The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ლიტერატურული საღამო

ლიტერატურული საღამო

ხუთშაბათს ლიტერატურული საღამო იყო დანიშნული. წინა დღით წერილი მივიღე. ავტორს, როგორც ეტყობა, სურს იგი გამოქვეყნებული იყოს. ვბეჭდავ უცვლელათ.

ბატონო .!

გაზეთში გამოცხადებულია, რომ თქვენ 14 სეტემბერს ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხავთ ახალ ნაწარმოებს... სრული დარწმუნებული ვარ, ერაითარ ახალს რასმე ვერ დასწერთ. მე თქვენზე უფრო მაგარი აგებულების ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება მკაცრ ხელობას - იმობას მოვანდომე, მაგრამ გამოურკვეველმა მდგომარეობამ ხელი ამაღებინა ჩემს სპეციალ მუშაობაზე და იქ ვეჩხირები, სადაც ჩემი სნეულების განკურნვას ველი.

გიგზავნით წრფელ აღსარებას, დაკვირვებულ აღწერილობას ჩემი საკუთარი ავადმყოფობისას; წაუკითხეთ იგი საზოგადობას, იქნებ, მსმენელთაც სიამობით მიიღონ და მეც წამალი მომინახონ.

კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ დგეართ... ფარდები კართა უკვე ათრთოლდენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის მსხვერპლნი შეიქნებით.

ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები.

ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხშირათ მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა:

მოუარეთ საქართველოს!

მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყელეენ:

მოუარეთ საქართველოს!

ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთ, და ბრძანების კილოთი ამბობს:

მოუარეთ საქართველოს!

ღამის წყვდიადში ყურს მოვკრა მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიმა თერგი და ბანს ეუბნება დინჯი მტკვარი:

მოუარეთ საქართველოს!

ნუთუ, ბატონო ჩემო, გუშინწინ რომ კოკისპირულმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა:

მოუარეთ საქართველოს!

1917 .