The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
რუსთველის პროსპექტზე სიარული

***

რუსთველის პროსპექტზე სიარული

ნუ მომიშალოს ღმერთმა,

ვიყო მუდამ ასე მხიარული,

ქართველი პოეტი მერქვას.

პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო

სიმდიდრედ ჩამითვალეთ,

თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, —

ვერ ვნახო სამოთხის მთვარე

მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს

ქაშვეთის შემოხედვამ

რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი

ნუ მომიშალოს ღმერთმა!

1941