.

მწლფებარე - წრფელი, ალალ-მართალი, პირდაპირი.

მწყაზრობა: ღაწვი უმწყაზრობს - ლოყა ალამაზებს, ამშვენებს.

მწყდარ-ი - დაკოდილი, დაჭრილი, მოკლული: მწყდრად-მდებარე.

მწყერ-მარჴილ-ი ზღვის ფრინველი, რომელიც ცხოვრობს არაბეთის ზღვის სანაპიროებზე: (ღმერთმა) ზეცით მონამა მანანა ჩვენთვის მწყერ-მარჴილებით - (ღმერთმა) ზეციდან ჩვენთვის მწყერმარხილების საშუალებით აწვიმა მანანა. შდრ. ”მოჴდა მწყერ-მარჴილი და დაფარა ბანაკი იგი” იხ. აგრეთვე: მანანა.

მწყობელ-ი - დამზავებელი.

მწყობრ-შენასხმევ-ი - მწყობრად შექებული, (ხოტბა-შესხმული).

მჭევრ-ი - მშვენიერი, ლამაზი, მოხდენილი.

მჭელეულობა - ხელეულები.

მჭირსნე - სიძნელის ამტანი.

მჭიშნე - ძლიერ დაგრეხილი, მჭისნე: მჭიშნედ მიჩნს - ძლიერ დაგრეხილად მეჩვენება.

მხარკე - “მომჭირნე და მცდელი” (საბა), საჭირო საქმისათვის მზრუნველი: მბრძოლთა მხარკე - მებრძოლთა მომჭირნე (მცდელი).

მხედ-ი - მხედველი.

მხიბლავ-ი - გრძნეული, ჯადოსანი.

მჴარ-ი - ოთხი წყრთა, (სიგრძის საზომი ერთეული).

მჴდოვნებ-ი - ამხდელი (ბინდისა).

მჴცე-შერეულ-ი - ჭაღარა.

მჯობენ-ი - მჯობი, გამარჯვებული: ყოვლითვე მჯობენ სძლო დიდად მჯობენ - ყოვლით გამარჯვებულმა დასძლია (მოერია, აჯობა) დიდად გამარჯვებულს.

ნაბერწყალ-ი - ნაპერწკალი.

ნაგაშპასევ-ი - სიყვარულით შემომცქერალი (ნ. მარი).

ნაელვებ-ი, ნაელვევ-ი: ნაელვებითა - ელვარებით, ბრწყინვალებით; შუბლ-ნაელევად - შუბლ-აელვარებულად, შუბლგაბრწყინვებულად.

ნავარდ-ი - ფალავანთა მიერ ბრძოლის წინ საასპარეზო მოედნის შემოვლა.

ნავროზ-ი - სპარსელების ახალი წლის დღესასწაული, რომელიც იმართებოდა 21 მარტს ბუნიაობის დღეს, როცა მზე შევიდოდა ვერძის ეტლში. იხ. აგრეთვე: ბაირამ-ნავროზობა.

ნავქ-ი - დიდი სატყორცნი იარაღის ისარი.

ნავღელ-ი - ნაღველი. ნავღლისაებრი სიტყვა ამოყარა - ნაღველივით მწარე სიტყვები წარმოსთქვა.

ნაზ-ი - მოალერსე: წავიღე სიყვარულისა კაკაბი შენისა ნაზისა ქორისა შიშითა.

ნაზუქ-ი - ნატიფი, ლამაზი, კოხტა (ტანი).

ნაზუქობა - ნატიფობა, კოხტაობა.

ნათელიერ-ი - სინათლიანი, ნათელმოსილი.

ნათელ-ღებულ-ი - მონათლული.

ნათლობა: მანათლობს - მანათებს.

ნაკრტენ-ი - ბუმბული.

ნალ-ი - ლერწმის კალამი.

ნამათევ-ი - ღამენათევი.

ნამარხევ-ი - დამარხული, შენახული.

ნამორჩებარე - ყლორტებამონაყარი.

ნამტკიცოვან-ი - მიმაგრებული, მიმყარებული.

ნანვა - სინანული, დანანება.

ნაოტ-ი - გაქცეული, გადახვეწილი.

ნაოხარ-ი - აოხრებული, პარტახი.

ნარბევ-ი - ნარბენი.

ნარგისთა შამბ-ი - წარბ-წამწამების აღმნიშვნელი მეტაფორული გამოთქმა.

ნასახ-ი - დახატული, შესახედავი: ნასახად სად ა - შესახედავად სად არის.

ნასმენალ-ი - გაგონილი, მოსმენილი.

ნასნებავ-ი - ნაავადმყოფარი, სენგადატანილი, სენგამოვლილი.

ნასრან-ი - თეთრი სურნელოვანი ვარდი.

ნატამალ-ი - 1. ჩამომავალი, ნაშიერი.

2. ნათესავი, თვისი.

ნაფუნჩევ-ი - გაფურჩქვნილი, გაშლილი; ნაფურჩი - თაიგულად გაშლილი.

ნაქვს-ი - ნაკვთი, ფორმა, სახე.

ნაქმარ-ი - ტანის მოყვანილობა, გარეგნული შეხედულება.

ნაშენებარე - რაც ხარობს, ცოცხლობს.

ნაცარ-ნასხმევ-ი - ნაცარ-წაყრილი, თავლაფდასხმული, შერცხვენილი.

ნახლ-ი - ძვირფასი ხარისხის ქსოვილი.

ნაჴელოვნებ-ი - ხელით შექმნილი.

ნაჴსოვნებ-ი - მოგონებით წარმოსახული (წარმოდგენილი).

ნაჯომარდ-ი - არა ჯომარდი (არა გმირი). ნაჯომარდობა.

ნაჯუფთევ-ი - ნაწყვილევი, შეუღლებული, შეტოლებული.

ნება - 1. სურვილი, ნების დართვა, უფლება, ნებისყოფა: ინებო - ისურვო, მოინდომო; თუ ნება; არ ჰქონდა ნება - არ ჰქონდა უფლება; მე ცად ვინები - მე ცად ყოფნა მოვინდომე; თქვენად ვქმნა ნებით.

2. ნელა: ნებასა მოიარა - ნელა მოიარა; ნება-ნებასა კვნესოდა. - ნელ-ნელა კვნესოდა.

ნელად-რე - ცოტა უფრო ნელა.

ნეტარ-ი - ყოველგვარი სიკეთის მქონე, სიკეთით სრულყოფილი, ბედნიერი: სამგზის ნეტარი - სამგზის სრულყოფილი ყოველგვარი სიკეთით. (”სამგზის ნეტარს” და ”სამგზის სანატრელს” კლასიკური ხანის მწერლები უწოდებდნენ თამარ მეფეს).

ნეფხვა - ძლიერი ყინვა.

ნივთ-ი - 1. ოთხი ელემენტი - წყალი, მიწა, ჰაერი და ცეცხლი; მატერია: შეყინვა ნივთთა; მხედი ნივთთა; ნივთთ შექსულობით.

2. სქესობრივი სიტკბოება, მამათა სქესი: არცა ნივთი იცი; საწუთროჲსა ნივთთა; რამინს შიგან ნივთი რა ნახე.

ნიშატ-ი - სიხარული, შვება-განცხრომა, მხიარულება. შდრ. ნიშატი და სიხარული.

ნიშ-ი - სასწაული; ნიშობა - სასწაულთმოქმედება.

ნიშტიან-ი - მხიარული, გახარებული, მოლხენილი.

ნიჭ-ი - ძღვენი, საჩუქარი, საბოძვარი.

ნობათ-ი - რიგი, ჯერი, მორიგი სალაშქრო ბანაკი: ნობათ-კარავსა პირი გურგანისაკენ აქნევინა.

