The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი

კრავების

ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავეის,

დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით;

უნაზესი ისმის ხმა საკრავეის

ბაღებს იქით, სადღაც, გადაშორებით.

მზის გადასვლამ სივრცეები დაწმინდა.

იბინდება, იბინდება მთაწმინდა.

აჰ, ეგ თმები, ჩემს სახეს რომ ეხება,

შუქმა კარგი მოგონებით შეღება.

იყო ომი, იყო ცეცხლის დროება,

ლოდინია ახლა და მყუდროება.

ციდან მთებზე ეშვებიან კრავები,

დაღალული წყდბა ხმა საკრავების.