The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ლამაზმა ქალმა ღიმილით

***

ლამაზმა ქალმა ღიმილით
თვალს გამიყარა თვალია,
გულს რაღამც გამიწკრიალა,
თითქოს ჩონგურის ძალია!
შორით მცქერალმა შორს მყოფსა
მომიდვა ცეცხლის ალია,
არ მიმიკარა ახლოსა,
ასე დამწვა და დამლია...
ლამაზო ქალო, აგრეთამც
არ მოგეშლება ქალობა,
თავზედ გვირგვინი გეღირსვის,
მაზლ-დედამთილის რძალობა,
ნუ მომკლავ დედის ერთასა,
მომხედე, მიყავ წყალობა!

1895 წ.