ნუკვა - ვედრება, ხვეწნა, თხოვნა: რას მნუკევ - რას მევედრები, მეხვეწები; ნუ მენუკევ - ნუ მთხოვ.

ნუჟრობა - ყლორტების ამოყრა.

ნქრევა - “შეღმა შებნევა რისამე” (საბა), ჰაერში აბნევა, გაფანტვა: ანქრივეთ - ჰაერში გააბნივეთ; ვანქრიეთ იგივე წამალი.

ოთაღ-ი - ოთახი, კარავი.

ოთხრაჴს-ი - ამბრი არაბის ცხენის სახელი; შავ-მოწითალო (წაბლისფერი) რაში.

ონავრობა: ვიონავრენით - დავარბიეთ, დავაწიოკეთ და ქონება დავიტაცეთ.

ოროლ-ი - ორპირიანი და გრძელტარიანი შუბი.

ორძალ-ი - ორსიმიანი (ანუ ორძალიანი) საკრავი ინსტრუმენტი.

ოს - როს, როდესაც.

ოსან-ი - მომღერალი, აშუღი.

ოტება - 1. გამოდევნა: ზეცით იოტნა - ზეციდან გამოიდევნა.

2. გარდახვეწა, გადაკარგვა: იოტნა - გარდაიხვეწა, გადაიკარგა; ოტიო - გაიქეცი, გადაიხვეწე, გადაიკარგეო.

ოტებულ-ი - გადახვეწილი, გადაკარგული.

ოფას-ი - წმინდა, ბაჯაღლო.

ოქრო-ნემსულ-ი - ოქროსფერი ძაფით ან სირმით ამოქარგული (მოგვირისტებული).

ოქსინო - ოქროქსოვილი ხავერდი.

ოჴერ-ი - დანგრეული, დაქცეული, უპატრონოდ მიტოვებული.

პავასიკ-ი - ტომარა, ჩანთა;.”ტაცებით, გინა ბოროტად შეკრებული საუნჯე” (საბა).

პაშტა - არა მცირე, ბევრი: პაშტასა საჭურჭლესა უსაქმოდ გაანქრევო - არა მცირე საგანძურს უსაქმოდ (ტყუილუბრალოდ) გაჰფანტავო; მუნემდისი ქვიშათა ზედა პაშტა წყალი დაედინების - მანამდე ქვიშაზე ბევრი წყალი დაედინება.

პატიჟ-ი - სასჯელი, განსაცდელი.

პატრიკულ-ი: - ატიკულისა, პატრიკულისა ხედვის უფალ ხარ სიწლოთსიჴშოსა - შენ საფუძვლიანი მცოდნე ხარ წარმართულ-ელინური (ატიკულისა) და ქრისტიანული, წმიდა მამათა (პატრიკული) ხედვისა, ე. ი. ფილოსოფიისა და მოძღვრებისა (კ. კეკელიძე, ეტიუდები).

პერიპატო: ზინონ, ზენანი, მოგვთა ზენანი მეუფედ გჴმობენ პერიპატოსა - (ფილოსოფოსი) ძენონი, ზეციერნი არსებანი და გრძნეულთა (მისანთა) მოძღვარნი (მოთავენი) პერიპატოს,.ე. ი. პერიპატეტიკული, არისტოტელეანელური სკოლის მეუფეს (მეთაურს) გიწოდებენ. შდრ. ჩახრუხაძე: ”მაშა მეხელი, მაშა, მეჴელი” (არისტოტელეანელო, მომეახლე, ჩემთან ახლოს იყავ, მაშ, მფარველობა გამიწიე). ჩახრუხაძე თამარს უწოდებს ”მაშას” (არისტოტელეანელს), შავთელი კი პერიპატოს (არისტოტელეანელი სკოლის) მეუფეს.

პინაკ-ი - პატარა ჯამი.

პირ-ი - 1. საზღვარი: ინდოეთისა პირისანი ვართ.

2. ნაპირი, კიდე: ლაშქართა პირი.

3. პირობა, პირიანობა: ჭაბუკობისა პირი არ არის; აწ პირიანი არს.

პირის დაყოფა - პირის მოკუმვა, დაჩუმება: პირს დაუყოფდა.

პირის-წყალ-ი - სინდისი, ნამუსი, პატიოსნება.

პირ-მედგრობა - მძვინვარება, მრისხანება.

პირმშო - პირველ შობილი; ისაკებრ პირმშობ - ისაკივით პირველი შვილი ხარ.

პოდირ-ი - ზედა შესამოსელი (верхная риза), ”სამოსელი, მსგავსი წმ. ბასილის პალეკარტისა” (საბა).

პოლოტიკნი რკინან-ი - ფოლადის ჯავშანი, ”რკინის, ფიცარი ბრძოლაში მკერდთა და ღლიათა დასაკრავი” (საბა).

პორფირ-ი - წითელი ფერის სამეფო და სამღვდელო პირთა სამოსელი.

რა: - რებისა - რაებისა.

რაკა - “რტყმა, განწონა” (მ. ჯანაშვილი). შეიძლება ამ სიტყვას რაიმე კავშირი ჰქონდეს ოთხთავის ”რაკა”-სთან, რაც არამეულად სულელს ნიშნავს: ”რომელმან ჰრქვას ძმასა თვისსა: რაკა, რომელ არს საძაგელ, თანმდებ არს იგი კრებულისაგან განსლვად”.(მათე, 5,22).

რამლ-ი ქვიშა: რამლს ჰკრვენ - ქვიშაზე მკითხაობენ (მარჩიელობენ).

რაჴს-ი - შავ-მოწითალო (წაბლისფერი) ცხენი; რაში: რაჴსოსანი - ცხენოსანი.

რება: არე წყალი - გადაავლე წყალი; ვაარებ - ვატარებ; მაარე - მატარე; გზისა უმეცარი მარო - გზის უცოდინარი მატარა; რებული - მოარული, ნასიარულევი.

რევა: საც ერია - სადაც (რომელიმე ბრძოლაში) ერია (გარეული იყო); მეხებრ ერია - მეხსავით სწრაფად დაერია.

რეცა - ვითომ, თითქოს.

რთმევა - წართმევა: საულს მეფობა ართო - საულს მეფობა წაართვა; სიტურფე ართო - სილამაზე, სიმშვენიერე წაართვა.

რიალ-ი - “ბოროტი მთქმელობა” (საბა), ბოროტი განზრახვით აურზაურის შექმნა.

რიდე - ქალის თავსაბურავი. შენ შუქნი ელვა-ეთერთა მზისა მწვერვალთა არიდენ - შენ, - მიმართავს ჩახრუხაძე თამარს, - ელვა-ეთერთა შუქი (ე. ი. შენი სილამაზის სხივოსნობა) მზის მწვერვალებს რიდესავით მოახვიეო.

რიდება - მორიდება, არიდება (თვალის, ყურის): არიდენ.

რინდო - მთვრალი.

რომ: - ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო... - ახალო რომო (იგულისხმება ქ. რომი), შენთვის თქვეს, რომ (ყოველ არსებულზე უფრო დიდი იყოსო). იოანე შავთელი გელათს, რომელიც თამარის დროს ერთ-ერთ ძლიერ კულტურულ კერას წარმოადგენდა, უწოდებს ”ახალ რომს”.

როჭიკ-ი - დაქირავებული პირისადმი, ან სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელისათვის განკუთვნილი ულუფა, გასამრჯელო ”სამეუფოთა გამოსაზრდელო, შჯულიერი მთავრობისა ნიჭი” (საბა).

რუსხა - სინათლე.

რქმა: ერქვას - ეხუროს.

რღვნობა - წყლით დაფარვა, წყალდიდობა, ”წყლით მოცვა” (საბა).

