The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ლილიან ფრთებით

ლილიან ფრთებით

ჰა, მშვენბა! ოჰ, ეს ცისკარი

ოცნებამ ბაგი გაგაანგარა.

შემოგახვია შავი ზღვის ქარი

ლილიან ქარად - ბაგეანკარა.

მოგცა ლურჯი მინანქარი,

გადაგაქცია ლილიან ქარად,

ნუ გვიანდებით, ნუ გვიანდებით,

ეშვება ღამე ლილიან ფრთებით.

1916