The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
როს არშიყი

როს არშიყი

როს არშიყი საყვარლისა ხილვას ეშურებოდეს,

რაკი ნახოს მეყვსეულად გრძნობით ეუბნებოდეს:

მიყვარხარ!

არა ვგონებ ორთაშუა მოხდეს იქაც ღალატი,

ოდეს სული გულსა ტრფობით ეუბნებოდეს:

მიყვარხარ!

რაყიფნი განფიცულან, ვცან მათნი განზრახვან.

გვდრებ, არ დაიჯერო მათნი ცუდნი თქმანი:

მიყვარხარ!

ვიცი, ჩემო სიცოცხლევ, მრავალნი შემოგტრფიან.

რამ ჩემებრ ხი ვერ გეტყვიან:

მიყვარხარ!

როცა მოვკვდე შენთვისა, მომიგონე სულით

ჩემსა შემდეგ გვედრებ, არვის უთხრა გულითა:

მიყვარხარ!

თუ დრო შეგხვდეს ფიქრისა და მკვდარი მომიგონო,

მოდი ნახე საფლავი, რომ იქაც გაიგონო:

მიყვარხარ!