რცხვა - რეცხვა, გარეცხვა: გულსა სისხლითა ვრცხიდი - გულს სისხლითა ვრეცხავდი.

საახლო: ფრთხილნი კაცნი საახლოდ უყვარდეს - ფრთხილი ადამიანები უყვარდა თავისთან ახლოს (თავის გარშემო) შემოსაკრებად.

საბასრო - გასაკიცხი.

საბირონ - უბედურების თანამოზიარე მეგობარი.

საბრ-ი - მყრალი სამკურნალო ბალახი.

საბრჴე - ხაფანგი, მახე.

საგან-ი - ნიშანი, სამიზნო: აიღე შენი საგანი, რომელ ვერ ეცეს ისარი. საგნობა - ისრის ნიშანში სროლა.

საგდებელ-ი - ქამანდი, მარყუჟიანი თოკი.

საგრობა - ამხანაგობა.

საგულისო - გულმოსასვლელი, გასაგულისებელი.

სადედო - ქალთა საცხოვრებელი სახლი; სამსმელო

სადოსტაქნო - საღვინე ფიალა.

სავანე: მზეებრ სავანე - მზესავით ბრწყინვალედ საჩინელი, დიდებულად აღმობრწყენილი; სულის სავანე - სულის სადგური, ადგილსამყოფელი.

საზეპურო - ზეციური პურის მოზიარე: ერ საზეპურო ხარ - შენ ხარ საზეპურო ერის წევრთაგანი, ღვთიური პურისა და მადლის მოზიარე.

სათვალე: შეულოცნა სათვალენი სიტყვანი - შეულოცა თვალის ცემის საწინააღმდეგო სიტყვები.

სათ-ი - მარჯანი.

სათნევ-ი - მოსაწონი, საამებელი, გასახარელი.

სათნო - პირფერული, მლიქვნელური, ფარისევლური.

სათხედ-ი - მოკლე შუბი; ზომიერ-ტარიანი და ბრტყელპირიანი შუბი.

საკარგავ-ი - სამფლობელო მამული, ბოძებული მეფისაგან სახელმწიფო (უმთავრესად სამხედრო) სამსახურში მყოფი ერთგული პირისადმი (ალ. ბარამიძე).

საკრამანგ-ი - ტანისამოსი, ”ძვირფასად და ყვავილოვნად ნაკერი ოქროის თმითა და ჩიგინითა” (საბა); ძვირფასი ბეწვიანი ოქროქსოვილი, რომელსაც ხმარობდნენ ცხენზე გადასაფარებლად ან კარვის შესამკობად.

სალარ-ი - მეთაური, უფროსი.

სალარო - ლარის (განძის) შესანახი ადგილი.

სალმობა - ტკივილი, ავადმყოფობა; სალმობიე რი - სნეული, ავადმყოფი.

სამალად: ბრძანონ სამალად, არ თუ სამალად - თქვან (ბრძანონ) სხაპა-სხუპით, არათუ დასამალად.

სამარაგდო - ზურმუხტი.

სამაროვან-ი - სასაფლაო.

სამარხავ-ი - შესანახი, აკლდამა.

სამება - სამი ჰიპოსტასი: მამა, ძე და სულიწმიდა.

სამიზდარ-ი - საქირაო, ქირით ასაღები.

სამ-მზე - სამგზის.მზე.

სამ-ოთხით - სამჯერ და ოთხჯერ, სამოთხგზის: ღმერთმან სამოთხით მოგვცა სამ-ოთხით ეთერ ბრწყინვალე, მზეებრ სადარი - (თამარი) ღმერთმა სამოთხიდან მოგვცა (მოგვივლინა) სამ-ოთხგზის ეთერივით ბრწყინვალე და მზის შესადარი. შდრ. ”ისტორიანი და აზმანი” (ქ. ცხ.): ”თამარ, სამგზის სანატრელი და სამებისაგან ოთხად თანააღზევებული”.

სამსმელო - სადედო; ჰარამხანა.

სამუქფო - სამაგიეროდ, სანაცვლოდ მისაზღველი.

სამფშვინველ-ი - “სამშვინველი - უტყვი სული” (საბა): სამფშვინველისაგან კიდე სხვა ღონე არა იყო - სუნთქვის გარდა სხვა შესაძლებლობა არა გვქონდა.

საპატიჟო - სატანჯველი; სასჯელი.

სარა-ფარდა - “სამეფო კარავი, მორთული ფარდაგებით” (იუსტ. აბულაძე).

სარდა-სარო - კვიპაროზის მაგვარი სურნელოვანი ხე.

სარდიონ-ი - წითელი თვალი, сердолик.

სართულ-ი - თავშესაფარი, ჭერი, სახურავი.

სარჩელ-ი - ყვედრება, ჩივილი.

სასაგნო - სამიზნო, ნიშანში ამოსაღები რამ.

სასალუქო - “ტანის მორთულობათა საწყობი” (იუსტ. აბულაძე), მოსართავ-მოსაკაზმავი; სასალუქად ბრძენი რიტორებს - ბრძენი დარბაისლურად (ზრდილობიანად) მჭევრმეტყველებს.

სასთვლებელ-ი - სართვლოდ მოსაკრეფი.

სასიტყველ-ი - საკამათო, სადავო, სალაპარაკო.

სასტიკ-ი - ძლიერი.

სასუმელ-ი - ნათესავი, თვისი, მოყვარე.

სასძლო - დედათა სახლი, სარძლო ე. ი. რძლისათვის განკუთვნილი სახლი.

სატალაო - სადარაჯო, საყარაულო, საგუშაგო.

სატუხელ-ი - ძლიერ დიდი სამწუხარო რამ, ”რა ფრიად კეთილი ფრიად ბოროტად შეიცვალოს” (საბა).

საუფლო - საბატონო (კაცი).

საფირონ-ი - ფრინველთა გალობა და სტვენა.

საქანელ-ი - სარკმელი (ცისა): ცის საქანელნი - ცის სარკმლები, ცის კარები. შდრ. შესაქმე: ”საქანელნი ცისანი განეხვნეს და იქმნა წვიმა ქვეყანასა ზედა”.

საქიქელ-ი - გამოსამჟღავნებელი, გამოსააშკარავებელი; გასაწბილებელი.

საღორებელ-ი - შესაცდენი, მოსატყუებელი.

საშვებელ-ი - საფუფუნებო, მდიდრული, საუცხოო, ”უზრუნველი ადგილი” (საბა).

საცეცხლე - ცეცხლთაყვანისმცემელთა სამლოცველო სახლი, სადაც ცეცხლი ანთია მუდმივად.

საწაღმართოდ - საკეთილდღეოდ.

საწდე - ღვინის სასმისი.

საწერან-ი - საწერ-კალამი.

საწესიერ-ი - საგანმგებლო: მკვდართა აღმდგენი, ბრმა-კოჭლთა მდგენი სრულად უვნებლად საწესიერს ა - მკვდართა გამაცოცხლებელი და ბრმა-კოჭლთა ფეხზე დამყენებელი (ე. ი. იესო ქრისტე) სრულიად უვნებლადაა საგამგებლოში, ე. ი. იქ, საიდანაც ის წესრიგს ამყარებს ქვეყანაზე.

საწმის-ი - მატყლი: ვინ ჩნდა საწმისად - ვინც გამოჩნდა საწმისად ე. ი. მატყლად. იგულისხმება მარიამ ღვთისმშობელი, რომელიც გედეონმა სიმბოლიურად ანგელოზთა მიერ დანამულ საწმისად წარმოისახა. შდრ. შავთელის ”გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი” სტროფი 25-ე: ”იაკობ კიბედ გიხილა, ხოლო მოსე - მაყულად, დანიელ - მთად, გედეონ - საწმისად, ანგელოზისა მოსლვითა შეცურეულთა”.

