The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
დედის სიმღერა

დედის სიმღერა

ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,

ვაით გშობე, უით გზარდე,

და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ

უფრო დედას რომ უყვარდე?

ქალი მამას ქმარში გასცვლის,

ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;

მაგრამ დედას შვილის ტრფობა

სამარეში თან ჩაჰყვება!

ახლოს გული მისთვის უძგერს,

შორს მყოფ ფიქრით თავს ევლება:

უფიქრელად თავს შესწირავს, -

დედა თვის შვილს ენაცვლება!..

მაგრამ შვილი ხშირად დედას

გასცვლის ხოლმე ყვარლში!..

არ იცის, რომ მოტყუებულს

სხვისი სატრფო რჩება ხელში!..

მაგრამ ნება ბუნებისა

ეს არის და ასე იყოს:

დედამ უნდა შვილისათვის

თავის-თავი დაივიწყოს!..

რა მოგშორდი, შვილო, შემდეგ

შავი ფიქრი გულს მიბუავს...

ვაჰ, თუ გშია! ან გწყურია!

ან გცივა და არა გხურავს!

ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,

გულს გასვია მტრის ისარი

და, რომ წყლული შეგიხვიოს,

დედა-შენი არსად არი!..

ვა, თუ შენს ლამავალებს

ყვავი ჰკორტნის და ყორანი,

და უნაგრით უპატრონოდ

დაგხვიხვინებს თავს მერანი!..

, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა

ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?

მაშინ დედა-შენიც ჩიტა

გადაიქცეს, შენსკენ ჰფრენდეს!..

1875 .