The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ძირს

ძირს

(სიმღერა)

ძირს, მთავრობავ, უსამართ!

ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, -

ყოველი მხრივ გეძახიან:

ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირსო!

კმარა ისიც, რაც ვითმინეთ,

გვიმატებდი ჭირზე ჭირსო!

ის აღარ ვართ, რაც ვიყავით,

გავიღვიძეთ და აწ - ირსო!”

ჩვენის სისხლით, ჩვენის ოფლით

უხვად რწყავდი ქვეყნის პირსო, -

დღეს ეს აღარ მოხერხდება,

გეუბნებით მიტომ: ძირსო!”

ბნელს ნათელმა მოაშუქა

და ერთ რამედ ესეც ღირსო!

ძველი წესი-წყობილებაც

ბნელს გაჰყვება და შენ - ძირსო!”

შენგან, ძალაუნებურად,

არ მოველით დანაპირსო.

ჩვენ მოვუვლით ისევ ჩვენს თავს,

არ გვინდებხარ, - ძირს და ძირსო!”

ძალას ჰკარგავ, ის გაწუხებს,

აღარ გიხსნის დანა პირსო,

მაგრამ რა ვქნათ? ქვეყნის ტანჯვას

სჯობს იტანჯო ერთმა - ძირსო!”

ხალხი იბრძვის! ხალხი ჰღელავს!

ვეღარ ასდებ აწ აღვირსო!

ყოველის მხრივ შეგძახიან:

ძირს, მთავრობავ, ძირს და ძირსო!

1905 .