საჭვრეტელ-ი - თვალი: მზის საჭვრეტლითა - მზის თვალით.

სახე - 1. შესახედაობა, გამოხატულება, გამოსახულება: დასახა სახებრ; ჰე, ნახე სახე; შექმნა სახესა; სახედ უსწორო.

2. მსგავსი: ედემის სახე; სახედ ელვისა; სახედ; ანგელოზთ სახედ.

3. ნიმუში, მაგალითი: სახედ გსახობდეს.

სახედავ-ი - თვალი.

სახედველ-ი - თვალი.

სახვა: ბრძენმან გასახა - ბრძენმა გიწინასწარმეტყველა; თვალნი ვერ გსახვენ - თვალები ვერ გხედავენ; რასა გასახოს - რას შეგადაროს; გსახობდეს - წარმოგისახავდეს, შეგადაროს.

სახიერ-ი - კეთილი (შდრ. მათე: ერთი არს სახიერი ღმერთი).

სახიობა - “მუსიკა მწყობრი ძალთა და საკრავთანი და ხმოვანება ტკბილი, გალობა თუ სიმღერა” (საბა); მსახიობთა, მომღერალ-დამკვრელთა კონცერტი, გართობა-სანახაობანი.

სახოვან-ი - მიჩნეული.

საჴამსო - მოსაწონი, საკადრისი, შესაბამისი; არცა შენი ბრალობა მესაჴამსების - არც შენი დანაშაულია მოსაწონი.

საჴელ-ი - სახელო (ზედა ჩასაცმელისა).

საჴმილ-ი - საცეცხლე, ღუმელი.

საჴსარ-ი - გამოსახსნელი.

სერ-ი - 1. გორა, 2. ვახშამი, ”მიმწუხრი საზრდელის მიღება” (საბა): ვნახეთ ა სერი: მასზედა სერი - მჴეცნი, მფრინველნი უწყლად მისევნით - ვნახეთ გორა (დახოცილთა გვამებით დაფარული) და ამ გორაზე უწყალოდ მისეულ მხეცთა და ფრინველთა სერობა, ე. ი. ვახშამი.

სეფე ტახტ-ი - სამეფო ტახტი.

სეფისპირობა - დიდებულება, დიდგვარიანობა. წარჩინებულობა.

სეფქა - ”ფრთამაღალი გრძელი კრკალ-შემობმული” ისარი (საბა): ჯაღაცა ჰსეფქევ - ჯაღასაც ისარი სტყორცნე. იხ. ჯაღა.

სთველ-ი - შემოდგომა; ქარსა ჰგვანდა სთვლეულსა - შემოდგომის ქარსა ჰგავდა.

სორექ-ი - ყურძენი, ან კარგი ხარისხის ღვინო.

სპეტაკ-ი - თეთრი, წმინდა.

სრბა - სწრაფი სირბილი, ქროლვა.

სრევა - სროლა, ტყორცნა: ისრვის ისარსა; ფერო ეთერსა ელვათა სრევად - ეთერში ელვისებურ სხივთა ფრქვევის მსგავსო, ცაში გაელვების მსგავსო.

სრვა - ამოხოცვა, ამოჟლეტა, გაწყვეტა: უწყალოდ ისრის - შეუბრალებლად ნადგურდება, ისპობა; ესრო მარ ამით - განადგურდა, მოისპო, მოიკლა გველი (მარ) ამით.

სტავრა - ატლასი.

სტოლა - ჯარი, ამალა.

სტროლაბ-ი - კუთხის საზომი იარაღი, რომელიც იხმარებოდა ასტროლოგიაში ვარსკვლავების სიგრძე-სიგანის გამოსათვლელად.

სულად მოსლვა: მოვედით ჩვენ სულადვე - მოვსულიერდით.

სულდაღებულ-ი - გაჩუმებული, განაბული.

სულ-ი - 1. სული, дух: სულთ აშენებდენ - სულს შენ გაძლევდნენ; სული მწლფებარე - წრფელი სული.

2. თავი, სულიერი არსება: დაუნაყელი სული ვის შერჩა - დაუჩეჩქველი თავი ვის შერჩა; სთნდა ყოვლსა სულსა - მოსწონდა ყოკელ არსებას; სული, არენ ასული; მოწყალე სული.

სულის დაღება - გაჩუმება, გაკმენდა; სული დაიღო - გაჩუმდა, გაინაბა.

სულშეუღებელ-ი - სულმოუთქმელი.

სურმა: - თვალის საოლავი: შენი თქვეს: შამი, ა სურმა ისო - შენზე თქვეს: (მანათობელი) სანთელია, (თვალის საოლავი) სურმააო, (რომელიც თვალს ”მისცემს სინათლესა და გარდაიღებს მანესა” ე. ი. სიბინდეს).

სუფევა - მეფობა; სუფევს - მეფობს.

სძლობა: - ასძლოს - არძლოს, რძლად მიიყვანოს, დასვას როგორც რძალი. იხ. აგრეთვე სასძლო.

სწორება: სწორავს - ეტოლება, ესწორება, შეედრება.

სწრობილ-ი - სრული, ბადრი (მთვარე).

სხივ-მკრთოლვარება - სხივის ცეცხლოვანი ელვარება.

სხივ-შესადგმევ-ი - სხივ-გასაძლები.

სჯა - განსჯა, გასამართლება, სასჯელის დადება, დასჯა: ლხინად ვლი სჯათა - მხიარულად წადი განსასჯელად (მტრისა); ქოლვით ისაჯა - ჩაქოლვით, ჩაქვავებით დაისაჯა; ის სჯის მოსპოლვიერსა - ის ასამართლებს მოსასპობს, დედამიწის პირიდან აღსაგველს.

სიახლე - ახლო ყოფნა.

სიბასრე - სიმაგრე.

სიბიჭე - ეშმაკობა, ცბიერება, მატყუარობა.

სიბორგილე - მშფოთვარება, მოუსვენრობა.

სიდუხჭირე - სიუშნოე.

სიკეთე - სიმშვენიერე.

სიპოხე - სიმსუქნე.

სირ-ი - ჩიტი.

სისრა - ისრის გატყორცნა.

სისხლ-წამებულ-ი - სისხლით დამოწმებული.

სიტყვა-მავნ-ი - ავი სიტყვის მთქმელი, ავად მეტყველი, ავი სული.

სიტყვა-მიუმცდარ-ი - მართლის მთქმელი.

სიტყვა-შეწყობა - ლექსად შეთხზვა, გალექსვა.

სიტყვის მგებლობა - ფილოსოფიური დიალოგი

სიფიცხე - უამინდობა (ჰაერისა); სისწრაფე, სიჩქარე.

სიქადულ-ი - თავის ქება.

სიქსუე - გაველურება, განადირება.

სიცბილ-ი - ვერაგობა.

სიწლო - სიწვრილე, სითხელე, სიზუსტე.

სიწრფოება - გულწრფელობა, ალალ-მართლობა, სიწრფელე.

სიჭრელე - ცბიერება, თვალთმაქცობა.

სიხელე - სიგიჟე (მიჯნურობისაგან).

სიჴშო - სიმკვრივე, სიხშირე.

ტაბარზად-ი - ერთგვარი თეთრი შაქარი.

ტალა - ღამის დარაჯი, ყარაული მოგზაურობის დროს; უტალაოა - უგუშაგოა.

ტალანტ-ი - ”ოქროსა და ვერცხლის ზოდი” (საბა); ფულადი საბოძვარი, საჩუქარი.

ტან: ღვარი მკვდარსა იტანდეს - ნიაღვარი მკვდარს ატივტივებდა.

ტარალ-ი - ქურდი.

ტარიგ-ი - კრავი.

