The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
პირველი მჭედლები

პირველი მჭედლები

იბერიელთა სოფელიმაღალ-მაღალი ცხენები

ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.

პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,

ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.

კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელი

და საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი.

უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული,

ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული.

ქურაში ცეცხლის ენები წითელი აბრეშუმები,

კედლებზე ახალთახალი თხუთმეტწყრთიანი შუბები,

უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა,

დასახარჯავი ხანჯლები ღა რანგები ნაბდისა.

იბერიელთა სოფელი… მაღალ-მაღალი ცხენები…

ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.

პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი ურო ძლიერი,

ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.

1941