The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
სურვილი

სურვილი

მინდა, რომ ჩემს სატრფოსა

ვხედავდე თავისუფალსა,

რომ ძალით ვერ აშინებდენ,

ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!..

მინდა, რომ მისი სახელი

გაითქვას ძველებურადა

და მისიანი ყველანი

ერთადცხოვრობდენ ძმურადა!

მინდა, რომ მისსა დიდებას

დამღერდეს რუსველის ქნარი

და იღვიძებდეს იმ ხმაზე

ტაშის-კვრით ხალხი მძინარი!..

მინდა, რომ მაგრამ, ეჰ, კმარა!

ფრთა შევაკვეცოთ სურვილსა,

თორემ რა მოჰკლავს უფსკრულსა

მამულისშვილის წყურვილსა!

1880 .