ტენალ-ი - სითხე, სინოტივე.

ტოილო - ჯაჭვი, წვრილი მავთულისაგან დაგრეხილი თოკი.

ტრელობა - მლიქვნელური მოფერება, პირფერობა, ”უწესოდ ყოველთა მიფერება საშოვრისათვის” (საბა).

ტრიონ-ი - მატყლის ქსოვილისაგან შეკერილი ძვირფასი სამოსელი.

ტურფა - იშვიათი და ძვირფასი მოელვარე ნივთი, ახალი და უცხო რამ.

ტყვევა - დატყვევება: მჭვრეტნი ვიტყვითა - მაყურებელნი მის ტყვეობაში ვვარდებით; მეტყვის მით ენოს - ამით (ფილოსოფოსი) ენია ჩემი ტყვე ხდება.

ტყვეურ-ი - დატყვევებული.

უარე - უფრო ცუდი, უარესი; უარე და უარე ხარ.

უბადო - ცუდი, ავი. უბადოდ - ცუდად, ავად.

უგბილ-ი - თავისნათქვამა, ჯიუტი, კერპი.

უგლიმ-ი - გულქვა.

უგრძნეულოდ - მოულოდნელად, ანაზდეულად.

უზარო - უშიშარი.

უზევს-ი - უზენაესი.

უზენარო - ფიცის გამტეხი, უპირო, უღვთო.

უზვერელ-ი - სურნელოვანი ხე.

უზღო-უმსგავსო - მიუზღვეველ-შეუფერებელი.

უკანასკნელ-ი - ”უკანა ბოლო” (საბა). ასტროლოგთა წარმოდგენით დედამიწის უკანა მხარის უკიდურესი ადგილი.

უკეთურ-ი - ”მჩემებელი კეთილისა და მოქმედი ბოროტისა” (საბა).

უკლ-ი: ყოვლითურთ უკლი, ერთგულთა უკლი - ყველაფრით უნაკლო, ერთგულთათვის არაფრის მომკლები.

უკლებ-ი - აღვსილი, სავსე.

უკუნ-ქცეულ-ი - უკან წასული, უკან გაბრუნებული.

უმაშვნო - ურგები, არმოსახდენი.

უმგბარ-ი - უმი, მოუხარშავი.

უმეცხოვრეო - უმწყემსო.

უმრწემეს-ი - უმცროსი.

უმსგავსო - შეუდარებელი.

უნათლიერ-ი - ნათელის არმქონე ე. ი. ბნელი.

უნას-ი - ფათერაკი, ცუდი საქმე.

უნატამალო - უნათესავო, უმოყვრო, უშვილო.

უნდო - არად სახმარი, გამოუყენებელი, უვარგისი.

უნე - ჰუნე. რაში.

უნებურ-ი - ურჩი,მოწინააღმდეგე.

უნესა - უნდეს, სურდეს.

უნივთო - მოუფიქრებელი, უაზრო,უსაფუძვლო.

უოხჭნო - დაუბოლოვებელი, უსასრულო, მარადიული.

ურ-ი - შავთვალა ლამაზი ქალი, მუსლიმანური მითოლოგიით - სამოთხის ქალწული.

ურჩთ-შემწველობა - ურჩთა მიმართ სასჯელის დადება ცეცხლში დაწვით.

უსაეჭვო - უეჭველი, აუცილებელი.

უსათავნო - თავნის უქონელი.

უსახლ-ი - უბინაო, უსახლკარო.

უსუარ-ი - ბავშვი ხუთიდან ათ წლამდე.

უსწორო - შეუდარებელი.

უტევან-ი - სიგრძის საზომი, ერთეული, ”რომელი 143 ბიჯი იქნების” (საბა).

უტყვ-ქმნა - დადუმება, გაჩუმება.

უფალთ-მთავარ-ი - დიდებულთა შორის ყველაზე წარჩინებული პირი.

უფსკრულ-ი - “სიღრმე მიუწვდომელი, რომლისა სახელი ნივთისა უზომოობასა დაჰნიშნავს” (საბა).

უქ-ი - შეუქებელი, რისი ქებაც არ შეიძლება.

უღერა - უღელა, უღელი: უღერანი - უღლები (მონობისა, მორჩილებისა).

უცად-ი - არა ციური, მიწიერი.

უძლო - დაუძლეველი.

უძოვრიან-ი - უბალახო (ადგილი).

უჴამურ-ი - ფეხშიშველი.

უჴდურ-ი - რძის ნაწარმი.

ფაიქ-ი - შიკრიკი.

ფარანდა - შიკრიკი.

ფარმან-ი - ბრძანება.

ფეროზ-ი - ძვირფასი მწვანე ფერის თვალი.

ფეღამბარ-ი - წინასწარმეტყველი (იგულისხმება მაჰმადი).

ფილაქ-ი ბედისწერა; ცა.

ფის-ი: ეფისა - როგორც ფისი, ისე მიეკრა (მიეწება).

ფლასურ-ი - შაოსანი, ძაძებმოსილი.

ფოლორც-ი - გზა, ქუჩა, შუკა, ორღობე.

ფოცხვერის უპე - ფოცხვერის ”მუცლის ბეწვი”, ე. ი. ფოცხვერის მუცლის ბეწვიანი ტყავი; ჭიპი (ვ. ფუთურიძე).

ფუცება - დაფიცება: დავითს ეფუცა - დავითს მისცა ფიცი; ეფუცა უფალს; ჰფუცე მონამა - (ღვთის) მონამ შეჰფიცე.

ფშვა - სურნელების დენა.

ქალაქობა - ზეიმობა: იქალაქა - იზეიმა.

ქალაქპეტ-ი - ქალაქის თავი.

ქალწულ-ი - ზოდიაქოს მეექვსე ეტლი, რომელშიც მზე შედის 23 აგვისტოს.

ქარქვეტ-ი - კაჭაჭი: ქარქვეტებრ - კაჭაჭსავით.

ქაფარ-ი - ურწმუნო, სარწმუნოებისაგან გამდგარი, გიაური.

ქნარ-ი - 1. სიმებიანი საკრავი ინსტრუმენტი, ებანი.

2. ვარსკვლავი: ქნარი არსით მთქნარი; დღე ბნელ ქნარისთა.

ქორაფ-ი - თეთრი ალვის ხე.

ქოში: ქოშისაებრ - ვაცსავით.

ქრთილ-ი - შემოდგომის ნათესი ქერი.

ქსუ - გაგარეულებული, განადირებული.

ქსულ-ი - მობერილი, მონიჭებული (ზეციდან).

ღად-ი - ბნელი.

ღართ-ი - ნაბადი.

ღარიბ-ი - უცხო.

ღაფალ-ი - ზარმაცი, ზანტი; დაუდევარი.

ღელე გლოვისა - ბიბლიური გადმოცემით ადგილი, სადაც დავით წინასწარმეტყველმა ამოჟლიტა ურჩ ფილისტიმელთა ლაშქარი (მეორე მეფეთა 5,17-25).

ღვარ-ნაფშვენ-ი - ღვართქაფი, დიდი ნიაღვარი, რომელსაც თან ღორღი და სილა მოაქვს.

ღვლარჭვა: ვიღლარჭვნები - ვიგრიხები; იღვლარჭნებოდა - იგრიხებოდა.

ღმერც - ღმერთს.

ღრიანკალ-ი - ზოდიაქოს მერვე ეტლი, რომელშიც მზე შედის 23 ოქტომბერს.

ღრჭენა - კრაჭუნი.

ყანდ-ი - თეთრი, მაღალი ხარისხის შაქარი.

ყასაბ-ი - ოქრო-ვერცხლით ნაქარგი ტილო.

ყვანჭ-ი, ყვანჯ-ი - ჩოგანი.

ყოლაუზ-ი - ეტიკი, გზის მაჩვენებელი, მეგზური.

ყოლბ-ი - ნაწნავი, დალალი.

შავა - ინტერესი.

შამალ-ი - ჩრდილოეთი.

შამბ-ი - გაუთელავი მაღალი ბალახი. შამბნარი - გაუთელავი მაღალბალახიანი მინდორი.

შამ-ი - სანთელი.

შართქუნ-ი - ქვეშაგები, ლოგინი.

შარ-ი - ბამბეულის წმინდა ქსოვილი.

შარიფა - მექის გამგებელი, მფლობელი.

შარუხ-ი: წავიდა იგი ჟამი და დღე, ოდეს ერთმან კუმან ორი შარუხი დასცეს - წავიდა ის დრო და დღე, როდესაც ერთმა კუმ ორი ეტლი დაამარცხოს. კუ და შარუხი ჭადრაკის ფიგურათა სახელწოდებებია.

შაშარ-ი - ნესტარი.

შეავება: შევაავენით -შევაწუხეთ, გავაცუდეთ.

შეავებულ-ი - შეწუხებული (ვინმესგან); ავადმყოფი, ცუდად გამხდარი.

შეგუილ-ი - შეგუება შეჩვევა, შეთვისება.

შევედრება - მიბარება, ჩაბარება, მიცემა (რისამე): საჭურჭლისა კლიტე მას შეჰვედრე - საგანძურის გასაღები მას ჩააბარე; ეშმაკს ევედრა, სული შეჰვედრა - ეშმაკს შეეხვეწა, სული მას ჩააბარა (მიაბარა).

შეზარება: შეგვეზარა - შეგვეშინდა.

შეკვრა: შემკრეს - ჯადო გამიკეთეს.

შემას-მქენალ-ი - შემას მავედრებელი. ე. ი. მზის თაყვანისმცემელი. შემას ანუ შამმას (შამმაშ) არაბულ-სპარსულში ეწოდება იმ ადამიანს, რომელმაც პირველად შემოიღო ცეცხლთაყვანისმცემლობა. შამმაშ ძველ აღმოსავლეთში ეწოდებოდა მზის ღმერთს.

შემაყენალ-ი - დამპატიმრებელი.

შემოვედრება: ციხესა შენ შემოგვედრებ - ციხეს შენ გაბარებ.

შემთხვევა: შეგვემთხვივნეს კაცნი - კაცები შემოგვეყარნენ, შეგვხვდნენ.

შემოზრახება - დალაპარაკება, ხმის გაცემა: არ შემოგვეზრახნეს - ხმა არ გაგვცეს. არ დაგველაპარაკნენ.

შემოწირვა: წრის დარტყმა: შემოსწირა - გარშემო შემოუარა, წრე დაარტყა.

შემჩემ-ი - მიმსაკუთრებელი; დამმონებელი.

შემცრება: სული შემმცრებია - სული დამლევია.

შემწველ-ი - დამწველი, ცეცხლის მომდები.

შენამართევ-ი - ხელმიყოფილი.

შენაფლობი: არ შენაფლობი - უფლების ქვეშ აუყვანელი, დაუმარცხებელი, ”не знавший над сабою власти” (ნ. მარი). იხ.აგრეთვე: შეუფლობელი.

შენ-ი: გაბედნიერებული, აშენებული: ჩვენ, ერნი შენნი, შენ მიერ შენნი - ჩვენ, შენი ხალხი, შენ მიერ გაბედნიერებული; ნაშობნი შენნი, შენ მიერ შენნი.

შესაპოვარ-ი - მოსარიდებელი; სათხოვარი.

შესაქმე - შექმნა, გაჩენა, დაბადება.

შესხმა: - 1. შემკობა, ქება: უმიროსისგან შესხმანი; ჩემნი შესხმანი.

2. კრებული: დიონოს წიგნთა შესხმანი - დიონისე არეოპაგელის თხზულებათა კრებული.

3. ჩაცმა: ჴამლთა შესხმანი.

შეტაცება: ჴელი შესტაცა - ხელი სწრაფად დაუჭირა; ჴელი შემტაცა - ხელი სწრაფად დამიჭირა.

შეტყვება: შეეტყვების - შეეტყობა; შეატყვებენ - შეატყობენ.

შეტყველვა - ხელების ერთმანეთზე შემორტყმა, ტაშის დაკვრა: ჴელნი შევიტყველვენ; ჴელნი შეიტყველნა.

შეუსახევ-ი - მიუმსგავსებელი, წარმოუსახავი, უბადლო (მშვენიერებით).

შეუფლობელ-ი - დაუმარცხებელი, დამოუკიდებელი.

შეუფრობელ-ი - შეუწუხებელი, დაუძლეველი, მორჭმული.

შეუძლევ-ი - დაუძლეველი, დაუმარცხებელი (ბრძოლაში).

შეუჭირველ-ი - შეუვიწროებელი, შეუწუხებელი; უზრუნველი.

შეფრფინვა - აღტაცებით ცქერა.

შეფრობა: ნუცა ამისთვის შეაფრობ - ნურც ამისთვის შეაწუხებ (შეაჭირვებ).

შეფრობილ-ი - შეწუხებული, ძლეული.

შექცევა - უკან მიბრუნება, შებრუნება, უკან დაბრუნება, უკან წასვლა: იქცა იგი კაცი - ის კაცი უკან წავიდა; შეიქეც - უკან მიბრუნდი (წადი); შემაქციეო - უკან გამაბრუნეო, შემაბრუნეო.

შეწონება: შეაწონენ - შეადარე, დაუპირისპირე.

შეჭირვებულ-ი - შეწუხებული, დადარდიანებული.

შეჭურეა: შეიჭურვა - ჯაჭვ-საჭურველის ასხმა. შეჭურვილი.

შეხვეწა: შემეხვეწა მას სახლსა - იმ სახლში შემასწრო (მოასწრო თავის შეფარება), შევარდა; ქალაქსა შევახვეწენით - ქალაქში შევყარეთ, ვაიძულეთ ქალაქში შესულიყვნენ.

შეჴდომა: გულსა შეუჴდა - გულს ეცა (მწუხარება), შეწუხდა; შეუჴდა ზედა - ზედ მიუხტა; ცხენოსანსა ზედა შეჰჴდა - ცხენოსანს ეცა (მივარდა).

შეჴმობა - შეძახება, ხმის გაცემა: შეუჴმოს.

შეჯერება - დარწმუნება.

შვიდი მნათობ-ი, შვიდი მნათ-ი - შვიდი პლანეტა: მზე,ზუალი (სატურნი), მუშთარი (იუპიტერი), მარიხი (მარსი), ასპიროზი (მერკური), ოტარიდი (ვენერა) და მთვარე. ასტრალური გაგებით თითოეული მათგანი ცის თითო სარტყელში მდებარეობს და მათი განლაგება მოცემულია დედამიწიდან დაშორების მიხედვით.

შვრომა - შრომა, გარჯა: შვრებოდა - შრომობდა, ირჯებოდა; შრომით რებულთა - გარჯით, გაჭირებით მოარულებს.

შთათხზილ-ი - ლამაზად ჩაწყობილი.

შთვილ-ი - დამხრჩვალი.

შთობა - დახრჩობა: ზღვასა შიგან ვიშთვები - ზღვაში ვიხრჩობი.

შიშ-ჰაერ - ბროლივით გამჭვირვალე და ჰაეროვანი (მშვენიერი, ლამაზი, მოხდენილი).

შლუ - რეგვენი, ჭკუათხელი, ბრიყვი.

შობილ-ი (მთვარე)- ახალი მთვარე.

შოებულ-ი: არ დარჩა კაცი არ შოებულად - არც ერთი კაცი არ დარჩა უალაფო (უნადავლო).

შროშან-ი: ყნოსვა შროშანთა, მღერა შროშანთა. - პირველი ”შროშანი” არის ყვავილი ”მრავალფერი და სუნნელი”, რომელსაც ძველად ეწოდებოდა ”კრინი” (лилия), მეორე ”შროშანი” კი ერთგვარი მგალობელი ფრინველის სახელია.

შტახს-ი - ერთგვარი სურნელოვანი ყვავილის გამონაწური.

შუქ-მოსიერ-ი - შუქმოსილი.

შუშპარ-ი - ცეკვა, ”სამაია”.

ჩაგზება: გულსა ცეცხლი ჩაეგზნა - გულზე ცეცხლი მოეკიდა, გულში ცეცხლი ჩაუნთო (დაუნთო).

ჩამოქცევა: მუნით ჩამოვიქცევ თავსა - იქიდან თავს გადმოვიგდებ.

ჩამოჭრა - ჩამოვარდნა, სწრაფად ჩამოხტომა: ცხენისაგან ჩამოიჭრა - ცხენიდან ჩამოვარდა; ვითა ჩამოიჭრებოდა - სანამ ჩამოვარდებოდა; ჩამოიჭრა.

ჩაუქობა - სისწრაფე, სიმარდე. ”ჩაუქი - ქცვიტი და შემძლე” (საბა).

ჩაუშ-ი - იასაული, ზედამხედველი.

ჩაქ-ი - ჩანახევი, პატარა ნაჭერი.

ჩაშ თუ - ჩანს თუ.

ჩაჩი ზარქაშ-ი მოოქრულ, მოსირმული ძვირფასი ქუდი.

ჩაჭრა - ჩავარდნა: ორმოსა ჩაჭრილ ვარ; ნუ ჩაიჭრები საეჭვსა; ჩაჭრილა ცეცხლსა შიგან.

ჩახვეწა: ჩაეხვეწა - ჩაიკარგა, ჩაიმალა.

ჩაჴდომა: გულსა ჩაუჴდა - გულში ჩაუვარდა.

ჩინება: უჩინა - მიუჩინა, დაუნიშნა; იჩინენით თავნი - თავი გამოიჩინეთ.

ჩუკნა -”ხელით დაცემა” (საბა), ონანიზმი.

ჩურჩვნა: სჩურჩვნიდეს - უჩურჩულებდნენ, ყურში ჩუმად ეუბნებოდნენ.

ჩხიბ-ი - ჯადო.

ცება - ციური სინათლით გაშუქება.

ცემა - 1. მიცემა, მოცემა: მეცა - მომეცა;არ ეც - არ მიეცი; გიცნა - მოგცა; სცეს სწავლა.

2. კბენა (გველისა): უცემ; გველი ხარ, ცემისაგან კიდე არა იცი; გველი ორჯერ ვერ უცემს.

3. დაკვრა: ჩანგსა სცეს; უცემდეს ბუკსა.

4. ცემა, დარტყმა: არცა ცემისა გაგვა; ტანსა ყველგან სცა - ტანზე ყველგან დაარტყა (მათრახი); ასპარეზსა სცემდის - ასპარეზობდა.

ცერ-მართალ-ი -”ოთხფრთიანი, შორს და სწორად მავალი ისარი” (იუსტ. აბულაძე).

ცნობა-ვნებულ-ი - ცნობა დაკარგული, ცნობამიხდილი.

ცოტა - პატარა: ცოტა ყმა; შვილი ჩემი ცოტა არს; ქალაქი ერთი ცოტა; სახლსა ცოტასა; ცოტა (კარავი).

ცუდ-მბორგობა - შფოთვა ბოროტი განზრახვის მიზნით.

ცურცვლა -”შეღონებულისაგან ღონისძიება რამე” (საბა).

ცქაფვა -”აჩქარებული ლაპარაკი, როტვა” (იუსტ. აბულაძე).

ცხროიან-ი - ციებ-ცხელებიანი.

ძალ-ი - 1. ზეცისა ძალნი - სამყაროს სხეულები.

2. ზეცისა ძალნი - ანგელოზები.

3. სიმი: ახალი ხმა ძველისა ძალისაგან ჩამოიკვრის.

3. ვაზირთა ძალი - ვეზირთა დასი (გუნდი).

ძალ-შეზღუდულ-ი - გამაგრებული, გაძლიერებული (ვინმესგან).

ძალ-შეუზღუდ-ი - სუსტი, გაუმაგრებელი.

ძელ-ი -”ცხოველ-მყოფელი პატიოსანი ჯვარი”, რომელიც 614 წელს ხვასრო მეფემ იერუსალიმიდან სპარსეთში წაიღო.

ძვირ-ი - ძუნწი (კაცი).

ძირ-ი - ფესვი, ჩამომავალი: ეფრემის ძირთა; იესეს ძირი. ძირით მისისა იესესისა.

ძლევა-შემოყრილ-ი - გამარჯვებული, ძლევამოსილი.

ძმაცვა - ბოროტი განზრახვა, მუხანათობა.

ძნელ-საგებლობა - აპორეტიკა.

ძნობა - შექება, შესხმა გალობით, მკობა.

წალიკა - მყრალი და მწარე ბალახი.

წამალ-ი - წამალი, საწამლავი: წამალნი - სამხატვრო საღებავები; წამლიანი.

წამება - დადასტურება, დამოწმება, რწმუნება: ფიცითა წამა მისგან იწამა - ფიცით დაამოწმა და მისგან (თამარისგან) ირწმუნა.

წამობეზღება - მტრის გამოტყუება სიმაგრიდან: წამობეზღე.

წამოტანება: წამოიტანე - წამოიყვანე.

წამოწყდომა (ხალხიდან)- ერთის ან რამდენიმე კაცის წინ გამოსვლა, გამოხტომა: წამოწყდეს ლაშქართა წინა.

წარმართებულ-ი - სწორ გზაზე დამდგარი, ხელშეწყობილი.

წარმჴმელ-ი - წამღებელი.

წარტყვენვა - დაპყრობა, დაკავება: ქალაქი... წარეტყვენვათ - ქალაქი დაეპყროთ, აეღოთ, დაეკავებიათ.

წარქცევა - გაძღოლა: წარიქცივნა - გაიძღოლა (ისინი).

წარწირულ-ი წარ-თუ-წირულ ვართ, არ განწირულ ვართ თუ შევიწროებული და დაჩაგრული ვართ, (სამაგიეროდ) არა ვართ განწირული (შდრ. II კორ. ებ. 4,8).

წარჴდომა - წასვლა, გაქრობა, ხელიდან გაძვრენა: წარჴდა - წავიდა; წარგვიჴდეს მენავენი - მენავენი ხელიდან გამოგვეცალნენ, გაქრნენ.

წაღება - წართმევა: ძალი წაგვიღო - ღონე წაგვართვა; სული წაუღო; გონება წაუღო; წაუღო სირცხვილი; წაუღებენ ქალაქსა - ქალაქს წაართმევენ (დაიპყრობენ); წაუღე.

წაღმართ-ი - მომავალი; წაღმართ - შემდეგ; დღეისითგან წაღმა - დღეის შემდეგ.

წახმა - წაღება, დაპყრობა: წავიხვენით საჭურჭლენი - საგანძური წავიღეთ; ქალაქნი წაუხმან - ქალაქები დაუპყრია, დაუკავებია.

წახნაგებულ-ი - გათლილი.

წვართა - სწავლება: თვით ბრძენი წვართა - თვითონ ბრძენს ასწავლა.

წვეთა: თვალთა უწთონ - თვალებში უწვეთონ.

წინა-განწყობა - წინასწარ განლაგება (სამყაროს სხეულებისა); წინასწარ მოფიქრება, განსაზღვრა.

წინამგებარე - შემგებებელი, დამხვდური, მოწინააღმდეგე.

წინა-წარმართ-ი - კეთილად წინ მავალი; ხელშეწყობილი.

წინა-წარქცევა: აქლემი წინა წარიქცია - აქლემი წინ წაიძღოლა (წინ გაიდევნა).

წინწილა - ტკბილხმიანი საკრავი ინსტრუმენტი, რომელსაც ლითონის სიმები აქვს.

წონება: ვიწონე - განვსაზღვრე; დავითვალე; ვიწონეთ - განვსაზღვრეთ, დავითვალეთ.

წუხილ-ი - დახუჭვა (თვალისა).

წყალ-ი - ბრწყინვალება, ელვარება (ძვირფასი ქვისა, მნათობისა): სოფლისა წყალთა დამშვენებარე; სოფლისა წყალთა დამაშვენალი - ქვეყნის მარგალიტთა ბრწყინვალებით დამშვენებელი; გაქვს არსთა წყალი - გაქვს მნათობთა ბრწყინვალება; წყალთა არსთასა; წყლად წყალი მრწყველი.

წყალ-ჯავარ-ი - ძვირფასი მოელვარე ქვა, თვალი პატიოსანი.

წყლიან-ი - მშვენიერი.

წყლიანობა: გწყლიანობენ - გშვენიან.

წყლით რღვნა - წაროვნა

წყლის-საქანელ-ი - ზოდიაქოს მეთერთმეტე ეტლი, რომელშიც მზე შედის 20 იანვარს.

წყრთა - სიგრძის საზომი ერთეული, სიგრძე იდაყვიდან თითისწვერებამდე.

ჭამად-ი - საჭმელი.

ჭანგ-ი ბრჭყალი, კლანჭი.

ჭარმაგ-ი - თეთრი ცხენი.

ჭინო - ერთგვარი ფრინველი, ”პატარა კაკაჩა” (საბა).

ჭრელ-ი - ცბიერი, მატყუარა, გაიძვერა.

ჭურ-ი - აბჯარი, საბრძოლო შეკაზმულობა.

ჭყირტ-ი -”მოუთმენარი მოპასუხე” (საბა), მეტიჩარა მოლაპარაკე; ჭყირტად.

ხათუნ-ი - ქალბატონი.

ხამარ-ი - მეღვინე, ღვინით მოვაჭრე.

ხარა - აბრეშუმის ქსოვილი.

ხარაბათ-ი - სამიკიტნო.

ხარისხ-ი - კიბის საფეხური.

ხასაგიან-ი - დიდებული.

ხას-ი - დიდგბული.

ხატებ-ი ხატიბი ე. ი. მიზგითში ლოცვის (ხოთბეს) წარმომთქმელი. მუსულმანურ ქვეყნებში წესადაა მიღებული, რომ სამეფო ტახტზე ახლად ასული ხელმწიფის სახელზე მიზგითში საკრებულოს წინაშე ხატიბმა წარმოსთქვას ლოცვა (ვ. ფუთურიძე): ხატებისაებრ - ხატიბსავით.

ხელ-ი - გახელებული, გიჟი ხელთაებრ; ხელივით; ხელური.

ხენეშ-ი - ცუდი, ავი.

ხვანჯ-ი - ხრიკი.

ხვასტაგ-ი - საქონელი.

ხვეჭა - უკანონოდ შოვნა, ან მიტაცება რისამე.

ხლდომა - ხტუნვა (სიხარულის გამო).

ხლება: სულიერი ვერა მიეხლების - სულიერი ვერ მიუახლოვდება. შდრ. მეხელი.

ხორშა - გვალვა.

ხორშაკ-ი - გვალვა, დიდი სიცხე.

ხრიზმოს - “წინასწარმოსწავება” (საბა), მკითხაობა, წინასწარმეტყველება.

ხუთათას ხუთასიერ-ი - წელიწადი, გასული ალექსანდრიული წელთაღრიცხვით ადამის გაჩენიდან ქრისტეს დაბადებამდე.

ჴამლ-ი - ფეხსაცმელი.

ჴაფად - უცბად, სწრაფად, მოულოდნელად.

ჴდა - ახდა: მართ ბინდ მჴდოვნებად - ჭეშმარიტად ბინდის ამხდელად.

ჴდად-ყოფა: ჴდად-ჰყოფენ - აცხადებენ.

ჴელ-ი - შენი ჴელია - შენი საქმეა; ჴელად მიჩნდა - საქმედ მიმაჩნდა; ჴელი თქვენი ჭაბუკობა არის - თქვანი საქმე ჭაბუკობაა; არა ჭაბუკთა ჴელია - ჭაბუკთა შესაფერისი არ არის; ანუ ხელი და არას ჴელისა - (იქნება) ან გიჟი და არავითარი საქმის (ხელობის) მცოდნე; მომხვდიან ჴელისად და ჴელისად კარავნი - მხვდებოდა სხვადასხვა სახელოს, სამოხელეოს კარვები.

ჴვებულ-ი - განდევნილი, გამოკლებული.

ჴვივილ-ი - ჭიხვინი (ცხენისა).

ჴმელ-ი - ხმელეთი.

ჴომ-ი - ხომლი, ვარსკვლავთა გუნდი.

ჴრდალ-ი - ფაშატი.

ჴრილ-ი -”წისქვილის გარ მოდებული ფქვილი” (საბა).

ჴსნილ-ი - დახსნილი

ჴსნილ-ყოფა - განთავისუფლება.

ჯადეგ-ი - გრძნეული, ჯადოსანი.

ჯავარ-ი - 1. ძვირფასი მოელვარე ქვა, თვალი პატიოსანი: ჯავარ მოწყალე - მოელვარე თვალი; მფლობი ჯავართა.

2. მეზობელი, ახლობელი; მექომაგე, მფარველი, დამცველი: ჯავარ მოწყალე - მეზობელთა და ახლობელთა წყალობის მიმნიჭებელი; ხალიფას სვისა ჯავართა მშლელი - ხალიფას ბედის მექომაგეთა დამრღვეველი; ჯავარ მოცალე - ახლობელთა დროის გამტარებელი; სტურფობს ჯავარი - ამშვენებს ახლობელთა კრებული.

ჯავარ-სრულობა - სრულყოფილი ბზინვარება (ელვარება).

ჯამა - ხრდალი ანუ ფაშატი აქლემი.

ჯამაზა - ერთკუზიანი ჩქარმავალი აქლემი.

ჯაღა - ბრილიანტის ფრთა, მიმაგრებული შაჰის (სულთნის) გვირგვინზე: ჯაღაცა ჰსეფქევ - შაჰის (სულთნის) გვირგვინზე მიმაგრებულ ბრილიანტის ფრთასაც მოახვედრე ისარი. იხ: სეფქა.

ჯერკვალ-ი - მავნებელი, საზიანო.

ჯიკ-ი - ლაშქრის მოჯრა.

ჯომარდობა - გმირობა, ქველობა.

ჯუფთ-ი - წყვილი, ტოლი.

როვან-ი - ლამაზი, მშვენიერი.

ავა-ი - მუსლიმანი, ურწმუნო.

ჰარირ-ი - აბრეშუმი.

ელა, ჰელოი - ლელო.

ჰეტრატიონ-ი - თხელი და სუფთა ეტრატი.

ჰვირმამნდმე-ი - საბედისწერო მეხი (?). ეს სიტყვა ხელნაწერებში დამახინჯებით იკითხება. ნ. მარი კითხულობს როგორც ”ვპირ მამენდ მეხი” და გაუგებარ გამოთქმად მიაჩნია.

უქუმათ-ი - შეგონება.